მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება უფოლოგი უცხოპლანეტელებზე და რას ურჩევს პოლიციას - "გვაქვს ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს"
რას ყვება უფოლოგი უცხოპლანეტელებზე და რას ურჩევს პოლიციას - "გვაქვს ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს"

უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი, არა­მი­წი­ე­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ჰუ­მა­ნო­ი­დუ­რი არ­სე­ბა, უმე­ტე­სად მწვა­ნე ან რუხი ფე­რის ადა­მი­ა­ნის მსგავ­სი - ასე­თია ამო­უც­ნო­ბი მფრი­ნა­ვი ობი­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბა.

გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნით, ის ისე­თი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლია, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბით წინ უს­წრებს. ამა­ვე წარ­მოდ­გე­ნით, უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლი კოს­მო­სუ­რი მოგ­ზა­უ­რია ან ამა თუ იმ პლა­ნე­ტის მა­ცხოვ­რებ­ლი, რო­მე­ლიც კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დით ხალ­ხს იტა­ცებს და ადა­მი­ა­ნებ­თან კონ­ტაქ­ტში შე­დის. ბოლო დროს, ამ არ­სე­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ჩე­ნა გახ­ში­რა. რო­დის აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან ისი­ნი და რას­თან გვაქს საქ­მე

AMBEBI.GE თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით უფო­ლოგს, ერეკ­ლე შო­ნი­ას ესა­უბ­რა.

- თუ დე­და­მი­წა­ზე სხვა სამ­ყა­რო­ე­ბის არ­სე­ბო­ბას იმ ფორ­მით ვუშ­ვებთ, რომ ისი­ნი, ვი­საც ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სხვა­დას­ხვა სა­ხით ხე­დავს, სხვა სამ­ყა­რო­დან მო­სუ­ლე­ბი არი­ან და უკვე ხან­გრძლი­ვად გვაკ­ვირ­დე­ბი­ან, მათ ერ­თმა­ნეთ­თან აქვთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია, მა­შინ მათ­თან მოქ­ცე­ვაც უნდა ვის­წავ­ლოთ.

ვი­ნა­ი­დან, ჩვენ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამას დიდი ხა­ნია ვუშ­ვებთ, შე­სა­ბა­მი­სად, გარ­კვე­ულ დაკ­ვირ­ვე­ბას ვა­წარ­მო­ებთ. ეს არ­სე­ბე­ბი აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან მა­შინ, რო­დე­საც ჩვენ­თან გარ­კვე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი, სო­ცი­ა­ლუ­რი, გე­ო­ფი­ზი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის პე­რი­ო­დია, როცა დე­და­მი­წის პლას­ტე­ბია გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი და სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი გე­ო­ფი­ზი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა. ასე­ვე ის­ტო­რი­უ­ლი ციკ­ლის გან­მე­ო­რე­ბკ­სა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში 30-წლი­ა­ნი, 80-100-წლი­ა­ნი ციკ­ლე­ბის დრო­საც. ფაქ­ტია, რომ ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ხე­დავს უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნებს, საფ­რენ აპა­რა­ტებს, ხო­მალ­დებს, არ­სე­ბებს, ობი­ექ­ტებს, მათ­თან კონ­ტაქტს ამ­ყა­რებს, ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტე­ბი ადა­მი­ა­ნებ­თან შე­დი­ან სახ­ლებ­ში, უც­ნა­უ­რი ქცე­ვით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, მი­აქვთ ტკბი­ლე­უ­ლო­ბა, მცი­რე ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი - ტე­ლე­ფო­ნის დამ­ტე­ნი ა.შ.

- რო­გორც ისი­ნი ყვე­ბი­ან, ზოგ­ჯერ უხილ­ვე­ბი არი­ან, ზოგ­ჯერ - ხი­ლუ­ლე­ბი, - ეს რა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვი­სას, უფო­ლო­გი­ა­ში დად­გე­ნი­ლია, რომ 70% რო­გორც წესი, უხი­ლა­ვი არ­სე­ბე­ბი არი­ან. მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა მო­ნა­თხრობ­ში აღ­წერს სრუ­ლი­ად ფი­ზი­კურ არ­სე­ბებს, რო­მელ­თა გა­აქ­ტი­უ­რე­ბა 2009 წლი­დან ინ­ტენ­სი­უ­რად შე­იმ­ჩნე­ვა, რა­ზეც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან შე­მო­სუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი მე­ტყვე­ლებს. მო­სახ­ლე­ო­ბა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით რე­კავს, გვიყ­ვე­ბა, გვწერს, რომ ნახა ხან ადა­მი­ა­ნის, ან ცხო­ვე­ლის მსგავ­სი არ­სე­ბა. ყვე­ბი­ან მათ ნა­მოქ­მე­დარ­ზე, მათი ტექ­ნი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ (და­წყე­ბუ­ლი ხელ­ში რა უჭი­რავთ იქი­დან, დამ­თავ­რე­ბუ­ლი რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან). თუმ­ცა რო­გორც ვთქვით, უმე­ტე­სად უხი­ლა­ვე­ბი არი­ან. აქვთ დიდი ენერ­გია, მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. თუმ­ცა რო­დე­საც ამა თუ იმ ოჯახს სტუმ­რო­ბენ, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რს არ შე­უძ­ლია მათი ნახ­ვა და მათ­თან კონ­ტაქ­ტი.

- რო­გორც თვითმხილ­ველ­თა მო­ნა­ყო­ლი­დან ირ­კვე­ვა, არი­ან მარ­თლაც ძა­ლი­ან სწრა­ფე­ბი.

- კი, გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან სის­წრა­ფით, მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ით, შე­უძ­ლი­ათ ღო­ბე­ებ­ზე, სა­ხუ­რა­ვებ­ზე ხტო­მა ა.შ. ისი­ნი კონ­ტაქ­ტო­ბენ არა მარ­ტო ადა­მი­ა­ნებ­თან, ცხო­ველ­თა სამ­ყა­როს­თან და მათ­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დე­ნენ. შე­უძ­ლი­ათ, მა­გა­ლი­თად, გა­თი­შონ ძაღ­ლი. ან ისეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ა­ყე­ნონ, წკმუ­ტუ­ნი, ტი­რი­ლი და­ი­წყონს..

- ზი­ა­ნი თუ მი­უ­ყე­ნე­ბი­ათ ვინ­მეს­თვის?

- იყო შემ­თხვე­ვა, როცა ადა­მი­ანს ქვის სრო­ლით მცი­რე ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს, ფეხი ატ­კი­ნეს, თუმ­ცა სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი მომ­ხდა­რა, მაგ­რამ კვლე­ვე­ბის ის­ტო­რი­ა­ში გვაქვს აღ­წე­რი­ლი ფაქ­ტე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნებს ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. ამას მათ ტა­ნის სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი იარა ადას­ტუ­რებს. იმ­დე­ნი ოპე­რა­ცი­აა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი, რომ მისი სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლად შეგ­ვიძ­ლია დავ­ყოთ: ზოგი სა­ინ­ფორ­მა­ციო ხა­სი­ა­თი­საა, ზოგი - სამ­კურ­ნა­ლო. იყო კუ­ჭის რე­ზექ­ცი­ის ოპე­რა­ცია, ტრე­პა­ნა­ცი­ის ფაქ­ტე­ბი, გუ­ლის კუნ­თის ოპე­რა­ცია და ა.შ.

- ე.ი. ია­რე­ბი იძ­ლე­ვა ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა მიზ­ნით გა­კეთ­და თი­თო­ე­უ­ლი ოპე­რა­ცია?

- დიახ და შემ­დეგ უკვე დი­ნა­მი­კა­ში ჩანს ადა­მი­ა­ნე­ბის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა, რო­გორც ირ­კვე­ვა, მათ ის ოპე­რა­ცი­უ­ლი ჩა­რე­ვა სჭირ­დე­ბო­დათ.

- გა­მო­დის, ოჯა­ხებს და ხალ­ხს გარ­კვე­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ნიშ­ნით ირ­ჩე­ე­ვენ.

- 2016 წელს როცა ერთ რე­გი­ონს ვიკ­ვლევ­დით, სა­დაც ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბის აქ­ტი­ვი­ზა­ცია ხდე­ბო­და, იყო ასე­თი ფაქ­ტი - არ­სე­ბა კონ­ტაქტს ამ­ყა­რებ­და ერთ-ერთ ოჯახ­თან, ღამ-ღა­მო­ბით აში­ნებ­და - ფან­ჯა­რას­თან დგე­ბო­და, თვა­ლე­ბით ანა­თებ­და და ამ ფორ­მით რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში თი­შავ­და მათ. რო­გორც მერე გა­ირ­კვა, ერთ-ერთ ადა­მი­ანს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ჰქონ­და - ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი სჭირ­და, ერთ-ერთს - სიმ­სივ­ნე, მე­ო­რეს - ეპი­ლეფ­სია. ამ კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ კი ამ­ბობ­დნენ, რომ

თი­თო­ე­უ­ლი ენერ­გი­ის მო­ზღვა­ვე­ბას გრძნობ­და, იმუ­ნი­ტე­ტი გა­უძ­ლი­ერ­და. ასე რომ, მათ დე­და­მი­წა­ზე გა­მო­ჩე­ნას, მთლად უარ­ყო­ფი­თად ვერ შე­ვა­ფა­სებთ.

- რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი, რო­დე­საც ასე­თი არ­სე­ბის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნდე­ბა?

- პრობ­ლე­მაა, რომ ამ ანო­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბის კვლე­ვი­სას, სწრა­ფად ვერ ვი­ღებთ პირ­ვე­ლად ინ­ფორ­მა­ცი­ას. როცა იწყე­ბა რე­გი­ონ­ში მსგავ­სი მოვ­ლე­ნა, ხში­რად ეს არ­სე­ბე­ბი ყო­ფი­თი მო­მენ­ტე­ბით არი­ან შე­ნიღ­ბუ­ლე­ბი. ადა­მი­ა­ნი­ვით მოდი-მი­დის, ოჯა­ხი­დან რა­ღა­ცე­ბი მი­აქვს, კარ­ზე აკა­კუ­ნებს, აბ­რა­ხუ­ნებს, რომ სა­დაც შე­დის, ეგო­ნოთ, ჩვე­უ­ლებ­რივ არ­სე­ბას­თან აქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა. ამ დროს ხალ­ხი გარ­ბის პო­ლი­ცი­ა­ში. პო­ლი­ცი­აც თა­ვის­თა­ვად ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­შია, იწყე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, ძებ­ნა, თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­რა­ვის იჭე­რენ და ამ ფაქტს ვე­რაფ­რით ხსნი­ან...

როცა აქ­ტი­უ­რი კონ­ტაქ­ტი იწყე­ბა, რო­გო­რიც იყო მა­გა­ლი­თად, კუ­მის­ში, ასეთ დროს მო­სახ­ლე­ო­ბამ თავ­დაც­ვა და­ი­წყო, ღამ-ღა­მო­ბით ერ­თად მო­რი­გე­ობ­დნენ, უსაფ­რდე­ბოდ­ნენ... ასეთ დროს, პირ­ვე­ლი, რაც უნდა გა­კეთ­დეს, შეგ­ვა­ტყო­ბი­ნონ ჩვენც, პო­ლი­ცი­ა­საც, რო­გორც ზე­პი­რად, ასე­ვე წე­რი­ლო­ბით, რომ ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­დეს.

ამას­თან, მათ­თან აგ­რე­სი­ის გა­მოვ­ლე­ნა არ შე­იძ­ლე­ბა, თუმ­ცა ზო­გი­ერ­თი ია­რაღს უმიზ­ნებს. ვინც ამას შე­ე­ცა­და, მსგავ­სი არ­სე­ბე­ბი ვერ და­ა­ზა­რა­ლა. პი­რი­ქით, მათი ყუ­რა­დღე­ბა მე­ტად მი­ი­პყრო და ისი­ნი უკან დაბ­რუნ­დნენ. სწო­რედ ასეთ ნა­მოქ­მე­დარს ვიკ­ვლევ­დით და ცხა­დი იყო, რომ არ­სე­ბას გარ­კვე­უ­ლი რე­ვან­შის შეგ­რძნე­ბა გა­უჩ­ნდა, რად­გა­ნაც სა­მეგ­რე­ლო­ში სრო­ლით გა­ე­კიდ­ნენ, მან კი ენ­გუ­რი გა­და­ცუ­რა. მერე უკან დაბ­რუნ­და და ბო­სელ­ში ძრო­ხა გა­და­უჭ­რათ.

მოკ­ლედ, თუკი უარ­ყო­ფი­თი ძა­ლაა, ცხა­დია, უნდა მო­ვე­რი­დოთ, ხოლო თუ და­დე­ბი­თია, რა­ტომ უნდა ვებ­რძო­ლოთ? ხელი არ უნდა შე­ვუ­შა­ლოთ, თა­ვის გზა­ზე გა­ი­ა­რონ, თა­ვი­ან­თი კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რონ.

- პი­რა­დად თუ გქო­ნი­ათ მათ­თან კონ­ტაქ­ტი?

- მხო­ლოდ კონ­ტაქ­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით. ვი­საც აქვს მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა.

- ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო დროს გო­რის რა­ი­ო­ნის სოფ­ლებ­ში ხდე­ბა პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი.

- გო­რის რა­ი­ო­ნის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში ორი დღის წინ ვი­ყა­ვით. ღამ-ღა­მო­ბით ოჯა­ხებ­ში "ვი­ღაც" და­დის, უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ვა - ტკბი­ლე­უ­ლო­ბა მი­აქვს, თუმ­ცა ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას ხელს არ ჰკი­დებს. ბევრ ოჯახ­შია ასე შე­სუ­ლი. ამ მოვ­ლე­ნამ 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სო­ფე­ლი მო­ი­ა­რა. უკვე 60-მდე ოჯახ­შია ნამ­ყო­ფი. ში­შიც არ აქვს, თუ ძაღ­ლი გა­მო­ე­კი­და, ნა­ბიჯ­საც არ უჩ­ქა­რებს, ძაღლს ად­გილ­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად აჩე­რებს, აჩუ­მებს.

- რო­გო­რე­ბი არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვი­საც მათ­თან ახლო კონ­ტაქ­ტი აქვთ?

- მათ შო­რის არ არის გან­სხვა­ვე­ბა სო­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და გო­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა ად­გი­ლას ცხოვ­რობს ადა­მი­ა­ნი, რო­გო­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ვე­ლია იქ, ან ში­ნა­გა­ნად რა­ი­მე ხომ არ უჭირს, დახ­მა­რე­ბა ხომ არ უნდა. რო­გორც ირ­კვე­ვა, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ზემგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან. აქ კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია, ადა­მი­ა­ნებ­ში ბევ­რი უარ­ყო­ფი­თი ენერ­გია დაგ­როვ­და. ეს იმის ბრა­ლია, რომ სამ­ყა­რო­ში უამ­რავ უარ­ყო­ფით იმ­პულსს ვუშ­ვებთ და ენერ­გი­ულ ინ­ფორ­მა­ცი­ულ დო­ნე­ზეც ვი­ღებთ.

უც­ნა­უ­რი არ­სე­ბა კი ამის სა­პა­სუ­ხოდ მო­დის, - გა­ი­გოს რა ხდე­ბა, რა­ტომ ვა­ბინ­ძუ­რებთ სამ­ყა­როს.

- კუ­მი­სის მოვ­ლე­ნებ­ზე რას იტყვით?

- და­ახ­ლო­ე­ბით 36 წლის წინ კუ­მი­სის მი­და­მო­ებ­ში მი­წათ­მოქ­მე­დე­ბი (8 კაცი) დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყა­ნა­ში მუ­შა­ობ­დნენ და უეც­რად 50 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის ხო­მალ­დი და­ი­ნა­ხეს. რო­დე­საც მათ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ნა­ნა­ხის აღ­წე­რა სთხო­ვეს, თქვეს, რომ იქი­დან მი­წა­ზე გად­მო­ვი­და 2 მეტრზე მეტი სი­მაღ­ლის არ­სე­ბა, ჰუ­მა­ნო­ი­დი, მწვა­ნე მოტ­კე­ცი­ლი კომ­ბი­ნი­ზო­ნით, რო­მელ­საც ხელ­ში რა­ღაც მო­წყო­ბი­ლო­ბა ეჭი­რა, რი­თიც მო­მუ­შა­ვე­ებს მი­ა­ნა­თა და და­ახ­ლო­ე­ბით 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­თი­შა ისი­ნი. საქ­მე­ში მა­შინ­დე­ლი რა­ი­ო­ნის მი­ლი­ცია ჩა­ერ­თო. ჩა­ერ­თნენ მეც­ნი­ე­რე­ბი, მათ შო­რის მა­მა­ჩე­მი (უფო­ლო­გი, თა­ლეს შო­ნია. - ავტ.), რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზუ­ლად იკ­ვლევ­და ამ სფე­როს. მგავ­სი ფაქ­ტე­ბი მთელ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ე­დო. გაჩ­ნდა მფი­ნა­ვი თეფ­შე­ბი, უცხო პლა­ნე­ტე­ლე­ბი და დამ­ყარ­და ახლო კონ­ტაქ­ტი სხვა­დას­ხვა ფე­ნო­მე­ნა­ლურ მოვ­ლე­ნას­თან, იყო ზე­მოქ­მე­დე­ბა ტყე­ებ­ზე, ხო­მალდმა გა­და­იფ­რი­ნა და ტყის ზოლი გა­ა­ნად­გუ­რა.

კუ­მი­სის და­სახ­ლე­ბა­ში წლე­ბის შემ­დეგ იმ ხო­მალ­დის ტი­პის მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი კვლა­ვაც და­ფიქ­სირ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი ზუს­ტად ისეთ მო­წყო­ბი­ლო­ბას აღ­წე­რენ, გარ­კვე­უ­ლი ხო­მალ­დის ტი­პი­სას, რო­გორ­საც წლე­ბის წინ ჰქონ­და ად­გი­ლი. მოკ­ლედ, მა­ში­ნაც კუ­მი­სი­დან და­ი­წყო, გა­და­ვი­და კა­ხეთ­ში, მერე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­მეგ­რე­ლო­ში და თბი­ლი­სის შე­მო­გა­რენ­ში დაბ­რუნ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ახ­ლაც ასეა.

- ე.ი. ეს არც მოჩ­ვე­ნე­ბაა და არც ილუ­ზია.

- არა, თვითმხილ­ვე­ლებს რომ ვე­უბ­ნე­ბო­დით, რა მო­გეჩ­ვე­ნათ-თქო? - ბრაზ­დე­ბოდ­ნენ. არა­ფე­რი მოგვჩ­ვე­ნე­ბია, ვნა­ხე­თო.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თუ გაქვთ ამ სა­კი­თხზე კონ­ტაქ­ტი?

- ჯერ­ჯე­რო­ბით მათ ჰგო­ნი­ათ, რომ ეს არის ადა­მი­ა­ნი, ჯან­მრთე­ლო­ბის გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბით. ადა­მი­ნის შემ­თხვე­ვას მე გა­მოვ­რი­ცხავ, მა­გა­ლი­თად, თუ გო­რის ფაქ­ტებს ავი­ღებთ, იქ არის გაშ­ლი­ლი მინ­დვ­რე­ბი, მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა. ეს რომ ადა­მი­ა­ნი იყოს, მას აუ­ცი­ლებ­ლად დას­ჭირ­დე­ბო­და თავ­შე­სა­ფა­რი, დღე და­მალ­ვა, კვე­ბა, გათ­ბო­ბა, მით უფრო, რომ ერთჯე­რა­დად კი არ მოხ­და, რო­გორც გი­თხა­რით, 60 ოჯა­ხი მო­ი­ა­რა. ვი­ღაც მა­ინც შე­ამ­ჩნევ­და.

პო­ლი­ცი­ე­ლებს ვურ­ჩევ ხოლ­მე - როცა ასეთ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე სახ­ლებ­ში შე­დი­ან, სა­დაც მსგავ­სი რამ ხდე­ბა, არ თქვან და იფიქ­რონ - რა სი­სუ­ლე­ლე­ზე მო­ვე­დით, ან ეს უარ­ყო­ფი­თი ძა­ლის ნა­მოქ­მე­და­რია. ტვი­ნი გა­თი­შონ და არა­ფერ­ზე იფიქ­რონ, რად­გა­ნაც ჩვე­ნი აზ­რე­ბი იკი­თხე­ბა! შე­ვიდ­ნენ, ჩა­ა­ტა­რონ პო­ლი­ცი­უ­რი, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი და რომ გა­მოვ­ლენ, რა­ზეც უნ­დათ, იმა­ზე იფიქ­რონ, მაგ­რამ იმ გა­რე­მო­ში, სა­დაც კონ­ტაქ­ტი ხდე­ბა, როცა თუნ­დაც თავ­დაც­ვის მიზ­ნით აგ­რე­სი­ა­ზე ფიქ­რობთ, ისი­ნი ჩვენს აზ­რებს კი­თხუ­ლო­ბენ და ამ აზ­რის შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დე­ბენ.

- ამ ყვე­ლა­ფერ­მა სა­ბო­ლო­ოდ იქამ­დე მი­გიყ­ვა­ნათ, რომ გარ­კვე­უ­ლი სამ­კურ­ნა­ლო მი­მარ­თუ­ლე­ბაც კი გაჩ­ნდა თქვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

- 1990 წლი­დან ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ერთ-ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბა - ბი­ო­ლო­კა­ცია შე­მო­ვი­ტა­ნეთ. ეს არის უძ­ვე­ლე­სი მე­თო­დი, რომ­ლი­თაც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი წყალს, მი­წის ქვეშ სი­ცა­რი­ე­ლეს პო­უ­ლობ­დნენ. ეს მე­თო­დი მა­მამ მე­ტად დახ­ვე­წა და ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სას­წავ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა. ამ მე­თოდს დღემ­დე ვი­ყე­ნებ­დით იმ ხალ­ხზე, რომ­ლებ­საც ვიკ­ვლევ­დით. ახლა ვცდი­ლობთ, ფარ­თოდ დავ­ნერ­გოთ, კო­მერ­ცი­უ­ლი დატ­ვირ­თვა მივ­ცეთ და აქე­დან შე­მო­სუ­ლი ფი­ნან­სუ­რი წყა­რო უკვე ჩვენს კვლე­ვა­ში გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამი­ტომ გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მო­სახ­ლე­ო­ბის კვლე­ვა და­ვი­წყეთ.

ხალ­ხის მი­ღე­ბამ გვაჩ­ვე­ნა, რომ უმე­ტე­სო­ბას ენერ­გე­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ ერთ ადა­მი­ანს მე­ო­რე­ზე გარ­კვე­უ­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი ზე­მოქ­მე­დე­ბა აქვს მოხ­დე­ნი­ლი, რის გა­მოც უმე­ტე­სო­ბას აურა (ბი­ო­ვე­ლი) და­სუს­ტე­ბუ­ლი აქვს. სწო­რედ იმის გამო, რომ ვი­ღა­ცამ მათ­ზე ენერ­გე­ტი­კუ­ლად იმოქ­მე­და. თავს ცუ­დად გრძნო­ბენ, თუმ­ცა ექი­მე­ბი ვერ ად­გე­ნენ, ეს სი­სუს­ტე რამ გა­მო­იწ­ვია, რად­გა­ნაც ენერ­გე­ტი­კულ ველს ვერ ხე­და­ვენ.

გვაქვს ასე­ვე ისეთ ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ­ლებ­საც უცხოპ­ლა­ნე­ტე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტის შე­დე­გად მი­ე­ცათ უნა­რი, ადა­მი­ა­ნებ­ში წა­ი­კი­თხონ ესა თუ ის ინ­ფორ­მა­ცია. ვცდი­ლობთ, მათი ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა სა­სი­კე­თოდ გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ამას­თან, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ადა­მი­ა­ნებ­ში ბევ­რი უარ­ყო­ფი­თია დაგ­რო­ვე­ბუ­ლი და არ ხდე­ბა ამის გან­მუხ­ტვა. ჩვენ ამ ყვე­ლაფ­რის სა­პი­რის­პი­როდ ვმოქ­მე­დებთ.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარალეთი
1
კი..ძაღლი გამუდმებით ყმუოდა.სხვა ძაღლები კი გამწარებული ყეფავდნენ.ფანჯარაზე რაღაცის მორტყმის ხმა იყო რამდენჯერმე
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

რას ყვება უფოლოგი უცხოპლანეტელებზე და რას ურჩევს პოლიციას - "გვაქვს ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს"

რას ყვება უფოლოგი უცხოპლანეტელებზე და რას ურჩევს პოლიციას - "გვაქვს ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს"

უცხოპლანეტელი, არამიწიერი ცივილიზაციის წარმომადგენელი, ჰუმანოიდური არსება, უმეტესად მწვანე ან რუხი ფერის ადამიანის მსგავსი - ასეთია ამოუცნობი მფრინავი ობიექტის განმარტება.

გარკვეული წარმოდგენით, ის ისეთი ცივილიზაციის წარმომადგენელია, რომელიც ადამიანებს ტექნოლოგიური განვითარებით წინ უსწრებს. ამავე წარმოდგენით, უცხოპლანეტელი კოსმოსური მოგზაურია ან ამა თუ იმ პლანეტის მაცხოვრებლი, რომელიც კოსმოსური ხომალდით ხალხს იტაცებს და ადამიანებთან კონტაქტში შედის. ბოლო დროს, ამ არსებების საქართველოში გამოჩენა გახშირა. როდის აქტიურდებიან ისინი და რასთან გვაქს საქმე    

AMBEBI.GE თემასთან დაკავშირებით უფოლოგს, ერეკლე შონიას ესაუბრა.

- თუ დედამიწაზე სხვა სამყაროების არსებობას იმ ფორმით ვუშვებთ, რომ ისინი, ვისაც ჩვენი მოსახლეობა საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა სახით ხედავს, სხვა სამყაროდან მოსულები არიან და უკვე ხანგრძლივად გვაკვირდებიან, მათ ერთმანეთთან აქვთ თანამშრომლობა, ურთიერთობა, კომუნიკაცია, მაშინ მათთან მოქცევაც უნდა ვისწავლოთ.

ვინაიდან, ჩვენ სპეციალისტები ამას დიდი ხანია ვუშვებთ, შესაბამისად, გარკვეულ დაკვირვებას ვაწარმოებთ. ეს არსებები აქტიურდებიან მაშინ, როდესაც ჩვენთან გარკვეული საზოგადოებრივი, სოციალური, გეოფიზიკური ცვლილებების პერიოდია, როცა დედამიწის პლასტებია გააქტიურებული და სხვადასხვაგვარი გეოფიზიკური მოვლენები ხდება. ასევე ისტორიული ციკლის განმეორებკსა და გააქტიურების პერიოდში 30-წლიანი, 80-100-წლიანი ციკლების დროსაც. ფაქტია, რომ ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხედავს უცნაურ მოვლენებს, საფრენ აპარატებს, ხომალდებს, არსებებს, ობიექტებს, მათთან კონტაქტს ამყარებს, ამოუცნობი ობიექტები ადამიანებთან შედიან სახლებში, უცნაური ქცევით გამოირჩევიან, მიაქვთ ტკბილეულობა, მცირე ელექტრომოწყობილობები - ტელეფონის დამტენი ა.შ.

- როგორც ისინი ყვებიან, ზოგჯერ უხილვები არიან, ზოგჯერ - ხილულები, - ეს რაზეა დამოკიდებული?

- პარანორმალური მოვლენების კვლევისას, უფოლოგიაში დადგენილია, რომ 70% როგორც წესი, უხილავი არსებები არიან. მაგრამ ბოლო წლებში ადამიანების უმეტესობა მონათხრობში აღწერს  სრულიად ფიზიკურ არსებებს, რომელთა გააქტიურება 2009 წლიდან ინტენსიურად შეიმჩნევა, რაზეც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შემოსული შეტყობინებები მეტყველებს. მოსახლეობა პერიოდულობით რეკავს, გვიყვება, გვწერს, რომ ნახა ხან ადამიანის, ან ცხოველის მსგავსი არსება. ყვებიან მათ ნამოქმედარზე, მათი ტექნიკური საშუალებების შესახებ (დაწყებული ხელში რა უჭირავთ იქიდან, დამთავრებული როგორ გადაადგილდებიან). თუმცა როგორც ვთქვით, უმეტესად უხილავები არიან. აქვთ დიდი ენერგია, მეტად განვითარებულები არიან. თუმცა როდესაც ამა თუ იმ ოჯახს სტუმრობენ, ოჯახის ყველა წევრს არ შეუძლია მათი ნახვა და მათთან კონტაქტი.

- როგორც თვითმხილველთა მონაყოლიდან ირკვევა, არიან მართლაც ძალიან სწრაფები.

- კი, გამოირჩევიან სისწრაფით, მოძრაობის ტრაექტორიით, შეუძლიათ ღობეებზე, სახურავებზე ხტომა ა.შ. ისინი კონტაქტობენ არა მარტო ადამიანებთან, ცხოველთა სამყაროსთან და მათზე ზემოქმედებას ახდენენ. შეუძლიათ, მაგალითად, გათიშონ ძაღლი. ან ისეთ მდგომარეობაში ჩააყენონ, წკმუტუნი, ტირილი დაიწყონს..

- ზიანი თუ მიუყენებიათ ვინმესთვის?

- იყო შემთხვევა, როცა ადამიანს ქვის სროლით მცირე ზიანი მიაყენეს, ფეხი ატკინეს, თუმცა სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ კვლევების ისტორიაში გვაქვს აღწერილი ფაქტები, როცა ადამიანებს ოპერაცია გაუკეთეს. ამას მათ ტანის სხვადასხვა ადგილზე არსებული იარა ადასტურებს. იმდენი ოპერაციაა ჩატარებული, რომ მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, სხვადასხვა ნაწილად შეგვიძლია დავყოთ: ზოგი საინფორმაციო ხასიათისაა, ზოგი - სამკურნალო. იყო კუჭის რეზექციის ოპერაცია, ტრეპანაციის ფაქტები, გულის კუნთის ოპერაცია და ა.შ.

- ე.ი. იარები იძლევა ინფორმაციას, თუ რა მიზნით გაკეთდა თითოეული ოპერაცია?

- დიახ და შემდეგ უკვე დინამიკაში ჩანს ადამიანების გამოჯანმრთელება, როგორც ირკვევა, მათ ის ოპერაციული ჩარევა სჭირდებოდათ.

- გამოდის, ოჯახებს და ხალხს გარკვეული ენერგეტიკული ნიშნით ირჩეევენ.

- 2016 წელს როცა ერთ რეგიონს ვიკვლევდით, სადაც ასეთი მოვლენების აქტივიზაცია ხდებოდა, იყო ასეთი ფაქტი - არსება კონტაქტს ამყარებდა ერთ-ერთ ოჯახთან, ღამ-ღამობით აშინებდა - ფანჯარასთან დგებოდა, თვალებით ანათებდა და ამ ფორმით რამდენიმე წუთის განმავლობაში თიშავდა მათ. როგორც მერე გაირკვა, ერთ-ერთ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა - ტუბერკულოზი სჭირდა, ერთ-ერთს - სიმსივნე, მეორეს - ეპილეფსია. ამ კონტაქტის შემდეგ კი ამბობდნენ, რომ

თითოეული ენერგიის მოზღვავებას გრძნობდა, იმუნიტეტი გაუძლიერდა. ასე რომ, მათ დედამიწაზე გამოჩენას, მთლად უარყოფითად ვერ შევაფასებთ.

- როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როდესაც ასეთი არსების პირისპირ აღმოჩნდება?

- პრობლემაა, რომ ამ ანომალური მოვლენების კვლევისას, სწრაფად ვერ ვიღებთ პირველად ინფორმაციას. როცა იწყება რეგიონში მსგავსი მოვლენა, ხშირად ეს არსებები ყოფითი მომენტებით არიან შენიღბულები. ადამიანივით მოდი-მიდის, ოჯახიდან რაღაცები მიაქვს, კარზე აკაკუნებს, აბრახუნებს, რომ სადაც შედის, ეგონოთ, ჩვეულებრივ არსებასთან აქვთ ურთიერთობა. ამ დროს ხალხი გარბის პოლიციაში. პოლიციაც თავისთავად ცუდ სიტუაციაშია, იწყება გამოძიება, ძებნა, თვეების განმავლობაში ვერავის იჭერენ და ამ ფაქტს ვერაფრით ხსნიან...

როცა აქტიური კონტაქტი იწყება, როგორიც იყო მაგალითად, კუმისში, ასეთ დროს მოსახლეობამ თავდაცვა დაიწყო, ღამ-ღამობით ერთად მორიგეობდნენ, უსაფრდებოდნენ... ასეთ დროს, პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, შეგვატყობინონ ჩვენც, პოლიციასაც, როგორც ზეპირად, ასევე წერილობით, რომ ფაქტი დაფიქსირდეს.

ამასთან, მათთან აგრესიის გამოვლენა არ შეიძლება, თუმცა ზოგიერთი იარაღს უმიზნებს. ვინც ამას შეეცადა, მსგავსი არსებები ვერ დააზარალა. პირიქით, მათი ყურადღება მეტად მიიპყრო და ისინი უკან დაბრუნდნენ. სწორედ ასეთ ნამოქმედარს ვიკვლევდით და ცხადი იყო, რომ არსებას გარკვეული რევანშის შეგრძნება გაუჩნდა, რადგანაც სამეგრელოში სროლით გაეკიდნენ, მან კი ენგური გადაცურა. მერე უკან დაბრუნდა და ბოსელში ძროხა გადაუჭრათ.

მოკლედ, თუკი უარყოფითი ძალაა, ცხადია, უნდა მოვერიდოთ, ხოლო თუ დადებითია, რატომ უნდა ვებრძოლოთ? ხელი არ უნდა შევუშალოთ, თავის გზაზე გაიარონ, თავიანთი კვლევა ჩაატარონ.

- პირადად თუ გქონიათ მათთან კონტაქტი?

- მხოლოდ კონტაქტორის საშუალებით. ვისაც აქვს მათთან ურთიერთობა.

- ამბობენ, რომ ბოლო დროს გორის რაიონის სოფლებში ხდება პარანორმალური მოვლენები.

- გორის რაიონის რამდენიმე სოფელში ორი დღის წინ ვიყავით. ღამ-ღამობით ოჯახებში "ვიღაც" დადის, უცნაურად იქცევა - ტკბილეულობა მიაქვს, თუმცა ძვირფასეულობას ხელს არ ჰკიდებს. ბევრ ოჯახშია ასე შესული. ამ მოვლენამ 2 წლის განმავლობაში რამდენიმე სოფელი მოიარა. უკვე 60-მდე ოჯახშია ნამყოფი. შიშიც არ აქვს, თუ ძაღლი გამოეკიდა, ნაბიჯსაც არ უჩქარებს, ძაღლს ადგილზე მოულოდნელად აჩერებს, აჩუმებს.

- როგორები არიან ადამიანები, ვისაც მათთან ახლო კონტაქტი აქვთ?

- მათ შორის არ არის განსხვავება სოციალური წარმომავლობისა და გონებრივი შესაძლებლობის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რა ადგილას ცხოვრობს ადამიანი, როგორი ენერგეტიკული ველია იქ, ან შინაგანად რაიმე ხომ არ უჭირს, დახმარება ხომ არ უნდა. როგორც ირკვევა, ეს ადამიანები ზემგრძნობიარეები არიან. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია, ადამიანებში ბევრი უარყოფითი ენერგია დაგროვდა. ეს იმის ბრალია, რომ სამყაროში უამრავ უარყოფით იმპულსს ვუშვებთ და ენერგიულ ინფორმაციულ დონეზეც ვიღებთ.

უცნაური არსება კი ამის საპასუხოდ მოდის, - გაიგოს რა ხდება, რატომ ვაბინძურებთ სამყაროს.

- კუმისის მოვლენებზე რას იტყვით?

- დაახლოებით 36 წლის წინ კუმისის მიდამოებში მიწათმოქმედები (8 კაცი) დღის განმავლობაში ყანაში მუშაობდნენ და უეცრად 50 მეტრამდე სიმაღლის ხომალდი დაინახეს. როდესაც მათ სპეციალისტებმა ნანახის აღწერა სთხოვეს, თქვეს, რომ იქიდან მიწაზე გადმოვიდა 2 მეტრზე მეტი სიმაღლის არსება, ჰუმანოიდი, მწვანე მოტკეცილი კომბინიზონით, რომელსაც ხელში რაღაც მოწყობილობა ეჭირა, რითიც მომუშავეებს მიანათა და დაახლოებით 4 საათის განმავლობაში გათიშა ისინი. საქმეში მაშინდელი რაიონის მილიცია ჩაერთო. ჩაერთნენ მეცნიერები, მათ შორის მამაჩემი (უფოლოგი, თალეს შონია. - ავტ.), რომელიც სერიოზულად იკვლევდა ამ სფეროს. მგავსი ფაქტები მთელ საქართველოს მოედო. გაჩნდა მფინავი თეფშები, უცხო პლანეტელები და დამყარდა ახლო კონტაქტი სხვადასხვა ფენომენალურ მოვლენასთან, იყო ზემოქმედება ტყეებზე, ხომალდმა გადაიფრინა და ტყის ზოლი გაანადგურა.

კუმისის დასახლებაში წლების შემდეგ იმ ხომალდის ტიპის მოწყობილობები კვლავაც დაფიქსირდა. ადამიანები ზუსტად ისეთ მოწყობილობას აღწერენ, გარკვეული ხომალდის ტიპისას, როგორსაც წლების წინ ჰქონდა ადგილი. მოკლედ, მაშინაც კუმისიდან დაიწყო, გადავიდა კახეთში, მერე დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოში და თბილისის შემოგარენში დაბრუნდა. ეს ყველაფერი ახლაც ასეა.

- ე.ი. ეს არც მოჩვენებაა და არც ილუზია.

- არა, თვითმხილველებს რომ ვეუბნებოდით, რა მოგეჩვენათ-თქო? - ბრაზდებოდნენ. არაფერი მოგვჩვენებია, ვნახეთო.

- ხელისუფლებასთან თუ გაქვთ ამ საკითხზე კონტაქტი?

- ჯერჯერობით მათ ჰგონიათ, რომ ეს არის ადამიანი, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემებით. ადამინის შემთხვევას მე გამოვრიცხავ, მაგალითად, თუ გორის ფაქტებს ავიღებთ, იქ არის გაშლილი მინდვრები, მჭიდროდ დასახლებული მოსახლეობა. ეს რომ ადამიანი იყოს, მას აუცილებლად დასჭირდებოდა თავშესაფარი, დღე დამალვა, კვება, გათბობა, მით უფრო, რომ ერთჯერადად კი არ მოხდა, როგორც გითხარით, 60 ოჯახი მოიარა. ვიღაც მაინც შეამჩნევდა.

პოლიციელებს ვურჩევ ხოლმე - როცა ასეთ გამოძახებაზე სახლებში შედიან, სადაც მსგავსი რამ ხდება, არ თქვან და იფიქრონ - რა სისულელეზე მოვედით, ან ეს უარყოფითი ძალის ნამოქმედარია. ტვინი გათიშონ და არაფერზე იფიქრონ, რადგანაც ჩვენი აზრები იკითხება! შევიდნენ, ჩაატარონ პოლიციური, საგამოძიებო მოქმედებები და რომ გამოვლენ, რაზეც უნდათ, იმაზე იფიქრონ, მაგრამ იმ გარემოში, სადაც კონტაქტი ხდება, როცა თუნდაც თავდაცვის მიზნით აგრესიაზე ფიქრობთ, ისინი ჩვენს აზრებს კითხულობენ და ამ აზრის შესაბამისად მოქმედებენ.

- ამ ყველაფერმა საბოლოოდ იქამდე მიგიყვანათ, რომ გარკვეული სამკურნალო მიმართულებაც კი გაჩნდა თქვენს საქმიანობაში.

- 1990 წლიდან ჩვენს საქმიანობაში ერთ-ერთ მიმართულება - ბიოლოკაცია შემოვიტანეთ. ეს არის უძველესი მეთოდი, რომლითაც ჩვენი წინაპრები წყალს, მიწის ქვეშ სიცარიელეს პოულობდნენ. ეს მეთოდი მამამ მეტად დახვეწა და ჯანმრთელობის შესასწავლად გამოიყენა. ამ მეთოდს დღემდე ვიყენებდით იმ ხალხზე, რომლებსაც ვიკვლევდით. ახლა ვცდილობთ, ფართოდ დავნერგოთ, კომერციული დატვირთვა მივცეთ და აქედან შემოსული ფინანსური წყარო უკვე ჩვენს კვლევაში გამოვიყენოთ. ამიტომ გარკვეული პრობლემების მქონე მოსახლეობის კვლევა დავიწყეთ.

ხალხის მიღებამ გვაჩვენა, რომ უმეტესობას ენერგეტიკასთან დაკავშირებით პრობლემები აღენიშნებათ.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ ერთ ადამიანს მეორეზე გარკვეული ენერგეტიკული ზემოქმედება აქვს მოხდენილი, რის გამოც უმეტესობას აურა (ბიოველი) დასუსტებული აქვს. სწორედ იმის გამო, რომ ვიღაცამ მათზე ენერგეტიკულად იმოქმედა. თავს ცუდად გრძნობენ, თუმცა ექიმები ვერ ადგენენ, ეს სისუსტე რამ გამოიწვია, რადგანაც ენერგეტიკულ ველს ვერ ხედავენ.

გვაქვს ასევე ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებსაც უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შედეგად მიეცათ უნარი, ადამიანებში წაიკითხონ ესა თუ ის ინფორმაცია. ვცდილობთ, მათი ეს შესაძლებლობა სასიკეთოდ გამოვიყენოთ. ამასთან, სამწუხაროდ, დღეს ადამიანებში ბევრი უარყოფითია დაგროვებული და არ ხდება ამის განმუხტვა. ჩვენ ამ ყველაფრის საპირისპიროდ ვმოქმედებთ.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

რა შედეგით დასრულდა შეხვედრა "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის?

"ფესვებში" რომ გადამიღეს ქმარმა მაგრად მჟეჟა... ჩემი პირველი ქორწინება ძალადობებით სავსე იყო" - ია ფარულავა

"დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა... უცენზურო ლექსიკით მოგვმართავდა და სტუმარებთან გვიყვიროდა" - რას ჰყვებიან პროდიუსერები ია ფარულავაზე გადაცემიდან წასვლის შემდეგ?