საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკუთარი ვერტმფრენი, კუნძული, ზღაპრული დაბადების დღეები - როგორ ცხოვრობს 6 წლის ბლუ აივი
საკუთარი ვერტმფრენი, კუნძული, ზღაპრული დაბადების დღეები - როგორ ცხოვრობს 6 წლის ბლუ აივი

ბი­ონ­სე­სა და ჯეი-ზის 6 წლის შვი­ლი ბლუ აივი ნამ­დვი­ლი პრინ­ცე­სა­სა­ვით ცხოვ­რობს.

მდიდ­რუ­ლი სახ­ლე­ბი, პი­რა­დი თვითმფრი­ნა­ვე­ბი, ეგ­ზო­ტი­კუ­რი არ­და­დე­გე­ბი - ეს ყვე­ლა­ფე­რი პა­ტა­რა გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

მის გარ­დე­რობ­ში მხო­ლოდ ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის სა­მო­სია, და­სას­ვე­ნებ­ლად კი მშობ­ლებ­თან და მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის გუნდთან ერ­თად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბულ კუ­რორ­ტებ­ზე მი­ემ­გზავ­რე­ბა.

კრუ­ი­ზე­ბის­თვის ოჯა­ხი 70 ათას დო­ლა­რი­ან იახ­ტას იყე­ნებს, თუ სად­მე გაფ­რე­ნა სჭირ­დე­ბათ კი - ჯეი-ზის 42 მლნ დო­ლა­რად ღი­რე­ბულ თვითმფრი­ნავს Bombardier Challenger 850. თვითმფრი­ნა­ვი რე­პერ­მა ცო­ლის­გან მი­ი­ღო სა­ჩუქ­რად, მა­მის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად.

რაც შე­ე­ხე­ბა სახ­ლებს, პა­ტა­რა ბლუ აი­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­შია 5 უზარ­მა­ზა­რი აპარ­ტა­მენ­ტი ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ჰემპტონ­სა და მა­ი­ა­მი­ზე.

ასე­ვე, გო­გო­ნა ხში­რად მი­ემ­გზავ­რე­ბა მშობ­ლებ­თან ერ­თად მათ სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ კუნ­ძულ­ზე, რო­მე­ლიც ჯეი-ზიმ ბი­ონ­სეს 29-ე და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად აჩუ­ქა.

რო­დე­საც გო­გო­ნა ჯერ კი­დევ ჩვი­ლი იყო, მშობ­ლე­ბი მას 20 ათას დო­ლა­რად ღი­რე­ბუ­ლი ეტ­ლით ასე­ირ­ნებ­დნენ, ბლუ აივი 70 ათას დო­ლა­რი­ა­ნი "ბარ­ბის" თო­ჯი­ნით თა­მა­შობ­და, რო­მე­ლიც ბრი­ლი­ან­ტე­ბით იყო მორ­თუ­ლი.

მე­ო­თხე და­ბა­დე­ბის დღე­ზე კი მშობ­ლებ­მა სახ­ლის ეზო დის­ნე­ის ჯა­დოს­ნურ სა­მე­ფოდ გა­და­აქ­ცი­ეს, სა­დაც პრინ­ცე­სე­ბი სე­ირ­ნობ­დნენ და არა­ბუ­ლი ცხე­ნიც კი ჰყავ­დათ.

ბლუ კრის მარ­ტი­ნი­სა და გვი­ნეტ პელთრო­უს შვი­ლის, ეფ­ლის მე­გო­ბა­რია, გო­გო­ნე­ბი ერ­თად ძა­ლი­ან ხში­რად არი­ან. ასე­ვე, ბი­ონ­სეს შვი­ლი მე­გობ­რობს მე­რა­ია ქე­რის 6 წლის ტყუ­პებ­თან - მო­რო­კან­სა და მონ­როს­თან.

ბლუ აი­ვი­ზე მუდ­მი­ვად ზრუ­ნავს გუნ­დი, რო­მელ­შიც შე­დი­ან ორი ძიძა, მზა­რე­უ­ლი, დაც­ვა და მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი სტი­ლის­ტი, მა­ნუ­ელ მენ­დე­ზი.

ბავ­შვმა ფრან­გუ­ლი­სა და სუ­ა­ჰი­ლის სწავ­ლა სკო­ლა­ში შეს­ვლამ­დე და­ი­წყო. ბლუ აივი მშობ­ლე­ბის კლი­პებ­შიც გა­მოჩ­ნდა - ბი­ონ­სეს 2013 წლის ალ­ბომ­ში და Jay-Z-ს სიმ­ღე­რა­ში Family Feud.

წყა­რო mirror.co.uk

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

საკუთარი ვერტმფრენი, კუნძული, ზღაპრული დაბადების დღეები - როგორ ცხოვრობს 6 წლის ბლუ აივი

საკუთარი ვერტმფრენი, კუნძული, ზღაპრული დაბადების დღეები - როგორ ცხოვრობს 6 წლის ბლუ აივი

ბიონსესა და ჯეი-ზის 6 წლის შვილი ბლუ აივი ნამდვილი პრინცესასავით ცხოვრობს.

მდიდრული სახლები, პირადი თვითმფრინავები, ეგზოტიკური არდადეგები - ეს ყველაფერი პატარა გოგონას ცხოვრების შემადგენელი ნაწილია.

მის გარდერობში მხოლოდ ცნობილი დიზაინერების სამოსია, დასასვენებლად კი მშობლებთან და მომსახურე პერსონალის გუნდთან ერთად მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ კურორტებზე მიემგზავრება.

კრუიზებისთვის ოჯახი 70 ათას დოლარიან იახტას იყენებს, თუ სადმე გაფრენა სჭირდებათ კი - ჯეი-ზის 42 მლნ დოლარად ღირებულ თვითმფრინავს Bombardier Challenger 850. თვითმფრინავი რეპერმა ცოლისგან მიიღო საჩუქრად, მამის დღის აღსანიშნავად.

რაც შეეხება სახლებს, პატარა ბლუ აივის განკარგულებაშია 5 უზარმაზარი აპარტამენტი ლოს-ანჯელესში, ჰემპტონსა და მაიამიზე.

ასევე, გოგონა ხშირად მიემგზავრება მშობლებთან ერთად მათ საკუთრებაში არსებულ კუნძულზე, რომელიც ჯეი-ზიმ ბიონსეს 29-ე დაბადების დღის აღსანიშნავად აჩუქა.

როდესაც გოგონა ჯერ კიდევ ჩვილი იყო, მშობლები მას 20 ათას დოლარად ღირებული ეტლით ასეირნებდნენ, ბლუ აივი 70 ათას დოლარიანი "ბარბის" თოჯინით თამაშობდა, რომელიც ბრილიანტებით იყო მორთული.

მეოთხე დაბადების დღეზე კი მშობლებმა სახლის ეზო დისნეის ჯადოსნურ სამეფოდ გადააქციეს, სადაც პრინცესები სეირნობდნენ და არაბული ცხენიც კი ჰყავდათ.

ბლუ კრის მარტინისა და გვინეტ პელთროუს შვილის, ეფლის მეგობარია, გოგონები ერთად ძალიან ხშირად არიან. ასევე, ბიონსეს შვილი მეგობრობს მერაია ქერის 6 წლის ტყუპებთან - მოროკანსა და მონროსთან.

ბლუ აივიზე მუდმივად ზრუნავს გუნდი, რომელშიც შედიან ორი ძიძა, მზარეული, დაცვა და მისი პერსონალური სტილისტი, მანუელ მენდეზი.

ბავშვმა ფრანგულისა და სუაჰილის სწავლა სკოლაში შესვლამდე დაიწყო. ბლუ აივი მშობლების კლიპებშიც გამოჩნდა - ბიონსეს 2013 წლის ალბომში და Jay-Z-ს სიმღერაში Family Feud.

წყარო mirror.co.uk

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ