პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კანონიერ ქურდს", როგორც კი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, დაუყოვნებლივ დააკავებენ - მეზვრიშვილი
"კანონიერ ქურდს", როგორც კი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, დაუყოვნებლივ დააკავებენ - მეზვრიშვილი

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ არის შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, მოქ­მედ კა­ნონ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რია. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ახა­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, რო­გორც კი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რი, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი გად­მოკ­ვეთს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დე­ბა მისი და­კა­ვე­ბა.

"კა­ნონპ­რო­ექ­ტით არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის მიერ სა­ზღვრის გად­მოკ­ვე­თის შემ­თხვე­ვა­ში და­კა­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც კი ეს პი­რე­ბი გად­მოკ­ვე­თენ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვარს, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის მხრი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­დე­ბა მათი და­კა­ვე­ბა.

ერთი სი­ტყვაც ამ მხრივ კა­ნონპ­რო­ექ­ტში შეც­ვლი­ლი არ არის. უფრო მე­ტიც, მთე­ლი რიგი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ეს კა­ნონპ­რო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაცრ მიდ­გო­მებს, ვიდ­რე დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნით არის ეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

მა­გა­ლი­თად, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბი­სა და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის სან­ქცი­ე­ბი იზ­რდე­ბა 15 წლამ­დე ვა­დით. ასე­ვე, მთე­ლი რიგი ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს და­ნა­შა­ულს არ წარ­მო­ად­გენს, ცხად­დე­ბა და­ნა­შა­უ­ლად. ანუ, ფარ­თოვ­დე­ბა იმ ქმე­დე­ბე­ბის წრე, რო­მე­ლიც და­ნა­შა­უ­ლად იქ­ნე­ბა მიჩ­ნე­უ­ლი. მა­გა­ლი­თად, და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის მი­მარ­თვა - საკ­მა­ოდ მკაც­რი სან­ქცი­ით, და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მიერ ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა და ამ­გვარ შეკ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, ასე­ვე, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ფორ­მით მხარ­და­ჭე­რა: ეს იქ­ნე­ბა ფი­ზი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რა, ეს იქ­ნე­ბა ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა თუ ა.შ. მთე­ლი რიგი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით უფრო მკაც­რი გახ­დე­ბა, ვიდ­რე ეს არის დღეს მოქ­მე­დი კა­ნო­ნი", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

"კანონიერ ქურდს", როგორც კი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, დაუყოვნებლივ დააკავებენ - მეზვრიშვილი

"კანონიერ ქურდს", როგორც კი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, დაუყოვნებლივ დააკავებენ - მეზვრიშვილი

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომელიც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ არის შემუშავებული, მოქმედ კანონთან შედარებით გაცილებით უფრო მკაცრია. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ახალი კანონპროექტის მიხედვით, როგორც კი ქურდული სამყაროს წევრი, ე.წ. კანონიერი ქურდი გადმოკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მისი დაკავება.

"კანონპროექტით არაფერი შეცვლილა ქურდული სამყაროს წევრის და კანონიერი ქურდის მიერ საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში დაკავებასთან დაკავშირებით.

როგორც კი ეს პირები გადმოკვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაუყოვნებლივ მოხდება მათი დაკავება.

ერთი სიტყვაც ამ მხრივ კანონპროექტში შეცვლილი არ არის. უფრო მეტიც, მთელი რიგი მიმართულებებით ეს კანონპროექტი ითვალისწინებს გაცილებით უფრო მკაცრ მიდგომებს, ვიდრე დღეს მოქმედი კანონით არის ეს გათვალისწინებული.

მაგალითად, ქურდული სამყაროს წევრობისა და კანონიერი ქურდობისთვის სანქციები იზრდება 15 წლამდე ვადით. ასევე, მთელი რიგი ქმედებები, რომლებიც დღეს დანაშაულს არ წარმოადგენს, ცხადდება დანაშაულად. ანუ, ფართოვდება იმ ქმედებების წრე, რომელიც დანაშაულად იქნება მიჩნეული. მაგალითად, დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვა - საკმაოდ მკაცრი სანქციით, დანაშაული იქნება ნებისმიერი პირის მიერ ქურდული შეკრების ორგანიზება და ამგვარ შეკრებაში მონაწილეობა და დანაშაული იქნება ქურდული სამყაროს და კანონიერი ქურდის, ასევე, ქურდული სამყაროს საქმიანობის ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა: ეს იქნება ფიზიკური მხარდაჭერა, ეს იქნება ფინანსური მხარდაჭერა თუ ა.შ. მთელი რიგი მიმართულებებით კანონმდებლობა გაცილებით უფრო მკაცრი გახდება, ვიდრე ეს არის დღეს მოქმედი კანონი", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ