მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფლები საქართველოში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს
სოფლები საქართველოში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს

სა­ქარ­თვე­ლო­ში სოფ­ლე­ბის დაც­ლის სა­კი­თხი დიდი ხა­ნია აქ­ტუ­ა­ლუ­რია. მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნომ "მთის კა­ნო­ნიც" კი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც სოფ­ლად და­სახ­ლე­ბულ­თათ­ვის შე­სა­ბა­მი­სი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას გუ­ლის­ხმობს. თუმ­ცა, სოფ­ლე­ბი­დან მო­ქა­ლა­ქე­თა ურ­ბა­ნულ ცენ­ტრებ­ში გა­და­ბარ­გე­ბის შე­ჩე­რე­ბა მა­ინც ვერ მო­ხერ­ხდა. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­უ­ლო­ბით სო­ფე­ლი გა­უ­კაც­რი­ელ­და ან რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქის იმე­დად დარ­ჩა.

2014 წლის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რის სტა­ტის­ტი­კურ­მა მო­ნა­ცე­მებ­მა ცხად­ყო, რომ შიდა მიგ­რა­ცი­ის ტენ­დენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

Allnews.ge გთა­ვა­ზობთ საქსტა­ტის მო­ნა­ცე­მებს, თუ რამ­დენ სო­ფელ­ში ცხოვ­რობს 10 და ნაკ­ლე­ბი ადა­მი­ა­ნი და რამ­დე­ნი სო­ფე­ლი და­ი­ცა­ლა ხალ­ხის­გან.

მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში, ყვე­ლა­ზე მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ვა­კის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მდე­ბა­რე სო­ფე­ლი კვე­სე­თია, სა­დაც 8 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს.

სოფ­ლე­ბი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცია ხდე­ბა კა­ხე­თის რე­გი­ონ­შიც. მა­გა­ლი­თად, სო­ფე­ლი სე­რო­და­ნი, პან­ტი­ა­ნი და მა­რი­ამ­ჯვა­რი რამ­დე­ნი­მე მა­ცხოვ­რებ­ლის ამა­რაა დარ­ჩე­ნი­ლი; სოფ­ლე­ბი ფხო­ვე­ლი, ბოტ­კო და ხინ­ჭე­ბი კი უკვე ბო­ლომ­დე და­ი­ცა­ლა, ასე­ვე, ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის 4 სო­ფელ­ში აღა­რა­ვინ ცხოვ­რობს. სოფ­ლად მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა სა­გა­რე­ჯო­სა და თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც, სა­დაც ჯამ­ში 13 სო­ფელ­ში 10-მდე მა­ცხოვ­რე­ბე­ლი დარ­ჩა.

მო­სახ­ლე­ო­ბის­გან იც­ლე­ბა დუ­შე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ­ლე­ბი, და­ახ­ლო­ე­ბით 89 სო­ფელ­ში, ცალ-ცალ­კე მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 10-ს არ აღე­მა­ტე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 39 სო­ფე­ლი კი მთლი­ა­ნად დაც­ლი­ლია.

თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში კი 10-მდე მა­ცხოვ­რე­ბე­ლი 13 სო­ფელს ჰყავს, სა­ი­და­ნაც სამ­ში მო­სახ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ორს არ აღე­მა­ტე­ბა. ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ულ ერ­თე­ულ­ზე მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­გან დაც­ლი­ლია 14 სო­ფე­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ყაზ­ბე­გის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს, აქ 21 სო­ფელ­ში აღარ ცხოვ­რო­ბენ, 5 სო­ფელ­ში კი მცხოვ­რებ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან მცი­რეა, სამ მათ­გან­ში კი 2-ს არ აღე­მა­ტე­ბა.

ერთ-ერთი რე­კორდსმე­ნი ამ კუ­თხით თუ­შე­თია, კერ­ძოდ, ომა­ლოს თემ­ში დაც­ლი­ლი სოფ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 48-ა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმე­რე­თის რე­გი­ონს, აქ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან 8 სო­ფე­ლი იც­ლე­ბა, უკვე დაც­ლი­ლი კი ათე­უ­ლო­ბით სო­ფე­ლია, მათ შო­რის ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ორი, წყალ­ტუ­ბო­ში 3. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

სოფლები საქართველოში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს

სოფლები საქართველოში, სადაც 10-ზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს

საქართველოში სოფლების დაცლის საკითხი დიდი ხანია აქტუალურია. მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის შესანარჩუნებლად საკანონმდებლო ორგანომ "მთის კანონიც" კი მიიღო, რომელიც სოფლად დასახლებულთათვის შესაბამისი პირობების შექმნას გულისხმობს. თუმცა, სოფლებიდან მოქალაქეთა ურბანულ ცენტრებში გადაბარგების შეჩერება მაინც ვერ მოხერხდა. შესაბამისად, ასეულობით სოფელი გაუკაცრიელდა ან რამდენიმე მოქალაქის იმედად დარჩა.

2014 წლის საყოველთაო აღწერის სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ შიდა მიგრაციის ტენდენცია განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში შეინიშნება.

Allnews.ge გთავაზობთ საქსტატის მონაცემებს, თუ რამდენ სოფელში ცხოვრობს 10 და ნაკლები ადამიანი და რამდენი სოფელი დაიცალა ხალხისგან.

მონაცემების მიხედვით, თბილისის შემოგარენში, ყველაზე მცირერიცხოვანი ვაკის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი კვესეთია, სადაც 8 ადამიანი ცხოვრობს.

სოფლებიდან მოსახლეობის მიგრაცია ხდება კახეთის რეგიონშიც. მაგალითად, სოფელი სეროდანი, პანტიანი და მარიამჯვარი რამდენიმე მაცხოვრებლის ამარაა დარჩენილი; სოფლები ფხოველი, ბოტკო და ხინჭები კი უკვე ბოლომდე დაიცალა, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში აღარავინ ცხოვრობს. სოფლად მცხოვრებთა რაოდენობა მცირდება საგარეჯოსა და თელავის მუნიციპალიტეტშიც, სადაც ჯამში 13 სოფელში 10-მდე მაცხოვრებელი დარჩა.

მოსახლეობისგან იცლება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლები, დაახლოებით 89 სოფელში, ცალ-ცალკე მცხოვრებთა რაოდენობა 10-ს არ აღემატება, დაახლოებით 39 სოფელი კი მთლიანად დაცლილია.

თიანეთის მუნიციპალიტეტში კი 10-მდე მაცხოვრებელი 13 სოფელს ჰყავს, საიდანაც სამში მოსახლეთა რაოდენობა ორს არ აღემატება. ამავე ტერიტორიულ ერთეულზე მაცხოვრებლებისგან დაცლილია 14 სოფელი.

რაც შეეხება ყაზბეგის მუნიციპალიტეტს, აქ 21 სოფელში აღარ ცხოვრობენ, 5 სოფელში კი მცხოვრებთა რაოდენობა ძალიან მცირეა, სამ მათგანში კი 2-ს არ აღემატება.

ერთ-ერთი რეკორდსმენი ამ კუთხით თუშეთია, კერძოდ, ომალოს თემში დაცლილი სოფლების რაოდენობა დაახლოებით 48-ა.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონს, აქ მოქალაქეებისგან 8 სოფელი იცლება, უკვე დაცლილი კი ათეულობით სოფელია, მათ შორის ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი, წყალტუბოში 3. განაგრძეთ კითხვა

"თუ არ დაელაპარაკები, ყველაფერს დალეწავენო" - რატომ არ გავიდა სარკოზი 2008 წელს რუსთაველზე შეკრებილ ქართველებთან, რომლებიც "სარკოს" სკანდირებდნენ

"ვერ წარმოვიდგენდი, 29 წლით უფროს მამაკაცს თუ შევიყვარებდი და ცოლად გავყვებოდი, მაგრამ..." - ცნობილი პოეტის საოცარი  სიყვარულის ამბავი

ბათუმი-თბილისის XII საერთაშორისო ფესტივალი "ღამის სერენადები"