4 თებერვალს ქვეყნის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დედაქალაქში კი დღე უნალექოდ ჩაივლის და ჰაერის ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, 4 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღისით ზოგან მცირე წვიმა, მაღალ მთაში თოვლი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით + 13 +18 იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, დღისით ზოგან შესაძლოა მცირე წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით - 3 +2 , დღისით + 9 + 14 გრადუსი იქნება.
თბილისში ღრუბლიანობაა მოსალოდნელი, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა ღამით + 1, დღისით +13 გრადუსი იქნება.
5 თებერვალს, დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტეს რაიონში დღისით წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, + 15 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, ღამით ზოგან იწვიმებს, მაღალმთაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში დღისით, +10 + 15 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს, 5 თებერვალს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით მოსალოდნელია ქარი. ჰაერის ტემპერატურა ღამით +3 დღისით +15 გრადუსი იქნება.