საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რჩევები, რომლებიც კარგი ფსიქოლოგის შერჩევასა და მაქსიმალურად ეფექტური თერაპიის ჩატარებაში დაგეხმარებათ
რჩევები, რომლებიც კარგი ფსიქოლოგის შერჩევასა და მაქსიმალურად ეფექტური თერაპიის ჩატარებაში დაგეხმარებათ

ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ყვე­ლა ადა­მი­ანს ექ­მნე­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რიგ შემ­თხვე­ვა­ში ცუ­დად ყოფ­ნის ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბიც არ­სე­ბობს. მათ­თან გამ­კლა­ვე­ბას კი უმე­ტე­სად სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბით ან მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ცდი­ლობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გის ინ­სტი­ტუ­ტი ამ დრომ­დე არ სარ­გებ­ლობს ისე­თი პო­პუ­ლა­რო­ბით, რომ ადა­მი­ან­მა პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­მარ­თოს. ბევ­რი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ უმ­ჯო­ბე­სია რჩე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მის­ცეს, ვიდ­რე მე­გო­ბარ­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში სუ­ბი­ექ­ტუ­რია.

რა დროს უნდა მივ­მარ­თოთ ფსი­ქო­ლოგს და რო­გო­რი უნდა იყოს კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი - ამ სა­კი­თხებ­ზე ფსი­ქო­თე­რა­პი­ი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ის სახლ "დი­ა­ლო­გის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, ფსი­ქო-კონ­სულ­ტან­ტი, გეშ­ტალტთე­რა­პევ­ტი ქეთი მეს­ხიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა.

რა გან­სხვა­ვე­ბაა ფსი­ქო­ლოგ­სა და ფსი­ქი­ატრს შო­რის და რო­დის სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს მათი დახ­მა­რე­ბა?

ფსი­ქო­ლო­გიც და ფსი­ქი­ატ­რიც შე­სა­ბა­მი­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. მათი საქ­მი­ა­ნო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

ფსი­ქო­ლო­გი სა­უბ­რით და სხვა­დას­ხვა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით ეხ­მა­რე­ბა კლი­ენტს პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში.

თუ ადა­მი­ა­ნი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბი­სას არ ახ­დენს დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას და დახ­მა­რე­ბის­თვის ფსი­ქო­ლოგს არ მი­მარ­თავს, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა რთულ­დე­ბა და უკვე ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა. ფსი­ქი­ატ­რი მისი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ნიშ­ნავს მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ მკურ­ნა­ლო­ბას. თუმ­ცა მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად პა­რა­ლე­ლუ­რად ფსი­ქო­ლო­გის ჩარ­თუ­ლო­ბაც სა­ჭი­როა.

რა ეტაპ­ზე სჭირ­დე­ბა ადა­მი­ანს ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა და რა ეტა­პამ­დე შე­უძ­ლია მას თა­ვად მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მე­ბი?

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფსი­ქო­ლო­გის დრო­უ­ლად მი­მარ­თვის პრაქ­ტი­კა არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა ფიქ­რობს, რომ პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა თა­ვად შე­უძ­ლია და სა­კუ­თა­რი საქ­მის თვი­თონ უკე­თე­სად იცის. სა­უ­კე­თე­სო შემ­თხვე­ვა­ში მე­გობ­რებს მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე რჩე­ვით, რაც რიგ შემ­თვე­ვა­ში არა­ე­ფექ­ტუ­რია, რად­გან მე­გო­ბა­რი ყო­ველ­თვის სუ­ბი­ექ­ტუ­რია. კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მო­ჩე­ნამ­დე რომ მი­მარ­თონ ფსი­ქო­ლოგს, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის არი­დე­ბას ნამ­დვი­ლად შეძ­ლე­ბენ. მა­გა­ლი­თად, თუ ადა­მი­ანს წა­ერ­თვა ძილი, უჭირს ჩა­ძი­ნე­ბა, იღ­ვი­ძებს დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბით, მის­თვის ფსი­ქო­ლოგ­თან კონ­სულ­ტა­ცია ნამ­დვი­ლად ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა. ადა­მი­ან­მა უნდა გა­აც­ნო­ბი­ე­როს, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ის აგ­ვა­რებს სა­კუ­თარ პრობ­ლე­მას და ფსი­ქო­ლო­გი პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის კონ­კრე­ტულ რე­ცეპტს არ მის­ცემს. ის უბ­რა­ლოდ არის მხარ­დამ­ჭე­რი პი­როვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც ობი­ექ­ტუ­რად აღიქ­ვამს სი­ტუ­ა­ცი­ას და გარ­კვე­ულ მი­მარ­თუ­ლე­ბას აძ­ლევს. დამ­ხმა­რე ფი­გუ­რაა, რო­მე­ლიც კლი­ენტს მი­სი­ვე ძა­ლე­ბით პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა.

რო­გო­რი უნდა იყოს კარ­გი ფსი­ქო­ლო­გი?

ფსი­ქო­ლო­გი პირ­ველ რიგ­ში სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა მუ­შა­ობ­დეს. მუდ­მივ წინსვლა­ზე და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ფიქ­რობ­დეს ისე­ვე, რო­გორც სხვა პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლად, ფსი­ქო­ლო­გი­ურ კონ­სუ­ლი­რე­ბას და თე­რა­პი­ას რაც შე­ე­ხე­ბა ამის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­რე­ტუ­ლად ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ყავ­დეს სუ­პერ­ვი­ზო­რი, გავ­ლი­ლი ჰქონ­დეს ჯგუ­ფუ­რი ფსი­ქო­თე­რა­პია და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - თვი­თონ უნდა იყოს თე­რა­პი­ა­ში.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა ოჯა­ხის წევ­რებს ერთი ფსი­ქო­ლო­გი ჰყავ­დეთ?

ოჯა­ხის წევ­რე­ბი ერთ ფსი­ქო­ლოგ­თან შე­იძ­ლე­ბა და­დი­ოდ­ნენ თუ ოჯა­ხუ­რი თე­რა­პია აქვთ. ანა­ლო­გი­უ­რია წყვი­ლის შემ­თხვე­ვა­შიც. თუ ოჯა­ხის ერთი წევ­რი ან წყვი­ლის რო­მე­ლი­მე პარტნი­ო­რი და­დის ფსი­ქო­ლოგ­თან და მერე მე­ო­რე­საც მო­უნ­და თე­რა­პი­ის ჩა­ტა­რე­ბა, მან აუ­ცი­ლებ­ლად სხვა ფსი­ქო­ლო­გი უნდა მო­ძებ­ნოს. რად­გან სპე­ცი­ა­ლისტს პირ­ვე­ლად მო­სულ კლი­ენ­ტთან გარ­კვე­უ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უყა­ლიბ­დე­ბა და მე­ო­რეს­თან შე­იძ­ლე­ბა სუ­ბი­ექ­ტუ­რი იყოს.

თე­რა­პი­ის რო­მელ ტექ­ნი­კებს იყე­ნებთ ყვე­ლა­ზე ხში­რად და რო­გორ ხდე­ბა მათი შერ­ჩე­ვა?

მე პი­რა­დად ყვე­ლა­ზე ხში­რად სხე­ულ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ტექ­ნი­კებს ვი­ყე­ნებ. სა­ერ­თოდ, უამ­რა­ვი ტექ­ნი­კა არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა შემ­თხვე­ვებ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ამას, რო­გორც წესი, პრო­ცეს­ში, უშუ­ა­ლოდ კონ­კრე­ულ მო­მენ­ტში წყვეტს თე­რა­პევ­ტი. მა­შინ როცა კლი­ენტს უჭირს ემო­ცი­ე­ბის გა­ნო­ხატ­ვა, ძა­ლი­ან ეფექ­ტუ­რია არტ თე­რა­პი­უ­ლი ტექ­ნი­კე­ბი. მა­გა­ლი­თად, ხატ­ვა, ძერ­წვა და ა.შ.

რჩევები, რომლებიც კარგი ფსიქოლოგის შერჩევასა და მაქსიმალურად ეფექტური თერაპიის ჩატარებაში დაგეხმარებათ

რჩევები, რომლებიც კარგი ფსიქოლოგის შერჩევასა და მაქსიმალურად ეფექტური თერაპიის ჩატარებაში დაგეხმარებათ

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ყველა ადამიანს ექმნება ფსიქოლოგიური პრობლემები, რიგ შემთხვევაში ცუდად ყოფნის ობიექტური მიზეზებიც არსებობს. მათთან გამკლავებას კი უმეტესად საკუთარი ძალებით ან მეგობრებისა და ახლობლების დახმარებით ცდილობს. საქართველოში ფსიქოლოგის ინსტიტუტი ამ დრომდე არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, რომ ადამიანმა პრობლემების აღმოჩენისთანავე მიმართოს. ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ უმჯობესია რჩება პროფესიონალმა მისცეს, ვიდრე მეგობარმა, რომელიც ყველა შემთხვევაში სუბიექტურია.

რა დროს უნდა მივმართოთ ფსიქოლოგს და როგორი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი - ამ საკითხებზე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ "დიალოგის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, ფსიქო-კონსულტანტი, გეშტალტთერაპევტი ქეთი მესხიშვილი გვესაუბრება.

რა განსხვავებაა ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს შორის და როდის სჭირდება ადამიანს მათი დახმარება?

ფსიქოლოგიც და ფსიქიატრიც შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები არიან. მათი საქმიანობა ადამიანების დახმარებას გულისხმობს.

ფსიქოლოგი საუბრით და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტექნიკის გამოყენებით ეხმარება კლიენტს პრობლემის მოგვარებაში.

თუ ადამიანი პრობლემის არსებობისას არ ახდენს დროულ რეაგირებას და დახმარებისთვის ფსიქოლოგს არ მიმართავს, მისი მდგომარეობა რთულდება და უკვე ფსიქიატრიული დახმარება სჭირდება. ფსიქიატრი მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე ნიშნავს მედიკამენტოზურ მკურნალობას. თუმცა მაქსიმალური შედეგის მისაღებად პარალელურად ფსიქოლოგის ჩართულობაც საჭიროა.

რა ეტაპზე სჭირდება ადამიანს ფსიქოლოგის დახმარება და რა ეტაპამდე შეუძლია მას თავად მოაგვაროს პრობლემები?

სამწუხაროდ, საქართველოში ფსიქოლოგის დროულად მიმართვის პრაქტიკა არ არსებობს. ყველა ფიქრობს, რომ პრობლემების მოგვარება თავად შეუძლია და საკუთარი საქმის თვითონ უკეთესად იცის. საუკეთესო შემთხვევაში მეგობრებს მიმართავენ ხოლმე რჩევით, რაც რიგ შემთვევაში არაეფექტურია, რადგან მეგობარი ყოველთვის სუბიექტურია. კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩენამდე რომ მიმართონ ფსიქოლოგს, სერიოზული პრობლემების არიდებას ნამდვილად შეძლებენ. მაგალითად, თუ ადამიანს წაერთვა ძილი, უჭირს ჩაძინება, იღვიძებს დაღლილობის შეგრძნებით, მისთვის ფსიქოლოგთან კონსულტაცია ნამდვილად ეფექტური იქნება. ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის აგვარებს საკუთარ პრობლემას და ფსიქოლოგი პრობლემის მოგვარების კონკრეტულ რეცეპტს არ მისცემს. ის უბრალოდ არის მხარდამჭერი პიროვნება, რომელიც ობიექტურად აღიქვამს სიტუაციას და გარკვეულ მიმართულებას აძლევს. დამხმარე ფიგურაა, რომელიც კლიენტს მისივე ძალებით პრობლემის მოგვარებაში ეხმარება.

როგორი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი?

ფსიქოლოგი პირველ რიგში საკუთარ თავზე უნდა მუშაობდეს. მუდმივ წინსვლაზე და განვითარებაზე ფიქრობდეს ისევე, როგორც სხვა პროფესიის წარმომადგენლები. კონკრეტულად, ფსიქოლოგიურ კონსულირებას და თერაპიას რაც შეეხება ამისთვის აუცილებელია კონრეტულად ამ მიმართულებით მოღებული განათლება. ასევე, აუცილებელია, რომ ყავდეს სუპერვიზორი, გავლილი ჰქონდეს ჯგუფური ფსიქოთერაპია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - თვითონ უნდა იყოს თერაპიაში.

შეიძლება თუ არა ოჯახის წევრებს ერთი ფსიქოლოგი ჰყავდეთ?

ოჯახის წევრები ერთ ფსიქოლოგთან შეიძლება დადიოდნენ თუ ოჯახური თერაპია აქვთ. ანალოგიურია წყვილის შემთხვევაშიც. თუ ოჯახის ერთი წევრი ან წყვილის რომელიმე პარტნიორი დადის ფსიქოლოგთან და მერე მეორესაც მოუნდა თერაპიის ჩატარება, მან აუცილებლად სხვა ფსიქოლოგი უნდა მოძებნოს. რადგან სპეციალისტს პირველად მოსულ კლიენტთან გარკვეული დამოკიდებულება უყალიბდება და მეორესთან შეიძლება სუბიექტური იყოს.

თერაპიის რომელ ტექნიკებს იყენებთ ყველაზე ხშირად და როგორ ხდება მათი შერჩევა?

მე პირადად ყველაზე ხშირად სხეულზე ორიენტირებულ ტექნიკებს ვიყენებ. საერთოდ, უამრავი ტექნიკა არსებობს, რომლებიც სხვადასხვა შემთხვევებში გამოიყენება. ამას, როგორც წესი, პროცესში, უშუალოდ კონკრეულ მომენტში წყვეტს თერაპევტი. მაშინ როცა კლიენტს უჭირს ემოციების განოხატვა, ძალიან ეფექტურია არტ თერაპიული ტექნიკები. მაგალითად, ხატვა, ძერწვა და ა.შ.

გაზის ქსელის რეაბილიტაციის გამო, ნუცუბიძეზე 3500-მდე აბონენტი გაითიშება

ირაკლი გურჩიანი: ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია

უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში „თბილისი ენერჯი“ ვარკეთილის მცხოვრებლებს შეხვდება