საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
30 წლის ქართველი, რომელსაც ცნობილი მეცნიერები დარგის ახალგაზრდა ლიდერად უკვე აღიარებენ
30 წლის ქართველი, რომელსაც ცნობილი მეცნიერები დარგის ახალგაზრდა ლიდერად უკვე აღიარებენ

ზუ­რაბ გე­გუ­ჩია წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რია ნიუ იორკში, კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლია.

25 წლი­სას მი­ე­ნი­ჭა ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რის ხა­რის­ხი. რამ­დე­ნი­მე წელი მუ­შა­ობ­და შვე­ი­ცა­რი­ის ყვე­ლა­ზე დიდ სა­მეც­ნი­ე­რო ცენ­ტრში – პაულ შე­რე­რის ინ­სტი­ტუ­ტში. მისი შრო­მე­ბი იბეჭ­დე­ბა ისეთ რე­ი­ტინ­გულ სა­მეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლებ­ში, რო­გო­რი­ცაა: Nature Communications, Physical Review Letters და Physical Review B. გე­გუ­ჩია 70-მდე სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ის ავ­ტო­რია, რო­მელ­თა­გან ორი, მისი პირ­ვე­ლი ავ­ტო­რო­ბით, 2012-2013 წლებ­ში კონ­დენ­სი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ფი­ზი­კის პრეს­ტი­ჟულ ჟურ­ნალ­ში (Journal of Physics: Condensed Matter) სა­უ­კე­თე­სო სტა­ტი­ებს შო­რის და­სა­ხელ­და.

აღ­მო­ჩე­ნი­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე ახა­ლი ეფექ­ტი მა­ღალ­ტემ­პე­რა­ტუ­რულ და ტო­პო­ლო­გი­ურ ზე­გამ­ტა­რებ­ში, რო­მე­ლიც ფუნ­და­მენ­ტუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ ნივ­თი­ე­რე­ბებ­ში ზე­გამ­ტა­რო­ბის მე­ქა­ნიზ­მის და­სად­გე­ნად. ზუ­რაბ გუ­გუ­ჩი­ა­სა და მისი კო­ლე­გე­ბის ერთ-ერთი ნაშ­რო­მი, რო­მე­ლიც 2017 წელს და­ი­ბეჭ­და, მი­იჩ­ნე­ვა 30 წლის წინ ამ დარ­გში გა­ცე­მუ­ლი ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ნა­მუ­შევ­რის ღირ­სე­ულ გაგ­რძე­ლე­ბად. ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი გუ­გუ­ჩი­ას უკვე აღი­ა­რე­ბენ დარ­გის ახალ­გაზ­რდა ლი­დე­რად. ის აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ბერკლის, პრინ­სტო­ნის, ტო­კი­ოს და სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მეც­ნი­ე­რებ­თან (მათ შო­რის ქარ­თვე­ლებ­თა­ნაც). სა­კუ­თა­რი სა­მეც­ნი­ე­რო იდე­ე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ატა­რებს ექ­სპე­რი­მენ­ტებს ისეთ ცნო­ბილ ლა­ბო­რა­ტო­რი­ებ­ში რო­გო­რე­ბი­ცაა ოკ-რი­ჯის და ბრუკ­ჰა­ვე­ნის ეროვ­ნუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი (ამე­რი­კა), ტრი­უმ­ფი (კა­ნა­და) და პაულ შე­რე­რის ინ­სტი­ტუ­ტი (შვე­ი­ცა­რია).

წა­კი­თხუ­ლი აქვს 40-მდე მოხ­სე­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­სა თუ

სე­მი­ნა­რებ­ზე მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში. ორ­ჯერ (2015 და 2017 წელს) მო­ი­პო­ვა ახალ­გაზ­რდა მკლე­ვა­რე­ბი­სათ­ვის და­წე­სე­ბუ­ლი შვე­ი­ცა­რი­ის სა­მეც­ნი­ე­რო ეროვ­ნუ­ლი ფონ­დის პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო. 2017 წელს გახ­და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. 2015 წლის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნო­სა­ნი და 2016 წლის წი­ნან­დლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი. 30 წლის ზუ­რაბ გე­გუ­ჩია თა­ვის დაგ­რო­ვილ გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ცოტა რამ თქვენს პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბა­ზე. ამ მხრივ რა გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ?

- ჩემი, რო­გორც მეც­ნი­ე­რის მო­ტი­ვა­ცია მხო­ლოდ ის კი არ არის, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ვი­ღო ახ­ლის აღ­მო­ჩე­ნით, არა­მედ ისიც, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ვა­წო­დო სტუ­დენ­ტებს. ვე­თან­ხმე­ბი ამე­რი­კელ მწე­რალ­სა და კრი­ტი­კოსს - მარკ ვან დო­რენს, რო­მე­ლიც ამ­ბობ­და, "სწავ­ლე­ბა აღ­მო­ჩე­ნე­ბის­თვის ხელ­შე­წყო­ბის ხე­ლოვ­ნე­ბა­აო".

2009 წლი­დან, მას შემ­დეგ, რაც ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დოქ­ტო­რან­ტი გავ­ხდი, აქ­ტი­უ­რად ვარ ჩაბ­მუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უფრო მეტ დროს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს ვუთ­მობ. ძი­რი­თა­დად ფი­ზი­კის ფა­კულ­ტე­ტის III-IV კურ­სის სტუ­დენ­ტებ­თან მი­წევ­და მუ­შა­ო­ბა. პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ვი­ყა­ვი ჩემი სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლის ლექ­ცი­ის პრაქ­ტი­კულ და ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ნა­წილ­ზე. ასე­ვე, თით­ქმის ყო­ველ წელს მო­ბა­რე­ბუ­ლი მყავ­და ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე მა­გის­ტრან­ტი, რომ­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ჩემს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებ­ში, მე კი მათ სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბო­დი.

კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ო­ბა მი­წევს ორ დოქ­ტო­რან­ტთან, რომ­ლებ­საც ვეხ­მა­რე­ბი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის და­გეგ­მვა­ში, მათ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, მო­ნა­ცემ­თა ანა­ლიზ­ში, შე­დე­გე­ბის ინ­ტერპრე­ტა­ცი­ა­სა და მათი სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის სა­ხით წარ­მოდ­გე­ნა­ში, რაც ძა­ლი­ან შრო­მა­ტე­ვა­დი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ცე­სია, თუმ­ცა, ამავდრო­უ­ლად, სა­სი­ა­მოვ­ნოც. მე და ჩემი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი - პრო­ფე­სო­რი ია­სუ­ტო­მო უე­მუ­რა ასე­ვე ორ­გა­ნი­ზე­ბას ვუ­წევთ სა­ლექ­ციო კურსს – "კონ­დენ­სი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს ფი­ზი­კის სა­ზღვრე­ბი", რომ­ლის ფარ­გლებ­შიც კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დე­კემ­ბერ­ში მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და ცნო­ბი­ლი ფრან­გი ფი­ზი­კო­სი, ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, პრო­ფე­სო­რი ალ­ბერ ფერი. მან სა­ინ­ტე­რე­სო სე­მი­ნა­რი ჩა­ა­ტა­რა.

- მარ­თა­ლია უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ას­წავ­ლით და არა სკო­ლებ­ში, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის, მო­წავ­ლე­ე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა იმ ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის გაც­ნო­ბა, რა­ზეც თქვენ ხელი მი­გიწ­ვდე­ბათ. იქ­ნებ სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბიც შე­ვა­და­როთ ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით.

- სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­თან სულ რამ­დე­ნი­მე­ჯერ მქონ­და შე­ხე­ბა ცი­უ­რი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში. სას­წავ­ლო წლის ბო­ლოს სკო­ლე­ბი­დან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოჰ­ყავ­დათ მოს­წავ­ლე­ე­ბი და მე და ჩვე­ნი ჯგუ­ფის სხვა წევ­რე­ბი ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში მათ რამ­დე­ნი­მე სა­ხა­ლი­სო ცდას ვუჩ­ვე­ნებ­დით. თვი­თონ მოს­წავ­ლე­ე­ბიც ერ­თვე­ბოდ­ნენ ამ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში. მახ­სოვს, ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლე­ბი რჩე­ბოდ­ნენ და ფი­ზი­კი­სად­მი უფრო მეტი ინ­ტე­რე­სით მი­დი­ოდ­ნენ ჩვენ­გან. ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც მო­დი­ოდ­ნენ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში სი­ახ­ლე­ე­ბის გა­საც­ნო­ბად - სკო­ლებ­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებს შო­რის მჭიდ­რო კავ­ში­რია.

ბუ­ნებ­რი­ვია, ქვეყ­ნე­ბის მი­ხედ­ვით სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბი გან­სხვავ­დე­ბა. ყვე­ლა­ზე დიდი სხვა­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ჩემი აზ­რით ისაა, რომ ჩვენს სკო­ლებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლად ფი­ზი­კის ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი არ არ­სე­ბობს. მოს­წავ­ლე­ე­ბი ისე ამ­თავ­რე­ბენ სკო­ლას, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა კი არა, ნახ­ვა­ზეც კი ზედ­მე­ტია სა­უ­ბა­რი. ძი­რი­თა­დი კონ­ცენ­ტრა­ცია ხდე­ბა თე­ო­რი­ულ ნა­წილ­ზე, რაც არ არის სწო­რი მიდ­გო­მა. ფი­ზი­კის მარ­ტო სი­ტყვე­ბით ახ­სნა არ არის საკ­მა­რი­სი იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ და შთა­ვა­გო­ნოთ. იგი­ვე პრობ­ლე­მაა სხვა სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებ­შიც. ფი­ზი­კა ექ­სპე­რი­მენ­ტის გა­რე­შე არ არ­სე­ბობს! ეს პრობ­ლე­მა დრო­ულ გა­და­წყვე­ტას მო­ი­თხოვს.

ჩემ­მა ერ­თმა შვე­ი­ცა­რი­ელ­მა კო­ლე­გამ, რო­მელ­მაც დი­სერ­ტა­ცია წარ­მა­ტე­ბით და­იც­ვა და ძა­ლი­ან კარ­გი მეც­ნი­ე­რი იყო, შვე­ი­ცა­რი­ის ერთ-ერთ გიმ­ნა­ზი­ა­ში ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა. რამ­დე­ნი­მე­ჯერ ვეწ­ვიე მას სკო­ლა­ში და გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი, იმ­დე­ნად მა­ღალ დო­ნე­ზე აღ­ჭურ­ვი­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია ჰქონ­დათ. აქ ორი რა­მაა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი: ქვე­ყა­ნა­ში მეც­ნი­ე­რე­ბა ერთ-ერთი პრი­ო­რი­ტე­ტია და სკო­ლებ­ში სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნებს სა­თა­ნა­დო ხელ­შე­წყო­ბა აქვს. სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლო­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რო­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ პრეს­ტი­ჟუ­ლია. მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სია ჩვენ­თა­ნაც აუ­ცი­ლებ­ლად უფრო პრეს­ტი­ჟუ­ლი უნდა გახ­დეს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩემს უფ­როს შვილს, რო­მე­ლიც ნიუ-იორ­კის (მა­ნ­ჰე­ტე­ნი) სა­ჯა­რო სკო­ლის პირ­ველკ­ლა­სე­ლია, ასე­თი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე უტარ­დე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის გაკ­ვე­თი­ლე­ბიც. აქვს გა­მო­ყო­ფი­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ოთა­ხი, სა­დაც ის წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩა­ა­ტა­რებს რამ­დე­ნი­მე მარ­ტივ და სა­ხა­ლი­სო ცდას. ვა­ტყობ, რომ ინ­ტე­რე­სით ეკი­დე­ბა. ჩემი აზ­რით, ეს ძა­ლი­ან სწო­რი მიდ­გო­მაა და კარ­გი იქ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლე­ბის და­წყე­ბით სა­ფე­ხურ­ზეც თუ და­ი­ნერ­გე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

30 წლის ქართველი, რომელსაც ცნობილი მეცნიერები დარგის ახალგაზრდა ლიდერად უკვე აღიარებენ

30 წლის ქართველი, რომელსაც ცნობილი მეცნიერები დარგის ახალგაზრდა ლიდერად უკვე აღიარებენ

ზურაბ გეგუჩია წელიწადნახევარია ნიუ იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომელია.

25 წლისას მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. რამდენიმე წელი მუშაობდა შვეიცარიის ყველაზე დიდ სამეცნიერო ცენტრში – პაულ შერერის ინსტიტუტში. მისი შრომები იბეჭდება ისეთ რეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა: Nature Communications, Physical Review Letters და Physical Review B. გეგუჩია 70-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორია, რომელთაგან ორი, მისი პირველი ავტორობით, 2012-2013 წლებში კონდენსირებული გარემოს ფიზიკის პრესტიჟულ ჟურნალში (Journal of Physics: Condensed Matter) საუკეთესო სტატიებს შორის დასახელდა.

აღმოჩენილი აქვს რამდენიმე ახალი ეფექტი მაღალტემპერატურულ და ტოპოლოგიურ ზეგამტარებში, რომელიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ამ ნივთიერებებში ზეგამტარობის მექანიზმის დასადგენად. ზურაბ გუგუჩიასა და მისი კოლეგების ერთ-ერთი ნაშრომი, რომელიც 2017 წელს დაიბეჭდა, მიიჩნევა 30 წლის წინ ამ დარგში გაცემული ნობელის პრემიის ნამუშევრის ღირსეულ გაგრძელებად. ცნობილი მეცნიერები გუგუჩიას უკვე აღიარებენ დარგის ახალგაზრდა ლიდერად. ის აქტიურად მუშაობს ბერკლის, პრინსტონის, ტოკიოს და სხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან (მათ შორის ქართველებთანაც). საკუთარი სამეცნიერო იდეების საფუძველზე ატარებს ექსპერიმენტებს ისეთ ცნობილ ლაბორატორიებში როგორებიცაა ოკ-რიჯის და ბრუკჰავენის ეროვნული სამეცნიერო ლაბორატორიები (ამერიკა), ტრიუმფი (კანადა) და პაულ შერერის ინსტიტუტი (შვეიცარია).

წაკითხული აქვს 40-მდე მოხსენება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა თუ

სემინარებზე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ორჯერ (2015 და 2017 წელს) მოიპოვა ახალგაზრდა მკლევარებისათვის დაწესებული შვეიცარიის სამეცნიერო ეროვნული ფონდის პრესტიჟული ჯილდო. 2017 წელს გახდა კოლუმბიის უნივერსიტეტის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსის გამარჯვებული. 2015 წლის ღირსების ორდენოსანი და 2016 წლის წინანდლის პრემიის ლაურეატი. 30 წლის ზურაბ გეგუჩია თავის დაგროვილ გამოცდილებაზე გვესაუბრება.

- ცოტა რამ თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაზე. ამ მხრივ რა გამოცდილება გაქვთ?

- ჩემი, როგორც მეცნიერის მოტივაცია მხოლოდ ის კი არ არის, რომ სიამოვნება მივიღო ახლის აღმოჩენით, არამედ ისიც, რომ ეს ყველაფერი საინტერესოდ მივაწოდო სტუდენტებს. ვეთანხმები ამერიკელ მწერალსა და კრიტიკოსს - მარკ ვან დორენს, რომელიც ამბობდა, „სწავლება აღმოჩენებისთვის ხელშეწყობის ხელოვნებააო“.

2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც ციურიხის უნივერსიტეტში დოქტორანტი გავხდი, აქტიურად ვარ ჩაბმული სასწავლო პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ უფრო მეტ დროს სამეცნიერო კვლევებს ვუთმობ. ძირითადად ფიზიკის ფაკულტეტის III-IV კურსის სტუდენტებთან მიწევდა მუშაობა. პასუხისმგებელი ვიყავი ჩემი სამეცნიერო ხელმძღვანელის ლექციის პრაქტიკულ და ლაბორატორიულ ნაწილზე. ასევე, თითქმის ყოველ წელს მობარებული მყავდა ციურიხის უნივერსიტეტის რამდენიმე მაგისტრანტი, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩემს სამეცნიერო კვლევებში, მე კი მათ სამაგისტრო ნაშრომების შესრულებაში ვეხმარებოდი.

კოლუმბიის უნივერსიტეტში მუშაობა მიწევს ორ დოქტორანტთან, რომლებსაც ვეხმარები ექსპერიმენტების დაგეგმვაში, მათ განხორციელებაში, მონაცემთა ანალიზში, შედეგების ინტერპრეტაციასა და მათი სამეცნიერო პუბლიკაციების სახით წარმოდგენაში, რაც ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია, თუმცა, ამავდროულად, სასიამოვნოც. მე და ჩემი ჯგუფის ხელმძღვანელი - პროფესორი იასუტომო უემურა ასევე ორგანიზებას ვუწევთ სალექციო კურსს – „კონდენსირებული გარემოს ფიზიკის საზღვრები“, რომლის ფარგლებშიც კოლუმბიის უნივერსიტეტში დეკემბერში მოწვეული გვყავდა ცნობილი ფრანგი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პროფესორი ალბერ ფერი. მან საინტერესო სემინარი ჩაატარა.

- მართალია უნივერსიტეტებში ასწავლით და არა სკოლებში, მაგრამ ქართველი მკითხველისთვის, მოწავლეებისა და მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება იმ ახალი მიდგომების გაცნობა, რაზეც თქვენ ხელი მიგიწვდებათ. იქნებ სწავლების მეთოდებიც შევადაროთ ქვეყნების მიხედვით.

- სკოლის მოსწავლეებთან სულ რამდენიმეჯერ მქონდა შეხება ციურიხის უნივერსიტეტში ყოფნის პერიოდში. სასწავლო წლის ბოლოს სკოლებიდან უნივერსიტეტში მოჰყავდათ მოსწავლეები და მე და ჩვენი ჯგუფის სხვა წევრები ლაბორატორიაში მათ რამდენიმე სახალისო ცდას ვუჩვენებდით. თვითონ მოსწავლეებიც ერთვებოდნენ ამ ექსპერიმენტებში. მახსოვს, ძალიან კმაყოფილები რჩებოდნენ და ფიზიკისადმი უფრო მეტი ინტერესით მიდიოდნენ ჩვენგან. ფიზიკის მასწავლებლებიც მოდიოდნენ მეცნიერებაში სიახლეების გასაცნობად - სკოლებსა და უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო კავშირია.

ბუნებრივია, ქვეყნების მიხედვით სწავლების მეთოდები განსხვავდება. ყველაზე დიდი სხვაობა საქართველოსთან ჩემი აზრით ისაა, რომ ჩვენს სკოლებში პრაქტიკულად ფიზიკის ლაბორატორიები არ არსებობს. მოსწავლეები ისე ამთავრებენ სკოლას, რომ ექსპერიმენტის ჩატარება კი არა, ნახვაზეც კი ზედმეტია საუბარი. ძირითადი კონცენტრაცია ხდება თეორიულ ნაწილზე, რაც არ არის სწორი მიდგომა. ფიზიკის მარტო სიტყვებით ახსნა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და შთავაგონოთ. იგივე პრობლემაა სხვა საბუნებისმეტყველო საგნებშიც. ფიზიკა ექსპერიმენტის გარეშე არ არსებობს! ეს პრობლემა დროულ გადაწყვეტას მოითხოვს.

ჩემმა ერთმა შვეიცარიელმა კოლეგამ, რომელმაც დისერტაცია წარმატებით დაიცვა და ძალიან კარგი მეცნიერი იყო, შვეიცარიის ერთ-ერთ გიმნაზიაში ფიზიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. რამდენიმეჯერ ვეწვიე მას სკოლაში და გაოცებული დავრჩი, იმდენად მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორია ჰქონდათ. აქ ორი რამაა მნიშვნელოვანი: ქვეყანაში მეცნიერება ერთ-ერთი პრიორიტეტია და სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნებს სათანადო ხელშეწყობა აქვს. სკოლის მასწავლებლობა უნივერსიტეტის პროფესორობაზე არანაკლებ პრესტიჟულია. მასწავლებლის პროფესია ჩვენთანაც აუცილებლად უფრო პრესტიჟული უნდა გახდეს.

აღსანიშნავია, რომ ჩემს უფროს შვილს, რომელიც ნიუ-იორკის (მანჰეტენი) საჯარო სკოლის პირველკლასელია, ასეთი ადრეული ასაკიდანვე უტარდება მეცნიერების გაკვეთილებიც. აქვს გამოყოფილი სამეცნიერო ოთახი, სადაც ის წლის განმავლობაში ჩაატარებს რამდენიმე მარტივ და სახალისო ცდას. ვატყობ, რომ ინტერესით ეკიდება. ჩემი აზრით, ეს ძალიან სწორი მიდგომაა და კარგი იქნება საქართველოს სკოლების დაწყებით საფეხურზეც თუ დაინერგება. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი