პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსიკო" და "გაუმარჯოს" - ვარშავაში ცნობილი ქართული რესტორნების წარმატების ფორმულა
"რუსიკო" და "გაუმარჯოს" - ვარშავაში ცნობილი ქართული რესტორნების წარმატების ფორმულა

პო­ლო­ნე­თი ერთ-ერთი იმ ქვე­ყა­ნა­თა­გა­ნია, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი უყ­ვართ, კარ­გად იც­ნო­ბენ ჩვენს ის­ტო­რი­ას, კულ­ტუ­რას და... სამ­ზა­რე­უ­ლოს. ამა­ში ვარ­შა­ვა­ში ვი­ზი­ტი­სას დავ­რწმუნ­დი. ჩემ­თვის, რო­გორც მოგ­ზა­უ­რო­ბის მოყ­ვა­რუ­ლის­თვის და ამავდრო­უ­ლად გურ­მა­ნის­თვის, ახა­ლი ქვეყ­ნის სტუმ­რო­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი სამ­ზა­რე­უ­ლოს გაც­ნო­ბით იწყე­ბა. გამ­გზავ­რე­ბამ­დე, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვი­ძი­ებ ად­გი­ლებს, სა­დაც გემ­რი­ელ კერ­ძებ­თან ერ­თად, რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბულ­სა და სა­ინ­ტე­რე­სოს შე­მოგ­თა­ვა­ზე­ბენ. ამ მხრივ, იტა­ლი­ე­ლე­ბი, უდა­ვოდ შე­უ­და­რებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვარ­შა­ვამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­მა­ო­ცა.

პირ­ვე­ლი, რაც თვალ­ში მომ­ხვდა, დახ­ვე­წი­ლი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი ინ­ტე­რი­ე­რე­ბია. სამ­ზა­რე­უ­ლო თით­ქმის ყველ­გან ღიაა, კერ­ძე­ბი სტუმ­რე­ბის თვალ­წინ მზად­დე­ბა, ხში­რად, თა­ვად მფლო­ბე­ლი გახ­ლავთ შეფ-მზა­რე­უ­ლი, რამ­დენ­ჯერ­მე მი­დის თი­თო­ე­ულ მა­გი­დას­თან, სი­ა­მოვ­ნე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა და ეკი­თხე­ბა, რა მო­ე­წო­ნათ და რა - არა.

მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი­სა, ვარ­შა­ვა­ში ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ამა­ში კი, რო­გორც იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ქალ­ბა­ტონ ზე­ი­ნაბ ამა­შუ­კელს, რო­მელ­მაც პო­ლო­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში ჯერ კი­დევ 90-იან წლებ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი "თბი­ლი­სი" გახ­სნა და ძა­ლის­ხმე­ვა არ და­ი­შუ­რა ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. მის საქ­მეს კი დღეს უკვე რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი რეს­ტო­რა­ტო­რი დიდი წარ­მა­ტე­ბით აგ­რძე­ლებს.

რეს­ტო­რან "რუ­სი­კოს" შე­სა­ხებ 2 წლის წინ ჩემს მიერ და­წე­რილ სტა­ტი­ას - "რო­გორ გა­ით­ქვა ვარ­შა­ვა­ში ქარ­თულ­მა რეს­ტო­რან­მა სა­ხე­ლი უპო­ვა­რი ბე­ბოს და­პუ­რე­ბით", დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. ეს გა­საკ­ვი­რიც არ არის - გვი­ხა­რია ქარ­თვე­ლებს, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რე­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის წარ­მა­ტე­ბე­ბი და მათ შე­სა­ხებ კარ­გი ამ­ბე­ბის გა­გე­ბა. ამით კი, სამ­წუ­ხა­როდ, გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვართ.

მოკ­ლედ, მას მერე "რუ­სი­კოს" დიდი ქო­მა­გი გავ­ხდი და სურ­ვი­ლი მქონ­და, პი­რა­დად გა­მეც­ნო მისი მფლო­ბე­ლი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. ეს სურ­ვი­ლი ამიხ­და, გარ­და ამი­სა, კი­დევ ერთ შე­სა­ნიშ­ნავ ქარ­თველ რეს­ტო­რა­ტორს შევ­ხვდი, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით წარ­მო­გიდ­გენთ.

რეს­ტო­რა­ნი "რუ­სი­კო" ვარ­შა­ვა­ში და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვილ­მა 2015 წლის 9 აპ­რილს გახ­სნა. სა­ხე­ლი დე­დის პა­ტივ­სა­ცე­მად შე­ურ­ჩია, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად რეს­ტორ­ნის შეფ-მზა­რე­უ­ლი­ცაა. სულ რა­ღაც ერთი წელი დას­ჭირ­და "რუ­სი­კოს", წლის სა­უ­კე­თე­სო რეს­ტორ­ნად რომ ეღი­ა­რე­ბი­ნათ. კონ­კურ­სში მას მე­ტო­ქე­ო­ბას იტა­ლი­უ­რი და პო­ლო­ნუ­რი სამ­ზა­რე­უ­ლო­ე­ბი უწევ­დნენ.

და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი, რეს­ტო­რან "რუ­სი­კოს" მფლო­ბე­ლი:

"ვარ­შა­ვა­ში 18 წლის წინ, სამი გა­სა­ყი­დი ხა­ლი­ჩით ჩა­მო­ვე­დი და... დავ­რჩი. ამ ხა­ლი­ჩე­ბის­გან ერთ-ერთი, დღეს "რუ­სი­კოს" ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას ჰკი­დია. სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ზე ან მზა­რე­უ­ლო­ბა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, ეს უბ­რა­ლოდ მო­ი­ტა­ნა გა­რე­მო­ე­ბამ, რომ შინ ხში­რად მსტუმ­რობ­და სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე უამ­რა­ვი მე­გო­ბა­რი. მათ­თვის კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა მი­წევ­და - უფუ­ლო­ბის გამო რეს­ტორ­ნებ­ში შეკ­რე­ბა დიდი ფუ­ფუ­ნე­ბა იყო იმ დროს ჩვენ­თვის. ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი და­ვი­წყე და აღ­მოჩ­ნდა, რომ კარ­გად გა­მომ­დის ეს საქ­მე. ვი­ძენ­დი კუ­ლი­ნა­რი­ულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, თვალ­ყურს ვა­დევ­ნებ­დი შო­უ­ებს, ვი­ძი­ებ­დი რე­ცეპ­ტებს ინ­ტერ­ნეტ­ში.

ჩემი დიდი "კუ­ლი­ნა­რო­ბის" შე­სა­ხებ ხმა მალე გა­ვარ­და და პირ­ვე­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაც მი­ვი­ღე - კერ­ძო წვე­უ­ლე­ბა­ში მზა­რე­უ­ლად მი­მიწ­ვი­ეს. მას­პინ­ძელ­მა დი­დის ამ­ბით წარ­მად­გი­ნა, რო­გორც სუ­პერ-პო­პუ­ლა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი, მეც შე­ვი­ფე­რე და არც თუ ისე ცუ­დად გა­ვარ­თვი თავი. კმა­ყო­ფილ­მა სტუმ­რებ­მა ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ჩა­ი­წე­რეს და მას მერე რამ­დე­ნი­მე წელი ამ საქ­მით ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი.

შემ­დეგ იყო სტა­დი­ო­ნი, სა­დაც ევ­რო­პის უმ­სხვი­ლე­სი ბაზ­რო­ბა იმარ­თე­ბო­და. ორი კონ­ტე­ი­ნე­რი ვი­ქი­რა­ვე და სამ­წვა­დე გავ­ხსე­ნი. ვარ­შა­ვის ელი­ტის­თვის ასე­თი ად­გი­ლე­ბის ვი­ზი­ტი ძა­ლი­ან ექ­სტრე­მა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ ჩემი მწვა­დე­ბი იმ­დე­ნად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რომ ბაზ­რო­ბის სამ­წვა­დის სტუმ­რო­ბა­საც არ თა­კი­ლობ­დნენ. ამას მოჰ­ყვა სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი - ინ­ვეს­ტო­რე­ბის დახ­მა­რე­ბით დიდი რეს­ტორ­ნის გახ­სნა მო­დურ ად­გი­ლას. სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცია, რა თქმა უნდა, ქარ­თუ­ლი გახ­ლდათ, სა­ხელ­წო­დე­ბაც შე­სა­ბა­მი­სი - "გემო". პარტნი­ორ­თან უთან­ხმო­ე­ბის გამო იქა­უ­რო­ბის და­ტო­ვე­ბამ მო­მი­წია, თუმ­ცა, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც მი­ვი­ღე.

მას მერე სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნეს­ზე სულ ვფიქ­რობ­დი. 3 წლის წინ, ად­გი­ლი, სა­დაც ახლა "რუ­სი­კო" არის გახ­სნი­ლი, სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მე­ო­რე სარ­თულ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის­თვის ერთ-ერთ პრო­ექ­ტზე ვმუ­შა­ობ­დი. ამ ად­გი­ლას ნა­ხევ­რად გა­პარ­ტა­ხე­ბუ­ლი და გა­კოტ­რე­ბის პი­რას მყო­ფი მექ­სი­კუ­რი რეს­ტო­რა­ნი ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და. თუმ­ცა, რო­გორც არ­ქი­ტექ­ტუ­რის მოყ­ვა­რულ­მა, შე­ნო­ბას სულ სხვა კუ­თხით შევ­ხე­დე. შე­ვი­ტყვე შე­ნო­ბის მფლო­ბე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა და დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შემ­დეგ და­ვარ­წმუ­ნე, ფარ­თი მო­ე­ქი­რა­ვე­ბი­ნათ.

მი­ნი­მა­ლუ­რი და­ნა­ზო­გით, ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის გა­ყიდ­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი თან­ხი­თა და სეს­ხე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ რეს­ტორ­ნის გახ­სნა. გა­ვა­რე­მონ­ტეთ, დე­კო­რი ძვე­ლი ხა­ლი­ჩე­ბი­თა და ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თე­ბით მოვ­რთეთ ჩემი პი­რა­დი კო­ლექ­ცი­ი­დან და აქე­დან და­ი­წყო "რუ­სი­კო". სხვა­თა შო­რის, დე­დამ ბოლო წუ­თამ­დე არ იცო­და სა­ხელ­წო­დე­ბის შე­სა­ხებ, ეს სი­ურპრი­ზი იყო" - მე­უბ­ნე­ბა და­ვით თურ­ქეს­ტა­ნიშ­ვი­ლი.

რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლის თქმით, "რუ­სი­კოს" პო­პუ­ლა­რო­ბას რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი გან­სა­ზღვრავს:

"უშუ­ა­ლო კონ­ტაქ­ტი ხალ­ხთან - ჯავ­შნებს თა­ვად ვი­ღებ, მე­ნე­ჯე­რიც მე ვარ, ხან­და­ხან დამ­ლა­გე­ბე­ლიც, მიმ­ტა­ნიც და მზა­რე­უ­ლიც. ასე­თი მას­შტა­ბის რეს­ტო­რანს სხვაგ­ვა­რად ვერ წა­რუ­ძღვე­ბი. სტუ­მარ­თან მიდ­გო­მა ძა­ლი­ან დე­ლი­კა­ტუ­რი ზღვა­რია, რომ­ლის დაც­ვაც კარ­გად უნდა იცო­დე. უშუ­ა­ლოდ და ბუ­ნებ­რი­ვად უნდა დახ­ვდე, ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ ეს მარ­თლაც ჩემი სახ­ლია. მას ვინც ამ ზღურ­ბლს გად­მოკ­ვეთს, კლი­ენ­ტის თვალ­საზ­რი­სით არ გან­ვი­ხი­ლავ. თა­ნამ­შრომ­ლებ­თა­ნაც ასე­თი­ვე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს, ისი­ნი ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი არი­ან. მომ­წო­დებ­ლე­ბის შერ­ჩე­ვა­საც ფა­ქი­ზად ვე­კი­დე­ბი. მირ­ჩევ­ნია მეტი გა­და­ვი­ხა­დო, მაგ­რამ პრო­დუქ­ცი­ის ხა­რისხში დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვიყო. პრეს­ტი­ჟუ­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც ხელს გვი­წყობს. ჩვენს მე­ზობ­ლად პარ­ლა­მენ­ტი და მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის სა­ელ­ჩო­ე­ბია. თით­ქმის ყვე­ლა მი­ნისტრს და მთელ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს ვიც­ნობ, რად­გან ხში­რად გვსტუმ­რო­ბენ.

ეს არ გახ­ლავთ ბიზ­ნე­სი, ეს არის ცხოვ­რე­ბის სტი­ლი. თუ არ გიყ­ვარს, არაფ­რით გა­მო­გი­ვა. ამ საქ­მით მი­ლი­ო­ნებს ვერ იშო­ვი, თუმ­ცა, თუ პა­ტი­ოს­ნად მი­უდ­გე­ბი, არც თა­ვად დარ­ჩე­ბი უკ­მა­ყო­ფი­ლო და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის ღირ­სე­უ­ლი ხელ­ფა­სე­ბის გა­ცე­მას შეძ­ლებ. კარ­გი გუნ­დი მყავს, რომ­ლის წევ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან. რა თქმა უნდა, მირ­ჩევ­ნია თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს გა­ვუ­მარ­თო ხელი და და­ვა­საქ­მო" - ამ­ბობს "რუ­სი­კოს" მე­პატ­რო­ნე.

ჩემი გას­ტრო­ნო­მი­უ­ლი ტური ვარ­შა­ვის კი­დევ ერთი პო­პუ­ლა­რუ­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის სტუმ­რო­ბით გაგ­რძელ­და. რეს­ტო­რა­ნი "გა­უ­მარ­ჯოს" უკვე ორ ფი­ლი­ა­ლად არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ქა­ლაქ­გა­რეთ და ცენ­ტრში, სწო­რედ აქ აღ­მოვ­ჩნდი. შე­მო­სას­ვლელ­ში ხალ­ხი რიგს ელო­დე­ბა - სამ დარ­ბაზ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მა­გი­და არ არის. რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ქალ­ბა­ტონ ლი­ა­ნა გამ­ცემ­ლი­ძეს ყვე­ლა სტუ­მა­რი სა­ხე­ლით მი­მარ­თავს, ში­ნა­უ­რუ­ლად მო­ი­კი­თხა­ვენ. ისიც თი­თო­ე­ულ მა­გი­დას­თან მი­დის, თა­ვა­დაც ემ­სა­ხუ­რე­ბა, ის­მენს უამ­რავ კომ­პლი­მენტს, შემ­დეგ კი ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე შე­სა­ნიშ­ნავ კომ­პო­ზი­ცი­ებს ას­რუ­ლებს და ისე­დაც სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მოს კი­დევ უფრო ალა­მა­ზებს.

ლი­ა­ნა გამ­ცემ­ლი­ძე, რეს­ტო­რან "გა­უ­მარ­ჯოს" მფლო­ბე­ლი:

"ვარ­შა­ვა­ში 1991 წელს ჩა­მო­ვე­დით მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად. ომს, უმუ­შევ­რო­ბას და გა­ჭირ­ვე­ბას გა­მო­ვე­ქე­ცით... მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რო­გო­რი რთუ­ლია ემიგ­რან­ტის­თვის უცხო ქვე­ყა­ნა­ში ფე­ხის მო­კი­დე­ბა. მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას წა­ვა­წყდით. რეს­ტორ­ნის გახ­სნის იდეა ჩემ­მა პო­ლო­ნელ­მა მე­გობ­რებ­მა მოგ­ვა­წო­დეს, რომ­ლე­ბიც შინ ხში­რად გვსტუმ­რობ­დნენ და ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბით აღ­ფრთო­ვან­დე­ბოდ­ნენ. მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ, და­ვით გამ­ცემ­ლი­ძემ, რო­მე­ლიც იმ დროს პო­ლო­ნეთ­ში პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს ხელ­მძღვა­ნე­ლი გახ­ლდათ, გა­დავ­წყვი­ტეთ, ჰობი ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის საქ­მედ გვექ­ცია და დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად, 2007 წელს რეს­ტო­რა­ნი გავ­ხსე­ნით. სა­რეს­ტორ­ნო საქ­მეს სირ­თუ­ლე­ე­ბი მუ­დამ ახ­ლავს, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში ფი­ლი­ა­ლის გახ­სნამ მოგ­ვი­წია, ვი­ნა­ი­დან, ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე ვარ­შა­ვა­ში მო­თხოვ­ნა მარ­თლაც დი­დია.

სტუმ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას არა­სო­დეს ვუ­ჩი­ო­დით, თუმ­ცა, ჩვე­ნი რეს­ტორ­ნის უჩ­ვე­უ­ლო წარ­მა­ტე­ბის მი­ზე­ზი ერთი შემ­თხვე­ვა გახ­და: პო­ლო­ნე­თის წამ­ყვან არხზე გა­დის ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ, რო­მე­ლიც ცნო­ბილ ტე­ლე­წამ­ყვანს, მაგ­და გეს­ლერს მიჰ­ყავს. იდეა შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს: წამ­ყვა­ნი მი­დის რეს­ტო­რან­ში და სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით, ახ­დენს გა­დატ­რი­ა­ლე­ბას. ძა­ლი­ან მკაც­რი და მომ­თხოვ­ნია. შე­იძ­ლე­ბა მფლო­ბე­ლებს ინ­ტე­რი­ე­რის, ან სუ­ლაც სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის შეც­ვლა მოს­თხო­ვოს. თუ რა­ი­მე არ მო­ე­წო­ნა, საკ­მა­ოდ უხეშ ფორ­მა­ში გა­მო­ხა­ტავს.

დად­გა დღე, რო­დე­საც რეს­ტორ­ნის "გა­უ­მარ­ჯოს" და­ლაშ­ქვრა გა­და­წყვი­ტა. ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შე­მე­კა­ვე­ბი­ნა თავი, უხე­შო­ბა რომ გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. თუმ­ცა, ყვე­ლა­ფერ­მა მე­ტის­მე­ტად მშვიდ გა­რე­მო­ში ჩა­ი­ა­რა. მაგ­დამ ინ­ტე­რი­ე­რი და სამ­ზა­რე­უ­ლო ზედ­მე­ტი კო­მენ­ტა­რე­ბის გა­რე­შე და­ათ­ვა­ლი­ე­რა, შემ­დეგ გა­დამ­ღებ ჯგუფ­თან ერ­თად კერ­ძე­ბი და­ა­გე­მოვ­ნა. გა­ვი­გო­ნე, რო­გორ ეუბ­ნე­ბო­და ოპე­რა­ტორს, რა გვინ­დო­და, აქ სა­ერ­თოდ რის­თვის მო­ვე­დით, ამათ მე რა უნდა ვას­წავ­ლო ან რა უნდა შე­ვუც­ვა­ლოო. თა­ნაც, ან­სამ­ბლი "რუს­თა­ვის" ვარ­შა­ვა­ში გას­ტრო­ლე­ბიც და­ემ­თხვა და იმ დღეს გვსტუმ­რობ­დნენ. ეს კი უკვე ნამ­დვი­ლად "სა­კონ­ტრო­ლო გას­რო­ლა" გახ­და.

ცოტა ხან­ში კი მოხ­და სა­ოც­რე­ბა. გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის წუ­თი­დან­ვე ტე­ლე­ფონ­ზე ზა­რე­ბი არ შე­წყვე­ტი­ლა, ჯავ­შანს ჯავ­შან­ზე ვი­ღებ­დით, მე­ო­რე დღეს­ვე უზარ­მა­ზა­რი რი­გე­ბი დად­გა რეს­ტო­რან­თან, მავ­ზო­ლე­უმ­ში მე­გო­ნა თავი. მთე­ლი პო­ლო­ნე­თი­დან ჩა­მო­დი­ოდ­ნენ ოჯა­ხე­ბით, უცხო­ე­თი­და­ნაც გვი­კავ­შირ­დე­ბოდ­ნენ, როცა პო­ლო­ნეთ­ში ჩა­მო­ვალთ, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გეს­ტუმ­რო­თო. პრო­დუქ­ტე­ბის მო­მა­რა­გე­ბას ვერ ვას­წრებ­დით, სა­ღა­მოს­თვის უკვე ყვე­ლა­ფე­რი გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი იყო. რიგ­ში მდგო­მე­ბის­თვის ხა­ჭა­პუ­რებს ვა­ცხობ­დით და ვუ­რი­გებ­დით, შიმ­ში­ლით რომ არ და­ხო­ცი­ლიყ­ვნენ.

ასე გაგ­რძელ­და ნა­ხე­ვარ წელ­ზე მეტ ხანს. თუმ­ცა, ახ­ლაც, უქმე დღე­ებ­ზე ხალ­ხს რიგ­ში დგო­მა მა­ინც უწევს. გა­და­ცე­მა 5 წლის წინ გა­ვი­და, ის დღემ­დე უამ­რავ­ჯერ გა­ი­მე­ო­რეს. მე და მაგ­და გეს­ლე­რი კი ახლო მე­გობ­რე­ბი გავ­ხდით. თა­ვა­დაც რეს­ტო­რა­ტო­რია, ვარ­შა­ვა­ში ათამ­დე რეს­ტო­რანს ფლობს. თუმ­ცა, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­სა­გე­მოვ­ნებ­ლად ჩვენ გვსტუმ­რობს ხში­რად" - ამ­ბობს ლი­ა­ნა გამ­ცემ­ლი­ძე.

ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რო­ბა­ში თა­ვა­დაც დავ­წმუნ­დი, რო­გორც უკვე მო­გახ­სე­ნეთ. თუმ­ცა, ჩემი აზ­რით, ეს მხო­ლოდ გემ­რი­ე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბა არ არის. ჯერ ერთი, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციე ფაქტს, თუ რო­გო­რი პა­ტი­ვის­ცე­მით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ერ­თმა­ნეთს მფლო­ბე­ლე­ბი, რო­გორ უდ­გა­ნან გვერ­დში, აძ­ლე­ვენ რჩე­ვებს და მი­ე­სალ­მე­ბი­ან ახა­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნე­ბის გახ­სნას, ვი­ნა­ი­დან ეს ხელს უწყობს ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

მე­ო­რეც, და­ვი­ნა­ხე, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა კო­ლექ­ტივ­ში. თა­ვად თა­ნამ­რომ­ლე­ბის­გან მო­ვის­მი­ნე უამ­რა­ვი ის­ტო­რია, თუ რო­გორ ზრუ­ნა­ვენ მათ­ზე მფლო­ბე­ლე­ბი, რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან და­საქ­მე­ბა­ში სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს. თა­ვად ამ თე­მა­ზე არც ქალ­ბა­ტო­ნი ლი­ა­ნა და არც ბა­ტო­ნი და­ვი­თი არ სა­უბ­რობს. მსგავ­სი არა­ფე­რი გვახ­სენ­დე­ბაო, ასე მი­პა­სუ­ხეს...

დუ­და­ნა ზა­ქა­რა­ია ვარ­შა­ვი­დან, სპე­ცი­ა­ლუ­რად AMBEBI.GE-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

"რუსიკო" და "გაუმარჯოს" - ვარშავაში ცნობილი ქართული რესტორნების წარმატების ფორმულა

"რუსიკო" და "გაუმარჯოს" - ვარშავაში ცნობილი ქართული რესტორნების წარმატების ფორმულა

პოლონეთი ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, სადაც ქართველები უყვართ, კარგად იცნობენ ჩვენს ისტორიას, კულტურას და... სამზარეულოს. ამაში ვარშავაში ვიზიტისას დავრწმუნდი. ჩემთვის, როგორც მოგზაურობის მოყვარულისთვის და ამავდროულად გურმანისთვის, ახალი ქვეყნის სტუმრობა ადგილობრივი სამზარეულოს გაცნობით იწყება. გამგზავრებამდე, აუცილებლად მოვიძიებ ადგილებს, სადაც გემრიელ კერძებთან ერთად, რაიმე განსაკუთრებულსა და საინტერესოს შემოგთავაზებენ. ამ მხრივ, იტალიელები, უდავოდ შეუდარებლები არიან, მაგრამ ვარშავამ სასიამოვნოდ გამაოცა.

პირველი, რაც თვალში მომხვდა, დახვეწილი და გემოვნებიანი ინტერიერებია. სამზარეულო თითქმის ყველგან ღიაა, კერძები სტუმრების თვალწინ მზადდება, ხშირად, თავად მფლობელი გახლავთ შეფ-მზარეული, რამდენჯერმე მიდის თითოეულ მაგიდასთან, სიამოვნებით ემსახურება და ეკითხება, რა მოეწონათ და რა - არა.

მაგრამ მიუხედავად მრავალფეროვანი არჩევანისა, ვარშავაში ქართული რესტორნები დიდი პოპულარობით სარგებლობს. ამაში კი, როგორც იქაური ქართველები ირწმუნებიან, დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ ზეინაბ ამაშუკელს, რომელმაც პოლონეთის დედაქალაქში ჯერ კიდევ 90-იან წლებში პირველი ქართული რესტორანი "თბილისი" გახსნა და ძალისხმევა არ დაიშურა ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციისთვის. მის საქმეს კი დღეს უკვე რამდენიმე ქართველი რესტორატორი დიდი წარმატებით აგრძელებს.

რესტორან "რუსიკოს" შესახებ 2 წლის წინ ჩემს მიერ დაწერილ სტატიას - "როგორ გაითქვა ვარშავაში ქართულმა რესტორანმა სახელი უპოვარი ბებოს დაპურებით", დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ეს გასაკვირიც არ არის - გვიხარია ქართველებს, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების წარმატებები და მათ შესახებ კარგი ამბების გაგება. ამით კი, სამწუხაროდ, განებივრებული არ ვართ.

მოკლედ, მას მერე "რუსიკოს" დიდი ქომაგი გავხდი და სურვილი მქონდა, პირადად გამეცნო მისი მფლობელი და თანამშრომლები. ეს სურვილი ამიხდა, გარდა ამისა, კიდევ ერთ შესანიშნავ ქართველ რესტორატორს შევხვდი, რომელსაც სიამოვნებით წარმოგიდგენთ.

რესტორანი "რუსიკო" ვარშავაში დავით თურქესტანიშვილმა 2015 წლის 9 აპრილს გახსნა. სახელი დედის პატივსაცემად შეურჩია, რომელიც ამავდროულად რესტორნის შეფ-მზარეულიცაა. სულ რაღაც ერთი წელი დასჭირდა "რუსიკოს", წლის საუკეთესო რესტორნად რომ ეღიარებინათ. კონკურსში მას მეტოქეობას იტალიური და პოლონური სამზარეულოები უწევდნენ.

დავით თურქესტანიშვილი, რესტორან "რუსიკოს" მფლობელი:

"ვარშავაში 18 წლის წინ, სამი გასაყიდი ხალიჩით ჩამოვედი და... დავრჩი. ამ ხალიჩებისგან ერთ-ერთი, დღეს "რუსიკოს" ყველაზე თვალსაჩინო ადგილას ჰკიდია. სარესტორნო ბიზნესზე ან მზარეულობაზე არასოდეს მიფიქრია, ეს უბრალოდ მოიტანა გარემოებამ, რომ შინ ხშირად მსტუმრობდა სხვადასხვა ეროვნებისა და ინტერესების მქონე უამრავი მეგობარი. მათთვის კერძების მომზადება მიწევდა - უფულობის გამო რესტორნებში შეკრება დიდი ფუფუნება იყო იმ დროს ჩვენთვის. ექსპერიმენტები დავიწყე და აღმოჩნდა, რომ კარგად გამომდის ეს საქმე. ვიძენდი კულინარიულ ლიტერატურას, თვალყურს ვადევნებდი შოუებს, ვიძიებდი რეცეპტებს ინტერნეტში.

ჩემი დიდი "კულინარობის" შესახებ ხმა მალე გავარდა და პირველი შემოთავაზებაც მივიღე - კერძო წვეულებაში მზარეულად მიმიწვიეს. მასპინძელმა დიდის ამბით წარმადგინა, როგორც სუპერ-პოპულარული მზარეული, მეც შევიფერე და არც თუ ისე ცუდად გავართვი თავი. კმაყოფილმა სტუმრებმა ჩემი საკონტაქტო ჩაიწერეს და მას მერე რამდენიმე წელი ამ საქმით ვიყავი დაკავებული.

შემდეგ იყო სტადიონი, სადაც ევროპის უმსხვილესი ბაზრობა იმართებოდა. ორი კონტეინერი ვიქირავე და სამწვადე გავხსენი. ვარშავის ელიტისთვის ასეთი ადგილების ვიზიტი ძალიან ექსტრემალური იყო, მაგრამ ჩემი მწვადები იმდენად პოპულარული გახდა, რომ ბაზრობის სამწვადის სტუმრობასაც არ თაკილობდნენ. ამას მოჰყვა სერიოზული ნაბიჯი - ინვესტორების დახმარებით დიდი რესტორნის გახსნა მოდურ ადგილას. სპეციალიზაცია, რა თქმა უნდა, ქართული გახლდათ, სახელწოდებაც შესაბამისი - "გემო". პარტნიორთან უთანხმოების გამო იქაურობის დატოვებამ მომიწია, თუმცა, დიდი გამოცდილებაც მივიღე.

მას მერე სარესტორნო ბიზნესზე სულ ვფიქრობდი. 3 წლის წინ, ადგილი, სადაც ახლა "რუსიკო" არის გახსნილი, სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. მეორე სართულზე საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთ პროექტზე ვმუშაობდი. ამ ადგილას ნახევრად გაპარტახებული და გაკოტრების პირას მყოფი მექსიკური რესტორანი ფუნქციონირებდა. თუმცა, როგორც არქიტექტურის მოყვარულმა, შენობას სულ სხვა კუთხით შევხედე. შევიტყვე შენობის მფლობელების ვინაობა და დიდი ძალისხმევის შემდეგ დავარწმუნე, ფართი მოექირავებინათ.

მინიმალური დანაზოგით, ძვირფასი ნივთების გაყიდვისგან მიღებული თანხითა და სესხებით მოვახერხეთ რესტორნის გახსნა. გავარემონტეთ, დეკორი ძველი ხალიჩებითა და ანტიკვარული ნივთებით მოვრთეთ ჩემი პირადი კოლექციიდან და აქედან დაიწყო "რუსიკო". სხვათა შორის, დედამ ბოლო წუთამდე არ იცოდა სახელწოდების შესახებ, ეს სიურპრიზი იყო" - მეუბნება დავით თურქესტანიშვილი.

რესტორნის მფლობელის თქმით, "რუსიკოს" პოპულარობას რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:

"უშუალო კონტაქტი ხალხთან - ჯავშნებს თავად ვიღებ, მენეჯერიც მე ვარ, ხანდახან დამლაგებელიც, მიმტანიც და მზარეულიც. ასეთი მასშტაბის რესტორანს სხვაგვარად ვერ წარუძღვები. სტუმართან მიდგომა ძალიან დელიკატური ზღვარია, რომლის დაცვაც კარგად უნდა იცოდე. უშუალოდ და ბუნებრივად უნდა დახვდე, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ეს მართლაც ჩემი სახლია. მას ვინც ამ ზღურბლს გადმოკვეთს, კლიენტის თვალსაზრისით არ განვიხილავ. თანამშრომლებთანაც ასეთივე დამოკიდებულება მაქვს, ისინი ჩემი ოჯახის წევრები არიან. მომწოდებლების შერჩევასაც ფაქიზად ვეკიდები. მირჩევნია მეტი გადავიხადო, მაგრამ პროდუქციის ხარისხში დარწმუნებული ვიყო. პრესტიჟული ადგილმდებარეობაც ხელს გვიწყობს. ჩვენს მეზობლად პარლამენტი და მრავალი ქვეყნის საელჩოებია. თითქმის ყველა მინისტრს და მთელ დიპლომატიურ კორპუსს ვიცნობ, რადგან ხშირად გვსტუმრობენ.

ეს არ გახლავთ ბიზნესი, ეს არის ცხოვრების სტილი. თუ არ გიყვარს, არაფრით გამოგივა. ამ საქმით მილიონებს ვერ იშოვი, თუმცა, თუ პატიოსნად მიუდგები, არც თავად დარჩები უკმაყოფილო და თანამშრომლებისთვის ღირსეული ხელფასების გაცემას შეძლებ. კარგი გუნდი მყავს, რომლის წევრების უმეტესობა ქართველები არიან. რა თქმა უნდა, მირჩევნია თანამემამულეს გავუმართო ხელი და დავასაქმო" - ამბობს "რუსიკოს" მეპატრონე.

ჩემი გასტრონომიული ტური ვარშავის კიდევ ერთი პოპულარული ქართული რესტორნის სტუმრობით გაგრძელდა. რესტორანი "გაუმარჯოს" უკვე ორ ფილიალად არის წარმოდგენილი, ქალაქგარეთ და ცენტრში, სწორედ აქ აღმოვჩნდი. შემოსასვლელში ხალხი რიგს ელოდება - სამ დარბაზში თავისუფალი მაგიდა არ არის. რესტორნის მფლობელს, ქალბატონ ლიანა გამცემლიძეს ყველა სტუმარი სახელით მიმართავს, შინაურულად მოიკითხავენ. ისიც თითოეულ მაგიდასთან მიდის, თავადაც ემსახურება, ისმენს უამრავ კომპლიმენტს, შემდეგ კი ფორტეპიანოზე შესანიშნავ კომპოზიციებს ასრულებს და ისედაც სასიამოვნო საღამოს კიდევ უფრო ალამაზებს.

ლიანა გამცემლიძე, რესტორან "გაუმარჯოს" მფლობელი:

"ვარშავაში 1991 წელს ჩამოვედით მეუღლესთან და შვილთან ერთად. ომს, უმუშევრობას და გაჭირვებას გამოვექეცით... მოგეხსენებათ, როგორი რთულია ემიგრანტისთვის უცხო ქვეყანაში ფეხის მოკიდება. მრავალი წლის განმავლობაში უამრავ წინააღმდეგობას წავაწყდით. რესტორნის გახსნის იდეა ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა მოგვაწოდეს, რომლებიც შინ ხშირად გვსტუმრობდნენ და ქართული კერძებით აღფრთოვანდებოდნენ. მე და ჩემმა მეუღლემ, დავით გამცემლიძემ, რომელიც იმ დროს პოლონეთში პირველი ქართული სათვისტომოს ხელმძღვანელი გახლდათ, გადავწყვიტეთ, ჰობი ჩვენი ცხოვრების საქმედ გვექცია და დიდი ძალისხმევის შედეგად, 2007 წელს რესტორანი გავხსენით. სარესტორნო საქმეს სირთულეები მუდამ ახლავს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, რამდენიმე წელიწადში ფილიალის გახსნამ მოგვიწია, ვინაიდან, ქართულ სამზარეულოზე ვარშავაში მოთხოვნა მართლაც დიდია.

სტუმრების რაოდენობას არასოდეს ვუჩიოდით, თუმცა, ჩვენი რესტორნის უჩვეულო წარმატების მიზეზი ერთი შემთხვევა გახდა: პოლონეთის წამყვან არხზე გადის ძალიან პოპულარული კულინარიული შოუ, რომელიც ცნობილ ტელეწამყვანს, მაგდა გესლერს მიჰყავს. იდეა შემდეგში მდგომარეობს: წამყვანი მიდის რესტორანში და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ახდენს გადატრიალებას. ძალიან მკაცრი და მომთხოვნია. შეიძლება მფლობელებს ინტერიერის, ან სულაც სპეციალიზაციის შეცვლა მოსთხოვოს. თუ რაიმე არ მოეწონა, საკმაოდ უხეშ ფორმაში გამოხატავს.

დადგა დღე, როდესაც რესტორნის "გაუმარჯოს" დალაშქვრა გადაწყვიტა. ძალიან ვნერვიულობდი, ვფიქრობდი, როგორ შემეკავებინა თავი, უხეშობა რომ გამეტარებინა. თუმცა, ყველაფერმა მეტისმეტად მშვიდ გარემოში ჩაიარა. მაგდამ ინტერიერი და სამზარეულო ზედმეტი კომენტარების გარეშე დაათვალიერა, შემდეგ გადამღებ ჯგუფთან ერთად კერძები დააგემოვნა. გავიგონე, როგორ ეუბნებოდა ოპერატორს, რა გვინდოდა, აქ საერთოდ რისთვის მოვედით, ამათ მე რა უნდა ვასწავლო ან რა უნდა შევუცვალოო. თანაც, ანსამბლი "რუსთავის" ვარშავაში გასტროლებიც დაემთხვა და იმ დღეს გვსტუმრობდნენ. ეს კი უკვე ნამდვილად "საკონტროლო გასროლა" გახდა.

ცოტა ხანში კი მოხდა საოცრება. გადაცემის ეთერში გასვლის წუთიდანვე ტელეფონზე ზარები არ შეწყვეტილა, ჯავშანს ჯავშანზე ვიღებდით, მეორე დღესვე უზარმაზარი რიგები დადგა რესტორანთან, მავზოლეუმში მეგონა თავი. მთელი პოლონეთიდან ჩამოდიოდნენ ოჯახებით, უცხოეთიდანაც გვიკავშირდებოდნენ, როცა პოლონეთში ჩამოვალთ, აუცილებლად უნდა გესტუმროთო. პროდუქტების მომარაგებას ვერ ვასწრებდით, საღამოსთვის უკვე ყველაფერი გამოცარიელებული იყო. რიგში მდგომებისთვის ხაჭაპურებს ვაცხობდით და ვურიგებდით, შიმშილით რომ არ დახოცილიყვნენ.

ასე გაგრძელდა ნახევარ წელზე მეტ ხანს. თუმცა, ახლაც, უქმე დღეებზე ხალხს რიგში დგომა მაინც უწევს. გადაცემა 5 წლის წინ გავიდა, ის დღემდე უამრავჯერ გაიმეორეს. მე და მაგდა გესლერი კი ახლო მეგობრები გავხდით. თავადაც რესტორატორია, ვარშავაში ათამდე რესტორანს ფლობს. თუმცა, ქართული კერძების დასაგემოვნებლად ჩვენ გვსტუმრობს ხშირად" - ამბობს ლიანა გამცემლიძე.

ქართული რესტორნების პოპულარობაში თავადაც დავწმუნდი, როგორც უკვე მოგახსენეთ. თუმცა, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ გემრიელი სამზარეულოს დამსახურება არ არის. ჯერ ერთი, ყურადღება მივაქციე ფაქტს, თუ როგორი პატივისცემით მოიხსენიებენ ერთმანეთს მფლობელები, როგორ უდგანან გვერდში, აძლევენ რჩევებს და მიესალმებიან ახალი ქართული რესტორნების გახსნას, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ჩვენი სამზარეულოს პოპულარიზაციას.

მეორეც, დავინახე, თუ როგორი დამოკიდებულებაა კოლექტივში. თავად თანამრომლებისგან მოვისმინე უამრავი ისტორია, თუ როგორ ზრუნავენ მათზე მფლობელები, როგორ ეხმარებიან დასაქმებაში სრულიად უცხო ადამიანებს. თავად ამ თემაზე არც ქალბატონი ლიანა და არც ბატონი დავითი არ საუბრობს. მსგავსი არაფერი გვახსენდებაო, ასე მიპასუხეს...

დუდანა ზაქარაია ვარშავიდან, სპეციალურად AMBEBI.GE-სთვის

"ბებია ავად გახდა, მის მოსავლელად გურიაში გადავედი და სწავლა ვერ გავაგრძელე" - თვითნასწავლი ხელოვანი ბათუმიდან, რომელიც სხვისი ოცნების ასრულებაზე ზრუნავს

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში კიდევ ერთი - მე-8 ადამიანი გარდაიცვალა

,,საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ’’ ჯიქურების მრავალშვილიან ოჯახს სახლი აჩუქა