პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები
როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები

XIX სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რუ­ლი­დან I მსოფ­ლიო ომამ­დე, რუ­სე­თის იმ­პე­რი­ა­ში არ­სე­ბუ­ლი ფა­სე­ბი­სა და შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის შე­სა­ხებ სა­ყუ­რა­დღე­ბო ცნო­ბე­ბია და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო არ­ქი­ვებ­ში, ასე­ვე, ქარ­თველ პო­ლი­ტი­კურ, სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა თხზუ­ლე­ბებ­ში, მო­გო­ნე­ბებ­სა და ეპის­ტო­ლურ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში.

ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი" აქ­ვეყ­ნებს სტა­ტი­ას - "სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი ხელ­ფა­სე­ბი და ფა­სე­ბი", სა­ი­და­ნაც გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს:

რუ­სე­თის ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის, გრაფ სერ­გეი ვი­ტეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, 1895-1897 წლებ­ში იმ­პე­რი­ა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ფუ­ლის რე­ფორ­მა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ეს პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და 16 წლამ­დე აქ ცხოვ­რობ­და, ბალ­ტი­ე­ლი გერ­მა­ნე­ლი იყო. შემ­დგომ­ში იგი სა­თა­ვე­ში ედგა რუ­სე­თის მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს (1905-1906 წლებ­ში). ვი­ნა­ი­დან ამ რე­ფორ­მის შე­დე­გად მი­მოქ­ცე­ვა­ში გა­მოშ­ვე­ბუ­ლი რუ­სუ­ლი ქა­ღალ­დის ფული მთლი­ა­ნად იყო ოქ­რო­თი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, ის მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე სტა­ბი­ლუ­რი კურ­სის მქო­ნე ვა­ლუ­ტად იქცა.

1 რუბ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და 17,424 წილ (ანუ 0,7742 გრამ) სუფ­თა ოქ­როს (იმ­ხა­ნად "წილი" სა­ზომ ერ­თე­ულს ეწო­დე­ბო­და). ოქ­როს მო­ნე­ტე­ბის წონა შემ­დეგ­ნა­ი­რი იყო: 5 რუბ­ლი - 4,3 გრა­მი; 71/2 რუბ­ლი - 6,45 გრა­მი; 10 რუბ­ლი - 8,6 გრა­მი; 15 რუბ­ლი - 12,9 გრა­მი. აქვე უნდა ით­ქვას, რომ ჩა­მოთ­ვლი­ლი მო­ნე­ტე­ბი მოჭ­რი­ლი იყო 900-იანი სინ­ჯის მქო­ნე ოქ­როს­გან, ანუ შე­ი­ცავ­და სხვა ლი­თო­ნის 10%-იან მი­ნა­რევს. შე­სა­ბა­მი­სად, ეს მო­ნე­ტე­ბი შე­ი­ცავ­და შემ­დე­გი რა­ო­დე­ნო­ბის სუფ­თა ოქ­როს: 5 რუბ­ლი - 3,871 გრა­მი; 71/2 რუბ­ლი - 5,8065 გრა­მი; 10 რუბ­ლი - 7,742 გრა­მი; 15 რუბ­ლი - 11,613 გრა­მი.

რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის სა­ხე­ლით მოჭ­რი­ლი ოქ­როს თუმ­ნი­ა­ნის დღე­ვან­დე­ლი სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლოდ უტოლ­დე­ბა აშშ-ის 380 დო­ლარს, რაც ამ­ჟა­მინ­დელ ათა­სამ­დე ლარს შე­ად­გენს. რუ­სე­თის იმ­პე­რი­ის 1-კა­პი­კი­ა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1914 წლამ­დე არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­თა და ოქ­როს მსყიდ­ვე­ლო­ბი­თი უნა­რით, და­ახ­ლო­ე­ბით შე­ად­გენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თა­ვის მხრივ, თით­ქმის 1 ლარს უტოლ­დე­ბა.

მუ­შა­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა

სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ფი­ნანსთა და ვაჭ­რო­ბა-მრეწ­ვე­ლო­ბის მი­ნის­ტრ კონ­სტან­ტი­ნე კან­დე­ლა­კის (1883-1959) თხზუ­ლე­ბა­ში "სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა" (ტ. II, პა­რი­ზი, 1960), მოყ­ვა­ნი­ლია სტა­ტის­ტი­კუ­რი ცნო­ბე­ბი 1914 წლის თე­ბერ­ვალ­ში თბი­ლის­ში არ­სე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი ხელ­ფა­სე­ბი­სა და პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის საგ­ნე­ბის ფა­სე­ბის შე­სა­ხებ. ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით მუშა იღებ­და 2 რუბლსა და 39 კა­პიკს. კონ­კრე­ტუ­ლად კი სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის მუშა დღი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ იღებ­და შემ­დეგ ხელ­ფასს (რუბ­ლებ­ში): გამთბო­ბი - 3,5; დურ­გა­ლი, ხა­რა­ტი და მლე­სა­ვი - 3; ქვის მთლე­ლი, მხუ­რა­ვი, მღე­ბა­ვი და ხურო - 2,5; მჭე­დე­ლი - 2; მხერ­ხა­ვი - 1; ხოლო დღი­უ­რი მუშა - 80 კა­პიკს.

პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის საგ­ნე­ბი იყი­დე­ბო­და გირ­ვან­ქო­ბით, რაც 409 გრამს შე­ად­გენ­და. ერთი გირ­ვან­ქა ყვე­ლი თბი­ლის­ში სა­შუ­ა­ლოდ ღირ­და (კა­პი­კებ­ში) 20; ერთი გირ­ვან­ქა ზეთი - 18; ხორ­ცი - 14; ბრინ­ჯი - 11; ლო­ბიო - 8; ხახ­ვი - 5; პური - 4; მა­რი­ლი - 4; კომ­ბოს­ტო - 3,8; კარ­ტო­ფი­ლი - 1,7; ნავ­თი - 4; ერთი გირ­ვან­ქა ნახ­ში­რი - 60 კა­პი­კი.

ამ მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი თორ­მე­ტი­ვე და­სა­ხე­ლე­ბის პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის სა­ქონ­ლის თითო გირ­ვან­ქის შე­ძე­ნა შე­იძ­ლე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 1 რუბ­ლად და 53,5 კა­პი­კად. ამ­დე­ნად, მუ­შას სა­შუ­ა­ლო დღი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბით - 2 რუბ­ლი­თა და 39 კა­პი­კით, შე­ეძ­ლო შე­ე­ძი­ნა ყვე­ლა აქ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პირ­ვე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის სა­ქო­ნე­ლი თითო გირ­ვან­ქის ოდე­ნო­ბით და თან და­უ­ხარ­ჯა­ვი დარ­ჩე­ბო­და სა­შუ­ა­ლოდ 85,5 კა­პი­კი.

მეც­ნი­ერ-პე­და­გოგ­თა ანა­ზღა­უ­რე­ბა

ქვეყ­ნის უპირ­ვე­ლეს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში - პე­ტერ­ბურ­გის სა­იმ­პე­რა­ტო­რო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოღ­ვა­წე მეც­ნი­ერ­თა და პე­და­გოგ­თა შრო­მის სა­შუ­ა­ლო ანა­ზღა­უ­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, უფრო მა­ღა­ლი იყო.

ექ­ვთი­მე თა­ყა­იშ­ვი­ლის (1863-1953) ცნო­ბით, ნიკო მარს (1865-1934) "სტუ­დენ­ტო­ბა­ში მარ­ტო სტი­პენ­დია - 25 მა­ნე­თი ჰქონ­და, სხვა არა­ფე­რი და ამით ცხოვ­რობ­და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ღა­რი­ბად. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ და­ტო­ვეს, - 50 მა­ნე­თი ჰქონ­და და როცა პრი­ვატ-დო­ცენ­ტი გახ­და - 100 მა­ნე­თი".

პე­ტერ­ბურ­გის ცენ­ტრა­ლურ სა­ხელ­მწი­ფო სა­ის­ტო­რიო არ­ქივ­ში და­ცუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­დან ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილს (1876-1940) 1900 წლის იან­ვრი­დან 1902 წლის ივ­ლი­სამ­დე ეძ­ლე­ო­და სა­მა­გის­ტრო სტი­პენ­დია თვე­ში - 50 რუბ­ლი.

სა­მა­გის­ტრო დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვის შემ­დეგ, 1903 წლის 1 იან­ვარს ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აირ­ჩი­ეს პრი­ვატ-დო­ცენ­ტად და თვი­ურ ხელ­ფა­სად 100 რუბ­ლი და­უ­ნიშ­ნეს. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ის 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბამ­დე მუ­შა­ობ­და.

ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, 1908 წელს, პე­ტერ­ბურ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ფუძნ­და ქარ­თუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო წრე. წეს­დე­ბის მი­ხედ­ვით, წრის მი­ზანს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის შეს­წავ­ლა, თუმ­ცა მის რე­ა­ლურ მი­ზანს შე­ად­გენ­და მზა­დე­ბა ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის და­არ­სე­ბის­თვის. ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი მზრუნ­ვე­ლო­ბას იჩენ­და ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წევ­რე­ბი­სად­მი, რო­მელ­თაც თა­ვის ბი­ნა­ში პა­ტი­ჟებ­და.

ამ წრის ერთ-ერთი წევრთა­გა­ნი, მო­მა­ვალ­ში გა­მო­ჩე­ნი­ლი მეც­ნი­ე­რი გი­ორ­გი ჩი­ტა­ია (1890-1986) იგო­ნებ­და: "ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს ყვე­ლა­ზე სა­პა­ტიო ლექ­ტო­რად, კერ­პად მიგ­ვაჩ­ნდა... სა­მეც­ნი­ე­რო წრის წევ­რე­ბი მა­შინ გა­მა­ლე­ბით ვმუ­შა­ობ­დით ქარ­თუ­ლი პე­რი­ო­დუ­ლი პრე­სის ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­ის შედ­გე­ნა­ზე. წრის გამ­გე­ო­ბა ყო­ველ ორ კვი­რა­ში ერთხელ იკ­რი­ბე­ბო­და ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ბი­ნა­ზე წრის სა­მუ­შა­ო­ე­ბის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ყო­ველ­თვის, სხდო­მის დამ­თავ­რე­ბი­სას, სუფ­რა იშ­ლე­ბო­და ჩვენ­თვის. მარ­თა­ლია, სუფ­რა არ იყო მდიდ­რუ­ლი, რად­გან ბა­ტო­ნი ივა­ნე თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბით ხელ­მოკ­ლედ ცხოვ­რობ­და, მაგ­რამ ეს ჩვენ­თვის დიდი პა­ტი­ვი იყო. მისი ხელ­მოკ­ლე­ო­ბა იქი­და­ნაც ჩან­და, რომ იგი პე­ტერ­ბურ­გის სუს­ხი­ან ზამ­თარ­ში სა­ზა­ფხუ­ლო პალ­ტო­თი და­დი­ო­და".

შალ­ვა ამი­რე­ჯი­ბი (1887-1943) შე­ნიშ­ნავ­და, რომ ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის "მოკ­რძა­ლე­ბა, მოთ­მი­ნე­ბა, მომ­ჭირ­ნე­ო­ბა მი­დი­ო­და იქამ­დის, რომ პე­ტერ­ბურ­გში ცხოვ­რე­ბის დროს, როცა უკვე ცოლ-შვი­ლი ჰყავ­და, მა­მის დახ­მა­რე­ბა­ზე უარი თქვა და მხო­ლოდ პრი­ვატ-დო­ცენ­ტის არა­დი­დი ჯა­მა­გი­რით ცხოვ­რობ­და. დი­ლით ის გა­მო­დი­ო­და კარ­ში ორი შა­უ­რით ჯი­ბე­ში. ეს იყო ტრამ­ვა­ის ფული. მისი პი­რა­დი სი­ა­მოვ­ნე­ბა მის­მა სა­მეც­ნი­ე­რო ღვაწლ­მა შე­ი­წი­რა".

ნიკო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი

მთა­ვა­რი ფოტო: burusi.wordpress.com

ვრცლად წა­ი­კი­თხეთ ის­ტო­რი­ა­ნის თე­ბერ­ვლის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები

როგორი ხელფასები ჰქონდათ საუკუნის წინ საქართველოში და რა ღირდა პროდუქტები

XIX საუკუნის მიწურულიდან I მსოფლიო ომამდე, რუსეთის იმპერიაში არსებული ფასებისა და შრომის ანაზღაურების შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული საქართველოსა და რუსეთის სახელმწიფო არქივებში, ასევე, ქართველ პოლიტიკურ, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეთა თხზულებებში, მოგონებებსა და ეპისტოლურ მემკვიდრეობაში.

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი" აქვეყნებს სტატიას - "საუკუნის წინანდელი ხელფასები და ფასები", საიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

რუსეთის ფინანსთა მინისტრის, გრაფ სერგეი ვიტეს ხელმძღვანელობით, 1895-1897 წლებში იმპერიაში გატარებული ფულის რეფორმა წარმატებული აღმოჩნდა. ეს პიროვნება, რომელიც თბილისში დაიბადა და 16 წლამდე აქ ცხოვრობდა, ბალტიელი გერმანელი იყო. შემდგომში იგი სათავეში ედგა რუსეთის მინისტრთა საბჭოს (1905-1906 წლებში). ვინაიდან ამ რეფორმის შედეგად მიმოქცევაში გამოშვებული რუსული ქაღალდის ფული მთლიანად იყო ოქროთი უზრუნველყოფილი, ის მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სტაბილური კურსის მქონე ვალუტად იქცა.

1 რუბლი ოფიციალურად შეესაბამებოდა 17,424 წილ (ანუ 0,7742 გრამ) სუფთა ოქროს (იმხანად "წილი" საზომ ერთეულს ეწოდებოდა). ოქროს მონეტების წონა შემდეგნაირი იყო: 5 რუბლი - 4,3 გრამი; 71/2 რუბლი - 6,45 გრამი; 10 რუბლი - 8,6 გრამი; 15 რუბლი - 12,9 გრამი. აქვე უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი მონეტები მოჭრილი იყო 900-იანი სინჯის მქონე ოქროსგან, ანუ შეიცავდა სხვა ლითონის 10%-იან მინარევს. შესაბამისად, ეს მონეტები შეიცავდა შემდეგი რაოდენობის სუფთა ოქროს: 5 რუბლი - 3,871 გრამი; 71/2 რუბლი - 5,8065 გრამი; 10 რუბლი - 7,742 გრამი; 15 რუბლი - 11,613 გრამი.

რუსეთის იმპერიის სახელით მოჭრილი ოქროს თუმნიანის დღევანდელი საბაზრო ღირებულება საშუალოდ უტოლდება აშშ-ის 380 დოლარს, რაც ამჟამინდელ ათასამდე ლარს შეადგენს. რუსეთის იმპერიის 1-კაპიკიანის ღირებულება 1914 წლამდე არსებული მდგომარეობითა და ოქროს მსყიდველობითი უნარით, დაახლოებით შეადგენს 38 აშშ-ის ცენტს, რაც თავის მხრივ, თითქმის 1 ლარს უტოლდება.

მუშათა ანაზღაურება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკის (1883-1959) თხზულებაში "საქართველოს ეროვნული მეურნეობა" (ტ. II, პარიზი, 1960), მოყვანილია სტატისტიკური ცნობები 1914 წლის თებერვალში თბილისში არსებული საშუალო დღიური ხელფასებისა და პირველი მოთხოვნილების საგნების ფასების შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, საშუალო დღიური ანაზღაურების სახით მუშა იღებდა 2 რუბლსა და 39 კაპიკს. კონკრეტულად კი სხვადასხვა სპეციალობის მუშა დღიურად საშუალოდ იღებდა შემდეგ ხელფასს (რუბლებში): გამთბობი - 3,5; დურგალი, ხარატი და მლესავი - 3; ქვის მთლელი, მხურავი, მღებავი და ხურო - 2,5; მჭედელი - 2; მხერხავი - 1; ხოლო დღიური მუშა - 80 კაპიკს.

პირველი მოთხოვნილების საგნები იყიდებოდა გირვანქობით, რაც 409 გრამს შეადგენდა. ერთი გირვანქა ყველი თბილისში საშუალოდ ღირდა (კაპიკებში) 20; ერთი გირვანქა ზეთი - 18; ხორცი - 14; ბრინჯი - 11; ლობიო - 8; ხახვი - 5; პური - 4; მარილი - 4; კომბოსტო - 3,8; კარტოფილი - 1,7; ნავთი - 4; ერთი გირვანქა ნახშირი - 60 კაპიკი.

ამ მონაცემების მიხედვით, ზემოთ ჩამოთვლილი თორმეტივე დასახელების პირველი მოთხოვნილების საქონლის თითო გირვანქის შეძენა შეიძლებოდა საშუალოდ 1 რუბლად და 53,5 კაპიკად. ამდენად, მუშას საშუალო დღიური ანაზღაურებით - 2 რუბლითა და 39 კაპიკით, შეეძლო შეეძინა ყველა აქ დასახელებული პირველი მოთხოვნილების საქონელი თითო გირვანქის ოდენობით და თან დაუხარჯავი დარჩებოდა საშუალოდ 85,5 კაპიკი.

მეცნიერ-პედაგოგთა ანაზღაურება

ქვეყნის უპირველეს უმაღლეს სასწავლებელში - პეტერბურგის საიმპერატორო უნივერსიტეტში მოღვაწე მეცნიერთა და პედაგოგთა შრომის საშუალო ანაზღაურება, ბუნებრივია, უფრო მაღალი იყო.

ექვთიმე თაყაიშვილის (1863-1953) ცნობით, ნიკო მარს (1865-1934) "სტუდენტობაში მარტო სტიპენდია - 25 მანეთი ჰქონდა, სხვა არაფერი და ამით ცხოვრობდა, რასაკვირველია, ღარიბად. უნივერსიტეტში რომ დატოვეს, - 50 მანეთი ჰქონდა და როცა პრივატ-დოცენტი გახდა - 100 მანეთი".

პეტერბურგის ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცული დოკუმენტიდან ნათელი ხდება, რომ ივანე ჯავახიშვილს (1876-1940) 1900 წლის იანვრიდან 1902 წლის ივლისამდე ეძლეოდა სამაგისტრო სტიპენდია თვეში - 50 რუბლი.

სამაგისტრო დისერტაციის დაცვის შემდეგ, 1903 წლის 1 იანვარს ივანე ჯავახიშვილი აირჩიეს პრივატ-დოცენტად და თვიურ ხელფასად 100 რუბლი დაუნიშნეს. ამ თანამდებობაზე ის 14 წლის განმავლობაში, სამშობლოში დაბრუნებამდე მუშაობდა.

ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, 1908 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტში დაფუძნდა ქართული სამეცნიერო წრე. წესდების მიხედვით, წრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის შესწავლა, თუმცა მის რეალურ მიზანს შეადგენდა მზადება ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის. ივანე ჯავახიშვილი მზრუნველობას იჩენდა ამ გაერთიანების წევრებისადმი, რომელთაც თავის ბინაში პატიჟებდა.

ამ წრის ერთ-ერთი წევრთაგანი, მომავალში გამოჩენილი მეცნიერი გიორგი ჩიტაია (1890-1986) იგონებდა: "ივანე ჯავახიშვილი ქართველ სტუდენტებს ყველაზე საპატიო ლექტორად, კერპად მიგვაჩნდა... სამეცნიერო წრის წევრები მაშინ გამალებით ვმუშაობდით ქართული პერიოდული პრესის ბიბლიოგრაფიის შედგენაზე. წრის გამგეობა ყოველ ორ კვირაში ერთხელ იკრიბებოდა ივანე ჯავახიშვილის ბინაზე წრის სამუშაოების მოსაგვარებლად. ყოველთვის, სხდომის დამთავრებისას, სუფრა იშლებოდა ჩვენთვის. მართალია, სუფრა არ იყო მდიდრული, რადგან ბატონი ივანე თავისი ოჯახის წევრებით ხელმოკლედ ცხოვრობდა, მაგრამ ეს ჩვენთვის დიდი პატივი იყო. მისი ხელმოკლეობა იქიდანაც ჩანდა, რომ იგი პეტერბურგის სუსხიან ზამთარში საზაფხულო პალტოთი დადიოდა".

შალვა ამირეჯიბი (1887-1943) შენიშნავდა, რომ ივანე ჯავახიშვილის "მოკრძალება, მოთმინება, მომჭირნეობა მიდიოდა იქამდის, რომ პეტერბურგში ცხოვრების დროს, როცა უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა, მამის დახმარებაზე უარი თქვა და მხოლოდ პრივატ-დოცენტის არადიდი ჯამაგირით ცხოვრობდა. დილით ის გამოდიოდა კარში ორი შაურით ჯიბეში. ეს იყო ტრამვაის ფული. მისი პირადი სიამოვნება მისმა სამეცნიერო ღვაწლმა შეიწირა".

ნიკო ჯავახიშვილი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი

მთავარი ფოტო: burusi.wordpress.com

ვრცლად წაიკითხეთ ისტორიანის თებერვლის ნომერში

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს