ლორდთა პალატის წარმომადგენელმა მინისტრის პოსტი იმის გამო დატოვა, რომ სხდომაზე დააგვიანდა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ლორ ბეიტსის განცხადებით, ის არ იმყოფებოდა სხდომაზე, სადაც ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელს კითხვები უნდა დაესვა, რასაც, ბეიტესი მისი მხრიდან "სამარცხვინო საქციელად" აფასებს.
მან ამის გამო ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრს გადადგომის შესახებ სთხოვდა.
კოლეგები ამაოდ სთხოვდნენ გადაწყვეტილება შეეცვალა, ლორდთა პალატის ლეიბორისტების ლიდერმა ბეიტსს აუხსნა, რომ ბოდიში სრულიად საკმარისი იქნებოდა.
საერთაშორისო განვითარების მინისტრი ლორდი ბეიტსი პარლამენტში 15 საათზე უნდა მისულიყო, თუმცა დარბაზში შესვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა.