Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაღლობელი : ხელისუფლების ინტერესმა გადაყლაპა საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჰქვია
ამაღლობელი : ხელისუფლების ინტერესმა გადაყლაპა საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჰქვია

ჩვენ მოწ­მე ვართ, რო­გორ გა­დაყ­ლა­პა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­მა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თე, რო­მელ­საც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ჰქვია, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს პო­ეტ­მა რატი ამაღ­ლო­ბელ­მა გა­ნუ­ცხა­და. მის თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე, რო­მე­ლიც დღეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში" მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ი­მარ­თა, პოეტ ზვი­ად რა­ტი­ა­ნის საქ­მე­ზე ისა­უბ­რეს.

"პოეტ რა­ტი­ა­ნის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მწერ­ლე­ბის პო­ზი­ცია იგი­ვეა. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მიერ ყვე­ლა­ნა­ი­რი კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვით და ეთი­კუ­რი კომ­პრო­მი­სე­ბის ხარ­ჯზე ამ სი­უ­ჟე­ტის გა­კე­თე­ბის კუ­თხით ჩვე­ნი პო­ზი­ცია იგი­ვეა. ახლა, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან კო­ორ­დი­ნა­ცია შედ­გა და ჯგუ­ფი გა­ფარ­თოვ­და. დღეს უკვე სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, რო­მე­ლიც ეც­დე­ბა იმას, რომ და­ი­წყოს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი. ჩვენ მოწ­მე ვართ იმი­სა, რო­გორ გა­დაყ­ლა­პა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რეს­მა ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი სი­კე­თე, რო­მელ­საც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ჰქვია. პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი მუ­შა­ო­ბა და­ი­წყე­ბა. ვფიქ­რობ, რომ მწერ­ლე­ბის გარ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ სფე­როს მო­ვი­ცავთ. აქ­ტი­ვო­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის დაბ­რუ­ნე­ბა იქ­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და რატი ამაღ­ლო­ბელ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე თვის წინ, "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა" ზვი­ად რა­ტი­ა­ნის და­კა­ვე­ბის საქ­მე­ზე შსს-ს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, აღ­ნიშ­ნულ ჩა­ნა­წერ­ში ზვი­ად რა­ტი­ა­ნის მხრი­დან პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­მართ გი­ნე­ბა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბი ის­მის, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი კი პო­ეტს დამ­შვი­დე­ბი­სა და გი­ნე­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ. დაც­ვის მხა­რე აცხა­დებ­და, რომ ჩა­ნა­წე­რი სრუ­ლად არ ასა­ხავს და­კა­ვე­ბის მო­მენტს. "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" მხრი­დან შსს-ს მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი შე­ფა­სე­ბე­ბი მოჰ­ყვა.

ამაღლობელი : ხელისუფლების ინტერესმა გადაყლაპა საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჰქვია

ამაღლობელი : ხელისუფლების ინტერესმა გადაყლაპა საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჰქვია

ჩვენ მოწმე ვართ, როგორ გადაყლაპა ხელისუფლების ინტერესმა ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჰქვია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოეტმა რატი ამაღლობელმა განუცხადა. მის თქმით, შეხვედრაზე, რომელიც დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელში" მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გაიმართა, პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე ისაუბრეს.

"პოეტ რატიანის საქმესთან დაკავშირებით მწერლების პოზიცია იგივეა. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მიერ ყველანაირი კანონის დარღვევით და ეთიკური კომპრომისების ხარჯზე ამ სიუჟეტის გაკეთების კუთხით ჩვენი პოზიცია იგივეა. ახლა, არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოორდინაცია შედგა და ჯგუფი გაფართოვდა. დღეს უკვე საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ეცდება იმას, რომ დაიწყოს "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებისთვის დაბრუნების პროცესი. ჩვენ მოწმე ვართ იმისა, როგორ გადაყლაპა ხელისუფლების ინტერესმა ეს მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჰქვია. პრობლემის მოსაგვარებლად მთელი საზოგადოების ფართომასშტაბიანი მუშაობა დაიწყება. ვფიქრობ, რომ მწერლების გარდა, საზოგადოების თითოეულ სფეროს მოვიცავთ. აქტივობის მთავარი მიზანიც "საზოგადოებრივი მაუწყებლის" საზოგადოებისთვის დაბრუნება იქნება", - განაცხადა რატი ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ, "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე შსს-ს მიერ გადაღებული ვიდეომასალა გაავრცელა. როგორც ცნობილია, აღნიშნულ ჩანაწერში ზვიად რატიანის მხრიდან პოლიციელების მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები ისმის, პოლიციელები კი პოეტს დამშვიდებისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. დაცვის მხარე აცხადებდა, რომ ჩანაწერი სრულად არ ასახავს დაკავების მომენტს. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მხრიდან შსს-ს მიერ გადაღებული კადრების გავრცელებას საზოგადოების დიდი ნაწილის უარყოფითი შეფასებები მოჰყვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი