პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემოსავალი ჰქონდათ ილიას და აკაკის?
რა შემოსავალი ჰქონდათ ილიას და აკაკის?

XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან I მსოფ­ლიო ომამ­დე, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა და შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ყუ­რა­დღე­ბო ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვებ­ში, ასე­ვე, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კურ, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა თხზუ­ლე­ბებ­ში, მო­გო­ნე­ბებ­სა და ეპის­ტო­ლურ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში.

ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი" აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას - "სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ხელ­ფა­სე­ბი და ფა­სე­ბი", სა­ი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ილია ჭავ­ჭა­ვა­ძი­სა და აკა­კი წე­რეთ­ლის იმ­დრო­ინ­დე­ლი შე­მო­სავ­ლე­ბის შე­სა­ხებ:

"ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის ცნო­ბით, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს (1837-1907) "არა ჰყოფ­ნი­და არც სა­გუ­რა­მოს მა­მუ­ლის შე­მო­სა­ვა­ლი, არც ბან­კი­დან აღე­ბუ­ლი ჯა­მა­გი­რი და არც თა­ვი­სი დის - ელი­სა­ბე­დის­გან მი­ღე­ბუ­ლი დახ­მა­რე­ბა. და იგი სუ­ლაც არ აზ­ვი­ა­დებ­და, როცა ამ­ბობ­და: "ვა­ლე­ბი მაქ­ვსო"...

ბან­კში წი­ნათ მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი ჯა­მა­გი­რე­ბი არ ჰქო­ნი­ათ მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს, მაგ­რამ როცა "ბან­კო­ბი­ა­და" მო­თავ­და და აქ­ცი­ე­ბის კონ­ვერ­სია მო­ახ­დი­ნეს, ბან­კის შე­მო­სა­ვალ­მა ერ­თობ მო­ი­მა­ტა, ისე, რომ ყვე­ლა ხარ­ჯის გა­მოკ­ლე­ბით ნა­ხე­ვა­რი მი­ლი­ო­ნი მა­ნე­თი რჩე­ბო­და საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მე­ე­ბის­თვის და მო­სამ­სა­ხუ­რე­ებ­საც ჯა­მა­გი­რი მო­ე­მა­ტათ.

მა­გა­ლი­თად, ილია, რო­გორც თავ­მჯდო­მა­რე, წე­ლი­წად­ში უკვე 5 ათასს იღებ­და წი­ნან­დე­ლი 3 ათა­სის მა­გი­ერ. ამას გარ­და, ბან­კის მო­გე­ბის გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტი მო­სამ­სა­ხუ­რე­ებს ეძ­ლე­ო­დათ ზედ­მე­ტად, რაც მათ თვი­ურ ჯა­მა­გირს აღე­მა­ტე­ბო­და". თა­ყა­იშ­ვი­ლის­ვე ცნო­ბით, იმ დრო­ის­თვის, თბი­ლი­სის ვიცე-გუ­ბერ­ნა­ტო­რის წლი­უ­რი ხელ­ფა­სი შე­ად­გენ­და 3 ათას მა­ნეთს.

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, აკა­კი წე­რე­თე­ლი და ია­კობ გო­გე­ბაშ­ვი­ლი (დათო შუღ­ლი­აშ­ვი­ლის ფო­ტო­არ­ქი­ვი­დან)

ცნო­ბი­ლია, რომ აკა­კი წე­რე­თელს (1840-1915) ხელ­გაშ­ლი­ლი ცხოვ­რე­ბა უყ­ვარ­და, რის გა­მოც მას თით­ქმის ყო­ველ­თვის ვა­ლე­ბი ჰქონ­და. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლი იგო­ნებ­და:

"აკა­კის ილი­ა­სა­ვით უყ­ვარ­და კარ­ტის თა­მა­ში. ხში­რად ღა­მე­საც ათე­ნებ­და. მა­ნამ ჯი­ბეს არ ამო­ი­ცა­რი­ე­ლებ­და, თა­მა­შო­ბას არ მი­ა­ტო­ვებ­და. თუ ილია უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში იგებ­და, აკა­კი თით­ქმის ყო­ველ­თვის აგებ­და. მე ვე­კი­თხე­ბო­დი კარ­ტის მო­თა­მა­შე­ებს: "რა მი­ზე­ზია, რომ ილია იგებს, აკა­კი სულ აგებს?" ისი­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ: "შე­უძ­ლე­ბე­ლია აკა­კიმ მო­ი­გოს, რად­გან მან "ფასი" არ იცის. ქა­ღალ­დი მო­უ­ვა თუ არა, მის­თვის სუ­ლერ­თია, მა­ინც თა­მა­შობ­სო"...

ერთხელ, მას ქუ­თა­ი­სის სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კმა პენ­სია და­უ­ნიშ­ნა და თან­ხა წერა-კი­თხვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­დას­ცა, რომ ყო­ველ­თვე ეძ­ლი­ათ გან­სა­ზღვრუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით. ამან უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა და მისი ხა­ზი­ნა­და­რი. აკა­კი თხო­უ­ლობ­და ბევრ ფულს, ისი­ნი არ აძ­ლევ­დნენ გან­სა­ზღვრუ­ლი თან­ხის მეტს...

აკა­კის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლი არ დაჰკლე­ბია. სას­ტუმ­რო­ე­ბი­სა და რეს­ტორ­ნე­ბის პატ­რო­ნე­ბი მას სთა­ვა­ზობ­დნენ კარგ ბი­ნას, მო­წყო­ბი­ლო­ბას და საჭ­მელ-სას­მელს, ხოლო ფულს არა სთხოვ­დნენ".

ასე­ვე სა­ყუ­რა­დღე­ბოა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის გი­ორ­გი ლას­ხიშ­ვი­ლის (1866-1931) მო­გო­ნე­ბა, რო­მელ­შიც ვკი­თხუ­ლობთ: "როცა "ივე­რი­ა­ში" ვმუ­შა­ობ­დი, აკა­კიმ რამ­დენ­ჯერ­მე ლექ­სე­ბი მოგ­ვი­ტა­ნა და­სა­ბეჭ­დად. ჰო­ნო­რარს კარ­გს ვაძ­ლევ­დით... ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ბევ­რად მეტს, მა­გა­ლი­თად 3-4-ჯერ მეტს, ვიდ­რე ვაჟა-ფშა­ვე­ლას. თურ­მე ამ ნი­ა­დაგ­ზე უსი­ა­მოვ­ნო ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი ილი­ა­სა და აკა­კის შო­რის და ილი­ას გან­კარ­გუ­ლე­ბა მო­ეხ­დი­ნა: "აკა­კის მი­ე­ცით, რაც მო­ი­თხო­ვო­სო". მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, აკა­კი მა­ინც უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. მე თვი­თონ გა­მი­გო­ნია მის­გან: "ივე­რი­ა­ში" არა­ფერს მაძ­ლე­ვე­ნო. ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სენი იყო ჩვე­ნი დიდი მგოს­ნი­სა, მუ­დამ ჩი­ო­და - ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას მაქ­ცე­ვე­ნო, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში აკა­კი­ზე მე­ტად არც ერთი პო­ე­ტი არ უყ­ვარ­დათ, არა­ვის ისეთ პა­ტივს არ სცემ­დნენ, რო­გორც მას...

აკა­კი მუ­დამ ფუ­ლის ძებ­ნა­ში იყო. მას ქუ­თა­ი­სის სა­ად­გილ­მა­მუ­ლო ბან­კი­დან პენ­სია ეძ­ლე­ო­და თვე­ში 100 მა­ნე­თი, მაგ­რამ რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს ფული არ ეყო­ფო­და. ბევ­რს ხარ­ჯავ­და. ცხოვ­რობ­და ხან ქუ­თა­ის­ში, ხან სა­ჩხე­რე­ში, ხან ტფი­ლის­ში. მოგ­ზა­უ­რო­ბა­სა და ხში­რად სას­ტუმ­რო­ებ­ში ცხოვ­რე­ბას ბევ­რი ფული უნ­დო­და. კარ­ტის თა­მა­შიც უყ­ვარ­და. რუს პოეტ ნეკ­რა­სო­ვი­ვით ისიც ხში­რად ღა­მე­ებს ათე­ნებ­და კლუ­ბებ­ში. მაგ­რამ მე­ტად გულ­კე­თი­ლი იყო: ფულს, თუ გა­ჭირ­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის იყო სა­ჭი­რო, არ და­ი­შუ­რებ­და, უკა­ნას­კნელ­საც მი­ა­წო­დებ­და".

ნიკო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი, ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი"

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზაზა
5

თეა შარუხიას კომენტარი ნახეთ, ძალიან განათლებული ჩანს

imereli
12

ყომარბაზი ყოფილა ილია და დგეს წმინდანად მოგვევლინა

ავტორი:

რა შემოსავალი ჰქონდათ ილიას და აკაკის?

რა შემოსავალი ჰქონდათ ილიას და აკაკის?

XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს სტატიას - "საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები", საიდანაც გთავაზობთ ამონარიდს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის იმდროინდელი შემოსავლების შესახებ:

"ექვთიმე თაყაიშვილის ცნობით, ილია ჭავჭავაძეს (1837-1907) "არა ჰყოფნიდა არც საგურამოს მამულის შემოსავალი, არც ბანკიდან აღებული ჯამაგირი და არც თავისი დის - ელისაბედისგან მიღებული დახმარება. და იგი სულაც არ აზვიადებდა, როცა ამბობდა: "ვალები მაქვსო"...

ბანკში წინათ მაინცდამაინც დიდი ჯამაგირები არ ჰქონიათ მოსამსახურეებს, მაგრამ როცა "ბანკობიადა" მოთავდა და აქციების კონვერსია მოახდინეს, ბანკის შემოსავალმა ერთობ მოიმატა, ისე, რომ ყველა ხარჯის გამოკლებით ნახევარი მილიონი მანეთი რჩებოდა საქველმოქმედო საქმეებისთვის და მოსამსახურეებსაც ჯამაგირი მოემატათ.

მაგალითად, ილია, როგორც თავმჯდომარე, წელიწადში უკვე 5 ათასს იღებდა წინანდელი 3 ათასის მაგიერ. ამას გარდა, ბანკის მოგების გარკვეული პროცენტი მოსამსახურეებს ეძლეოდათ ზედმეტად, რაც მათ თვიურ ჯამაგირს აღემატებოდა". თაყაიშვილისვე ცნობით, იმ დროისთვის, თბილისის ვიცე-გუბერნატორის წლიური ხელფასი შეადგენდა 3 ათას მანეთს.

ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი (დათო შუღლიაშვილის ფოტოარქივიდან)

ცნობილია, რომ აკაკი წერეთელს (1840-1915) ხელგაშლილი ცხოვრება უყვარდა, რის გამოც მას თითქმის ყოველთვის ვალები ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ექვთიმე თაყაიშვილი იგონებდა:

"აკაკის ილიასავით უყვარდა კარტის თამაში. ხშირად ღამესაც ათენებდა. მანამ ჯიბეს არ ამოიცარიელებდა, თამაშობას არ მიატოვებდა. თუ ილია უმეტეს შემთხვევაში იგებდა, აკაკი თითქმის ყოველთვის აგებდა. მე ვეკითხებოდი კარტის მოთამაშეებს: "რა მიზეზია, რომ ილია იგებს, აკაკი სულ აგებს?" ისინი მეუბნებოდნენ: "შეუძლებელია აკაკიმ მოიგოს, რადგან მან "ფასი" არ იცის. ქაღალდი მოუვა თუ არა, მისთვის სულერთია, მაინც თამაშობსო"...

ერთხელ, მას ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკმა პენსია დაუნიშნა და თანხა წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა, რომ ყოველთვე ეძლიათ განსაზღვრული რაოდენობით. ამან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა საზოგადოება და მისი ხაზინადარი. აკაკი თხოულობდა ბევრ ფულს, ისინი არ აძლევდნენ განსაზღვრული თანხის მეტს...

აკაკის ქართველი ხალხის პატივისცემა და სიყვარული არ დაჰკლებია. სასტუმროებისა და რესტორნების პატრონები მას სთავაზობდნენ კარგ ბინას, მოწყობილობას და საჭმელ-სასმელს, ხოლო ფულს არა სთხოვდნენ".

ასევე საყურადღებოა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის განათლების მინისტრის გიორგი ლასხიშვილის (1866-1931) მოგონება, რომელშიც ვკითხულობთ: "როცა "ივერიაში" ვმუშაობდი, აკაკიმ რამდენჯერმე ლექსები მოგვიტანა დასაბეჭდად. ჰონორარს კარგს ვაძლევდით... ჩვეულებრივზე ბევრად მეტს, მაგალითად 3-4-ჯერ მეტს, ვიდრე ვაჟა-ფშაველას. თურმე ამ ნიადაგზე უსიამოვნო ინციდენტს ჰქონდა ადგილი ილიასა და აკაკის შორის და ილიას განკარგულება მოეხდინა: "აკაკის მიეცით, რაც მოითხოვოსო". მიუხედავად ამისა, აკაკი მაინც უკმაყოფილო იყო. მე თვითონ გამიგონია მისგან: "ივერიაში" არაფერს მაძლევენო. ეს ჩვეულებრივი სენი იყო ჩვენი დიდი მგოსნისა, მუდამ ჩიოდა - ნაკლებ ყურადღებას მაქცევენო, თუმცა საქართველოში აკაკიზე მეტად არც ერთი პოეტი არ უყვარდათ, არავის ისეთ პატივს არ სცემდნენ, როგორც მას...

აკაკი მუდამ ფულის ძებნაში იყო. მას ქუთაისის საადგილმამულო ბანკიდან პენსია ეძლეოდა თვეში 100 მანეთი, მაგრამ რასაკვირველია, ეს ფული არ ეყოფოდა. ბევრს ხარჯავდა. ცხოვრობდა ხან ქუთაისში, ხან საჩხერეში, ხან ტფილისში. მოგზაურობასა და ხშირად სასტუმროებში ცხოვრებას ბევრი ფული უნდოდა. კარტის თამაშიც უყვარდა. რუს პოეტ ნეკრასოვივით ისიც ხშირად ღამეებს ათენებდა კლუბებში. მაგრამ მეტად გულკეთილი იყო: ფულს, თუ გაჭირვებულებისთვის იყო საჭირო, არ დაიშურებდა, უკანასკნელსაც მიაწოდებდა".

ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი"

რატომ აჩუქა მაკა ასათიანის ქმარმა პაატა იმნაძეს სახლი - იმნაძე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ანდრია პირველწოდებულს იხსენიებს - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

"ნუ უსმენთ ბოდვებს, რომ საქართველოს კოვიდი არ შეეხება. სწორედ ამ ავადმყოფური ფანატიზმის შედეგია ის, რაც გვჭირს" - პეტრე კოლხი