მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაჩე, კახი, დემეტრე... - საინტერესო ფაქტები საქართველოში გავრცელებული მამაკაცის სახელების შესახებ
ვაჩე, კახი, დემეტრე... - საინტერესო ფაქტები საქართველოში გავრცელებული მამაკაცის სახელების შესახებ

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ და გავ­რცე­ლე­ბულ მა­მა­კაც­თა სა­ხე­ლე­ბი­დან თი­თო­ე­ულს ცხა­დია, თა­ვი­სი ის­ტო­რია და წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს, რი­თაც ყვე­ლა ინ­ტე­რეს­დე­ბა. ვაგ­რძე­ლებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლე­ბის წარ­დგე­ნას, რო­მე­ლიც პრო­ფე­სორ ზუ­რაბ ჭუმ­ბუ­რი­ძის წიგ­ნის - "რა გქვია შენ?" მი­ხედ­ვით არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

გივი - (სპარ­სუ­ლი) მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლია. აქე­და­ნაა გვა­რი გი­ვიშ­ვი­ლი. გივი-ს მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა გი­უ­ნა, სა­ი­და­ნაც წარ­მომ­დგა­რია გვა­რი გი­უ­ნაშ­ვი­ლი.

გიო - (ბერ­ძნუ­ლი) მი­ღე­ბუ­ლია გი­ორ­გი-ს შე­მოკ­ლე­ბით. მნიშ­ვნე­ლო­ბით უდ­რის "მი­წას" (აქვს ისე­თი­ვე მნიშ­ვნე­ლო­ბა რო­გორც გი­ორ­გი-ს).

გი­ორ­გი - (ბერ­ძნუ­ლი) "მხვნელ-მთეს­ვე­ლი," "მი­წათ­მოქ­მე­დი". მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლია. ქარ­თულ­ში ამ სა­ხე­ლის ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბას მოწ­მობს გვა­რე­ბი: გი­ორ­გა­ძე, გი­ორ­გი­ძე, გორ­გა­ძე, გორ­გი­ძე, გო­გა­ძე, გო­გი­ძე, გო­გია, გო­გი­ა­ვა. გო­გიშ­ვი­ლი, გო­გი­აშ­ვი­ლი, გო­გი­ტაშ­ვი­ლი, გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი და სხვ.

გოგი, გო­გია, გო­გი­ტა, გოგ­ლა - გი­ორ­გი-ს კნი­ნო­ბი­თი ფორ­მე­ბია. ამა­ვე სა­ხე­ლის შე­მოკ­ლე­ბაა ქარ­თულ­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლად ქცე­უ­ლი გიო.

გო­დერ­ძი - (ირა­ნუ­ლი) "ძლი­ე­რი ხარი". აქე­და­ნაა გვა­რე­ბი: გო­დერ­ძიშ­ვი­ლი, გო­დე­რი­ძე, გორ­დე­ზი­ა­ნი (გო­დერ­ძი­ა­ნი).

ვა­სილ (ბერ­ძნუ­ლი) "სა­მე­ფო", "მე­ფი­სა" (დაწ­ვრი­ლე­ბით იხ. ბა­სილ). ქარ­თულ­ში ხში­რად გვხვდე­ბა შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით: ვასო. ვა­სილ-ისა­გან ნა­წარ­მო­ე­ბია სა­ხე­ლი - ვა­სი­ლი­სა.

ვაჩე - ძვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლი იყო. "ქარ­თლის ცხოვ­რე­ბის" მი­ხედ­ვით, ვაჩე ერ­ქვა ქარ­თლის მე­ო­ცე მე­ფეს. ამ სა­ხე­ლის­გან არის ნა­წარ­მო­ე­ბი გვა­რე­ბი ვა­ჩე­იშ­ვი­ლი, ვა­ჩა­ძე და ვაჩ­ნა­ძე. აგ­რეთ­ვე სოფ­ლის სა­ხე­ლი ვა­ჩი­ა­ნი. ვაჩე წარ­მო­შო­ბით ირა­ნუ­ლი სა­ხე­ლია და "ყმაწ­ვილს," "ბავ­შვს," "ბიჭს," "შვილს" ნიშ­ნავს (მსგავ­სია ქარ­თუ­ლი ბი­ჭი­კო­სი).

ვახ­ტანგ - ქარ­თულ­ში ძველ­თა­გან ცნო­ბი­ლი და ამ­ჟა­მა­დაც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი სა­ხე­ლია. ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს არა­ერთ მე­ფე­სა და გა­მო­ჩე­ნილ პი­როვ­ნე­ბას, მათ შო­რის, თბი­ლი­სის და­მა­არ­სე­ბელს ვახ­ტანგ გორ­გა­სალს (V ს.). წარ­მო­შო­ბით უკავ­შირ­დე­ბა ირა­ნულ ენებს და ნიშ­ნავს "მგლის­ტა­ნი­ანს," "მგე­ლას". აქე­და­ნაა გვა­რე­ბი: ვახ­ტან­გა­ძე, ვახ­ტან­გი­ძე, ვახ­ტან­გაშ­ვი­ლი, ვახ­ტან­გიშ­ვი­ლი, ვახ­ტან­გუ­რი.

ვა­ხუშ­ტი - (ირა­ნუ­ლი) "სა­უ­კე­თე­სო," "სა­მო­თხე". ამ სა­ხე­ლით ცნო­ბილ ქარ­თველ მოღ­ვა­წე­თა შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რი - გე­ოგ­რა­ფი და ის­ტო­რი­კო­სი ვა­ხუშ­ტი ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი (XVIII ს.).

ვე­ფხია - (ქარ­თუ­ლი) მნიშ­ვნე­ლო­ბით მას ედ­რე­ბა უცხო­უ­რი სა­ხე­ლე­ბი: პარ­დი, ტიგ­რია, ყაფ­ლან. ვე­ფხი­ას ვა­რი­ან­ტე­ბია: ვე­ფხია, ვე­ფხო, ეფხო, ეფხია, მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბი გვა­რე­ბია: ვე­ფხვა­ძე, ვე­ფხვი­აშ­ვი­ლი, ვე­ფხი­აშ­ვი­ლი, ვე­ფხიშ­ვი­ლი, ეფხოშ­ვი­ლი.

ვლა­დი­მერ - ძვე­ლი სლა­ვუ­რი სა­ხე­ლია, ნიშ­ნავს "ქვეყ­ნის მფლო­ბელს". მას­თან ფორ­მით ახ­ლოს დგას აგ­რეთ­ვე გო­თუ­რი ვოლ­დე­მარ, რო­მე­ლიც ნიშ­ნავს "გან­თქმულ (ცნო­ბილ) ბა­ტონს," "მფლო­ბელს". ვლა­დი­მე­რის შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი ფორ­მაა ლადო, მო­ფე­რე­ბი­თი - ლა­დი­კო.

ვლა­სი - (ბერ­ძნუ­ლი) "უხე­ში," "მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი". მისი მო­ფე­რე­ბი­თი ფორ­მაა ლა­სი­კო.

კარ­ლო - იტა­ლი­უ­რი ფორ­მაა ძვე­ლი გერ­მა­ნუ­ლი სა­ხე­ლი­სა, რო­მე­ლიც "მა­მა­კაცს" ნიშ­ნავს. გერ­მა­ნუ­ლად გა­მო­ით­ქმის კარლ, ფრან­გუ­ლად - შარლ, ინ­გლი­სუ­რად - ჩარლზ (მნიშ­ვნე­ლო­ბის მხრივ შე­ა­და­რეთ ქარ­თუ­ლი კა­ცია, მეგ­რუ­ლი კო­ჩია, ბერ­ძნუ­ლი არ­სე­ნი და სხვ.). კარლ-ისა­გან ნა­წარ­მო­ე­ბია ქა­ლის სა­ხე­ლიც კა­რო­ლი­ნა ("კარ­ლი­სა", ე.ი. "მა­მა­ცი­სა").

კახა, კახი - (ქარ­თუ­ლი) პი­როვ­ნულ სა­ხე­ლად ქცე­უ­ლია ქარ­თველ­თა ერთ-ერთი სა­ტო­მო სა­ხე­ლი (ეთ­ნო­ნი­მი), რო­მე­ლიც სა­კუ­თარ სა­ხე­ლად ცნო­ბი­ლია VIII ს-დან. ამდრო­ინ­დე­ლი მოღ­ვა­წეა ქარ­თვე­ლი წმინ­და­ნი კოს­ტან­ტი კახი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მისი ბი­ოგ­რა­ფი გვამ­ცნობს: "მას ჟამ­სა ოდენ იყო ვინ­მე ქუ­ე­ყა­ნა­სა ქარ­თლი­სა­სა, სა­ნა­ხებ­სა ზენა სოფ­ლი­სა­სა, კაცი, რო­მელ­სა სა­ხე­ლი ერ­ქუა კოს­ტან­ტი, რო­მელ­სა ეწო­და კა­ხაი სა­ხე­ლად მა­მუ­ლი­სა მის ქვეყ­ნი­სა" (აგი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი, I, 165). რო­გორც ვხე­დავთ, კახა კოს­ტან­ტის ზედ­წო­დე­ბაა, და­მა­ტე­ბი­თი სა­ხე­ლია, შერ­ქმე­უ­ლი "მა­მუ­ლი ქვეყ­ნის" მი­ხედ­ვით. სხვა­გან, ატე­ნის სი­ო­ნის წარ­წე­რა­ში (853 წ.), იგი­ვე პირი მხო­ლოდ კა­ხას სა­ხე­ლით იხ­სე­ნი­ე­ბა: "და მას­ვე თთუ­ე­სა აგუს­ტოს­სა კვ-სა, დღე­სა შა­ბათ­სა­ვე, ზი­რაქ შე­ი­პყრა კა­ხაი და ძეც მისი თარ­კუ­ჯი". ამ წყა­რო­თა მი­ხედ­ვით უნდა და­ვას­კვნათ, რომ კახა მეტ­სა­ხე­ლი კი არაა, ნამ­დვი­ლად სა­ხე­ლია, ოღონდ, ოფი­ცი­ა­ლურ სა­ხელს არ წარ­მო­ად­გენ­და (ამ ფუნ­ქცი­ას კოს­ტან­ტი ას­რუ­ლებ­და). როცა ქრის­ტეს­თვის წა­მე­ბუ­ლი კოს­ტან­ტი ეკ­ლე­სი­ამ წმინ­და­ნად აღი­ა­რა, ამის შემ­დეგ კახი (კახა) უკვე ქრის­ტი­ნულ კა­ლენ­და­რულ სა­ხე­ლად იქცა. კოს­ტან­ტი კახი არა­ბებ­მა სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს 853 წელს, როცა ის 85 წლის მო­ხუ­ცი იყო. ამ­რი­გად, ის და­ბა­დე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა 768 წელს და ამ დრო­ის­თვის სა­ხე­ლი კახა (კახი) უკვე არ­სე­ბობ­და, ოფი­ცი­ლურ სა­ხე­ლად კი IX ს-დან იქცა. კახი და მისი ვა­რი­ან­ტე­ბი კახა, კახო, კა­ხუა სა­ფუძ­ვლად უდევს გვა­რებს: კა­ხი­ძე, კა­ხიშ­ვი­ლი, კა­ხი­ა­ნი, კა­ხაშ­ვი­ლი, კა­ხა­ძე, კა­ხა­ია, კა­ხო­ი­ძე, კა­ხო­ი­ა­ნი, კა­ხოშ­ვი­ლი, კა­ხი­აშ­ვი­ლი, კა­ხუ­აშ­ვი­ლი. იმა­ვე სა­ხე­ლი­ა­სა­გან "ბერ" ბო­ლო­სარ­თით ნა­წარ­მო­ე­ბია კა­ხა­ბე­რი, რო­მე­ლიც გვხვდე­ბა რო­გორც გვა­რად, ისე სა­ხე­ლად. კა­ხა­ბერ-ისა­გან შემ­დგომ­ში ხე­ლახ­ლა ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რე­ბია: კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი, კა­ხა­ბე­რი­ძე, კახ­ბე­რი­ძე. და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი გვა­რე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ადრე (XIVს.) გვხვდე­ბა კა­ხა­ბე­რი­ძე და კა­ხი­ა­ნი.

კა­ხა­ბერ - (ქარ­თუ­ლი) კომ­პო­ზი­ტია (რთუ­ლი სა­ხე­ლი), შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლი­სა­გან: კახა და ბერი. კა­ხა­ბე­რი სა­ხე­ლიც არის და გვა­რიც. კა­ხა­ბე­რი ერ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბილ არა­ერთ პირს – რა­ჭის, თაკ­ვე­რის, გუ­რი­ის ერის­თა­ვებს (XI-XV სს.).

კვი­რი­კე - (ბერ­ძნუ­ლი) "უფ­ლი­სა". ქარ­თულ­ში ად­რი­დან­ვე გვხვდე­ბა არა­ერ­თი ის­ტო­რი­უ­ლი პი­რის სა­ხე­ლად. მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბია გვა­რე­ბი: კვი­რი­კა­ძე, კვი­რი­კაშ­ვი­ლი, კვი­რი­კი­ძე, კვი­რი­კე­იშ­ვი­ლი, კვირ­კვა­ია, კვირ­კვე­ია. კვი­რი­კეს ქარ­თუ­ლი შე­სა­ტყვი­სია უფ­ლი­სა (აქე­დან გვა­რი – უფ­ლი­საშ­ვი­ლი). სომ­ხურ­ში ეს სა­ხე­ლი და­ცუ­ლია კი­რა­კოს-ის ფორ­მით. სა­ერ­თოდ უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ბერ­ძნუ­ლი სი­ტყვა კვი­რი­ოს ("უფა­ლი," "ბა­ტო­ნი"), სა­ი­და­ნაც ნა­წარ­მო­ე­ბია კვი­რი­კე, სა­ფუძ­ვლად უდევს აგ­რეთ­ვე არა­ერთ სა­ხელ­საც, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, კა­ცის სა­ხე­ლე­ბი: კვი­რი­ონ (კი­რი­ონ), კვი­რო­სი (კი­რო­სი), კი­რი­აკ, კი­რი­ან და ამათ­გან წა­მოქ­მნი­ლი ქა­ლის სა­ხე­ლე­ბი: კირა, კი­რი­ა­კა, კი­რი­ა­ნა, და სხვ.

კი­ა­ზო - (ბერ­ძნუ­ლი) "მკურ­ნა­ლი" (ეტი­მო­ლო­გია სა­ეჭ­ვოა).

კი­რი­ლე - (სპარ­სუ­ლი) "მზე," სხვაგ­ვა­რი ეტი­მო­ლო­გი­ით - ესაა ბერ­ძნუ­ლი სა­ხე­ლის კვი­როს-ის კნი­ნო­ბი­თი ფორ­მა ("პა­ტა­რა ბა­ტო­ნი," "ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი").

კიტა - ეტი­მო­ლო­გია გა­ურ­კვე­ვე­ლია. შე­საძ­ლოა წარ­მო­ად­გენ­დეს ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი კი­კი­ტას შე­მოკ­ლე­ბულ ფორ­მას.

კობა - (ქარ­თუ­ლი) მიჩ­ნე­უ­ლია ია­კო­ბის შე­მოკ­ლე­ბულ ფორ­მად, მაგ­რამ ამ­გვა­რი და­კავ­ში­რე­ბა გვი­ან­დე­ლი ამ­ბა­ვი უნდა იყოს. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, კობა ქარ­თულ­ში და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლად არის ქცე­უ­ლი. ეს სა­ხე­ლი ჰქვია ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის "მა­მის მკვლე­ლის" ერთ-ერთ მოქ­მედ გმირს. კობა იო­სებ ჯუ­ღაშ­ვი­ლის (სტა­ლი­ნის) ფსევ­დო­ნი­მი იყო. ამ სა­ხე­ლის­გან წარ­მოქ­მნი­ლია გვა­რე­ბი: კო­ბა­ი­ძე, კო­ბი­ძე, კო­ბი­აშ­ვი­ლი.

კოკი - (ქარ­თუ­ლი) მისი კნი­ნო­ბი­თი ფორ­მე­ბია: კოკა, კო­კი­ნია, კო­კი­ლა. ამათ­გან მო­დის გვა­რე­ბი: კო­კა­ია, კო­კაშ­ვი­ლი, კო­კი­ლაშ­ვი­ლი.

კონ­სტან­ტი­ნე - (ლა­თი­ნუ­რი) "უმ­ტკი­ცე­სი," "ურ­ყე­ვი­სა," "მედ­გა­რი­სა" (იგ­ლის­ხმე­ბა: შვი­ლი). მისი შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია: კოტე, კოს­ტა, კო­წია, კოწო. ამათ­გა­ნაა გვა­რე­ბი: კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, კოს­ტა­ვა.

კორ­ნე­ლი - (ლა­თი­ნუ­რი) "რქი­ა­ნი," ან "შინ­დი," "შვინ­და" (ორი­ვე ახ­სნა სა­ეჭ­ვოა). ევ­რო­პულ ენებ­ში გვხვდე­ბა მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბი ქა­ლის სა­ხე­ლიც: კორ­ნე­ლია.

კოტე - კონ­სტან­ტი­ნე-ს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მაა ქარ­თულ­ში, აქვს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლად ქცე­ვის ტენ­დენ­ცია. მისი კნი­ნო­ბი­თი ფორ­მა უნდა იყოს კო­ტია, კო­ტუა, კო­ტე­ტი, რომ­ლე­ბიც და­ცუ­ლია გვა­რებ­ში: კო­ტაშ­ვი­ლი, კო­ტი­აშ­ვი­ლი, კო­ტე­ტიშ­ვი­ლი, კო­ტუა.

კუ­კუ­რი - (ქარ­თუ­ლი) "კო­კო­ბი ვარ­დი," "ვარ­დის კო­კო­რი".

გუგა, გუგუ, გუ­გუა - (ქარ­თუ­ლი) ერთი და იმა­ვე სა­ხე­ლის ვა­რი­ან­ტე­ბია. მათ­გან წარ­მოქ­მნი­ლია გვა­რე­ბი: გუ­გა­ვა, გუ­გეშ­ვი­ლი, გუ­გოშ­ვი­ლი, გუ­გუშ­ვი­ლი, გუ­გუ­ბე­რი­ძე. ამათ­გან გუ­გა­ვა ძველ სა­ბუ­თებ­ში იხ­სე­ნი­ე­ბა XVI სა­უ­კუ­ნი­დან. გუ­გუა ჰქვია ალექ­სან­დრე ყაზ­ბე­გის "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩას" ერთ-ერთ მოქ­მედ გმირს.

გუ­გუ­ლი - (ქარ­თუ­ლი) გვხვდე­ბა რო­გორც ვა­ჟის, ისე ქა­ლის სა­ხე­ლად (ვა­ჟის სა­ხე­ლად იშ­ვი­ა­თად).

დევი - წარ­მო­შო­ბით სპარ­სუ­ლი სი­ტყვაა, ქარ­თულ­ში ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი, მაგ­რამ უჭ­კუო ზღაპ­რუ­ლი არ­სე­ბის სა­ხე­ლია. ამა­ვე დროს დევი და­ვით-ის ინ­გლი­სუ­რი ფორ­მაა (ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლად უმ­თავ­რე­სად სწო­რედ აქე­დან გავ­რცელ­და). მის­გან ნა­წარ­მო­ე­ბი გვა­რე­ბია: დე­ვა­ძე, დე­ვი­ძე, დე­ვა­უ­რი.

დე­მეტ­რე - (ბერ­ძნუ­ლი) "მიწა - დედა," სხვაგ­ვა­რი გან­მარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით "დე­მეტ­რა­სი". ან­ტი­კუ­რი მი­თო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით დე­მეტ­რა მი­წათ­მოქ­მე­დე­ბის და ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის ქალღმერ­თია (იგი­ვე ცე­რე­რა). ეს სა­ხე­ლი ერ­ქვა სა­ქარ­თვე­ლოს რამ­დე­ნი­მე მე­ფეს, მათ შო­რის - დე­მეტ­რე (იგი­ვე დი­მიტ­რი) თავ­და­დე­ბულს. დი­მიტ­რი ამ სა­ხე­ლის გვი­ან­დე­ლი ფორ­მაა, სა­დაც ე ხმო­ვანს ენაც­ვლე­ბა ი (ეს ცვლი­ლე­ბა ბერ­ძნულ­ში­ვე მოხ­და). ასე­თი­ვე ცვლი­ლე­ბა სხვა სა­ხე­ლებ­შიც მომ­ხდა­რა: ელია – ილია, ჰე­რეკ­ლე-ერეკ­ლე-ირაკ­ლი, ესა­ია-ისა­ია და სხვ. უფრო ძვე­ლი ფორ­მე­ბი და­ცუ­ლია გვა­რებ­ში: დე­მეტ­რა­ძე, დე­მეტ­რაშ­ვი­ლი, ელი­აშ­ვი­ლი, ელოშ­ვი­ლი, ელი­ა­ძე, ელი­ა­ვა, ესა­ი­აშ­ვი­ლი და ა.შ. დე­მეტ­რე-სა და დი­მიტ­რი-ს შე­მოკ­ლე­ბუ­ლი ფორ­მე­ბია: დიტო, მიტო, დუტუ.

ედი­შერ - (სპარ­სუ­ლი) "ლო­მის დღე­სას­წა­უ­ლი". აქე­და­ნაა გვა­რი ედი­შე­რაშ­ვი­ლი. ეს სა­ხე­ლი­ცა და გვა­რიც დას­ტურ­დე­ბა ქარ­თულ ის­ტო­რი­ულ სა­ბუ­თებ­ში XVII ს-დან. შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა აგ­რეთ­ვე გვა­რი ედი­შე­რი­ძე.

ედუ­არდ - (გერ­მა­ნუ­ლი) "სა­კუთ­რე­ბა­ზე მზრუნ­ვე­ლი".

მო­ამ­ზა­და ლალი ფა­ცი­ამ

AMBEBI.GE

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: გა­ი­გე რას ნიშ­ნავს შენი სა­ხე­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბის სა­ხე­ლე­ბის გან­მარ­ტე­ბა

გა­ი­გე რას ნიშ­ნავს შენი სა­ხე­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 30 ცნო­ბი­ლი სა­ხე­ლის გან­მარ­ტე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

ვაჩე, კახი, დემეტრე... - საინტერესო ფაქტები საქართველოში გავრცელებული მამაკაცის სახელების შესახებ

ვაჩე, კახი, დემეტრე... - საინტერესო ფაქტები საქართველოში გავრცელებული მამაკაცის სახელების შესახებ

საქართველოში ცნობილ და გავრცელებულ მამაკაცთა სახელებიდან თითოეულს ცხადია, თავისი ისტორია და წარმომავლობა აქვს, რითაც ყველა ინტერესდება. ვაგრძელებთ საქართველოში გავრცელებული მამაკაცის სახელების წარდგენას, რომელიც პროფესორ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნის - "რა გქვია შენ?" მიხედვით არის მომზადებული.

გივი - (სპარსული) მნიშვნელობა გაურკვეველია. აქედანაა გვარი გივიშვილი. გივი-ს მოფერებითი ფორმაა გიუნა, საიდანაც წარმომდგარია გვარი გიუნაშვილი.

გიო - (ბერძნული) მიღებულია გიორგი-ს შემოკლებით. მნიშვნელობით უდრის "მიწას" (აქვს ისეთივე მნიშვნელობა როგორც გიორგი-ს).

გიორგი - (ბერძნული) "მხვნელ-მთესველი," "მიწათმოქმედი". მსოფლიოში გავრცელებული სახელია. ქართულში ამ სახელის ფართოდ გავრცელებას მოწმობს გვარები: გიორგაძე, გიორგიძე, გორგაძე, გორგიძე, გოგაძე, გოგიძე, გოგია, გოგიავა. გოგიშვილი, გოგიაშვილი, გოგიტაშვილი, გოგიჩაიშვილი და სხვ.

გოგი, გოგია, გოგიტა, გოგლა - გიორგი-ს კნინობითი ფორმებია. ამავე სახელის შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ქცეული გიო.

გოდერძი - (ირანული) "ძლიერი ხარი". აქედანაა გვარები: გოდერძიშვილი, გოდერიძე, გორდეზიანი (გოდერძიანი).

ვასილ (ბერძნული) "სამეფო", "მეფისა" (დაწვრილებით იხ. ბასილ). ქართულში ხშირად გვხვდება შემოკლებული ფორმით: ვასო. ვასილ-ისაგან ნაწარმოებია სახელი - ვასილისა.

ვაჩე - ძველად საქართველოში ფართოდ გავრცელებული სახელი იყო. "ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ვაჩე ერქვა ქართლის მეოცე მეფეს. ამ სახელისგან არის ნაწარმოები გვარები ვაჩეიშვილი, ვაჩაძე და ვაჩნაძე. აგრეთვე სოფლის სახელი ვაჩიანი. ვაჩე წარმოშობით ირანული სახელია და "ყმაწვილს," "ბავშვს," "ბიჭს," "შვილს" ნიშნავს (მსგავსია ქართული ბიჭიკოსი).

ვახტანგ - ქართულში ძველთაგან ცნობილი და ამჟამადაც გავრცელებული სახელია. ეს სახელი ერქვა საქართველოს არაერთ მეფესა და გამოჩენილ პიროვნებას, მათ შორის, თბილისის დამაარსებელს ვახტანგ გორგასალს (V ს.). წარმოშობით უკავშირდება ირანულ ენებს და ნიშნავს "მგლისტანიანს," "მგელას". აქედანაა გვარები: ვახტანგაძე, ვახტანგიძე, ვახტანგაშვილი, ვახტანგიშვილი, ვახტანგური.

ვახუშტი - (ირანული) "საუკეთესო," "სამოთხე". ამ სახელით ცნობილ ქართველ მოღვაწეთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოჩენილი მეცნიერი - გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი (XVIII ს.).

ვეფხია - (ქართული) მნიშვნელობით მას ედრება უცხოური სახელები: პარდი, ტიგრია, ყაფლან. ვეფხიას ვარიანტებია: ვეფხია, ვეფხო, ეფხო, ეფხია, მისგან ნაწარმოები გვარებია: ვეფხვაძე, ვეფხვიაშვილი, ვეფხიაშვილი, ვეფხიშვილი, ეფხოშვილი.

ვლადიმერ - ძველი სლავური სახელია, ნიშნავს "ქვეყნის მფლობელს". მასთან ფორმით ახლოს დგას აგრეთვე გოთური ვოლდემარ, რომელიც ნიშნავს "განთქმულ (ცნობილ) ბატონს," "მფლობელს". ვლადიმერის შემოკლებული ქართული ფორმაა ლადო, მოფერებითი - ლადიკო.

ვლასი - (ბერძნული) "უხეში," "მოუხერხებელი". მისი მოფერებითი ფორმაა ლასიკო.

კარლო - იტალიური ფორმაა ძველი გერმანული სახელისა, რომელიც "მამაკაცს" ნიშნავს. გერმანულად გამოითქმის კარლ, ფრანგულად - შარლ, ინგლისურად - ჩარლზ (მნიშვნელობის მხრივ შეადარეთ ქართული კაცია, მეგრული კოჩია, ბერძნული არსენი და სხვ.). კარლ-ისაგან ნაწარმოებია ქალის სახელიც კაროლინა ("კარლისა", ე.ი. "მამაცისა").

კახა, კახი - (ქართული) პიროვნულ სახელად ქცეულია ქართველთა ერთ-ერთი სატომო სახელი (ეთნონიმი), რომელიც საკუთარ სახელად ცნობილია VIII ს-დან. ამდროინდელი მოღვაწეა ქართველი წმინდანი კოსტანტი კახი, რომლის შესახებაც მისი ბიოგრაფი გვამცნობს: "მას ჟამსა ოდენ იყო ვინმე ქუეყანასა ქართლისასა, სანახებსა ზენა სოფლისასა, კაცი, რომელსა სახელი ერქუა კოსტანტი, რომელსა ეწოდა კახაი სახელად მამულისა მის ქვეყნისა" (აგიოგრაფიული ძეგლები, I, 165). როგორც ვხედავთ, კახა კოსტანტის ზედწოდებაა, დამატებითი სახელია, შერქმეული "მამული ქვეყნის" მიხედვით. სხვაგან, ატენის სიონის წარწერაში (853 წ.), იგივე პირი მხოლოდ კახას სახელით იხსენიება: "და მასვე თთუესა აგუსტოსსა კვ-სა, დღესა შაბათსავე, ზირაქ შეიპყრა კახაი და ძეც მისი თარკუჯი". ამ წყაროთა მიხედვით უნდა დავასკვნათ, რომ კახა მეტსახელი კი არაა, ნამდვილად სახელია, ოღონდ, ოფიციალურ სახელს არ წარმოადგენდა (ამ ფუნქციას კოსტანტი ასრულებდა). როცა ქრისტესთვის წამებული კოსტანტი ეკლესიამ წმინდანად აღიარა, ამის შემდეგ კახი (კახა) უკვე ქრისტინულ კალენდარულ სახელად იქცა. კოსტანტი კახი არაბებმა სიკვდილით დასაჯეს 853 წელს, როცა ის 85 წლის მოხუცი იყო. ამრიგად, ის დაბადებული ყოფილა 768 წელს და ამ დროისთვის სახელი კახა (კახი) უკვე არსებობდა, ოფიცილურ სახელად კი IX ს-დან იქცა. კახი და მისი ვარიანტები კახა, კახო, კახუა საფუძვლად უდევს გვარებს: კახიძე, კახიშვილი, კახიანი, კახაშვილი, კახაძე, კახაია, კახოიძე, კახოიანი, კახოშვილი, კახიაშვილი, კახუაშვილი. იმავე სახელიასაგან "ბერ" ბოლოსართით ნაწარმოებია კახაბერი, რომელიც გვხვდება როგორც გვარად, ისე სახელად. კახაბერ-ისაგან შემდგომში ხელახლა ნაწარმოებია გვარებია: კახაბრიშვილი, კახაბერიძე, კახბერიძე. დასახელებული გვარებიდან ყველაზე ადრე (XIVს.) გვხვდება კახაბერიძე და კახიანი.

კახაბერ - (ქართული) კომპოზიტია (რთული სახელი), შედგება ორი ნაწილისაგან: კახა და ბერი. კახაბერი სახელიც არის და გვარიც. კახაბერი ერქვა საქართველოს ისტორიაში ცნობილ არაერთ პირს – რაჭის, თაკვერის, გურიის ერისთავებს (XI-XV სს.).

კვირიკე - (ბერძნული) "უფლისა". ქართულში ადრიდანვე გვხვდება არაერთი ისტორიული პირის სახელად. მისგან ნაწარმოებია გვარები: კვირიკაძე, კვირიკაშვილი, კვირიკიძე, კვირიკეიშვილი, კვირკვაია, კვირკვეია. კვირიკეს ქართული შესატყვისია უფლისა (აქედან გვარი – უფლისაშვილი). სომხურში ეს სახელი დაცულია კირაკოს-ის ფორმით. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ ბერძნული სიტყვა კვირიოს ("უფალი," "ბატონი"), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უდევს აგრეთვე არაერთ სახელსაც, როგორიცაა, მაგალითად, კაცის სახელები: კვირიონ (კირიონ), კვიროსი (კიროსი), კირიაკ, კირიან და ამათგან წამოქმნილი ქალის სახელები: კირა, კირიაკა, კირიანა, და სხვ.

კიაზო - (ბერძნული) "მკურნალი" (ეტიმოლოგია საეჭვოა).

კირილე - (სპარსული) "მზე," სხვაგვარი ეტიმოლოგიით - ესაა ბერძნული სახელის კვიროს-ის კნინობითი ფორმა ("პატარა ბატონი," "ბატონიშვილი").

კიტა - ეტიმოლოგია გაურკვეველია. შესაძლოა წარმოადგენდეს ზემოხსენებული კიკიტას შემოკლებულ ფორმას.

კობა - (ქართული) მიჩნეულია იაკობის შემოკლებულ ფორმად, მაგრამ ამგვარი დაკავშირება გვიანდელი ამბავი უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, კობა ქართულში დამოუკიდებელ სახელად არის ქცეული. ეს სახელი ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის "მამის მკვლელის" ერთ-ერთ მოქმედ გმირს. კობა იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ფსევდონიმი იყო. ამ სახელისგან წარმოქმნილია გვარები: კობაიძე, კობიძე, კობიაშვილი.

კოკი - (ქართული) მისი კნინობითი ფორმებია: კოკა, კოკინია, კოკილა. ამათგან მოდის გვარები: კოკაია, კოკაშვილი, კოკილაშვილი.

კონსტანტინე - (ლათინური) "უმტკიცესი," "ურყევისა," "მედგარისა" (იგლისხმება: შვილი). მისი შემოკლებული ფორმებია: კოტე, კოსტა, კოწია, კოწო. ამათგანაა გვარები: კოტეტიშვილი, კოსტავა.

კორნელი - (ლათინური) "რქიანი," ან "შინდი," "შვინდა" (ორივე ახსნა საეჭვოა). ევროპულ ენებში გვხვდება მისგან ნაწარმოები ქალის სახელიც: კორნელია.

კოტე - კონსტანტინე-ს შემოკლებული ფორმაა ქართულში, აქვს დამოუკიდებელ სახელად ქცევის ტენდენცია. მისი კნინობითი ფორმა უნდა იყოს კოტია, კოტუა, კოტეტი, რომლებიც დაცულია გვარებში: კოტაშვილი, კოტიაშვილი, კოტეტიშვილი, კოტუა.

კუკური - (ქართული) "კოკობი ვარდი," "ვარდის კოკორი".

გუგა, გუგუ, გუგუა - (ქართული) ერთი და იმავე სახელის ვარიანტებია. მათგან წარმოქმნილია გვარები: გუგავა, გუგეშვილი, გუგოშვილი, გუგუშვილი, გუგუბერიძე. ამათგან გუგავა ძველ საბუთებში იხსენიება XVI საუკუნიდან. გუგუა ჰქვია ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩას" ერთ-ერთ მოქმედ გმირს.

გუგული - (ქართული) გვხვდება როგორც ვაჟის, ისე ქალის სახელად (ვაჟის სახელად იშვიათად).

დევი - წარმოშობით სპარსული სიტყვაა, ქართულში ფიზიკურად ძლიერი, მაგრამ უჭკუო ზღაპრული არსების სახელია. ამავე დროს დევი დავით-ის ინგლისური ფორმაა (ადამიანის სახელად უმთავრესად სწორედ აქედან გავრცელდა). მისგან ნაწარმოები გვარებია: დევაძე, დევიძე, დევაური.

დემეტრე - (ბერძნული) "მიწა - დედა," სხვაგვარი განმარტების მიხედვით "დემეტრასი". ანტიკური მითოლოგიის მიხედვით დემეტრა მიწათმოქმედების და ნაყოფიერების ქალღმერთია (იგივე ცერერა). ეს სახელი ერქვა საქართველოს რამდენიმე მეფეს, მათ შორის - დემეტრე (იგივე დიმიტრი) თავდადებულს. დიმიტრი ამ სახელის გვიანდელი ფორმაა, სადაც ე ხმოვანს ენაცვლება ი (ეს ცვლილება ბერძნულშივე მოხდა). ასეთივე ცვლილება სხვა სახელებშიც მომხდარა: ელია – ილია, ჰერეკლე-ერეკლე-ირაკლი, ესაია-ისაია და სხვ. უფრო ძველი ფორმები დაცულია გვარებში: დემეტრაძე, დემეტრაშვილი, ელიაშვილი, ელოშვილი, ელიაძე, ელიავა, ესაიაშვილი და ა.შ. დემეტრე-სა და დიმიტრი-ს შემოკლებული ფორმებია: დიტო, მიტო, დუტუ.

ედიშერ - (სპარსული) "ლომის დღესასწაული". აქედანაა გვარი ედიშერაშვილი. ეს სახელიცა და გვარიც დასტურდება ქართულ ისტორიულ საბუთებში XVII ს-დან. შედარებით იშვიათად გვხვდება აგრეთვე გვარი ედიშერიძე.

ედუარდ - (გერმანული) "საკუთრებაზე მზრუნველი".

მოამზადა ლალი ფაციამ

AMBEBI.GE

ასევე დაგაინტერესებთ: გაიგე რას ნიშნავს შენი სახელი - საქართველოში გავრცელებული მამაკაცების სახელების განმარტება

გაიგე რას ნიშნავს შენი სახელი - საქართველოში გავრცელებული 30 ცნობილი სახელის განმარტება

"სავალდებულო კი არა, მსოფლიო ბაზარზე ისეთი დეფიციტია, ნეტავ ისინი დავაკმაყოფილოთ, ვისაც აცრა ენდომება" - რას ამბობს პაატა იმნაძე გრიპის ვაქცინაციაზე

"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 700-ს გადააჭარბა