მსახიობი და მომღერალი ადნრია გველესიანი დაქორწინდა. მისი რჩეული ულამაზესი გოგონა, მსახიობი მაიკო ვაწაძეა. ქორწილი რესტორან "თავადურში" გაიმართა და მას შოუ-ბიზნესის ცნობილი სახეები ეწსრებოდნენ.
ქორწილში ანდრია გველესიანი ჩოხით იყო წარმოდგენილი. წყვილმა ქართული ცეკვაც შეასრულა.
ნახეთ ვიდეო: კადრები ანდრია გველესიანის შოუბიზნესური ქორწილიდან
ანდრეას და მაიკოს სიყვარულის ამბავი 4 წლის წინ დაიწყო. ერთმანეთი თეატრალურ უნივერსიტეტში გაიცნეს. პირველ კურსზე სპექტაკლში "მუნჯი ახმედი და ზღვა" შეყვარებულების როლი ითამაშეს.
"სცენაზე ერთმანეთს პარტნიორობას პირველად ვუწევდით, შეყვარებულებს ვთამაშობდით. რადგან მაიკოს მიმართ სიმპათია სულ მქონდა, ამ როლის თამაში არ გამჭირვებია" - ამბობს ანდრია ერთ-ერთ ინტერვიუში. შემდეგ ქორეოგრაფიულ დადგმაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც "რომეო და ჯულიეტას" მოტივებზე იყო აგებული. ერთი სიტყვით, სცენურმა სიყვარულმა რეალურ ცხოვრებაშიც გადმოინაცვლა და ულამაზესი ქორწილითაც დასრულდა