"მე 3500 პატიმარი, მიხეილ სააკაშვილს კი - 35 ათასი პატიმარი ჰყავდა შეწყალებული" - პრეზიდენტი

"მე 3500 პატიმარი, მიხეილ სააკაშვილს კი - 35 ათასი პატიმარი ჰყავდა შეწყალებული" - პრეზიდენტი

მე, 4 წელიწადში შეწყალებული მყავს დაახლოებით 3 500 ადამიანი და მიხეილ სააკაშვილს 10 წელში შეწყალებული ჰყავს დაახლოებით 35 000 პატიმარი, - განაცხადა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგვლაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტისთვის გაუგებარია, მსჯავრდებულთა შეწყალების ამ რაოდენობის გამო რატომ მიუსადაგეს სიტყვა - "რეკორდსმენი".

როგორც პრეზიდენტმა ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის მხიდან ამ რაოდენობის პატიმრის შეწყალება განაპირობა იმან, რომ მაშინ ციხეში ამჟამინდელთან შედარებით მეტი პატიმარი იხდიდა სასჯელს.

"შეწყალების თაობაზე შემოიტანეს ტერმინი "რეკორდსმენი". მე თავად არასდროს დამითვლია, იმიტომ რომ შენ შეწყალებას არ უყურებ სტატისტიკის ნაწილში, ეს არ არის მთალიანი შიდა პროდუქტი... მთელი კამპანია აგორდა, რომ თურმე დავანგრიე მართლმსაჯულების სისტემა, გამოვუშვი უამრავი ხალხი და რეკორდსმენად გამომაცხადეს. რაღაც მომენტში მესიამოვნა კიდეც, ვიფიქრე, რომ მართლა ასეთი გულმოწყალე ვარ. სტატისტიკა არის აბსოლუტურად ზუსტი მეცნიერება და აღმოჩნდა, რომ სამწუხაროდ, რეკორდსმენი არ ვარ. მე, 4 წელიწადში შეწყალებული მყავს დაახლოებით, 3 500 ადამიანი და მიხეილ სააკაშვილს შეწყალებული ჰყავს, მართალია 10 წელიწადში, მაგრამ დაახლოებით, 35 000 პატიმარი. რა თქმა უნდა, მაშინ, ბევრად მეტი ადამიანი იჯდა ციხეში", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."