პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მესამე ადგილზე გავედით უცნობილეს გერმანულ ნუსხაში!" - მწერალ ზურაბ ქარუმიძის აღიარება გერმანიაში
"მესამე ადგილზე გავედით უცნობილეს გერმანულ ნუსხაში!" - მწერალ ზურაბ ქარუმიძის აღიარება გერმანიაში

გერ­მა­ნი­ის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ ნუს­ხა­ში, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის რე­გი­ო­ნულ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უ­წყე­ბელ­მა SWR-მა შე­ად­გი­ნა, მწე­რა­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძე რო­მა­ნით "დაგ­ნი, ანუ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­დი­მი" მე­სა­მე ად­გილ­ზეა, ამის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" თა­ვად მწე­რა­ლი წერს.

"გერ­მა­ნი­ა­ში გა­მო­სუ­ლი სა­უ­კე­თე­სო წიგ­ნე­ბის ამ ტოპ-ათე­ულს აგერ უკვე ორ­მო­ცი წე­ლია აქ­ვეყ­ნე­ბენ ხოლ­მე, თვე­ში ერთხელ; ამას აკე­თებს 25 კა­ცი­ა­ნი ჟი­უ­რი (გერ­მა­ნე­ლი, ავ­სტრი­ე­ლი და შვე­ი­ცა­რე­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი). ეს თე­ბერ­ვლის ნუს­ხაა, აქ პე­ტერ ჰანდკე მეშ­ვი­დეა, ხოლო იან­ვრის ნუს­ხა­ში პირ­ველ­ზე იყო. ელე­ნა ფე­რან­ტეც აქ­ვეა (მე­ა­თე­ზე)", - წერს ქა­რუ­მი­ძე.

გერ­მა­ნუ­ლი მა­უ­წყებ­ლის, SWR2-ის ცნო­ბით, რო­მა­ნი მე­სა­მე ად­გილ­ზეა და უს­წრებს ისეთ ავ­ტო­რი­ტე­ტულ მწერ­ლებს, რო­გო­რე­ბიც არი­ან: პე­ტერ ჰანდკე და ელე­ნა ფე­რან­ტე.

"კულ­ტუ­რა­თა­შო­რი­სი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბით მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი ავ­ტო­რი ბევრ რა­მეს ვირ­ტუ­ო­ზუ­ლად, პოსტმო­დერ­ნუ­ლი მა­ნე­რით აერ­თი­ა­ნებს: თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბას, სიყ­ვა­რუ­ლის მა­გი­ას, სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ას და მი­თებს, მათ შო­რის სტა­ლინ­საც", - ნათ­ქვა­მია გერ­მა­ნუ­ლი მა­უ­წყებ­ლის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

SWR სა­უ­კე­თე­სო ათე­ულს ყო­ველ­თვი­უ­რად აქ­ვეყ­ნებს. ტოპ-ათე­ულს ორ­მო­ცწ­ლი­ა­ნი ტრა­დი­ცია და მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცია აქვს. სა­უ­კე­თე­სო­ებს 30-წევ­რი­ა­ნი ჟი­უ­რი ავ­ლენს და მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­დი­ან გერ­მა­ნე­ლი, ავ­სტრი­ე­ლი და შვე­ი­ცა­რი­ე­ლი კრი­ტი­კო­სე­ბი, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე­ე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი.

წიგ­ნე­ბის შერ­ჩე­ვი­სას ჟი­უ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლობს ერ­თა­დერ­თი კრი­ტე­რი­უ­მით - შე­ირ­ჩეს წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც თა­ვად ჟი­უ­რის წევ­რე­ბი უსურ­ვებ­დნენ ბესთსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში მოხ­ვედ­რას. ათე­ულ­ში, ძი­რი­თა­დად, ავ­სტრი­ე­ლი და გერ­მა­ნე­ლი მწერ­ლე­ბის წიგ­ნე­ბია მოხ­ვედ­რი­ლი.

"დაგ­ნი ანუ სიყ­ვა­რუ­ლის ნა­დი­მი" ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი რო­მა­ნია, რო­მე­ლიც გა­სულ წელს ცნო­ბილ­მა მთარ­გმნელ­მა შტე­ფან ვა­იდ­ლემ თარ­გმნა და გერ­მა­ნულ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ Weidle Verlag გა­მოს­ცა. გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი 2017 წლის ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ი­მარ­თა.

წიგ­ნის მთა­ვა­რი გმი­რია ედ­ვარდ მუნ­კის, ავ­გუსტ სტრინ­დბერ­გის, კნუტ ჰამ­სუ­ნის მუზა, ნორ­ვე­გი­ე­ლი პი­ა­ნის­ტი და პო­ე­ტე­სა დაგ­ნი იუ­ე­ლი, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში, სას­ტუმ­რო "გრანდ ოტელ­ში" სა­ი­დუმ­ლო ვი­თა­რე­ბა­ში მოკ­ლეს.

ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი Georgian National Book Center-ის ხელ­შე­წყო­ბით აღ­ნიშ­ნუ­ლი ზუ­რაბ ქა­რუ­მი­ძის წიგ­ნის კი­თხვა-პრე­ზენ­ტა­ცია 16 მარტს 2018 წლის ლა­იფ­ცი­გის წიგ­ნის ბაზ­რო­ბა­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

გა­სულ წელს რო­მან­ზე გერ­მა­ნულ­მა რა­დი­ომ "Deutschlandfunk Kultur" სი­უ­ჟე­ტიც მო­ამ­ზა­და

"მესამე ადგილზე გავედით უცნობილეს გერმანულ ნუსხაში!" - მწერალ ზურაბ ქარუმიძის აღიარება გერმანიაში

"მესამე ადგილზე გავედით უცნობილეს გერმანულ ნუსხაში!" - მწერალ ზურაბ ქარუმიძის აღიარება გერმანიაში

გერმანიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნუსხაში, რომელიც გერმანიის რეგიონულმა საზოგადოებრივმა მაუწყებელმა SWR-მა შეადგინა, მწერალი ზურაბ ქარუმიძე რომანით "დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი" მესამე ადგილზეა, ამის შესახებ "ფეისბუქზე" თავად მწერალი წერს.

"გერმანიაში გამოსული საუკეთესო წიგნების ამ ტოპ-ათეულს აგერ უკვე ორმოცი წელია აქვეყნებენ ხოლმე, თვეში ერთხელ; ამას აკეთებს 25 კაციანი ჟიური (გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარელი კრიტიკოსები და ჟურნალისტები). ეს თებერვლის ნუსხაა, აქ პეტერ ჰანდკე მეშვიდეა, ხოლო იანვრის ნუსხაში პირველზე იყო. ელენა ფერანტეც აქვეა (მეათეზე)", - წერს ქარუმიძე.

გერმანული მაუწყებლის, SWR2-ის ცნობით, რომანი მესამე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ავტორიტეტულ მწერლებს, როგორებიც არიან: პეტერ ჰანდკე და ელენა ფერანტე.

"კულტურათაშორისი ურთიერთობებით მოჯადოებული ავტორი ბევრ რამეს ვირტუოზულად, პოსტმოდერნული მანერით აერთიანებს: თანამედროვე ხელოვნებას, სიყვარულის მაგიას, საქართველოს ისტორიას და მითებს, მათ შორის სტალინსაც", - ნათქვამია გერმანული მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

SWR საუკეთესო ათეულს ყოველთვიურად აქვეყნებს. ტოპ-ათეულს ორმოცწლიანი ტრადიცია და მაღალი რეპუტაცია აქვს. საუკეთესოებს 30-წევრიანი ჟიური ავლენს და მის შემადგენლობაში შედიან გერმანელი, ავსტრიელი და შვეიცარიელი კრიტიკოსები, ლიტერატურათმცოდნეები და ჟურნალისტები.

წიგნების შერჩევისას ჟიური ხელმძღვანელობს ერთადერთი კრიტერიუმით - შეირჩეს წიგნები, რომლებსაც თავად ჟიურის წევრები უსურვებდნენ ბესთსელერების სიაში მოხვედრას. ათეულში, ძირითადად, ავსტრიელი და გერმანელი მწერლების წიგნებია მოხვედრილი.

"დაგნი ანუ სიყვარულის ნადიმი" ზურაბ ქარუმიძის ინგლისურენოვანი რომანია, რომელიც გასულ წელს ცნობილმა მთარგმნელმა შტეფან ვაიდლემ თარგმნა და გერმანულმა გამომცემლობამ Weidle Verlag გამოსცა. გერმანული გამოცემის პრეზენტაციები 2017 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაიმართა.

წიგნის მთავარი გმირია ედვარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერგის, კნუტ ჰამსუნის მუზა, ნორვეგიელი პიანისტი და პოეტესა დაგნი იუელი, რომელიც თბილისში, სასტუმრო "გრანდ ოტელში" საიდუმლო ვითარებაში მოკლეს.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი Georgian National Book Center-ის ხელშეწყობით აღნიშნული ზურაბ ქარუმიძის წიგნის კითხვა-პრეზენტაცია 16 მარტს 2018 წლის ლაიფციგის წიგნის ბაზრობაზე გაიმართება.

გასულ წელს რომანზე გერმანულმა რადიომ "Deutschlandfunk Kultur" სიუჟეტიც მოამზადა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება