Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაჭრაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი: "სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც წარჩინებით სწავლობს"
დაჭრაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი: "სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც წარჩინებით სწავლობს"

"სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­სა­მარ­თლო არ აღ­მოჩ­ნდა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე" - ამის შე­სა­ხებ 35-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე თქმით, საქ­მე­ში არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"არა­ნა­ი­რი და­მა­ტე­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არ არის. ბრალ­დე­ბის მხა­რემ მი­მარ­თა ამ მზაკ­ვრულ ხერ­ხს მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ სა­სა­მარ­თლოს და­ე­პა­ტიმ­რე­ბი­ნა არას­რულ­წლო­ვა­ნი", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

ად­ვო­კა­ტის თქმით, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და სა­სა­მარ­თლო­მაც და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

"ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი და­ზი­ა­ნე­ბის ხა­რის­ხია. ბავ­შვებს რა და­ზი­ა­ნე­ბაც აქვთ, ეს არაა მძი­მე ხა­რის­ხი. მათ არ დას­ჭირ­დათ ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ძა­ლი­ან კარ­გია. სამ­წუ­ხა­როა, რომ სა­სა­მარ­თლო არ აღ­მოჩ­ნდა მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე, მა­შინ რო­დე­საც ჩვენ ვართ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს ხელ­შემ­კვრე­ლი მხა­რე და ზო­გა­დად, პრი­ო­რი­ტე­ტი არა­თუ არას­რულ­წლოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ბა­ში, სრულ­წლოვ­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც ენი­ჭე­ბა არა­სა­პა­ტიმ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბას. მან პრაქ­ტი­კუ­ლად და­ა­პა­ტიმ­რა ბავ­შვი, რო­მე­ლიც მე-12 კლას­ში წარ­ჩი­ნე­ბით სწავ­ლობს, ის ემ­ზა­დე­ბა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის. აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი იყო ბრალ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო სა­სა­მარ­თლომ", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

მი­სი­ვე თქმით, დაც­ვის მხა­რე ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­ა­სა­ჩივ­რებს.

"რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­ვა­სა­ჩივ­რებთ და ჩვენ და­ვე­ლო­დე­ბით ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნას, რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ბა­ზე ჩა­ტარ­დე­ბა, რაც სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დე­ბა ჩვენ­თვის კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თოთ სა­სა­მარ­თლოს და ბრალ­დე­ბის მხა­რეს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 35-ე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის დაჭ­რა­ში ბრალ­დე­ბულს, დღეს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

დაჭრაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი: "სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც წარჩინებით სწავლობს"

დაჭრაში ბრალდებული მოსწავლის ადვოკატი: "სასამართლომ დააპატიმრა ბავშვი, რომელიც წარჩინებით სწავლობს"

"სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე" - ამის შესახებ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საქმეში არანაირი დამატებითი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.

"არანაირი დამატებითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ბრალდების მხარემ მიმართა ამ მზაკვრულ ხერხს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ სასამართლოს დაეპატიმრებინა არასრულწლოვანი", - განაცხადა ჭკადუამ.

ადვოკატის თქმით, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ბრალდების შუამდგომლობა და სასამართლომაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

"ყველაზე მთავარი დაზიანების ხარისხია. ბავშვებს რა დაზიანებაც აქვთ, ეს არაა მძიმე ხარისხი. მათ არ დასჭირდათ ოპერაციული ჩარევა და ბუნებრივია, ეს ძალიან კარგია. სამწუხაროა, რომ სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე, მაშინ როდესაც ჩვენ ვართ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხელშემკვრელი მხარე და ზოგადად, პრიორიტეტი არათუ არასრულწლოვნების შემთხვებაში, სრულწლოვნების შემთხვევაშიც ენიჭება არასაპატიმრო ღონისძიებას. მან პრაქტიკულად დააპატიმრა ბავშვი, რომელიც მე-12 კლასში წარჩინებით სწავლობს, ის ემზადება ეროვნული გამოცდებისთვის. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო ბრალდების შუამდგომლობა, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, დაცვის მხარე ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"რასაკვირველია, გავასაჩივრებთ და ჩვენ დაველოდებით ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარებაზე ჩატარდება, რაც საფუძველი გახდება ჩვენთვის კიდევ ერთხელ მივმართოთ სასამართლოს და ბრალდების მხარეს კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჭკადუამ.

შეგახსენებთ, რომ 35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულს, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ