საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა მდგომარეობა გაიაზრა, ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო, ჩაილაპარაკა" - ავარიის შედეგად დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება
"როცა მდგომარეობა გაიაზრა, ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო, ჩაილაპარაკა" - ავარიის შედეგად დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

17 წლის ავთო კიკ­ნა­ვე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც ავა­რი­ის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის დახ­მა­რე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა. ახალ­გაზ­რდას ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ზურ­გის ტვი­ნი და­უ­ზი­ან­და. იგი მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას გერ­მა­ნი­ა­ში სა­ჭი­რო­ებს, რაც დიდ თან­ხებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. 17 წლის ახალ­გაზ­რდას და­სახ­მა­რებ­ლად "ფე­ის­ბუქ­ზე" პოსტს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებს ჰეშ­თე­გით #ავ­თოს­თვის

ნი­ნია ახვლე­დი­ა­ნი, ჟურ­ნა­ლის­ტი: "ჩემო მე­გობ­რე­ბო, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ, და­ვეხ­მა­როთ ამ მზე­სა­ვით ბიჭს იმა­ში, რომ გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა, თუნ­დაც ეტ­ლში!

თვე­ნა­ხევ­რის წინ რუს­თა­ველ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­დე­გად, მე­ექ­ვსე სკო­ლელ 17 წლის ავთო კიკ­ნა­ვე­ლი­ძეს და­უ­ზი­ან­და ზურ­გის ტვი­ნი და ყვე­ლა კი­დუ­რი წარ­თმე­უ­ლი აქვს. ახლა სას­წორ­ზე მისი სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა დევს!

გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთი კლი­ნი­კა იძ­ლე­ვა იმედს, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

ავთო ჯერ ისეთ ეტაპ­ზეა, რომ ეტლსაც ვერ მო­იხ­მარს...

ძა­ლი­ან გთხოვთ, გა­ა­ზი­ა­როთ ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლამ და გან­სა­კუთ­რე­ბით თქვენ, ვი­საც ბევ­რი ფო­ლო­უ­ე­რი გყავთ!!!!"

ბუბა კუ­და­ვა, ის­ტო­რი­კო­სი: "ეს ავ­თოა, ჩემი მოს­წავ­ლე. სი­ცო­ცხლით სავ­სე, მო­უს­ვე­ნა­რი, ლაღი, და­უღ­ლე­ლი, სულ მოძ­რა­ვი, სულ მა­ი­მუ­ნო­ბის ხა­სი­ათ­ზე, სულ ღი­მი­ლი­ა­ნი, მე­გობ­რუ­ლი და სულ ენა­მოს­წრე­ბუ­ლი.

ბო­ლოს უჯარ­მა­ში ვი­ყა­ვით ერ­თად. მის მე­გობ­რებ­თან, სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად. ვათ­ვა­ლი­ე­რეთ, ვი­ლა­პა­რა­კეთ, გა­ვერ­თეთ, ვი­ო­ხუნ­ჯეთ... 3 დღის შემ­დეგ 5 ჩემი მოს­წავ­ლე ავა­რი­ა­ში მოყ­ვა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ყვე­ლა გა­დარ­ჩა. უმე­ტე­სო­ბას თით­ქმის არა­ფე­რი და­შა­ვე­ბია. აი, ავ­თოს კი არ გა­უ­მარ­თლა... თით­ქმის 2 თვეა, გა­უნ­ძრევ­ლად წევს და საღ გო­ნე­ბა­ზე მყო­ფი, კი­დუ­რებ­საც კი ვერ ამოძ­რა­ვებს. 2 თვეა, სიკ­ვდილს ებ­რძვის, მის­ხალ-მის­ხალ იმარ­ჯვებს და სა­ნა­ხა­ვად შე­სულ მე­გობ­რებს ენას უყოფს. სულ თა­ვი­დან, როცა მდგო­მა­რე­ო­ბა გა­ი­აზ­რა, "ნე­ტავ ად­გილ­ზე მოვმკვდა­რი­ყა­ვიო" – ჩა­ი­ლა­პა­რა­კა... მაგ­რამ ჩვენ გვწამს, რომ ავ­თოს სას­წა­უ­ლებ­რი­ვი გა­დარ­ჩე­ნა რა­ღა­ცის ნი­შა­ნია...

იმის, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ავ­თომ არ იცო­ცხლოს. იმის, რომ ჯერ უნდა წა­მოჯ­დეს, მერე წა­მოდ­გეს და ისევ ისე­თი ავთო დაგ­ვიბ­რუ­ნოს. პირ­ვე­ლად ვწერ ამ­გვარ პოსტს. ვი­საც თუნ­დაც მცი­რე სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ, და­ეხ­მა­რეთ ამ 17 წლის მზე­სა­ვით ბიჭს. მენ­დეთ, ამით ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ლა­მაზ სი­ცო­ცხლეს გა­და­არ­ჩენთ. ვინ იცის, მერე მან რამ­დე­ნი იხ­სნას სიკ­ვდი­ლის­გან... ავ­თოს გა­და­სარ­ჩე­ნად გა­და­წყდა, რომ მკურ­ნა­ლო­ბა გერ­მა­ნი­ის საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბულ კლი­ნი­კა­ში გაგ­რძელ­დეს. დღეს ეს მისი ერ­თა­დერ­თი შან­სია... ავთო, გა­მაგრდი, ერ­თო­ბის ძალა კი იცი, რაც არის!".

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ თან­ხა ჩა­ირ­ცხონ:

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი, სა­ბან­კო კოდი BAGAGE22.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE44BG0000000035929400

(სა­შუ­ა­მავ­ლო ბან­კე­ბი: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33),

თი­ბი­სი ბან­კი, სა­ბან­კო კოდი TBCBGE22.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი: GE59TB7465345062100003.

მიმ­ღე­ბი - მე­რაბ კიკ­ნა­ვე­ლი­ძე .

და­სა­ხე­ლე­ბა­ში უმ­ჯო­ბე­სია მი­უ­თი­თოთ "ავ­თოს­თვის".

ძა­ლი­ან გთხოვთ, ახ­ლაც გა­ვერ­თი­ან­დეთ #ავ­თოს­თვის".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"როცა მდგომარეობა გაიაზრა, ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო, ჩაილაპარაკა" - ავარიის შედეგად დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

"როცა მდგომარეობა გაიაზრა, ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო, ჩაილაპარაკა" - ავარიის შედეგად დაშავებულ ავთო კიკნაველიძეს დახმარება ესაჭიროება

17 წლის ავთო კიკნაველიძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ახალგაზრდას ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზურგის ტვინი დაუზიანდა. იგი მკურნალობის გაგრძელებას გერმანიაში საჭიროებს, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. 17 წლის ახალგაზრდას დასახმარებლად "ფეისბუქზე" პოსტს უამრავი ადამიანი აზიარებს ჰეშთეგით #ავთოსთვის

ნინია ახვლედიანი, ჟურნალისტი: "ჩემო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, დავეხმაროთ ამ მზესავით ბიჭს იმაში, რომ გააგრძელოს ცხოვრება, თუნდაც ეტლში!

თვენახევრის წინ რუსთაველზე მომხდარი ავარიის შედეგად, მეექვსე სკოლელ 17 წლის ავთო კიკნაველიძეს დაუზიანდა ზურგის ტვინი და ყველა კიდური წართმეული აქვს. ახლა სასწორზე მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დევს!

გერმანიის ერთ-ერთი კლინიკა იძლევა იმედს, რომ მისი მდგომარეობის გაუმჯობესება შესაძლებელია.

ავთო ჯერ ისეთ ეტაპზეა, რომ ეტლსაც ვერ მოიხმარს...

ძალიან გთხოვთ, გააზიაროთ ეს ამბავი ყველამ და განსაკუთრებით თქვენ, ვისაც ბევრი ფოლოუერი გყავთ!!!!"

ბუბა კუდავა, ისტორიკოსი: "ეს ავთოა, ჩემი მოსწავლე. სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი, ლაღი, დაუღლელი, სულ მოძრავი, სულ მაიმუნობის ხასიათზე, სულ ღიმილიანი, მეგობრული და სულ ენამოსწრებული.

ბოლოს უჯარმაში ვიყავით ერთად. მის მეგობრებთან, სხვა მოსწავლეებთან ერთად. ვათვალიერეთ, ვილაპარაკეთ, გავერთეთ, ვიოხუნჯეთ... 3 დღის შემდეგ 5 ჩემი მოსწავლე ავარიაში მოყვა.

საბედნიეროდ, ყველა გადარჩა. უმეტესობას თითქმის არაფერი დაშავებია. აი, ავთოს კი არ გაუმართლა... თითქმის 2 თვეა, გაუნძრევლად წევს და საღ გონებაზე მყოფი, კიდურებსაც კი ვერ ამოძრავებს. 2 თვეა, სიკვდილს ებრძვის, მისხალ-მისხალ იმარჯვებს და სანახავად შესულ მეგობრებს ენას უყოფს. სულ თავიდან, როცა მდგომარეობა გაიაზრა, "ნეტავ ადგილზე მოვმკვდარიყავიო" – ჩაილაპარაკა... მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ავთოს სასწაულებრივი გადარჩენა რაღაცის ნიშანია...

იმის, რომ არ შეიძლება, ავთომ არ იცოცხლოს. იმის, რომ ჯერ უნდა წამოჯდეს, მერე წამოდგეს და ისევ ისეთი ავთო დაგვიბრუნოს. პირველად ვწერ ამგვარ პოსტს. ვისაც თუნდაც მცირე საშუალება გაქვთ, დაეხმარეთ ამ 17 წლის მზესავით ბიჭს. მენდეთ, ამით ძალიან, ძალიან ლამაზ სიცოცხლეს გადაარჩენთ. ვინ იცის, მერე მან რამდენი იხსნას სიკვდილისგან... ავთოს გადასარჩენად გადაწყდა, რომ მკურნალობა გერმანიის საკმაოდ ძვირადღირებულ კლინიკაში გაგრძელდეს. დღეს ეს მისი ერთადერთი შანსია... ავთო, გამაგრდი, ერთობის ძალა კი იცი, რაც არის!".

დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა ჩაირცხონ:

საქართველოს ბანკი, საბანკო კოდი BAGAGE22.

ანგარიშის ნომერი: GE44BG0000000035929400

(საშუამავლო ბანკები: Commerzbank Frankfurt, Germany; SWIFT: COBADEFF. Citibank N.A. New York, USA; SWIFT: CITIUS33),

თიბისი ბანკი, საბანკო კოდი TBCBGE22.

ანგარიშის ნომერი: GE59TB7465345062100003.

მიმღები - მერაბ კიკნაველიძე .

დასახელებაში უმჯობესია მიუთითოთ "ავთოსთვის".

ძალიან გთხოვთ, ახლაც გავერთიანდეთ #ავთოსთვის".

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას