მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სესხის გამცემი სხვა ორგანიზაციების მხრიდან მოქალაქეების უფლებების დარღვევა ბოლო პერიოდის ერთ-ერთი აქტუალური საკითხია.
მოქალაქეების უმრავლესობა, რომლებიც საკრედიტო ორგანიზაციებიდან სესხებს იღებენ, ხშირად ყოველდღიური შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლნი ხდებიან. საუბარია ე.წ. ამომღებ კომპანიებზე, რომლებიც სხვადასხვა ხერხით პრობლემური სესხის დაბრუნებას ცდილობენ. თუმცა მეთოდები, რომლებსაც ისინი მიმართავენ, ხშირ შემთხვევაში ყოველგვარ კანონს სცდება.
გარდა იმისა, რომ კონტროლს მიღმა მოქმედი კომპანიები მოქალაქეებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ, ზოგჯერ მსესხებლებს სასამართლოს გაყალბებულ გადაწყვეტილებებსაც კი უგზავნიან და მეტიც, ხშირად ისინი მოვალის ფინანსური დავალიანების არსებობისა და მისი ოდენობის
შესახებ ინფორმაციას მოვალის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებსა და მასთან ერთად მცხოვრებ პირებს აწვდიან; კერძოდ, გაფრთხილების წერილები კრედიტორის მხრიდან ეგზავნება მოვალეს, რომელიც ამ უკანასკნელის თანხმობის მიუხედავად მესამე პირებს ბარდება.
როგორ უნდა დაიცვას ასეთ დროს საკუთარი უფლებები მოქალაქემ და ვინ უნდა დაარეგულიროს პრობლემური სესხების ამომღები კომპანიების საქმიანობა?
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით OK&CG-ისთვის არაერთ მოქალაქეს მიუმართავს. კომპანიის იურისტების თქმით, ამ ქმედებებით სესხის ამომღები კომპანიები ხშირად არღვევენ კანონს, რადგან მსესხებლის პერსონალურ ინფორმაციას მათი ნებართვის გარეშე გასცემენ. განაგრძეთ კითხვა