სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანჯელინა ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი ჩანთაც მოხვდა
ანჯელინა ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი ჩანთაც მოხვდა

გა­ე­რო-ს ლტოლ­ვილ­თა უმაღ­ლე­სი კო­მის­რის სა­გან­გე­ბო დეს­პა­ნი ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი დღეს, ბრი­უ­სელ­ში ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს იენს სტოლ­ტენ­ბერგს შეხ­ვდა.

იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი შე­ა­ქო იმ წვლი­ლის­თვის, რო­მე­ლიც მას შე­აქვს "სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ქალ­თა რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა და სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბას­თან ბრძო­ლა­ში".

ნატო-ს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ ალი­ანსს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აკის­რია ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცვე­ლი იყოს.

ნატო-ს საბ­ჭო­სა და სამ­ხედ­რო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე ალი­ან­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ სექ­სუ­ა­ლუ­რი და გენ­დერუ­ლი ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით ნატო-ს ძა­ლის­ხმე­ვა­ზე ისა­უბ­რეს.

"ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლიმ და მე გა­დავ­წყვი­ტეთ ერ­თობ­ლი­ვად ვი­მუ­შა­ოთ და ყუ­რა­დღე­ბა სამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე გა­ვა­მახ­ვი­ლოთ: ტრე­ნინ­გე­ბი, მო­ნი­ტო­რინ­გი და ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა", - გა­ნა­ცხა­და იენს სტოლ­ტენ­ბერ­გმა.

შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­მარ­თუ­ლი პრეს­კონ­ფე­რენ­ცია ნატო-ს ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე გა­და­ი­ცე­მო­და, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი ფო­ტო­ე­ბიც გავ­რცელ­და. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს შე­უმ­ჩნე­ვე­ლი არ დარ­ჩე­ნი­ათ ან­ჯე­ლი­ნას ჩან­თა, რო­მე­ლიც გე­ნე­რა­ლურ მდი­ვან­თან პო­ზი­რე­ბამ­დე მსა­ხი­ობ­მა ია­ტაკ­ზე დადო. ფო­ტო­გა­და­ღე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი ჯო­ლის ჩან­თის აღე­ბა­ში სტოლ­ტენ­ბერ­გიც და­ეხ­მა­რა.

ნა­ხეთ ვი­დეო : ან­ჯე­ლი­ნა ჯოლი ნატო-ს გენმდი­ვანს შეხ­ვდა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ანჯელინა ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი ჩანთაც მოხვდა

ანჯელინა ნატო-ს გენმდივანს შეხვდა, ყურადღების ცენტრში კი მისი ჩანთაც მოხვდა

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის საგანგებო დესპანი ანჯელინა ჯოლი დღეს, ბრიუსელში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

იენს სტოლტენბერგმა ანჯელინა ჯოლი შეაქო იმ წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს "საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებისა და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლაში".

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ალიანსს პასუხისმგებლობა აკისრია ქალთა უფლებების დამცველი იყოს.

ნატო-ს საბჭოსა და სამხედრო კომიტეტის სხდომაზე ალიანსის წარმომადგენლებმა და ანჯელინა ჯოლიმ სექსუალური და გენდერული ძალადობის პრევენციის კუთხით ნატო-ს ძალისხმევაზე ისაუბრეს.

"ანჯელინა ჯოლიმ და მე გადავწყვიტეთ ერთობლივად ვიმუშაოთ და ყურადღება სამ მიმართულებაზე გავამახვილოთ: ტრენინგები, მონიტორინგი და ცნობიერების ამაღლება", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

შეხვედრის შემდეგ გამართული პრესკონფერენცია ნატო-ს ფეისბუქის გვერდზე გადაიცემოდა, მოგვიანებით კი ფოტოებიც გავრცელდა. ინტერნეტმომხმარებლებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ანჯელინას ჩანთა, რომელიც გენერალურ მდივანთან პოზირებამდე მსახიობმა იატაკზე დადო. ფოტოგადაღების დასრულების შემდეგ კი ჯოლის ჩანთის აღებაში სტოლტენბერგიც დაეხმარა.

ნახეთ ვიდეო : ანჯელინა ჯოლი ნატო-ს გენმდივანს შეხვდა

ერდოღანი: "თურქეთი გეგმავს  2023 წლისთვის რაკეტის მთვარეზე გაშვებას"

"მე არ შემშინებია ვირუსის" - რას ამბობს ევროპის უხუცესი ადამიანი, 117 წლის მონაზონი, რომელმაც Covid-19 დაამარცხა

სომხეთში მმართველი გუნდი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და ფაშინიანი არსად მიდის - "ასეთი მოთხოვნა საზოგადოებისგან არ არსებობს"