სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ცვლილებები იგეგმება შსს-ში - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით განახლდება
რა ცვლილებები იგეგმება შსს-ში - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით განახლდება

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ცენ­ტრი იქ­მნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც უწყე­ბის­თვის ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მო­ვი­და.

რო­გორც გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ერ­თი­ა­ნი ცენ­ტრი იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პლატ­ფორ­მა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის სა­პო­ლი­ციო სერ­ვი­სე­ბის ერთ ად­გილ­ზე, ერთი ფან­ჯრის პრინ­ცი­პით, ერთ სივ­რცე­ში მი­სა­წო­დებ­ლად.

"დღეს ჩვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან დღეს აღ­ვნიშ­ნავთ - ჩვენ ვი­წყებთ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბას ელექტრო და ჰიბ­რი­დუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით. ამის­თვის მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბას და კორ­პო­რა­ცია "მი­ცუ­ბიშს", რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც დღეს ჩვენ გად­მოგ­ვე­ცე­მა 96 ერ­თე­უ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი და ელექტრო­მო­ბი­ლი, რაც ხელს შე­უ­წყობს სა­პო­ლი­ციო მომ­სა­ხუ­რე­ო­ბის ხა­რის­ხის კი­დევ უფრო ამაღ­ლე­ბას. ასე­ვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, რომ­ლის მხარ­და­ჭე­რის გა­რე­შე ამ იდე­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რომ ეს ავ­ტო­პარ­კი გა­დას­ცე­მო­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ას, ჩვენ ალ­ბათ, გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვა არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ვალი და ჩვენ ერ­თად უნდა გა­ვუმკლავ­დეთ ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოწ­ვე­ვას, - გა­ნა­ცხა­და ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილ­მა. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა მთავ­რო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი და სტრა­ტე­გი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

"გა­სულ კვი­რა­ში ია­პო­ნია ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამის­თვის გვქონ­და ორი მი­ზე­ზი. ერთ-ერთი იყო ის, რომ ქარ­თველ­მა სუ­მო­ის­ტმა ტო­ჩი­ნო­ში­ნიმ, იგი­ვე ლე­ვან გორ­გო­ძემ, მო­ი­პო­ვა იმ­პე­რა­ტო­რის თასი და მე ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რო­დე­საც ია­პო­ნი­ის ელჩმა პირ­ვე­ლად მო­მი­ლო­ცა ეს წარ­მა­ტე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო ელჩო, ეს ჩვე­ნი სა­ერ­თო წარ­მა­ტე­ბაა. ასე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია ია­პო­ნია იმ მი­ზე­ზის გამო, რის გა­მოც დღეს შე­ვიკ­რი­ბეთ. მინ­და დიდი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ია­პო­ნი­ის მთავ­რო­ბას და კორ­პო­რა­ცია "მი­ცუ­ბიშს" ამ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ჩუქ­რის­თვის. ეს არის 96 ერ­თე­უ­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი და ელექტრო­მან­ქა­ნა პატ­რუ­ლის­თვის. რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვენ­თვის ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბი­სა და ახა­ლი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბის კუ­თხით. სა­ქარ­თვე­ლო­ში მა­ღა­ლი ეკო­ლო­გი­უ­რი სტან­დარ­ტის დამ­კვიდ­რე­ბა ჩვე­ნი მთავ­რო­ბის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი და სტრა­ტე­გი­ის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. ჩვენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უკვე გა­დავ­დგით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი: ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის ტექ­ნი­კუ­რი ინ­სპექ­ტი­რე­ბის და­წყე­ბა, შე­ღა­ვა­თი­ა­ნი და­სა­ბეგ­ვრი რე­ჟი­მი ელექტრო და ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე, ელექტრო­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის იმ­პორ­ტი მთლი­ა­ნად გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და­ბეგ­ვრის­გან, ხოლო ჰიბ­რი­დულ ავ­ტო­მან­ქა­ნებ­ზე 60%-ით შე­ვამ­ცი­რეთ და­ბეგ­ვრა. შე­დე­გად დღეს მი­ვი­ღეთ, რომ ქვე­ყა­ნა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის 35%-40% სწო­რედ ჰიბ­რი­დულ მან­ქა­ნებს უკა­ვია. ეკო­ლო­გი­ა­ზე ზრუნ­ვა არის თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის ვალი და ჩვენ ერ­თად უნდა გა­ვუმკლავ­დეთ ამ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს გა­მოწ­ვე­ვას", - გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

რა ცვლილებები იგეგმება შსს-ში - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით განახლდება

რა ცვლილებები იგეგმება შსს-ში - საპატრულო პოლიციის ავტოპარკი ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქმნება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც უწყებისთვის ახალი ავტომობილების გადაცემის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, მოქალაქეების მომსახურების ერთიანი ცენტრი იქნება გარკვეული ინტეგრირებული პლატფორმა მოქალაქეებისთვის საპოლიციო სერვისების ერთ ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მისაწოდებლად.

"დღეს ჩვენ მნიშვნელოვან დღეს აღვნიშნავთ - ჩვენ ვიწყებთ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლებას ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილებით. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია "მიცუბიშს", რომელთა დახმარებითაც დღეს ჩვენ გადმოგვეცემა 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომობილი, რაც ხელს შეუწყობს საპოლიციო მომსახურეობის ხარისხის კიდევ უფრო ამაღლებას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომლის მხარდაჭერის გარეშე ამ იდეის განხორციელება, რომ ეს ავტოპარკი გადასცემოდა საპატრულო პოლიციას, ჩვენ ალბათ, გაგვიჭირდებოდა", - განაცხადა გახარიამ.

ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას, - განაცხადა ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია.

"გასულ კვირაში იაპონია ძალიან აქტუალური იყო საქართველოში. ამისთვის გვქონდა ორი მიზეზი. ერთ-ერთი იყო ის, რომ ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინიმ, იგივე ლევან გორგოძემ, მოიპოვა იმპერატორის თასი და მე ძალიან გამიხარდა, როდესაც იაპონიის ელჩმა პირველად მომილოცა ეს წარმატება. დიდი მადლობა ბატონო ელჩო, ეს ჩვენი საერთო წარმატებაა. ასევე აქტუალურია იაპონია იმ მიზეზის გამო, რის გამოც დღეს შევიკრიბეთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იაპონიის მთავრობას და კორპორაცია "მიცუბიშს" ამ ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქრისთვის. ეს არის 96 ერთეული ჰიბრიდული და ელექტრომანქანა პატრულისთვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ავტოპარკის განახლებისა და ახალი სტანდარტის დამკვიდრების კუთხით. საქართველოში მაღალი ეკოლოგიური სტანდარტის დამკვიდრება ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი და სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ამ მიმართულებით უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები: ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირების დაწყება, შეღავათიანი დასაბეგვრი რეჟიმი ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებზე, ელექტროავტომობილების იმპორტი მთლიანად გათავისუფლებულია დაბეგვრისგან, ხოლო ჰიბრიდულ ავტომანქანებზე 60%-ით შევამცირეთ დაბეგვრა. შედეგად დღეს მივიღეთ, რომ ქვეყანაში იმპორტირებული ავტომანქანების 35%-40% სწორედ ჰიბრიდულ მანქანებს უკავია. ეკოლოგიაზე ზრუნვა არის თითოეული ჩვენგანის ვალი და ჩვენ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ამ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."