სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს რკინიგზა" - წინა წლებთან შედარებით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა
"საქართველოს რკინიგზა" - წინა წლებთან შედარებით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა

წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით, "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" მიერ გა­დაყ­ვა­ნი­ლი მგზავ­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა გა­ი­ზარ­და.

რო­გორც სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა" იუ­წყე­ბა, მათ­თვის მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა ყო­ველ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტულ მი­მარ­თუ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რის­ტუ­ლი პო­ტენ­ცი­ა­ლის ზრდას­თან ერ­თად ჩვე­ნი კომ­პა­ნია ძა­ლის­ხმე­ვას არ ზო­გავს მგზავ­რთა კომ­ფორ­ტუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის, მათი მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის ზრდი­სა და მგზავ­რთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის კუ­თხით. 2015 წლი­დან დღემ­დე ბევ­რი გა­კეთ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით", – აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­დაყ­ვა­ნი­ლი მგზავ­რე­ბის სტა­ტის­ტი­კა შემ­დე­გია: 2017 წელს სულ გა­დაყ­ვა­ნი­ლია 2,680 მლნ მგზავ­რი, რო­დე­საც ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 2015 წელს შე­ად­გენ­და 2,397 მლნ-ს.

აქე­დან, მა­გის­ტრა­ლუ­რი სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზე­ბით გა­დაყ­ვა­ნი­ლია 1,296 მლნ მგზავ­რი; რე­გი­ო­ნა­ლუ­რით – 1,276 მლნ მგზავ­რი და სა­ერ­თა­შო­რი­სო – 108 ათა­სი.

"მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბის კუ­თხი­თაც რიგი სა­სი­კე­თო ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. მა­გა­ლი­თად, შე­ძე­ნი­ლია 4 თა­ნა­მედ­რო­ვე, ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი, კომ­ფორ­ტუ­ლი ელექტრო­მა­ტა­რე­ბე­ლი შვე­ი­ცა­რუ­ლი კომ­პა­ნია "შტად­ლე­რი­სა­გან". მათ ძა­ლი­ან მალე და­იმ­კვიდ­რეს თავი ბა­ზარ­ზე და ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი გახ­დნენ, არა მარ­ტო ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის­თვის, არა­მედ მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. სა­გუ­ლის­ხმოა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლე­ბი სრუ­ლი­ად აკ­მა­ყო­ფი­ლებს შშმ პი­რე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის გან­სა­ზღვრულ სტან­დარ­ტებს. ამას­თან, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ" აიღო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ ყო­ვე­ლი ახ­ლად შე­ძე­ნი­ლი სამ­გზავ­რო შე­მად­გენ­ლო­ბა თუ ნე­ბის­მი­ე­რი ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც მგზავ­რე­ბის­თვის იქ­ნე­ბა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ასე­ვე და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს ზე­მოხ­სე­ნე­ბულ სტან­დარ­ტებს. სამ­გზავ­რო

ბი­ლე­თე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბი­სა და გა­მარ­ტი­ვე­ბის მიზ­ნით და­ი­ნერ­გა მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცია, რო­მე­ლიც ყვე­ლა სა­ო­პე­რა­ციო სის­ტე­მა­ზეა მორ­გე­ბუ­ლი. ასე­ვე, მგზავ­რთა მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით აპ­ლი­კა­ცი­ა­ში ჩა­შენ­და ად­გი­ლე­ბის შერ­ჩე­ვის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლი. სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს IშO 9001:2015 ხა­რის­ხის მარ­თვის სერ­ტი­ფი­კა­ტი. ყო­ვე­ლი­ვე ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ­მა და­დე­ბი­თი ეფექ­ტი იქო­ნია მგზავ­რთა კმა­ყო­ფი­ლე­ბის კუ­თხით", – აცხა­დე­ბენ "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში".

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ვა მგზავ­რთა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას. ამი­სათ­ვის, სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზამ" აიღო რიგი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­სა და საბ­ჭოს 2007 წლის 23 ოქ­ტომ­ბრის N 1371/2007 რე­გუ­ლა­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მგზავ­რთა ძი­რი­თად უფ­ლე­ბა­თა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა რე­ა­ლი­ზა­ცი­ის წე­სის, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე და გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუ­დუ­ლი უნა­რის მქო­ნე მგზავ­რთა სარ­კი­ნიგ­ზო მომ­სა­ხუ­რე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის და პრე­ტენ­ზი­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ზე.

რო­გორც სს "სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზა­ში" აცხა­დე­ბენ, კვლავ გრძელ­დე­ბა მუ­შა­ო­ბა მგზავ­რთა მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით და მო­სა­ლოდ­ნე­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აც­ნო­ბე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"საქართველოს რკინიგზა" - წინა წლებთან შედარებით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა

"საქართველოს რკინიგზა" - წინა წლებთან შედარებით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა

წინა წლებთან შედარებით, "საქართველოს რკინიგზის" მიერ გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა გაიზარდა.

როგორც სს "საქართველოს რკინიგზა" იუწყება, მათთვის მგზავრთა გადაყვანა ყოველთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა.

"საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდასთან ერთად ჩვენი კომპანია ძალისხმევას არ ზოგავს მგზავრთა კომფორტული გადაადგილების, მათი მომსახურების ხარისხის ზრდისა და მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით. 2015 წლიდან დღემდე ბევრი გაკეთდა ამ მიმართულებებით", – აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გადაყვანილი მგზავრების სტატისტიკა შემდეგია: 2017 წელს სულ გადაყვანილია 2,680 მლნ მგზავრი, როდესაც ეს მაჩვენებელი 2015 წელს შეადგენდა 2,397 მლნ-ს.

აქედან, მაგისტრალური სარკინიგზო ხაზებით გადაყვანილია 1,296 მლნ მგზავრი; რეგიონალურით – 1,276 მლნ მგზავრი და საერთაშორისო – 108 ათასი.

"მგზავრთა მომსახურების კუთხითაც რიგი სასიკეთო ცვლილებები განხორციელდა. მაგალითად, შეძენილია 4 თანამედროვე, ორსართულიანი, კომფორტული ელექტრომატარებელი შვეიცარული კომპანია "შტადლერისაგან". მათ ძალიან მალე დაიმკვიდრეს თავი ბაზარზე და ყველაზე მოთხოვნადი გახდნენ, არა მარტო ზაფხულის სეზონისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში. საგულისხმოა, რომ აღნიშნული მატარებლები სრულიად აკმაყოფილებს შშმ პირების მომსახურებისთვის განსაზღვრულ სტანდარტებს. ამასთან, სს "საქართველოს რკინიგზამ" აიღო ვალდებულება, რომ ყოველი ახლად შეძენილი სამგზავრო შემადგენლობა თუ ნებისმიერი ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც მგზავრებისთვის იქნება განპირობებული, ასევე დააკმაყოფილებს ზემოხსენებულ სტანდარტებს. სამგზავრო

ბილეთების რეალიზაციის ხელმისაწვდომობისა და გამარტივების მიზნით დაინერგა მობილური აპლიკაცია, რომელიც ყველა საოპერაციო სისტემაზეა მორგებული. ასევე, მგზავრთა მოთხოვნების გათვალისწინებით აპლიკაციაში ჩაშენდა ადგილების შერჩევის ფუნქციონალი. სს "საქართველოს რკინიგზის" მგზავრთა გადაყვანას მოპოვებული აქვს IშO 9001:2015 ხარისხის მართვის სერტიფიკატი. ყოველივე ზემოაღნიშნულმა დადებითი ეფექტი იქონია მგზავრთა კმაყოფილების კუთხით", – აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მგზავრთა უფლებების დაცვას. ამისათვის, სს "საქართველოს რკინიგზამ" აიღო რიგი ვალდებულებები ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007 წლის 23 ოქტომბრის N 1371/2007 რეგულაციით გათვალისწინებული მგზავრთა ძირითად უფლებათა და ვალდებულებათა რეალიზაციის წესის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და გადაადგილების შეზღუდული უნარის მქონე მგზავრთა სარკინიგზო მომსახურებით უზრუნველყოფის და პრეტენზიებზე რეაგირების მექანიზმების რეალიზებაზე.

როგორც სს "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, კვლავ გრძელდება მუშაობა მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას უახლოეს პერიოდში აცნობებენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი