პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის შესახებ განცხადებას ავრცელებს

31 იან­ვარს თბი­ლის­ში, ალ.ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, ე.წ. წი­თე­ლი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდარ შემ­თხვე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს-მ გან­ცხა­დე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­ავ­რცე­ლა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვაკე-სა­ბურ­თა­ლოს სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 2000 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ა.ნ. ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი 3-დან 6 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ მიმ­დი­ნა­რე წლის 31 იან­ვარს თბი­ლის­ში, ალ.ყაზ­ბე­გის გამ­ზირ­ზე, ე.წ. წი­თე­ლი ბა­ღის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ა.ნ.-მ ურ­თი­ერ­თშე­ლა­პა­რა­კე­ბი­სას ყო­ფილ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს - 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ნ.ც.-ს და 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ი.ც.-ს ცივი ია­რა­ღით მუც­ლი­სა და გულ­მკერ­დის არე­ში თითო ჭრი­ლო­ბა, ხოლო 2000 წელს და­ბა­დე­ბულ ლ.ხ.-ს ხელ­ზე მსუ­ბუ­ქი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. სა­მი­ვე დაჭ­რი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ა.ნ., ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სამ­ძებ­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, ცხელ კვალ­ზე, თბი­ლის­ში და­ა­კა­ვეს. პო­ლი­ცი­ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო.

გა­მო­ძი­ე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის გან­ზრახ მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 117-ე მუხ­ლით", - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

შსს მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს მოსწავლეების დაჭრაში ბრალდებულის შესახებ განცხადებას ავრცელებს

31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-მ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული ა.ნ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 31 იანვარს თბილისში, ალ.ყაზბეგის გამზირზე, ე.წ. წითელი ბაღის ტერიტორიაზე, ა.ნ.-მ ურთიერთშელაპარაკებისას ყოფილ თანაკლასელებს - 2000 წელს დაბადებულ ნ.ც.-ს და 2000 წელს დაბადებულ ი.ც.-ს ცივი იარაღით მუცლისა და გულმკერდის არეში თითო ჭრილობა, ხოლო 2000 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ხელზე მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამივე დაჭრილი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველებმა ა.ნ., ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლით", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ