მსოფლიო
სამართალი

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მერწყულს ესტუმრება 14:57-ზე – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამხედრო
კონფლიქტები
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს
საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის 83% სა­ბან­კო სერ­ვი­სე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბას ემ­ხრო­ბა, ხოლო ოთხი­დან სამი მო­ქა­ლა­ქე უკონ­ტაქ­ტო გა­დახ­დის­თვის უპი­რა­ტეს მო­წყო­ბი­ლო­ბად სმარ­ტფონს ასა­ხე­ლებს - ასე­თია სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პა­ნია Mastercard-ის მიერ დაკ­ვე­თი­ლი კვლე­ვის, "ცხოვ­რე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბის" შე­დე­გე­ბი.

რო­გორც სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­დან ჩანს, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი გლო­ბა­ლურ ციფ­რულ ტრენ­დებს არა მხო­ლოდ მხარს უჭერს, არა­მედ ზო­გი­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით ევ­რო­პულ პრი­ო­რი­ტე­ტებს უს­წრებს კი­დეც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მართ მო­თხოვ­ნა რომ მა­ღა­ლია, ამას Mastercard სა­ქარ­თვე­ლოს და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი, იგორ სტე­პა­ნო­ვიც ადას­ტუ­რებს, რო­მელ­მაც ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვის შე­დე­გე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ცოტა ხნის წინ წა­რუდ­გი­ნა. "კვლე­ვის შე­დე­გად, ციფ­რუ­ლი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მი­მართ მო­სახ­ლე­ო­ბის მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი და­დას­ტურ­და, რაც ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა ინო­ვა­ცი­ე­ბის­თვის მზად არის,"- აღ­ნიშ­ნა იგორ სტე­პა­ნოვ­მა.

კვლე­ვის მო­ნა­წი­ლე­თა 74%-მა მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ ფორ­მად და­ა­სა­ხე­ლა, როცა მა­ნამ­დე ევ­რო­პა­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ (Mastercard Impact of Innovation) გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ევ­რო­პელ­თა შო­რის სმარ­ტფო­ნით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის ტრენ­დს რეს­პო­დენ­ტთა მხო­ლოდ 60% ემ­ხრო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­დახ­დე­ბის­თვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის უპი­რა­ტეს მე­თოდს, სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­კი­თხულ მო­ქა­ლა­ქე­თა 44% უპი­რა­ტე­სო­ბას თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის ამოც­ნო­ბას ანი­ჭებს, მა­შინ, როცა ევ­რო­პა­ში გა­მო­კი­თხულ­თა შო­რის ამ მე­თოდს პრი­ო­რი­ტე­ტი 38%-მა მი­ა­ნი­ჭა. კვლე­ვამ ასე­ვე ცხად­ყო, რომ გა­მო­კი­თხვის მო­ნა­წი­ლე­თა 85% სა­ბან­კო სერ­ვი­სე­ბის გა­ციფ­რუ­ლე­ბას ემ­ხრო­ბა, ხოლო რეს­პონ­დენ­ტთა 76%-მა აღ­ნიშ­ნა, რომ ციფ­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა დღე­ის­თვის უკვე აქვს.

სწო­რედ ასე­თი სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი ტრენ­დე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, იგორ სტე­პა­ნო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ 2018 წლის ბო­ლოს ყვე­ლა ელექტრო­ნუ­ლი სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცია მო­ბი­ლურ ინ­ტერ­ფე­ისს გა­მო­ი­ყე­ნებს, - "კლა­სი­კუ­რი ელექტრო­ნუ­ლი კო­მერ­ცია რჩე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ტა­ნა მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ში ხდე­ბა, რაც ნორ­მა­ლუ­რია იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ამ­ჟა­მად მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ვე­ღარც კი წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია," - აღ­ნიშ­ნა Mastercard სა­ქარ­თვე­ლოს და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნულ­მა დი­რექ­ტორ­მა იგორ სტე­პა­ნოვ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს გა­დახ­დის სა­შუ­ა­ლე­ბად ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, კერ­ძოდ კი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა იმი­ტომ ურ­ჩევ­ნია, რომ გა­დახ­დის ეს ფორ­მა ოპე­რა­ცი­ე­ბის სწრა­ფად შეს­რუ­ლე­ბი­სა და დრო­ის ეკო­ნო­მი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, რაც Mastercard-ის კვლე­ვის ფარ­გლებ­ში გა­მო­კი­თხულ­თა 69%-მა ხაზ­გას­მით და­ა­ფიქ­სი­რა. კვლე­ვა­ში ასე­ვე გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის გა­მო­ყე­ნე­ბის სი­მარ­ტი­ვე­სა და ნე­ბის­მი­ერ მო­წყო­ბი­ლო­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა­საც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

Mastercard სა­ქარ­თვე­ლოს და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი, იგორ სტე­პა­ნო­ვი მი­იჩ­ნევს, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან ციფ­რუ­ლი გა­დახ­დის მი­მართ ასე­თი მა­ღა­ლი ინ­ტე­რე­სი ის­ტო­რი­ულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, იმან, რომ ტე­ლე­ფო­ნის სა­ბან­კო სტი­კე­რე­ბი გა­დახ­დის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. სწო­რედ ამან წა­ა­ხა­ლი­სა მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მო­ბი­ლუ­რის მეშ­ვე­ო­ბით გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ. მო­მა­ვალ­ში, Mastercard-ში გეგ­მა­ვენ ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გა­ხა­დონ.

Mastercard-ის წარ­მოდ­გე­ნილ­მა კვლე­ვამ ასე­ვე გვაჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კი­თხულ­თა 48% ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის უკონ­ტაქ­ტო ბა­რათს იყე­ნებს, უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი კი სურ­სა­თით სა­ცა­ლო ვაჭ­რო­ბის ობი­ექ­ტე­ბი აღ­მოჩ­ნდა.

აღ­ნიშ­ნულ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით, Mastercard სა­ქარ­თვე­ლოს და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის რე­გი­ო­ნუ­ლი დი­რექ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ სა­ქარ­თვე­ლო ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დარ­გში ინო­ვა­ცი­ე­ბის­თვის გახ­სნი­ლი ქვე­ყა­ნაა. კომ­პა­ნია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დიდი გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე დგას და გეგ­მავს, რომ მათ წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვას თავი.

"უკონ­ტაქ­ტო ბა­რა­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე იქცა სის­წრა­ფი­სა და კომ­ფორ­ტის სიმ­ბო­ლოდ და დღეს ვხე­დავთ ახა­ლი ტრენ­დის და­ბა­დე­ბას - სმარ­ტფო­ნით ან­გა­რიშს­წო­რე­ბას. ჩვენ, Mastercard-ში, პარტნი­ორ ბან­კებ­თან ერ­თად, ცხოვ­რე­ბის ციფ­რუ­ლი სტი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის ბევ­რს ვმუ­შა­ობთ. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ტე­ლე­ფო­ნით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო NFC-სა­ფუ­ლე­ე­ბის გა­მო­ჩე­ნამ ბა­რა­თე­ბის მფლო­ბე­ლებს ციფ­რუ­ლი გა­დახ­დე­ბის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი შე­უქ­მნა. დღეს ჩვენ ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ გა­დახ­დე­ბის­თვის ბი­ო­მეტ­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის და­ნერგვა­ზე, რაც ონ­ლა­ინ-შო­პინ­გი­სა და ტე­ლე­ფო­ნით ან პლან­შე­ტით ან­გა­რიშს­წო­რე­ბის დროს თი­თის ანა­ბეჭ­დი­სა და სა­ხის ამოც­ნო­ბის მეშ­ვე­ო­ბით უსაფრ­თხო გა­დახ­დე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას გახ­დის შე­საძ­ლე­ბელს," -აღ­ნიშ­ნა იგორ სტე­პა­ნოვ­მა.

ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ბა­რა­თე­ბის უფრო მე­ტად გა­მო­ყე­ნე­ბას ტაქ­სებ­ში, ტრან­სპორ­ტში და ონ­ლა­ინ-შო­პინ­გის­თვის ისურ­ვებ­დნენ. გარ­და ამი­სა, მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ბან­კე­ბის­გან რამ­დე­ნი­მე საკ­ვან­ძო უპი­რა­ტე­სო­ბის მი­ღე­ბას ისურ­ვებ­და. მა­გა­ლი­თად, 54%-ს ბან­კე­ბის­გან სპე­ცი­ა­ლუ­რი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის მი­ღე­ბა სურს, 48%-მა სხვა ბან­კე­ბის ბან­კო­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბის, ხოლო ასე­ვე 48%-მა ფას­დაკ­ლე­ბუ­ლი სა­ბან­კო პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა.

სწო­რედ ამ მო­თხოვ­ნე­ბის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნებ­ლად, Mastercard-მა ქარ­თულ ბან­კებ­თან აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყო. Mastercard-ის ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის დი­რექ­ტო­რის, იური ბატ­ხი­ნის თქმით, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში კომ­პა­ნი­ას დიდი გეგ­მე­ბი აქვს.

"დიდი გეგ­მე­ბი გვაქვს: ჩვენ ვა­პი­რებთ სამ ბანკს - VTB-ს, სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს და თი­ბი­სის გა­ვუ­წი­ოთ დახ­მა­რე­ბა და მათი კლი­ენ­ტე­ბი მო­ვამ­ზა­დოთ - ჩა­ვა­ტა­როთ მო­ტი­ვა­ცი­უ­რი კამ­პა­ნია უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სათ­ვის. ასე­ვე ვმუ­შა­ობთ ახა­ლი მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ის მე­თო­დებ­ზე დამ­რა­ვა­ლი გა­დახ­დის ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე," - აღ­ნიშ­ნა მან.

უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ქვე­ყა­ნა­ში მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნაა ინო­ვა­ცი­ურ პრო­დუქტზე ჯან­დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის სფე­რო­ებ­ში, რო­მელ­თა და­ნერგვა­საც Mastercard-ი სა­მო­მავ­ლოდ გეგ­მავს.

კვლე­ვა­ში სა­ხე­ლად Digitalization of Life2017, რო­მე­ლიც Mastercard-ის დაკ­ვე­თით კომ­პა­ნია IPM Research-მა ჩა­ა­ტა­რა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს რო­გორც სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბის, ისე სა­ბან­კო ბა­რა­თე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა. გა­მო­კი­თხვა თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, ბა­თუ­მის, რუს­თა­ვის, ზუგ­დი­დის, ფო­თი­სა და გო­რის 1000-მდე, 20-დან 75 წლამ­დე მო­ქა­ლა­ქეს შო­რის ჩა­ტარ­და.

კომ­პა­ნია Mastercard, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე უკვე 52 წე­ლია წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, სა­გა­და­სა­ხა­ხა­დო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში უს­წრა­ფეს სა­გა­და­სა­ხა­დო ქსელს მარ­თავს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქსე­ლი 210-ზე მეტი ქვეყ­ნი­სა და ტე­რი­ტო­რი­ის მომ­ხმა­რებ­ლებს, ფი­ნან­სურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს, სა­ვაჭ­რო სა­წარ­მო­ებს, სა­ხელ­მწი­ფო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და კერ­ძო სე­ქო­ტო­რის წარ­მო­მად­გენ­ლებს აერ­თი­ა­ნებს. Mastercard-ის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის წყა­ლო­ბით, ისე­თი ყო­ველ­დღი­უ­რი კო­მერ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა შო­პინ­გი, მოგ­ზა­უ­რო­ბა და ბიზ­ნე­სი­სა და ფი­ნან­სე­ბის მარ­თვა, ყვე­ლას­თვის უფრო მარ­ტი­ვი, უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რი ხდე­ბა. კომ­პა­ნი­ას­თან აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და უფრო ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­სა­ღე­ბად შე­გიძ­ლი­ათ თვა­ლი ადევ­ნოთ Mastercard-ს სო­ცი­ა­ლურ ქსელ ტვი­ტერ­ში (@MastercardNews), მი­ი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გან­ხილ­ვებ­ში Cashless Pioneers Blog-ზე და გა­მო­ი­წე­როთ ახა­ლი ამ­ბე­ბი Engagement Bureau-დან.

მა­რი­ამ მე­ნაბ­დიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

საქართველოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი ანგარიშსწორებას სმარტფონით ამჯობინებს

საქართველოს მოსახლეობის 83% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა, ხოლო ოთხიდან სამი მოქალაქე უკონტაქტო გადახდისთვის უპირატეს მოწყობილობად სმარტფონს ასახელებს - ასეთია საერთაშორისო კომპანია Mastercard-ის მიერ დაკვეთილი კვლევის, "ცხოვრების გაციფრულების" შედეგები.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი გლობალურ ციფრულ ტრენდებს არა მხოლოდ მხარს უჭერს, არამედ ზოგიერთი მიმართულებით ევროპულ პრიორიტეტებს უსწრებს კიდეც. საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების მიმართ მოთხოვნა რომ მაღალია, ამას Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვიც ადასტურებს, რომელმაც ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგები საზოგადოებას ცოტა ხნის წინ წარუდგინა. "კვლევის შედეგად, ციფრული ანგარიშსწორების მიმართ მოსახლეობის მაღალი ინტერესი დადასტურდა, რაც ძალიან სასიამოვნოა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს მოსახლეობა ინოვაციებისთვის მზად არის,"- აღნიშნა იგორ სტეპანოვმა.

კვლევის მონაწილეთა 74%-მა მობილური ტელეფონით ანგარიშსწორება ანგარიშსწორების ყველაზე სასურველ ფორმად დაასახელა, როცა მანამდე ევროპაში ჩატარებულმა კვლევამ (Mastercard Impact of Innovation) გამოავლინა, რომ ევროპელთა შორის სმარტფონით ანგარიშსწორების ტრენდს რესპოდენტთა მხოლოდ 60% ემხრობა. რაც შეეხება გადახდებისთვის იდენტიფიკაციის უპირატეს მეთოდს, საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა 44% უპირატესობას თითის ანაბეჭდების ამოცნობას ანიჭებს, მაშინ, როცა ევროპაში გამოკითხულთა შორის ამ მეთოდს პრიორიტეტი 38%-მა მიანიჭა. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ გამოკითხვის მონაწილეთა 85% საბანკო სერვისების გაციფრულებას ემხრობა, ხოლო რესპონდენტთა 76%-მა აღნიშნა, რომ ციფრული მომსახურების პოზიტიური გამოცდილება დღეისთვის უკვე აქვს.

სწორედ ასეთი სტატისტიკური მონაცემების და მსოფლიოში არსებული ტრენდების გათვალისწინებით, იგორ სტეპანოვი მიიჩნევს, რომ 2018 წლის ბოლოს ყველა ელექტრონული სავაჭრო ორგანიზაცია მობილურ ინტერფეისს გამოიყენებს, - "კლასიკური ელექტრონული კომერცია რჩება, მაგრამ ყველაფრის გადატანა მობილურ ტელეფონში ხდება, რაც ნორმალურია იმის გათვალისწინებით, რომ ამჟამად მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება ვეღარც კი წარმოგვიდგენია," - აღნიშნა Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონულმა დირექტორმა იგორ სტეპანოვმა.

საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს გადახდის საშუალებად ციფრული ტექნოლოგიების, კერძოდ კი მობილური ტელეფონის გამოყენება იმიტომ ურჩევნია, რომ გადახდის ეს ფორმა ოპერაციების სწრაფად შესრულებისა და დროის ეკონომიის საშუალებას იძლევა, რაც Mastercard-ის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 69%-მა ხაზგასმით დააფიქსირა. კვლევაში ასევე გამოიკვეთა, რომ მოქალაქეებისთვის გამოყენების სიმარტივესა და ნებისმიერ მოწყობილობაზე ხელმისაწვდომობასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.

Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი, იგორ სტეპანოვი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის მხრიდან ციფრული გადახდის მიმართ ასეთი მაღალი ინტერესი ისტორიულმა გამოცდილებამ განაპირობა, იმან, რომ ტელეფონის საბანკო სტიკერები გადახდის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს. სწორედ ამან წაახალისა მომხმარებლები ანგარიშსწორება მობილურის მეშვეობით განეხორციელებინათ. მომავალში, Mastercard-ში გეგმავენ ეს პროცესი კიდევ უფრო კომფორტული გახადონ.

Mastercard-ის წარმოდგენილმა კვლევამ ასევე გვაჩვენა, რომ გამოკითხულთა 48% ანგარიშსწორებისთვის უკონტაქტო ბარათს იყენებს, უნაღდო ანგარიშსწორებისთვის ყველაზე პოპულარული ადგილი კი სურსათით საცალო ვაჭრობის ობიექტები აღმოჩნდა.

აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, Mastercard საქართველოს და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი მიიჩნევს, რომ საქართველო ციფრული ტექნოლოგიების დარგში ინოვაციებისთვის გახსნილი ქვეყანაა. კომპანია ჩვენს ქვეყანაში დიდი გამოწვევების წინაშე დგას და გეგმავს, რომ მათ წარმატებით გაართვას თავი.

"უკონტაქტო ბარათი საქართველოში უკვე იქცა სისწრაფისა და კომფორტის სიმბოლოდ და დღეს ვხედავთ ახალი ტრენდის დაბადებას - სმარტფონით ანგარიშსწორებას. ჩვენ, Mastercard-ში, პარტნიორ ბანკებთან ერთად, ცხოვრების ციფრული სტილის განვითარებისთვის ბევრს ვმუშაობთ. კერძოდ, საქართველოში ტელეფონით ანგარიშსწორებისთვის საჭირო NFC-საფულეების გამოჩენამ ბარათების მფლობელებს ციფრული გადახდების ახალი შესაძლებლობები შეუქმნა. დღეს ჩვენ ასევე აქტიურად ვმუშაობთ გადახდებისთვის ბიომეტრიული გადაწყვეტილებების დანერგვაზე, რაც ონლაინ-შოპინგისა და ტელეფონით ან პლანშეტით ანგარიშსწორების დროს თითის ანაბეჭდისა და სახის ამოცნობის მეშვეობით უსაფრთხო გადახდების განხორციელებას გახდის შესაძლებელს," -აღნიშნა იგორ სტეპანოვმა.

ჩატარებულმა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები ბარათების უფრო მეტად გამოყენებას ტაქსებში, ტრანსპორტში და ონლაინ-შოპინგისთვის ისურვებდნენ. გარდა ამისა, მოსახლეობის ნაწილი ბანკებისგან რამდენიმე საკვანძო უპირატესობის მიღებას ისურვებდა. მაგალითად, 54%-ს ბანკებისგან სპეციალური შეთავაზებების მიღება სურს, 48%-მა სხვა ბანკების ბანკომატებით სარგებლობის, ხოლო ასევე 48%-მა ფასდაკლებული საბანკო პროდუქტების მიღების სურვილი გამოთქვა.

სწორედ ამ მოთხოვნების გასათვალისწინებლად, Mastercard-მა ქართულ ბანკებთან აქტიურად მუშაობა უკვე დაიწყო. Mastercard-ის ბიზნესის განვითარების დირექტორის, იური ბატხინის თქმით, ჩვენს ქვეყანაში კომპანიას დიდი გეგმები აქვს.

"დიდი გეგმები გვაქვს: ჩვენ ვაპირებთ სამ ბანკს - VTB-ს, საქართველოს ბანკს და თიბისის გავუწიოთ დახმარება და მათი კლიენტები მოვამზადოთ - ჩავატაროთ მოტივაციური კამპანია უნაღდო ანგარიშსწორების პოპულარიზაციისათვის. ასევე ვმუშაობთ ახალი მობილური აპლიკაციის გამოყენებაზე, იდენტიფიკაციის მეთოდებზე დამრავალი გადახდის ონლაინ-რეჟიმში გადაყვანაზე," - აღნიშნა მან.

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებული მოთხოვნაა ინოვაციურ პროდუქტზე ჯანდაცვის, განათლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სფეროებში, რომელთა დანერგვასაც Mastercard-ი სამომავლოდ გეგმავს.

კვლევაში სახელად Digitalization of Life2017, რომელიც Mastercard-ის დაკვეთით კომპანია IPM Research-მა ჩაატარა, მონაწილეობა მიიღეს როგორც საბანკო მომსახურების, ისე საბანკო ბარათების მომხმარებლებმა. გამოკითხვა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის 1000-მდე, 20-დან 75 წლამდე მოქალაქეს შორის ჩატარდა.

კომპანია Mastercard, რომელიც მსოფლიო ბაზარზე უკვე 52 წელია წარმატებით ფუნქციონირებს, საგადასახახადო გადაწყვეტილებებსა და ტექნოლოგიებში სპეციალიზებული კომპანიაა, რომელიც მსოფლიოში უსწრაფეს საგადასახადო ქსელს მართავს. აღნიშნული ქსელი 210-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის მომხმარებლებს, ფინანსურ დაწესებულებებს, სავაჭრო საწარმოებს, სახელმწიფო ორგანიზაციებსა და კერძო სექოტორის წარმომადგენლებს აერთიანებს. Mastercard-ის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების წყალობით, ისეთი ყოველდღიური კომერციული საქმიანობები, როგორიცაა შოპინგი, მოგზაურობა და ბიზნესისა და ფინანსების მართვა, ყველასთვის უფრო მარტივი, უსაფრთხო და ეფექტური ხდება. კომპანიასთან აქტიური თანამშრომლობისა და უფრო ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ თვალი ადევნოთ Mastercard-ს სოციალურ ქსელ ტვიტერში (@MastercardNews), მიიღოთ მონაწილეობა განხილვებში Cashless Pioneers Blog-ზე და გამოიწეროთ ახალი ამბები Engagement Bureau-დან.

მარიამ მენაბდიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი