პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია
ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია

თბი­ლის­ში, პავ­ლო­ვის ქუ­ჩა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ სკო­ლის ორი მოს­წავ­ლე დაჭ­რეს. ორი­ვე მათ­განს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დათ. რო­გორც ექიმ­მა აღ­ნიშ­ნა, პა­ცი­ენ­ტებს გულ­მკერ­დის ზე­და­პირ­ზე შე­მა­ვა­ლი ნაკ­ვეთ-ნა­ჩხვლე­ტი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ.

"ამ ეტაპ­ზე პა­ცი­ენ­ტე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რი და ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა არ იგეგ­მე­ბა. ორი­ვე მათ­გა­ნი არის 17 წლის. მათ თვი­თონ მოგ­ვმარ­თეს. სას­წრა­ფოს არ მო­უყ­ვა­ნია", - გა­ნა­ცხა­და თეა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ორი­ვე დაჭ­რი­ლი #35-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი არი­ან.

AMBEBI.GE სკო­ლის დი­რექ­ტორს მი­ხე­ილ ჩიკ­ვი­ლა­ძეს ესა­უბ­რა:

"ორი­ვე დაჭ­რი­ლი მე-12 კლა­სის მოს­წავ­ლეა. ისი­ნი კარ­გი დის­ციპ­ლი­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან. პე­და­გო­გე­ბიც ორი­ვე მათ­განს და­დე­ბი­თად ახა­სი­ა­თე­ბენ. დღეს ისი­ნი სკო­ლა­ში არ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. მე ვე­სა­უბ­რე და­რაჯს, რო­მელ­მაც მი­თხრა, რომ სკო­ლის ეზო­ში მო­ზარ­დე­ბი ან უცხო პი­რე­ბი არ ყო­ფი­ლან და ეს შემ­თხვე­ვა სკო­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მომ­ხდა­რი არ არის" - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჩიკ­ვი­ლა­ძემ.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი დაჭ­რი­ლი ნ.ც. სა­ფეხ­ბურ­თო კლუბ "შე­ვარ­დე­ნი 1906"-ის, ახალ­გაზ­რდუ­ლი გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლია. რო­გორც AMBEBI.GE-ს კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტმა გეგი კი­კა­ბი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დაჭ­რი­ლი მო­ზარ­დი ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნ.ც-ზე დიდ იმე­დებს ამ­ყა­რე­ბენ და იმე­დოვ­ნებს, რომ მოს­წავ­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა მის სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ზე გავ­ლე­ნას არ მო­ახ­დენს.

რო­გორც კლუ­ბის პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, მო­ზარდს სხვა თა­ნა­გუნ­დე­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი არ ჰქო­ნია და აღ­ნიშ­ნავს, რომ ის დღეს გა­მარ­თულ ვარ­ჯიშ­საც ეს­წრე­ბო­და.

"ბავ­შვე­ბი წლე­ბია ერ­თად მო­დი­ან და გუნდში ძა­ლი­ან ჯან­სა­ღი სი­ტუ­ა­ცი­აა. არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი ან და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­მიჯ­ნე­ბით ძა­ლა­დო­ბას და ამას თი­თო­ე­უ­ლი გუნ­დე­ლი გრძნობს. ნ.ც დღე­საც ვარ­ჯიშ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, სე­ზო­ნის­თვის აქ­ტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბო­და. ჩვენ მას­ზე ძა­ლი­ან დიდ იმე­დებს ვამ­ყა­რებთ", - აცხა­დებს გეგი კი­კა­ბი­ძე.

ნიკა სა­ჯა­ია

AMBEBI.GE

ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია

ახალი დეტალები თბილისში დაჭრილ მოსწავლეებთან დაკავშირებით - ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა ფეხბურთელია

თბილისში, პავლოვის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს. ორივე მათგანს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტებს გულმკერდის ზედაპირზე შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა აღენიშნებათ.

"ამ ეტაპზე პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება. ორივე მათგანი არის 17 წლის. მათ თვითონ მოგვმართეს. სასწრაფოს არ მოუყვანია", - განაცხადა თეა თავართქილაძემ. როგორც ცნობილია, ორივე დაჭრილი #35-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან.

AMBEBI.GE სკოლის დირექტორს მიხეილ ჩიკვილაძეს ესაუბრა:

"ორივე დაჭრილი მე-12 კლასის მოსწავლეა. ისინი კარგი დისციპლინით გამოირჩევიან. პედაგოგებიც ორივე მათგანს დადებითად ახასიათებენ. დღეს ისინი სკოლაში არ იმყოფებოდნენ. მე ვესაუბრე დარაჯს, რომელმაც მითხრა, რომ სკოლის ეზოში მოზარდები ან უცხო პირები არ ყოფილან და ეს შემთხვევა სკოლის ტერიტორიაზე მომხდარი არ არის" - განაცხადა მიხეილ ჩიკვილაძემ.

ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ნ.ც. საფეხბურთო კლუბ "შევარდენი 1906"-ის, ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელია. როგორც AMBEBI.GE-ს კლუბის პრეზიდენტმა გეგი კიკაბიძემ განუცხადა, დაჭრილი მოზარდი ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადებოდა.

მისივე ინფორმაციით, ნ.ც-ზე დიდ იმედებს ამყარებენ და იმედოვნებს, რომ მოსწავლის ამჟამინდელი მდგომარეობა მის საფეხბურთო კარიერაზე გავლენას არ მოახდენს.

როგორც კლუბის პრეზიდენტი ამბობს, მოზარდს სხვა თანაგუნდელებთან კონფლიქტი არ ჰქონია და აღნიშნავს, რომ ის დღეს გამართულ ვარჯიშსაც ესწრებოდა.

"ბავშვები წლებია ერთად მოდიან და გუნდში ძალიან ჯანსაღი სიტუაციაა. არანაირი კონფლიქტი ან დაძაბულობა არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვემიჯნებით ძალადობას და ამას თითოეული გუნდელი გრძნობს. ნ.ც დღესაც ვარჯიშზე იმყოფებოდა, სეზონისთვის აქტიურად ემზადებოდა. ჩვენ მასზე ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ", - აცხადებს გეგი კიკაბიძე.

ნიკა საჯაია

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ