სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჭაბუკაიძე - გაიცანით 28 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ფრანგულ სცენას იპყრობს
თამარ ჭაბუკაიძე - გაიცანით 28 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ფრანგულ სცენას იპყრობს

თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძემ 22 წლის ასაკ­ში და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო და საფ­რან­გეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან, ასე­ვე, ქარ­თველ ემიგ­რან­ტთან ოჯა­ხი რომ შე­ექ­მნა. ოჯა­ხი­სა და მე­გობ­რე­ბის და­ტო­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნას­თვის, რო­მე­ლიც სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რას იწყებ­და, რთუ­ლი იყო, მაგ­რამ მისი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობ­და და ეს ცვლი­ლე­ბაც გარ­და­უ­ვა­ლი იყო.

თა­მარ­მა უცხო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ინ­ტეგ­რა­ცია მა­ლე­ვე მო­ა­ხერ­ხა და ახლა 28 წლის მსა­ხი­ო­ბი, პა­რიზ­ში 4 თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ის წევ­რია, ხში­რად თა­მა­შობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რის სცე­ნა­ზე, იღე­ბენ რეკ­ლა­მებ­სა და ფილ­მებ­შიც.

თა­მა­რი მომ­ღე­რალ გოჩა ჭა­ბუ­კა­ი­ძის ქა­ლიშ­ვი­ლია, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ "ნი­ჭი­ე­რის" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლით გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. "ქარ­თველ­მა ჯო კო­კერ­მა" სცე­ნა­ზე გა­მოს­ვლი­სას პირ­ვე­ლი ნო­მე­რი სწო­რედ მის ქა­ლიშ­ვილს - თა­მარს მი­უ­ძღვნა, რო­მე­ლიც მა­შინ უკვე ემიგ­რან­ტი იყო.

"პა­რიზ­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე ენის შემ­სწავ­ლელ კურ­სებ­ზე და­ვი­წყე სი­ა­რუ­ლი და და­ახ­ლო­ე­ბით 6 თვე­ში ჩემი ძვე­ლი პრო­ფე­სი­ით, მო­ცეკ­ვა­ვედ ვმუ­შა­ობ­დი. ინ­ტეგ­რა­ცია საკ­მა­ოდ მალე მო­ვა­ხერ­ხე, რა­შიც ძა­ლი­ან დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს მე­უღ­ლეს, გი­ორ­გი და­ვი­თაშ­ვილს. ახლა უკვე 3 წლის შვი­ლიც გვყავს," - გვიყ­ვე­ბა ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი თა­მარ ჭა­ბუ­კა­ი­ძე.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი ბავ­შვო­ბა, ოც­ნე­ბობ­დით მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე?

- 90-იანი წლე­ბის სი­სას­ტი­კის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შვო­ბა ჩემ­თვის მა­ინც უბედ­ნი­ე­რეს წლე­ბად რჩე­ბა. ჩემი მა­შინ­დე­ლი ოც­ნე­ბე­ბი მხო­ლოდ სა­ბა­ლე­ტო ხე­ლოვ­ნე­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და და მშობ­ლე­ბიც ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მომ­ყვე­ბოდ­ნენ ამ ოც­ნე­ბის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ეს ოც­ნე­ბა ას­რულ­და კი­დეც, რად­გან ვსწავ­ლობ­დი ჭა­ბუ­კი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ სას­წავ­ლე­ბელ­ში და მქონ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა, ოპე­რის სცე­ნა­ზე არა­ერთ სა­ბა­ლე­ტო დად­გმა­ში მი­მე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. ბავ­შვო­ბა­ში მა­ინ­ცდა­მა­ინც მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე არ ვოც­ნე­ბობ­დი, თუმ­ცა სცე­ნა ყო­ველ­თვის იყო ჩემი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლიც და მი­ზა­ნიც.

- რო­გო­რი იყო თქვე­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რის პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი?

- სამ­სა­ხი­ო­ბო ხე­ლოვ­ნე­ბას­თან ჩემი კავ­ში­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში­ვე და­ი­წყო. თე­ატ­რა­ლურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­სა­ხი­ო­ბო გან­ხრით, გოგი თო­და­ძის ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დი. ეს 4 წე­ლი­წა­დი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ნა­ყო­ფი­ე­რი და ბევ­რის შემ­ძე­ნი იყო, რო­გორ პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე ადა­მი­ა­ნუ­რი თვალ­საზ­რი­სით.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სწავ­ლა უკვე საფ­რან­გეთ­ში გა­ვაგ­რძე­ლე, ასე­ვე, სამ­სა­ხი­ო­ბო გან­ხრით. მი­უ­ხე­და­ვად ენის ძა­ლი­ან დიდი ბა­რი­ე­რი­სა და იმ ფაქ­ტი­სა, რომ სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი, სას­წავ­ლო წელი ჩემ­თვის ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. 8 თვის ორ­სულ­მა ვი­თა­მა­შე მთა­ვა­რი როლი სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლში და სწავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე მქონ­და შე­მო­თა­ვა­ზე­ბა ჩემი პე­და­გოგ- რე­ჟი­სო­რის­გან, რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი მის თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ა­ში, უკვე რო­გორც მსა­ხი­ო­ბი.

- რა­ტომ ამ­ჯო­ბი­ნეთ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბო­ბა კი­ნოს მსა­ხი­ო­ბო­ბას? რო­მელ თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობთ ამ­ჟა­მად?

- ჩემი სა­მუ­შა­ოს 90% უკავ­შირ­დე­ბა თე­ატრს, ვთა­მა­შობ 4 თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ა­ში და, ასე­ვე, თე­ატ­რის პე­და­გო­გად, მაგ­რამ თავს მხო­ლოდ თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბად არ მო­ვი­საზ­რებ. გავ­დი­ვარ ბევრ კი­ნო­კას­ტინგს და უკვე მქონ­და საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გა­და­ღე­ბე­ბი პა­ტა­რა რო­ლე­ბით. ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი ისეთ კი­ნო­რე­ჟი­სო­რებ­თან, რო­გო­რე­ბი­ცაა: ალან შაბა, ნი­კო­ლა ვა­ნიე, ზიად დუ­ე­ი­რი. ვმო­ნა­წი­ლე­ობ რეკ­ლა­მებ­სა და მუ­სი­კა­ლურ ვი­დე­ორ­გო­ლებ­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა თე­ატრს, საფ­რან­გეთ­ში არ არის ცნე­ბა "თე­ატ­რი თა­ვი­სი და­სით". აქ თე­ატ­რი არის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც სცე­ნას უთ­მობს სხვა­დას­ხვა თე­ატ­რა­ლურ კომ­პა­ნი­ას. ამი­ტომ დღეს "ჩემი თე­ატ­რი" არის მუდ­მი­ვი ცვლა თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნი­ე­ბის, მუდ­მი­ვი ცვლა რე­ჟი­სო­რე­ბის და მუდ­მი­ვი კას­ტინ­გე­ბი და ძი­ე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის. ეს ყვე­ლა­ფე­რი საკ­მა­ოდ რთუ­ლია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად, არა­ნორ­მა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოა. სხვა­დას­ხვა ხედ­ვი­სა და თე­ატ­რა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის უამ­რავ ადა­მი­ან­თან მი­წევს მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყო­ვე­ლი ახა­ლი კომ­პა­ნია კი­დევ სხვა, ახა­ლი თე­ატ­რის კარს მიხ­სნის.

- რო­მე­ლია თქვე­ნი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი რო­ლე­ბი და რა­ტომ?

- რო­ლე­ბი შვი­ლე­ბი­ვი­თაა, ყვე­ლა ერ­თნა­ი­რად მიყ­ვარს. ერ­თა­დერ­თი, რა­საც გა­მოვ­ყოფ­დი, არის "ჩხიკვთა ქორ­წი­ლი", რო­მელ­საც, რაც უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, ვთა­მა­შობ ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან ერ­თად. სხვა­ნა­ი­რად ძვირ­ფა­სია ეს სპექ­ტაკ­ლი და მას­ში ნა­თა­მა­შე­ბი ხუ­თამ­დე როლი. წარ­მოდ­გე­ნა ფრან­გუ­ლი კომ­პა­ნია "ლეს მი­ნუ­ის" სპექ­ტაკ­ლია, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლად წლე­ბის წინ ქარ­თველ მსა­ხი­ობ­თან ერ­თად და­იდ­გა. ეს მსა­ხი­ო­ბი შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. მე კი ამ სპექ­ტაკლში ქას­ტინ­გით მოვ­ხვდი. წარ­მოდ­გე­ნას ორ ენა­ზე ქარ­თულ-ფრან­გუ­ლად ვთა­მა­შობთ. ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ, მაგ­რამ არის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც უკ­ვირთ. მა­გა­ლი­თად, რას ნიშ­ნავს თა­მა­და, რა­ტომ აძა­ლე­ბენ წრუ­წუ­ნას ღვი­ნის სმას და თრო­ბას. სპექ­ტაკ­ლის ამ ნა­წილ­ზე ყო­ველ­თვის ბევ­რი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბის მი­ცე­მა მი­წევს.

- რა მი­გაჩ­ნი­ათ თქვენს მთა­ვარ მიღ­წე­ვად?

- მთა­ვა­რი პრო­ფე­სი­უ­ლი მიღ­წე­ვე­ბი კი ჯერ კი­დევ წინ მაქვს. ამ ეტაპ­ზე ჩემი მთა­ვა­რი მიღ­წე­ვა ჩემი ოჯა­ხი, ჩემი შვი­ლია.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? უკავ­შირ­დე­ბა თუ არა ის სა­ქარ­თვე­ლოს?

- ჩემი მთა­ვა­რი გეგ­მაა, შევ­ქმნა სა­კუ­თა­რი თე­ატ­რა­ლუ­რი კომ­პა­ნია. ვთვლი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო სი­ტყვის თქმა შე­მეძ­ლე­ბა კულ­ტუ­რუ­ლი სხვა­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, აქ მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ზი­ა­რე­ბაც შევ­ძლო. თუმ­ცა, მაგ ეტა­პამ­დე ჯერ კი­დევ დიდი გზა მაქვს.

- რას ურ­ჩევთ ქარ­თველ ახალ­გაზ­რდებს, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბულ სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ?

- ვურ­ჩევ­დი, იყ­ვნენ, რაც შე­იძ­ლე­ბა, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ნი, გა­ბე­დუ­ლე­ბი და აქ­ტი­უ­რე­ბი. შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად იმოგ­ზა­უ­რონ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი, ნა­ხონ სხვა კულ­ტუ­რა, სხვა ხალ­ხი, და­ინ­ტე­რეს­დნენ ადა­მი­ა­ნე­ბით და მათი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, სა­კუ­თა­რი თავი გა­მოკ­ვე­ბონ ხა­რის­ხი­ა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბით, რათა მათ მიერ გად­მო­ცე­მუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბაც იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი. არას­დროს შე­წყვი­ტონ სწავ­ლა. აქ 60 წლის მსა­ხი­ო­ბე­ბიც კი ყო­ველ­წლი­უ­რად გა­დი­ან კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბელ კურ­სებს, რომ კი­დევ უფრო მე­ტად გან­ვი­თარ­დნენ. და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, არას­დროს არ და­ნებ­დნენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თამარ ჭაბუკაიძე - გაიცანით 28 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ფრანგულ სცენას იპყრობს

თამარ ჭაბუკაიძე - გაიცანით 28 წლის ქართველი მსახიობი, რომელიც ფრანგულ სცენას იპყრობს

თამარ ჭაბუკაიძემ 22 წლის ასაკში დატოვა საქართველო და საფრანგეთში გადავიდა საცხოვრებლად, საყვარელ ადამიანთან, ასევე, ქართველ ემიგრანტთან ოჯახი რომ შეექმნა. ოჯახისა და მეგობრების დატოვება ახალგაზრდა გოგონასთვის, რომელიც სამსახიობო კარიერას იწყებდა, რთული იყო, მაგრამ მისი მომავალი მეუღლე საფრანგეთში ცხოვრობდა და ეს ცვლილებაც გარდაუვალი იყო.

თამარმა უცხო საზოგადოებაში ინტეგრაცია მალევე მოახერხა და ახლა 28 წლის მსახიობი, პარიზში 4 თეატრალური კომპანიის წევრია, ხშირად თამაშობს სხვადასხვა თეატრის სცენაზე, იღებენ რეკლამებსა და ფილმებშიც.

თამარი მომღერალ გოჩა ჭაბუკაიძის ქალიშვილია, რომელმაც რამდენიმე წლის წინ "ნიჭიერის" სცენაზე გამოსვლით გაითქვა სახელი. "ქართველმა ჯო კოკერმა" სცენაზე გამოსვლისას პირველი ნომერი სწორედ მის ქალიშვილს - თამარს მიუძღვნა, რომელიც მაშინ უკვე ემიგრანტი იყო.

"პარიზში ჩამოსვლისთანავე ენის შემსწავლელ კურსებზე დავიწყე სიარული და დაახლოებით 6 თვეში ჩემი ძველი პროფესიით, მოცეკვავედ ვმუშაობდი. ინტეგრაცია საკმაოდ მალე მოვახერხე, რაშიც ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს, გიორგი დავითაშვილს. ახლა უკვე 3 წლის შვილიც გვყავს," - გვიყვება ახალგაზრდა ქართველი მსახიობი თამარ ჭაბუკაიძე.

- როგორი იყო თქვენი ბავშვობა, ოცნებობდით მსახიობობაზე?

- 90-იანი წლების სისასტიკის მიუხედავად, ბავშვობა ჩემთვის მაინც უბედნიერეს წლებად რჩება. ჩემი მაშინდელი ოცნებები მხოლოდ საბალეტო ხელოვნებას უკავშირდებოდა და მშობლებიც ნაბიჯ-ნაბიჯ მომყვებოდნენ ამ ოცნებისკენ მიმავალ გზაზე. ეს ოცნება ასრულდა კიდეც, რადგან ვსწავლობდი ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და მქონდა ბედნიერება, ოპერის სცენაზე არაერთ საბალეტო დადგმაში მიმეღო მონაწილეობა. ბავშვობაში მაინცდამაინც მსახიობობაზე არ ვოცნებობდი, თუმცა სცენა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების ნაწილიც და მიზანიც.

- როგორი იყო თქვენი სამსახიობო კარიერის პირველი ნაბიჯები?

- სამსახიობო ხელოვნებასთან ჩემი კავშირი საქართველოშივე დაიწყო. თეატრალურ უნივერსიტეტში, სამსახიობო განხრით, გოგი თოდაძის ჯგუფში ვსწავლობდი. ეს 4 წელიწადი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი და ბევრის შემძენი იყო, როგორ პროფესიული, ასევე ადამიანური თვალსაზრისით.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა უკვე საფრანგეთში გავაგრძელე, ასევე, სამსახიობო განხრით. მიუხედავად ენის ძალიან დიდი ბარიერისა და იმ ფაქტისა, რომ სწავლების პროცესში ორსულად ვიყავი, სასწავლო წელი ჩემთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. 8 თვის ორსულმა ვითამაშე მთავარი როლი სადიპლომო სპექტაკლში და სწავლების დასრულებისთანავე მქონდა შემოთავაზება ჩემი პედაგოგ- რეჟისორისგან, რომ დავრჩენილიყავი მის თეატრალურ კომპანიაში, უკვე როგორც მსახიობი.

- რატომ ამჯობინეთ თეატრის მსახიობობა კინოს მსახიობობას? რომელ თეატრში მოღვაწეობთ ამჟამად?

- ჩემი სამუშაოს 90% უკავშირდება თეატრს, ვთამაშობ 4 თეატრალურ კომპანიაში და, ასევე, თეატრის პედაგოგად, მაგრამ თავს მხოლოდ თეატრის მსახიობად არ მოვისაზრებ. გავდივარ ბევრ კინოკასტინგს და უკვე მქონდა საკმაოდ საინტერესო გადაღებები პატარა როლებით. ვთანამშრომლობდი ისეთ კინორეჟისორებთან, როგორებიცაა: ალან შაბა, ნიკოლა ვანიე, ზიად დუეირი. ვმონაწილეობ რეკლამებსა და მუსიკალურ ვიდეორგოლებში.

რაც შეეხება თეატრს, საფრანგეთში არ არის ცნება "თეატრი თავისი დასით". აქ თეატრი არის შენობა, რომელიც სცენას უთმობს სხვადასხვა თეატრალურ კომპანიას. ამიტომ დღეს "ჩემი თეატრი" არის მუდმივი ცვლა თეატრალური კომპანიების, მუდმივი ცვლა რეჟისორების და მუდმივი კასტინგები და ძიება ახალი პროექტების. ეს ყველაფერი საკმაოდ რთულია, მაგრამ ამავდროულად, არანორმალურად საინტერესოა. სხვადასხვა ხედვისა და თეატრალური მიმართულების უამრავ ადამიანთან მიწევს მუშაობა. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი ახალი კომპანია კიდევ სხვა, ახალი თეატრის კარს მიხსნის.

- რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი როლები და რატომ?

- როლები შვილებივითაა, ყველა ერთნაირად მიყვარს. ერთადერთი, რასაც გამოვყოფდი, არის "ჩხიკვთა ქორწილი", რომელსაც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ვთამაშობ ფრანგულ კომპანიასთან ერთად. სხვანაირად ძვირფასია ეს სპექტაკლი და მასში ნათამაშები ხუთამდე როლი. წარმოდგენა ფრანგული კომპანია "ლეს მინუის" სპექტაკლია, რომელიც პირველად წლების წინ ქართველ მსახიობთან ერთად დაიდგა. ეს მსახიობი შემდგომ საქართველოში დაბრუნდა. მე კი ამ სპექტაკლში ქასტინგით მოვხვდი. წარმოდგენას ორ ენაზე ქართულ-ფრანგულად ვთამაშობთ. ბავშვებს ძალიან მოსწონთ, მაგრამ არის თემები, რომლებიც უკვირთ. მაგალითად, რას ნიშნავს თამადა, რატომ აძალებენ წრუწუნას ღვინის სმას და თრობას. სპექტაკლის ამ ნაწილზე ყოველთვის ბევრი ახსნა-განმარტების მიცემა მიწევს.

- რა მიგაჩნიათ თქვენს მთავარ მიღწევად?

- მთავარი პროფესიული მიღწევები კი ჯერ კიდევ წინ მაქვს. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიღწევა ჩემი ოჯახი, ჩემი შვილია.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? უკავშირდება თუ არა ის საქართველოს?

- ჩემი მთავარი გეგმაა, შევქმნა საკუთარი თეატრალური კომპანია. ვთვლი, რომ საინტერესო სიტყვის თქმა შემეძლება კულტურული სხვაობიდან გამომდინარე. დიდი სურვილი მაქვს, აქ მიღებული გამოცდილების საქართველოში გაზიარებაც შევძლო. თუმცა, მაგ ეტაპამდე ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს.

- რას ურჩევთ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც წარმატებულ სამსახიობო კარიერაზე ოცნებობენ?

- ვურჩევდი, იყვნენ, რაც შეიძლება, ცნობისმოყვარენი, გაბედულები და აქტიურები. შეძლებისდაგვარად იმოგზაურონ, რაც შეიძლება ბევრი, ნახონ სხვა კულტურა, სხვა ხალხი, დაინტერესდნენ ადამიანებით და მათი მრავალფეროვნებით, საკუთარი თავი გამოკვებონ ხარისხიანი ხელოვნებით, რათა მათ მიერ გადმოცემული ხელოვნებაც იყოს ხარისხიანი. არასდროს შეწყვიტონ სწავლა. აქ 60 წლის მსახიობებიც კი ყოველწლიურად გადიან კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ. და, რაც ყველაზე მთავარია, არასდროს არ დანებდნენ!

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება