სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა, აქ დიდხანს თუ დავრჩები, თავს მოვიკლავ..." - ერაყში ტყვედ მყოფი ჩეჩენი ქალის წერილი დედას
"დედა, აქ დიდხანს თუ დავრჩები, თავს მოვიკლავ..." - ერაყში ტყვედ მყოფი ჩეჩენი ქალის წერილი დედას

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 50 ქალი და ბავ­შვი ჩეჩ­ნე­თი­დან, ინ­გუ­შე­თი­დან, და­ღეს­ტნი­დან და რუ­სე­თის სხვა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ერაყ­ში მო­ნო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა... ამის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი გახ­და ერთ-ერთი ქა­ლის წე­რი­ლი­დან, რო­მე­ლიც მან დე­დას გა­მო­უგ­ზავ­ნა და სა­დაც წერს, რომ ერაყ­ში, ტე­რო­რის­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მას­თან ერ­თად ტყვე­ო­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 20 ქალი და 40-მდე ბავ­შვი არი­ან...

სა­უ­ბა­რია ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ელ ქა­ლებ­სა და ბავ­შვებ­ზე, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს სი­რი­ა­სა და ერაყ­ში, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში მე­ო­მარ ტე­რო­რის­ტებს გაჰ­ყვნენ ან შემ­დეგ ჩა­ვიდ­ნენ მათ­თან...

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი თვის წინ, ჩეჩ­ნე­თის პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ზიად საბ­სა­ბი ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში რუ­სე­თის 100-მდე მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე­ვე, და­გეგ­მი­ლი ჰქონ­დათ სი­რი­ა­სა და ერა­ყი­დან 150-ზე მეტი ადა­მი­ა­ნის გა­მოყ­ვა­ნა. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კემ­ბრის ბო­ლოს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერა­ყის დევ­ნილ­თა ბა­ნაკ­ში, რუ­სე­თის 40-ზე მეტი მო­ქა­ლა­ქე იმ­ყო­ფე­ბო­და...

ჩეჩ­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქა­ლე­ბი­სა და ბავ­შვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის სა­კითხს პრო­პა­გან­დის­თვის იყე­ნებს. რეს­პუბ­ლი­კა­ში მათი დაბ­რუ­ნე­ბა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ნე­ბარ­თვით ხდე­ბა. თუმ­ცა, ერა­ყე­ლი ტყვე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბიც ავ­რცე­ლე­ბენ.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მი­ი­ღეს წე­რი­ლი, სა­დაც ჩე­ჩე­ნი ქალი დე­დას ერაყ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე წერს და დახ­მა­რე­ბას სთხოვს. "დედა, აქ კი­დევ დიდ­ხანს თუ დავ­რჩი, თავს მო­ვიკ­ლავ... ეს არის ჯო­ჯო­ხე­თი მი­წა­ზე და ყო­ვე­ლი დღე გა­უ­საძ­ლი­სია," - წე­რია ჩე­ჩე­ნი ქა­ლის წე­რილ­ში.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ერაყ­ში დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ქა­ლე­ბი და ბავ­შვე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. წე­რი­ლის ავ­ტო­რის თქმით, ის 5 თვე­ზე მე­ტია ტყვე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა და და­ნარ­ჩენ ქა­ლებ­თან და ბავ­შვებ­თან ერ­თად, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­ნო­ბა­შია, თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლად არ იცის სად იმ­ყო­ფე­ბა - შე­საძ­ლოა, ეს იყოს "პეშ­მერ­გას", ქურთთა დაჯ­გუ­ფე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი ტე­რი­ტო­რია ან ბაღ­დად­თან ახ­ლოს, ში­ი­ტე­ბის სამ­ხედ­რო და­ნა­ყო­ფი. 

ჩეჩ­ნე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მათი პოვ­ნი­სა და მით უფრო, გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცე­სი საკ­მა­ოდ რთუ­ლი იქ­ნე­ბა, რად­გან სი­რი­ა­სა და ერა­ყი­დან, 150-ზე მეტი ქა­ლი­სა და ბავ­შვის გა­მოყ­ვა­ნის სა­კი­თხი ჯერ კი­დევ არ არის გა­და­წყვე­ტი­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვებს სულ სხვა ვერ­სია აქვთ - ამ დრო­ის­თვის, სი­რი­ა­სა და ერაყ­ში 150 კი არა, შე­საძ­ლოა, ათა­სო­ბით ქალი და ბავ­შვი იმ­ყო­ფე­ბო­დეს. საქ­მე ის არის, რომ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ში­შო­ბენ, რომ მათი დაბ­რუ­ნე­ბით ქვე­ყა­ნა­ში პო­ტენ­ცი­უ­რი ტე­რო­რის­ტე­ბი შე­მოჰ­ყავთ. ამი­ტო­მაც, რო­გორც ჩეჩ­ნე­თის, ისე რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა, მათი იქ "მო­ნე­ბად ყოფ­ნის" თე­მას, ისევ და ისევ სპე­კუ­ლა­ცი­ის­თვის იყე­ნებს. რე­ა­ლუ­რად კი მათი დაბ­რუ­ნე­ბა იქ არა­ვის უნდა, მათ შო­რის, არც რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს...

"ვიცი, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, ერაყ­სა და სი­რი­ი­დან ქა­ლე­ბის ერთი ნა­წი­ლის გა­მოყ­ვა­ნას აპი­რებ­დნენ, თუმ­ცა, ამა­ვე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბებ­მა ისი­ნი ტე­რო­რიზ­მში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, რად­გან ისი­ნი ფო­ტო­ებ­ში ია­რა­ღით ხელ­ში პო­ზი­რებ­დნენ, რაც ისე აღიქ­ვეს, თით­ქოს ტე­რო­რის­ტე­ბის რი­გებ­ში იბ­რძოდ­ნენ. ასე რომ, მათი დაბ­რუ­ნე­ბა ვი­თა­რე­ბას გა­ამ­წვა­ვებს" - აცხა­დებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი თა­ნამ­შრო­მე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, თა­ვი­დან­ვე ყვე­ლამ იცო­და, რომ ჩეჩ­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რე­ბე­ბი და ე.წ. პრო­ექ­ტე­ბი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც, ერაყ­სა და სი­რი­ი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი, ვი­თომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის კურსს გა­ივ­ლიდ­ნენ, ზღა­პა­რი იყო. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ჩეჩ­ნეთ­ში შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი მათ მხო­ლოდ აღ­რი­ცხავ­დნენ, რის შემ­დე­გაც, მათ რუ­სე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რებს გა­დას­ცემ­დნენ და­სა­კი­თხად, შემ­დეგ კი, საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბას გა­და­ე­ცე­მო­და... არა­ერ­თი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლა, რო­დე­საც და­ღეს­ტან­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი და­ა­კა­ვეს და ისი­ნი ამ დრომ­დე პა­ტიმ­რო­ბა­ში არი­ან.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"დედა, აქ დიდხანს თუ დავრჩები, თავს მოვიკლავ..." - ერაყში ტყვედ მყოფი ჩეჩენი ქალის წერილი დედას

"დედა, აქ დიდხანს თუ დავრჩები, თავს მოვიკლავ..." - ერაყში ტყვედ მყოფი ჩეჩენი ქალის წერილი დედას

რუსული მედიის ცნობით, დაახლოებით 50 ქალი და ბავშვი ჩეჩნეთიდან, ინგუშეთიდან, დაღესტნიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან ერაყში მონობაში იმყოფება... ამის შესახებ ცნობილი გახდა ერთ-ერთი ქალის წერილიდან, რომელიც მან დედას გამოუგზავნა და სადაც წერს, რომ ერაყში, ტერორისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მასთან ერთად ტყვეობაში, დაახლოებით 20 ქალი და 40-მდე ბავშვი არიან...

საუბარია ჩრდილოკავკასიელ ქალებსა და ბავშვებზე, რომლებიც სხვადასხვა დროს სირიასა და ერაყში, "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში მეომარ ტერორისტებს გაჰყვნენ ან შემდეგ ჩავიდნენ მათთან...

დაახლოებით ერთი თვის წინ, ჩეჩნეთის პარლამენტის წევრი, ზიად საბსაბი ირწმუნებოდა, რომ ახლო აღმოსავლეთში რუსეთის 100-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. ასევე, დაგეგმილი ჰქონდათ სირიასა და ერაყიდან 150-ზე მეტი ადამიანის გამოყვანა. რუსული მედიის ინფორმაციით, დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ერაყის დევნილთა ბანაკში, რუსეთის 40-ზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა...

ჩეჩნეთის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ქალებისა და ბავშვების დაბრუნების საკითხს პროპაგანდისთვის იყენებს. რესპუბლიკაში მათი დაბრუნება მხოლოდ ხელისუფლების ნებართვით ხდება. თუმცა, ერაყელი ტყვეების შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ავრცელებენ.

მათივე ცნობით, მიიღეს წერილი, სადაც ჩეჩენი ქალი დედას ერაყში არსებულ ვითარებაზე წერს და დახმარებას სთხოვს. "დედა, აქ კიდევ დიდხანს თუ დავრჩი, თავს მოვიკლავ... ეს არის ჯოჯოხეთი მიწაზე და ყოველი დღე გაუსაძლისია," - წერია ჩეჩენი ქალის წერილში.

მისივე ცნობით, ერაყში დიდი რაოდენობით ქალები და ბავშვები იმყოფებიან. წერილის ავტორის თქმით, ის 5 თვეზე მეტია ტყვეობაში იმყოფება და დანარჩენ ქალებთან და ბავშვებთან ერთად, ფაქტობრივად, მონობაშია, თუმცა, კონკრეტულად არ იცის სად იმყოფება - შესაძლოა, ეს იყოს "პეშმერგას", ქურთთა დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია ან ბაღდადთან ახლოს, შიიტების სამხედრო დანაყოფი. 

ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათი პოვნისა და მით უფრო, გამოყვანის პროცესი საკმაოდ რთული იქნება, რადგან სირიასა და ერაყიდან, 150-ზე მეტი ქალისა და ბავშვის გამოყვანის საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი.

ადგილობრივებს სულ სხვა ვერსია აქვთ - ამ დროისთვის, სირიასა და ერაყში 150 კი არა, შესაძლოა, ათასობით ქალი და ბავშვი იმყოფებოდეს. საქმე ის არის, რომ რუსეთის სპეცსამსახურები შიშობენ, რომ მათი დაბრუნებით ქვეყანაში პოტენციური ტერორისტები შემოჰყავთ. ამიტომაც, როგორც ჩეჩნეთის, ისე რუსეთის ხელმძღვანელობა, მათი იქ "მონებად ყოფნის" თემას, ისევ და ისევ სპეკულაციისთვის იყენებს. რეალურად კი მათი დაბრუნება იქ არავის უნდა, მათ შორის, არც რუსეთის სპეცსამსახურებს...

"ვიცი, რომ გასული წლის დეკემბერში, ერაყსა და სირიიდან ქალების ერთი ნაწილის გამოყვანას აპირებდნენ, თუმცა, ამავე ქვეყნის ხელისუფლებებმა ისინი ტერორიზმში დაადანაშაულეს, რადგან ისინი ფოტოებში იარაღით ხელში პოზირებდნენ, რაც ისე აღიქვეს, თითქოს ტერორისტების რიგებში იბრძოდნენ. ასე რომ, მათი დაბრუნება ვითარებას გაამწვავებს" - აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაციის ადგილობრივი თანამშრომელი.

მისივე თქმით, თავიდანვე ყველამ იცოდა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების დაპირებები და ე.წ. პროექტები, რომლის ფარგლებშიც, ერაყსა და სირიიდან დაბრუნებულები, ვითომ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გაივლიდნენ, ზღაპარი იყო. სინამდვილეში, ჩეჩნეთში შესაბამისი უწყებები მათ მხოლოდ აღრიცხავდნენ, რის შემდეგაც, მათ რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცემდნენ დასაკითხად, შემდეგ კი, საქმე გამოძიებას გადაეცემოდა... არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც დაღესტანში დაბრუნებული ქალები დააკავეს და ისინი ამ დრომდე პატიმრობაში არიან.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე