სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნამდვილი ამბავი "ჯარისკაცის მამის" მიღმა - გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებებს, ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ
ნამდვილი ამბავი "ჯარისკაცის მამის" მიღმა - გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებებს, ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

რეზო ჩხე­ი­ძის "ჯა­რის­კა­ცის მამა" ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია, მაგ­რამ ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა ალ­ბათ არ იცის, ვინ არის მისი სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ჰქონ­და ფილ­მს, სა­ნამ მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­დო­და.

მწე­რალ­სა და კი­ნოდ­რა­მა­ტურგს ომის თემა სხვა ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის­თვის შექ­მნილ სცე­ნა­რებ­შიც აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ, სუ­ლი­კო ჟღენ­ტია იმ ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, რო­გო­რი­ცაა - "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი," "სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში", "ფეს­ვე­ბი" "ნერ­გე­ბი" და კი­დევ ბევ­რი ცნო­ბი­ლი სუ­რა­თი, უმე­ტე­სო­ბას, რო­გორც ბა­ტო­ნი სუ­ლი­კოს შვი­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ოლი­კო ჟღენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი უძღვო­და წინ... მან მა­მის შე­სა­ხებ წიგ­ნი - "რო­გორ შერ­ჩე­ბი მა­რა­დი­სო­ბას" და­წე­რა.

3 თე­ბერ­ვა­ლი სუ­ლი­კო ჟღენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა და ამ­ჯე­რად გვინ­და, მისი უკ­ვდა­ვი "ჯა­რის­კა­ცის მამა" გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც სცე­ნა­რის­ტის, რე­ჟი­სო­რი­სა და მსა­ხი­ო­ბის (სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე) სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ნი­მუ­შია.

რო­გორც მწერ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, "ჯა­რის­კა­ცის მა­მის" სცე­ნა­რი საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რამ უარ­ყო. მე­სა­მე ვა­რი­ანტზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­წყვი­ტეს და გა­და­წყდა, რომ ფილ­მს აღარ გა­და­ი­ღებ­დნენ. რომ არა რე­ჟი­სო­რის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, სუ­რა­თი მარ­თლა აღარ შე­იქ­მნე­ბო­და...

სცე­ნა­რის­ტის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში და­ცუ­ლია 5 ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რის ვერ­სია. თი­თო­ე­ულ­ზე ავ­ტორს ინ­ტენ­სი­უ­რად უმუ­შა­ვია, ვერ­სი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და იც­ვლე­ბო­და სას­ცე­ნა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და მი­თი­თე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. თუმ­ცა, მთა­ვა­რი დრა­მა­ტუ­ლი მო­ტი­ვი და ფა­ბუ­ლა - ის, რომ მამა შვილს და­ე­ძებს, ყველ­გან უც­ვლე­ლი იყო.

ომში შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად წა­სულ გლე­ხკაცს სი­სას­ტი­კე აი­ძუ­ლებს ჯა­რის­კა­ცად იქ­ცეს. სცე­ნა­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მო­თხოვ­ნით, ამ­ბა­ვი ჰოს­პი­ტალ­ში­ვე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამის გამო ვერ გან­ზო­გად­დე­ბო­და და ვერც ტრა­გე­დი­ის მას­შტაბს შე­ი­ძენ­და, მაგ­რამ ფილ­მის ავ­ტო­რებ­მა ფა­ბუ­ლა არ შეც­ვა­ლეს.

სუ­ლი­კო ჟღენ­ტი სა­კუ­თარ ბი­ოგ­რა­ფი­ას და­ე­სეს­ხა - მას მშობ­ლე­ბი ფრონტზე და­ე­ძებ­დნენ, რო­დე­საც 17 წლი­სა პირ­ვე­ლად და­იჭ­რა. ომში მო­ხა­ლი­სედ იყო წა­სუ­ლი. რად­გან მას ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ცდი­ლი და გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და, სცე­ნარ­შიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­ი­აზ­რა ომის ტრა­გე­დია. აი, რას წერს მო­გო­ნე­ბებ­ში ჟღენ­ტი:

"...ვერ მი­ვაღ­წიე რა­იხსტაგს, ია­რა­ღი უკა­ნას­კნე­ლად 1944 წლის 25 იან­ვარს მე­ჭი­რა ხელ­ში. მკერ­დში ჩარ­ჩე­ნი­ლი ტყვი­ის გამო დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით გა­მო­მიშ­ვეს შინ. ტყვი­ის ნა­წი­ლებს, სა­დღაც გულ­თან ჩარ­ჩე­ნილს დღემ­დე და­ვა­ტა­რებ სხე­უ­ლით. ბერ­ლინ­ში 21 წლის შემ­დეგ მოვ­ხვდი, უკვე გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­თან, - ჩემი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის "ჯა­რის­კა­ცის მა­მის" გმირ­თან ერ­თად...

მე­კი­თხე­ბი­ან, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გმი­რის სახე თქვენ შე­თხზეთ თუ ცხოვ­რე­ბამ გი­კარ­ნა­ხათ? პა­სუ­ხი ასე­თია: სი­მარ­თლის გა­მო­გო­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერთ სა­ხე­ში მო­ვუ­ყა­რე თავი ომის გზა­ზე შეხ­ვედ­რილ ადა­მი­ან­თა სა­ხე­ებს... ჯა­რის­კა­ცის მამა - გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი - ჩემ­თვის სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კა­ხე­ლი მე­ვე­ნა­ხეა. ჩვენ ერთ ასე­ულ­ში ვმსა­ხუ­რობ­დით. მახ­სოვს მისი მო­უს­ვე­ნა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ხე­ლე­ბი. დიახ, ის დე­და­ჩე­მია, რო­მე­ლიც ჩემს სა­ნა­ხა­ვად ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ ჰოს­პი­ტალ­ში ვერ მო­მის­წრო. ის მა­მა­ჩე­მი­ცაა, რო­მე­ლიც თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლა­ში სი­კე­თეს ას­წავ­ლი­და...

რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ჩემს ასე­ულ­ში ერთი კა­ხე­ლი, ხნი­ე­რი კაცი, მე­ვე­ნა­ხე მა­ხა­რაშ­ვი­ლი იბ­რძო­და, ოღონდ, გი­ორ­გი კი არა, რა­მი­ნი ერ­ქვა. მას ბევ­რი სა­ერ­თო აქვს ფილ­მის გმირ­თან. ზუს­ტად ისე­ვე მა­მაშ­ვი­ლუ­რად გვექ­ცე­ო­და 19 წლის ბი­ჭებს, რო­გორც ფილმში. ღო­ნი­ე­რი, მომთმე­ნი, შრო­მის­მოყ­ვა­რე იყო, უსაქ­მოდ ჯდო­მა წუ­თი­თაც არ შე­ეძ­ლო.

გი­ორ­გის მსგავ­სად, უჩექ­მო­ბით იყო გა­წა­მე­ბუ­ლი, არ­მი­ის სა­წყობ­ში ვერ იშო­ვეს მისი ზომა ფეხ­საც­მე­ლი და შე­უკ­ვე­თეს... მაგ­რამ "ჯა­რის­კა­ცის მამა" სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის­თვის და­ი­წე­რა. თა­ვი­დან­ვე გა­და­წყვე­ტი­ლი იყო, რომ ამ როლს ის შე­ას­რუ­ლებ­და. კარ­გია, როცა სცე­ნა­რი კონ­კრე­ტუ­ლი მსა­ხი­ო­ბის­თვის იწე­რე­ბა. ამ დროს ით­ვა­ლის­წი­ნებ შე­მოქ­მე­დე­ბით შე­საძ­ლებ­ლო­ბას, - რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, ამა თუ იმ ეპი­ზოდ­ში რას იტყვის.

არც ის არის შე­თხზუ­ლი, ომში მამა შვილს რომ და­ე­ძებს. ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რი თა­ნა­ტო­ლის მსგავ­სად, მეც ვოც­ნე­ბობ­დი, გმი­რო­ბა­ზე და მშობ­ლე­ბის და­უ­კი­თხა­ვად, თა­მა­მად ჩა­ვე­წე­რე მო­ხა­ლი­სე­თა რი­გებ­ში. 16 წლის ბიჭს ომი რო­მან­ტი­კად მეჩ­ვე­ნე­ბო­და... პირ­ვე­ლად რომ და­ვი­ჭე­რი, ქა­ლაქ ორ­ჯო­ნი­კი­ძის ჰოს­პი­ტალ­ში მო­მა­თავ­სეს, მშობ­ლებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს, რომ ფრონ­ტის ხაზ­ზე გას­ვლის უფ­ლე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, ორ­ჯო­ნი­კი­ძე­ში ჩა­მო­სუ­ლიყ­ვნენ, მაგ­რამ მე იქ აღარ დავ­ხვდი. გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი ფრონტზე დავ­ბრუნ­დი. ჩემ­თვის წა­მო­ღე­ბუ­ლი სა­ნო­ვა­გე დაჭ­რი­ლე­ბის­თვის და­უ­რი­გე­ბი­ათ...

ანა­ლო­გი­უ­რი ეპი­ზო­დი არის ფილმშიც. მსგავ­სი ამ­ბა­ვი ჩვენს ოჯახ­შიც დატ­რილ­და: ბი­ძა­ჩე­მი, და­ვი­თი, ორ­თქლმა­ვა­ლის მე­მან­ქა­ნე იყო. შვი­ლის ფრონტზე გამ­გზავ­ნე­თო, ითხო­ვა. თა­ვი­სას მი­აღ­წია და სწო­რედ იმ ნა­წილ­ში მოხ­ვდა, სა­დაც მისი ვაჟი იბ­რძო­და. მა­მის ჩას­ვლამ­დე, რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და­ღუ­პუ­ლი იყო. მო­ხუ­ცი მე­მენ­ქა­ნე ფრონტზე დარ­ჩა, თით­ქმის მთე­ლი ომის გან­მავ­ლო­ბა­ში იბ­რძო­და და გმი­რუ­ლი სიკ­ვდი­ლით და­ე­ცა უნ­გრე­თის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას...

მახ­სენ­დე­ბა გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლის წინა სა­ხე­ე­ბი, ვის­თან ერ­თა­დაც ბევ­რი მივ­ლია ფრონ­ტის ხაზ­ზე. მა­გონ­დე­ბა ფე­ო­დორ დე­რი­ა­ბი­ნი ვოლ­გის­პი­რე­ლი მი­წათ­მოქ­მე­დი, მტრის ცე­ცხლქვეშ გა­წო­ლი­ლე­ბი სან­გარს ვთხრი­დით, მი­წის გუნ­და ხელ­ზე და­იფ­შვნა, სიყ­ვა­რუ­ლით და­ხე­და და მი­თხრა, - შე­ხე­დე ერთი, რა მი­წაა, ეს და­ლოც­ვი­ლი! გარ­შე­მო ნაღ­მე­ბი და ტყვი­ე­ბი წი­ოდ­ნენ, ქვე­ყა­ნა იქ­ცე­ო­და, ის კი ხვნა-თეს­ვა­ზე ოც­ნე­ბობ­და! მა­გონ­დე­ბა უკ­რა­ი­ნე­ლი მე­ბა­ღე დემ­ჩენ­კო, ახალ­გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ყუ­ბა­ნურ სო­ფელ­ში ასე­თი სუ­რა­თი ვნა­ხეთ: უკან და­ხე­ვი­სას გერ­მა­ნე­ლებს ვაშ­ლის ხე­ე­ბი ძირ­ში მო­ეჭ­რათ და გზა­ზე და­ე­ყა­რათ, რომ ჩვე­ნი ტრან­სპორ­ტის­თვის წინსვლა გა­ეძ­ნე­ლე­ბი­ნათ. თვა­ლებ­ზე ცრემ­ლმომ­დგა­რი დემ­ჩენ­კო ხის გა­და­ნაჭ­რებს შო­რის და­ბო­რი­ა­ლობ­და და გა­ი­ძა­ხო­და: ვაშ­ლის ხე­ებ­მა რაღა და­უ­შა­ვეს?! ამის გამ­კე­თე­ბე­ლი ხომ ბავ­შვსაც გა­ი­მე­ტებს სა­სიკ­ვდი­ლოდ?

კა­ხე­ლი მე­ვე­ნა­ხე მა­ხა­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც უკვე მო­გახ­სე­ნეთ, ნო­ვო­რო­სი­ის­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სას გა­ვი­ცა­ნი. ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ხან­მოკ­ლე შეს­ვე­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა. სექ­ტემ­ბრის ბოლო იყო. იქვე ზვრებ­ში ყუ­რძე­ნი დამ­წი­ფე­ბუ­ლი­ყო. ნაბ­რძო­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი ზვრებს შე­ვე­სი­ეთ, მწი­ფე მტევ­ნებს და­უ­ნა­ნებ­ლად ვგლეჯ­დით. მა­ხა­რაშ­ვი­ლის სა­ხით მი­ტო­ვე­ბულ ზვრებს უცებ პატ­რო­ნი გა­მო­უჩ­ნდა. მთელ ვე­ნახ­ში მისი ყვი­რი­ლი ის­მო­და:

"ნელა! ფრთხი­ლად! მოგ­ლე­ჯა გა­გო­ნი­ლა?! მტე­ვა­ნი ისე უნდა მო­წყვი­ტო, ვაზ­მა ვე­რა­ფე­რი იგ­რძნოს. ამა­ში იცით, რამ­დე­ნი ოფ­ლია ჩაღ­ვრი­ლი?" - ვერც კი მო­ი­ცა­ლა, ყუ­რძნის გა­ს­ა­სინ­ჯად, ვაზს სიყ­ვა­რუ­ლით ეა­ლერ­სე­ბო­და. ჩა­მო­ვარ­დნილ ლერ­წს უს­წო­რებ­და ჭი­გოს, თან ხმა­დაბ­ლა ღი­ღი­ნებ­და: "შენ ხარ ვე­ნა­ხი!.."

მოს­კო­ვის "სა­ხკი­ნომ" კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხო­ვა ამოგ­ვე­ღო ეპი­ზო­დი, სა­დაც მა­ხა­რაშ­ვი­ლი სი­ლას გა­აწ­ნავს ჯა­რის­კაცს, - არა იმი­ტომ, რომ ქარ­თველ­მა რუსს ჭკუა ას­წავ­ლა, არა­მედ სამ­ხედ­რო წეს­დე­ბის დარ­ღვე­ვად ჩათ­ვა­ლეს. მე და რე­ზომ სამ­ხედ­რო თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ვაჩ­ვე­ნეთ. მან თქვა, ამა­ში დარ­ღვე­ვას ვერ ვხე­დავ, რად­გან ორი­ვე ჯა­რის­კა­ცია, "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი" ჩი­ნით მა­ღა­ლი რომ იყოს, სხვა ამ­ბა­ვი­აო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი დას­კვნა მოვ­თხო­ვეთ, დაგ­ვი­წე­რა და "სა­ხკი­ნოც" აღარ შეგ­ვე­წი­ნა­აღ­მდე­გა".

მოკ­ლედ, მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვებ­ზე გი­ამ­ბეთ, რაც "ჯა­რის­კა­ცის მა­მის" სა­ხის გა­მოკ­ვე­თი­სას გა­მო­ვი­ყე­ნე. უფრო კი იმის­თვის, რომ კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბით წარ­მო­მე­ჩი­ნა მისი პი­როვ­ნე­ბა. ჯა­რი­კა­ცის მამა, კრე­ბი­თი სა­ხეა. ფილ­მის წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო კი ის არის, რომ გა­მარ­ჯვე­ბას ყვე­ლამ ერ­თად თავ­და­უ­ზო­გა­ვი შრო­მით მი­ვაღ­წი­ეთ" - იგო­ნებ­და სუ­ლი­კო ჟღენ­ტი...

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
......
0

ყველა,ვინც შექმნა ეს ფილმი,უკვდავნი არიან.საოცარი რამეა.ასე რეალურად შესრულდეს ფილმი გასაოცარია.სამუდამოდ ცოცხლებად ითვლებიან ამ ფილმზე მომუშავეები დაწყებული რეჟისორიდან კარისკაცამდე.ესაა ქართველის ნიჭი.

მარინე
0

უძლიერესი ფილმია რამდენჯერაც ვუყურებ იმდენჯერ ვტირი 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

ნამდვილი ამბავი "ჯარისკაცის მამის" მიღმა - გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებებს, ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

ნამდვილი ამბავი "ჯარისკაცის მამის" მიღმა - გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებებს, ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა" ბევრისთვის საყვარელი ფილმია, მაგრამ ფართო მაყურებელმა ალბათ არ იცის, ვინ არის მისი სცენარის ავტორი და რა წინააღმდეგობები ჰქონდა ფილმს, სანამ მაყურებლამდე მივიდოდა.

მწერალსა და კინოდრამატურგს ომის თემა სხვა ქართული ფილმებისთვის შექმნილ სცენარებშიც აქვს გამოყენებული. სწორედ, სულიკო ჟღენტია იმ ცნობილი ფილმების სცენარის ავტორი, როგორიცაა - "ღიმილის ბიჭები," "სინათლე ჩვენს ფანჯრებში", "ფესვები" "ნერგები" და კიდევ ბევრი ცნობილი სურათი, უმეტესობას, როგორც ბატონი სულიკოს შვილი, ხელოვნებათმცოდნე ოლიკო ჟღენტი გვეუბნება, ნამდვილი ამბები უძღვოდა წინ... მან მამის შესახებ წიგნი - "როგორ შერჩები მარადისობას" დაწერა.

3 თებერვალი სულიკო ჟღენტის გარდაცვალების დღეა და ამჯერად გვინდა, მისი უკვდავი "ჯარისკაცის მამა" გავიხსენოთ, რომელიც სცენარისტის, რეჟისორისა და მსახიობის (სერგო ზაქარიაძე) სრულფასოვანი შემოქმედებითი ურთიერთობის ნიმუშია.

როგორც მწერლის ჩანაწერებიდან ირკვევა, "ჯარისკაცის მამის" სცენარი საბჭოთა ცენზურამ უარყო. მესამე ვარიანტზე ხელშეკრულება გაწყვიტეს და გადაწყდა, რომ ფილმს აღარ გადაიღებდნენ. რომ არა რეჟისორის პრინციპულობა, სურათი მართლა აღარ შეიქმნებოდა...

სცენარისტის საარქივო მასალებში დაცულია 5 ერთმანეთისგან განსხვავებული სცენარის ვერსია. თითოეულზე ავტორს ინტენსიურად უმუშავია, ვერსიები ერთმანეთისგან განსხვავებულია და იცვლებოდა სასცენარო განყოფილებების რედაქტორების მოთხოვნებისა და მითითებების მიხედვით. თუმცა, მთავარი დრამატული მოტივი და ფაბულა - ის, რომ მამა შვილს დაეძებს, ყველგან უცვლელი იყო.

ომში შვილის საძებნელად წასულ გლეხკაცს სისასტიკე აიძულებს ჯარისკაცად იქცეს. სცენარის მოწინააღმდეგეთა მოთხოვნით, ამბავი ჰოსპიტალშივე უნდა დასრულებულიყო. ამის გამო ვერ განზოგადდებოდა და ვერც ტრაგედიის მასშტაბს შეიძენდა, მაგრამ ფილმის ავტორებმა ფაბულა არ შეცვალეს.

სულიკო ჟღენტი საკუთარ ბიოგრაფიას დაესესხა - მას მშობლები ფრონტზე დაეძებდნენ, როდესაც 17 წლისა პირველად დაიჭრა. ომში მოხალისედ იყო წასული. რადგან მას ეს ყველაფერი განცდილი და გადატანილი ჰქონდა, სცენარშიც განსხვავებულად გაიაზრა ომის ტრაგედია. აი, რას წერს მოგონებებში ჟღენტი:

"...ვერ მივაღწიე რაიხსტაგს, იარაღი უკანასკნელად 1944 წლის 25 იანვარს მეჭირა ხელში. მკერდში ჩარჩენილი ტყვიის გამო დემობილიზაციით გამომიშვეს შინ. ტყვიის ნაწილებს, სადღაც გულთან ჩარჩენილს დღემდე დავატარებ სხეულით. ბერლინში 21 წლის შემდეგ მოვხვდი, უკვე გიორგი მახარაშვილთან, - ჩემი სცენარის მიხედვით, რეჟისორი რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმის "ჯარისკაცის მამის" გმირთან ერთად...

მეკითხებიან, სერგო ზაქარიაძის მიერ შესრულებული გმირის სახე თქვენ შეთხზეთ თუ ცხოვრებამ გიკარნახათ? პასუხი ასეთია: სიმართლის გამოგონება შეუძლებელია, ერთ სახეში მოვუყარე თავი ომის გზაზე შეხვედრილ ადამიანთა სახეებს... ჯარისკაცის მამა - გიორგი მახარაშვილი - ჩემთვის სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კახელი მევენახეა. ჩვენ ერთ ასეულში ვმსახურობდით. მახსოვს მისი მოუსვენარი, შრომისმოყვარე ხელები. დიახ, ის დედაჩემია, რომელიც ჩემს სანახავად ჩრდილოეთ კავკასიაში ჩამოვიდა, მაგრამ ჰოსპიტალში ვერ მომისწრო. ის მამაჩემიცაა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში სკოლაში სიკეთეს ასწავლიდა...

როგორც აღვნიშნე, ჩემს ასეულში ერთი კახელი, ხნიერი კაცი, მევენახე მახარაშვილი იბრძოდა, ოღონდ, გიორგი კი არა, რამინი ერქვა. მას ბევრი საერთო აქვს ფილმის გმირთან. ზუსტად ისევე მამაშვილურად გვექცეოდა 19 წლის ბიჭებს, როგორც ფილმში. ღონიერი, მომთმენი, შრომისმოყვარე იყო, უსაქმოდ ჯდომა წუთითაც არ შეეძლო.

გიორგის მსგავსად, უჩექმობით იყო გაწამებული, არმიის საწყობში ვერ იშოვეს მისი ზომა ფეხსაცმელი და შეუკვეთეს... მაგრამ "ჯარისკაცის მამა" სერგო ზაქარიაძისთვის დაიწერა. თავიდანვე გადაწყვეტილი იყო, რომ ამ როლს ის შეასრულებდა. კარგია, როცა სცენარი კონკრეტული მსახიობისთვის იწერება. ამ დროს ითვალისწინებ შემოქმედებით შესაძლებლობას, - როგორ მოიქცევა, ამა თუ იმ ეპიზოდში რას იტყვის.

არც ის არის შეთხზული, ომში მამა შვილს რომ დაეძებს. ბავშვობაში ბევრი თანატოლის მსგავსად, მეც ვოცნებობდი, გმირობაზე და მშობლების დაუკითხავად, თამამად ჩავეწერე მოხალისეთა რიგებში. 16 წლის ბიჭს ომი რომანტიკად მეჩვენებოდა... პირველად რომ დავიჭერი, ქალაქ ორჯონიკიძის ჰოსპიტალში მომათავსეს, მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ფრონტის ხაზზე გასვლის უფლება მოეპოვებინათ, ორჯონიკიძეში ჩამოსულიყვნენ, მაგრამ მე იქ აღარ დავხვდი. გამოჯანმრთელებული ფრონტზე დავბრუნდი. ჩემთვის წამოღებული სანოვაგე დაჭრილებისთვის დაურიგებიათ...

ანალოგიური ეპიზოდი არის ფილმშიც. მსგავსი ამბავი ჩვენს ოჯახშიც დატრილდა: ბიძაჩემი, დავითი, ორთქლმავალის მემანქანე იყო. შვილის ფრონტზე გამგზავნეთო, ითხოვა. თავისას მიაღწია და სწორედ იმ ნაწილში მოხვდა, სადაც მისი ვაჟი იბრძოდა. მამის ჩასვლამდე, რამდენიმე დღით ადრე დაღუპული იყო. მოხუცი მემენქანე ფრონტზე დარჩა, თითქმის მთელი ომის განმავლობაში იბრძოდა და გმირული სიკვდილით დაეცა უნგრეთის გათავისუფლებისას...

მახსენდება გიორგი მახარაშვილის წინა სახეები, ვისთან ერთადაც ბევრი მივლია ფრონტის ხაზზე. მაგონდება ფეოდორ დერიაბინი ვოლგისპირელი მიწათმოქმედი, მტრის ცეცხლქვეშ გაწოლილები სანგარს ვთხრიდით, მიწის გუნდა ხელზე დაიფშვნა, სიყვარულით დახედა და მითხრა, - შეხედე ერთი, რა მიწაა, ეს დალოცვილი! გარშემო ნაღმები და ტყვიები წიოდნენ, ქვეყანა იქცეოდა, ის კი ხვნა-თესვაზე ოცნებობდა! მაგონდება უკრაინელი მებაღე დემჩენკო, ახალგათავისუფლებულ ყუბანურ სოფელში ასეთი სურათი ვნახეთ: უკან დახევისას გერმანელებს ვაშლის ხეები ძირში მოეჭრათ და გზაზე დაეყარათ, რომ ჩვენი ტრანსპორტისთვის წინსვლა გაეძნელებინათ. თვალებზე ცრემლმომდგარი დემჩენკო ხის გადანაჭრებს შორის დაბორიალობდა და გაიძახოდა: ვაშლის ხეებმა რაღა დაუშავეს?! ამის გამკეთებელი ხომ ბავშვსაც გაიმეტებს სასიკვდილოდ?

კახელი მევენახე მახარაშვილი, რომელზეც უკვე მოგახსენეთ, ნოვოროსიისკის გათავისუფლებისას გავიცანი. ქალაქის გათავისუფლების შემდეგ ხანმოკლე შესვენების საშუალება მოგვეცა. სექტემბრის ბოლო იყო. იქვე ზვრებში ყურძენი დამწიფებულიყო. ნაბრძოლი ჯარისკაცები ზვრებს შევესიეთ, მწიფე მტევნებს დაუნანებლად ვგლეჯდით. მახარაშვილის სახით მიტოვებულ ზვრებს უცებ პატრონი გამოუჩნდა. მთელ ვენახში მისი ყვირილი ისმოდა:

"ნელა! ფრთხილად! მოგლეჯა გაგონილა?! მტევანი ისე უნდა მოწყვიტო, ვაზმა ვერაფერი იგრძნოს. ამაში იცით, რამდენი ოფლია ჩაღვრილი?" - ვერც კი მოიცალა, ყურძნის გასასინჯად, ვაზს სიყვარულით ეალერსებოდა. ჩამოვარდნილ ლერწს უსწორებდა ჭიგოს, თან ხმადაბლა ღიღინებდა: "შენ ხარ ვენახი!.."

მოსკოვის "სახკინომ" კატეგორიულად მოითხოვა ამოგვეღო ეპიზოდი, სადაც მახარაშვილი სილას გააწნავს ჯარისკაცს, - არა იმიტომ, რომ ქართველმა რუსს ჭკუა ასწავლა, არამედ სამხედრო წესდების დარღვევად ჩათვალეს. მე და რეზომ სამხედრო თავდაცვის მინისტრს ვაჩვენეთ. მან თქვა, ამაში დარღვევას ვერ ვხედავ, რადგან ორივე ჯარისკაცია, "დაზარალებული" ჩინით მაღალი რომ იყოს, სხვა ამბავიაო. ოფიციალური დასკვნა მოვთხოვეთ, დაგვიწერა და "სახკინოც" აღარ შეგვეწინააღმდეგა".

მოკლედ, მხოლოდ იმ შემთხვევებზე გიამბეთ, რაც "ჯარისკაცის მამის" სახის გამოკვეთისას გამოვიყენე. უფრო კი იმისთვის, რომ კონკრეტული მაგალითებით წარმომეჩინა მისი პიროვნება. ჯარიკაცის მამა, კრებითი სახეა. ფილმის წარმატების საიდუმლო კი ის არის, რომ გამარჯვებას ყველამ ერთად თავდაუზოგავი შრომით მივაღწიეთ" - იგონებდა სულიკო ჟღენტი...