საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეგენდარულ მექსიკელ მოჭიდავეს, არასდროს მოუხსნია ნიღაბი 1984 წლამდე - 10 დღეში ის გარდაიცვალა...
ლეგენდარულ მექსიკელ მოჭიდავეს, არასდროს მოუხსნია ნიღაბი 1984 წლამდე - 10 დღეში ის გარდაიცვალა...

"ლუჩა ლიბ­რე", ანუ თა­ვი­სუ­ფა­ლი ბრძო­ლა ჭი­და­ო­ბის მექ­სი­კუ­რი ნა­ირ­სა­ხე­ო­ბაა. მას­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა დიდი ოდე­ნო­ბით აკ­რო­ბა­ტუ­ლი ილე­თე­ბი. ლუჩა ლიბ­რე­ში მოღ­ვა­წე მო­ჭი­და­ვე­ებს "ლუ­ჩა­დო­რებს" უწო­დე­ბენ. ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი და ლე­გენ­და­რუ­ლი "ლუ­ჩა­დო­რი" გახ­ლდათ ვერ­ცხლის­ფერ ნიღ­ბი­ა­ნი El Santo (ელ სან­ტო). სან­ტო, რო­გორც მას ყვე­ლა უწო­დებ­და, ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლი გახ­და, ის მექ­სი­კის სიმ­ბო­ლო და ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის სა­კულ­ტო ფი­გუ­რა იყო.

სან­ტო არა­მარ­ტო ჭი­და­ო­ბა­ში, არა­მედ კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლად მოღ­ვა­წე­ობ­და. ის 50-მდე ფილმში გა­და­ი­ღეს, ასე­ვე კო­მიქ­სე­ბის მთა­ვა­რი გმი­რი გახ­და.

ამას­თან, მისი იმი­ჯი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე უც­ვლე­ლი იყო - მას არას­დროს მო­უხ­სნია სა­ხი­დან ვერ­ცხლის­ფე­რი ნი­ღა­ბი, მისი ფა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას, მისი გუნ­დის წევ­რებ­საც კი კერ­პის ნამ­დვი­ლი სახე არა­სო­დეს უნა­ხავთ.

რუ­დოლ­ფო გუც­მან ჰუ­ერ­ტა 1917 წლის 23 სექ­ტემ­ბერს და­ი­ბა­და. ბავ­შვო­ბა­სა და მო­ზარ­დო­ბის წლებ­ში ბე­ის­ბოლ­სა და ამე­რი­კულ ფეხ­ბურთს თა­მა­შობ­და. შემ­დეგ კი კლა­სი­კურ­მა ჭი­და­ო­ბამ გა­ი­ტა­ცა. ლუჩა ლიბ­რე­თი 16-17 წლის ასაკ­ში და­ინ­ტე­რეს­და და 1934 წელს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლურ ჭი­და­ო­ბა­ში მისი დე­ბი­უ­ტი შედ­გა რინგზე სა­ხე­ლით რუდო გუც­მა­ნი (რუდო ეს­პა­ნუ­რად ცუდ ბიჭს ნიშ­ნავს). სწო­რედ აქე­დან და­ი­წყო მისი ლე­გენ­და­რუ­ლი კა­რი­ე­რა. წლე­ბის მან­ძილ­ზე მან რამ­დენ­ჯერ­მე შე­იც­ვა­ლა სა­ხე­ლი, ელ სან­ტოს წო­დე­ბით კი პირ­ვე­ლად 1942 წლის 26 ივ­ნისს გა­მოჩ­ნდა რინგზე.

მექ­სი­კელ გმი­რად ის 1953 წელს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ორ­თაბ­რძო­ლის შემ­დეგ აღი­ა­რეს, როცა მან რინგზე მის ოპო­ნენტს - "შავ ჩრდილს" ნი­ღა­ბი ჩა­მოხ­სნა. "ლუჩა ლიბ­რე­ში" ნიღ­ბის და­კარ­გვა ერ­თპი­როვ­ნულ მარ­ცხს ნიშ­ნავს, ასე რომ, "შავ ჩრდილს" ამის შემ­დეგ კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბა მო­უხ­და.

თუმ­ცა, იმა­ვე წელს სან­ტო და­მარ­ცხდა მის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს­თან - ლურჯ დე­მონ­თან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მო­ჭი­და­ვე­ე­ბი ხში­რად ერ­თად ჩნდე­ბოდ­ნენ ფილ­მებ­ში, ამ­ბო­ბენ, რომ მათ შო­რის მტრო­ბა სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბო­და - სან­ტო და­მარ­ცხე­ბას ვერ შე­ე­გუა.

ელ სან­ტო 1940 წელს და­ქორ­წინ­და მა­რია მონ­ტა­ნო­ზე. წყვილს 10 შვი­ლი ეყო­ლა. მექ­სი­კელ­მა ლე­გენ­დამ რინგზე ბრძო­ლა და ფილ­მებ­ში გა­და­ღე­ბა 1982 წლამ­დე გა­ნაგ­რძო, როცა ის 65 წლის იყო. ამ ხნის მან­ძილ­ზე მისი სახე არას­დროს უნა­ხავთ მის ფა­ნებს.

1984 წელს კი ეს დღე დად­გა. ელ სან­ტომ სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ში სტუმ­რო­ბის დროს მი­ლი­ო­ნო­ბით ფა­ნის ოც­ნე­ბა აას­რუ­ლა - მან რამ­დე­ნი­მე წა­მით მო­იხ­სნა ნი­ღა­ბი და სახე გა­მო­ა­ჩი­ნა. 10 დღის შემ­დეგ, 1984 წლის 5 თე­ბერ­ვალს ელ სან­ტო გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

მა­მის გზა სან­ტოს უმ­ცროს­მა ვაჟ­მა ხორ­ხემ გა­აგ­რძე­ლა. მან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ი­ღო მა­მის ვერ­ცხლის ნი­ღა­ბი და იბ­რძო­და სა­ხე­ლით - El Hijo del Santo (სან­ტოს ვაჟი). მისი კა­რი­ე­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, 2014 წელს სან­ტოს შვი­ლიშ­ვილ­მა და­ი­წყო ჭი­და­ო­ბა ია­პო­ნი­ა­ში, სა­ხე­ლით ელ სან­ტო უმ­ცრო­სი.

აი რას ყვე­ბა ერთ-ერთი ექ­სპერ­ტი ლე­გენ­და­რუ­ლი ლუ­ჩა­დო­რის შე­სა­ხებ: "მა­შინ როცა ამე­რი­კე­ლებს ჰყავთ სუ­პერ­მე­ნი, ბეტ­მე­ნი და ადა­მი­ა­ნი ობო­ბა, ჩვენ გვყავს რუ­დოლ­ფო გუც­მა­ნი, რო­მე­ლიც ყვე­ლას ებ­რძო­და, და­წყე­ბუ­ლი მუ­მი­ე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­ცის­ტე­ბით. მაგ­რამ ამე­რი­კე­ლი სუ­პერ­გმი­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ის ნამ­დვი­ლი ადა­მი­ა­ნი იყო".

thevintagenews.com-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

ლეგენდარულ მექსიკელ მოჭიდავეს, არასდროს მოუხსნია ნიღაბი 1984 წლამდე - 10 დღეში ის გარდაიცვალა...

ლეგენდარულ მექსიკელ მოჭიდავეს, არასდროს მოუხსნია ნიღაბი 1984 წლამდე - 10 დღეში ის გარდაიცვალა...

"ლუჩა ლიბრე", ანუ თავისუფალი ბრძოლა ჭიდაობის მექსიკური ნაირსახეობაა. მასში გამოიყენება დიდი ოდენობით აკრობატული ილეთები. ლუჩა ლიბრეში მოღვაწე მოჭიდავეებს "ლუჩადორებს" უწოდებენ. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული "ლუჩადორი" გახლდათ ვერცხლისფერ ნიღბიანი El Santo (ელ სანტო). სანტო, როგორც მას ყველა უწოდებდა, ქვეყნის კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა, ის მექსიკის სიმბოლო და ადგილობრივების საკულტო ფიგურა იყო.

სანტო არამარტო ჭიდაობაში, არამედ კინოინდუსტრიაშიც წარმატებულად მოღვაწეობდა. ის 50-მდე ფილმში გადაიღეს, ასევე კომიქსების მთავარი გმირი გახდა.

ამასთან, მისი იმიჯი საზოგადოებაში წლების მანძილზე უცვლელი იყო - მას არასდროს მოუხსნია სახიდან ვერცხლისფერი ნიღაბი, მისი ფანების უმრავლესობას, მისი გუნდის წევრებსაც კი კერპის ნამდვილი სახე არასოდეს უნახავთ.

რუდოლფო გუცმან ჰუერტა 1917 წლის 23 სექტემბერს დაიბადა. ბავშვობასა და მოზარდობის წლებში ბეისბოლსა და ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა. შემდეგ კი კლასიკურმა ჭიდაობამ გაიტაცა. ლუჩა ლიბრეთი 16-17 წლის ასაკში დაინტერესდა და 1934 წელს პროფესიონალურ ჭიდაობაში მისი დებიუტი შედგა რინგზე სახელით რუდო გუცმანი (რუდო ესპანურად ცუდ ბიჭს ნიშნავს). სწორედ აქედან დაიწყო მისი ლეგენდარული კარიერა. წლების მანძილზე მან რამდენჯერმე შეიცვალა სახელი, ელ სანტოს წოდებით კი პირველად 1942 წლის 26 ივნისს გამოჩნდა რინგზე.

მექსიკელ გმირად ის 1953 წელს ჩატარებული ორთაბრძოლის შემდეგ აღიარეს, როცა მან რინგზე მის ოპონენტს - "შავ ჩრდილს" ნიღაბი ჩამოხსნა. "ლუჩა ლიბრეში" ნიღბის დაკარგვა ერთპიროვნულ მარცხს ნიშნავს, ასე რომ, "შავ ჩრდილს" ამის შემდეგ კარიერის დასრულება მოუხდა.

თუმცა, იმავე წელს სანტო დამარცხდა მის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მოწინააღმდეგესთან - ლურჯ დემონთან. მიუხედავად იმისა, რომ მოჭიდავეები ხშირად ერთად ჩნდებოდნენ ფილმებში, ამბობენ, რომ მათ შორის მტრობა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდებოდა - სანტო დამარცხებას ვერ შეეგუა.

ელ სანტო 1940 წელს დაქორწინდა მარია მონტანოზე. წყვილს 10 შვილი ეყოლა. მექსიკელმა ლეგენდამ რინგზე ბრძოლა და ფილმებში გადაღება 1982 წლამდე განაგრძო, როცა ის 65 წლის იყო. ამ ხნის მანძილზე მისი სახე არასდროს უნახავთ მის ფანებს.

1984 წელს კი ეს დღე დადგა. ელ სანტომ სატელევიზიო შოუში სტუმრობის დროს მილიონობით ფანის ოცნება აასრულა - მან რამდენიმე წამით მოიხსნა ნიღაბი და სახე გამოაჩინა. 10 დღის შემდეგ, 1984 წლის 5 თებერვალს ელ სანტო გულის შეტევით გარდაიცვალა.

მამის გზა სანტოს უმცროსმა ვაჟმა ხორხემ გააგრძელა. მან მემკვიდრეობით მიიღო მამის ვერცხლის ნიღაბი და იბრძოდა სახელით - El Hijo del Santo (სანტოს ვაჟი). მისი კარიერის დასრულების შემდეგ, 2014 წელს სანტოს შვილიშვილმა დაიწყო ჭიდაობა იაპონიაში, სახელით ელ სანტო უმცროსი.

აი რას ყვება ერთ-ერთი ექსპერტი ლეგენდარული ლუჩადორის შესახებ: "მაშინ როცა ამერიკელებს ჰყავთ სუპერმენი, ბეტმენი და ადამიანი ობობა, ჩვენ გვყავს რუდოლფო გუცმანი, რომელიც ყველას ებრძოდა, დაწყებული მუმიებით დასრულებული ნაცისტებით. მაგრამ ამერიკელი სუპერგმირებისგან განსხვავებით, ის ნამდვილი ადამიანი იყო".

thevintagenews.com-ის მიხედვით

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."