აშშ-ს ტანმოვარჯიშეთა ოლიმპიური ნაკრების ყოფილ ექიმს ორი გოგონას მამა, რომლებზეც ლარი ნასარმა იძალადა, სასამართლოს დარბაზში თავს დაესხა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რენდალ მარგრეივსი სასამართლოს დაცვის სამმა წევრმა შეაკავა.
ვიდრე ექიმის მაგიდასთან მიიჭრებოდა, მარგრეივსმა მოითხოვა 3 წუთით დაეტოვებინათ ჩაკეტილ ოთახში "ამ დემონთან ერთად".
მოსამართლე ჯენის კანინგემმა მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. უარის მოსმენის შემდეგ დაზარალებულის მამა ექიმთან მივიდა და სცადა, ფიზიკურად გასწორებოდა. "წარმოგიდგენიათ, ეს თქვენ რომ დაგმართნოდათ?! - ყვიროდა მარგრეივსი, როდესაც დაცვის წევრებმა ის იატაკზე დააწვინეს, რომ ხელბორკილები დაედოთ და დარბაზიდან გაეყვანათ.
ნახეთ ასევე : 175 წლიანი პატიმრობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ექიმს - ნასარმა 150 ქალზე იძალადა
მარგრეივის სამი შვილიდან ორმა, მედისონმა და ლორენმა განაცხადეს, რომ ექიმი მათზეც ძალადობდა. ლარი ნასერის წინააღმდეგ ჩვენება ათეულობით სპორტსმენმა მისცა.
მარგრეივსი მოგვიანებით სასამართლო დარბაზში დაბრუნდა და საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა. მას უთხრეს, რომ ინციდენტის გამო სასჯელი არ ელოდა.
ლერი ნასარს ოლიმპიური გუნდის წევრმა გოგონებმა სექსუალური ძალადობის გამო უჩივლეს. 150-ზე მეტ გოგონაზე ძალადობის გამო ექიმს 175 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნახეთ ვიდეო : სამი შვილის მამა, რომლის ქალიშვილებზეც ექიმმა იძალადა, დამნაშავეს სასამართლო დარბაზში დაესხა თავს