საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არის მოზარდისთვის კარგი ცურვა და წყალბურთი - "საქართველოს დიდ ქალაქებს მოვიცავთ და საუკეთესო სპორტსმენებს აღვზრდით"
რატომ არის მოზარდისთვის კარგი ცურვა და წყალბურთი - "საქართველოს დიდ ქალაქებს მოვიცავთ და საუკეთესო სპორტსმენებს აღვზრდით"

წყალ­ბურთში უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე გუნ­დმა "დი­ნა­მომ", წლე­ბის შემ­დეგ - 2017 წელს, ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის პირ­ვე­ლო­ბა მო­ი­პო­ვა და წყალ­ბურ­თის აკა­დე­მი­ის შექ­მნაც გა­და­წყვი­ტა. "ცურ­ვი­სა და წყალ­ბურ­თის აკა­დე­მი­ა­ში" გო­გო­ნე­ბი და ბი­ჭე­ბი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბებს ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­ის­წავ­ლი­ან.

"დი­ნა­მო" წყალ­ბურთში უძ­ვე­ლე­სი ის­ტო­რი­ის მქო­ნე გუნ­დია, რო­მელ­მაც ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე დიდი წარ­მა­ტე­ბით იას­პა­რე­ზა მსოფ­ლი­ო­ში. 2017 წელს ჩვე­ნი დიდი ძა­ლის­ხმე­ვით, დი­ნა­მოს კლუ­ბი უძ­ლი­ე­რე­სი შე­მად­გენ­ლო­ბით აღ­ვად­გი­ნეთ და პირ­ვე­ლო­ბაც მო­ვი­პო­ვეთ. ამას დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა მსოფ­ლიო სა­წყლოს­ნო სა­ხე­ო­ბა­თა წრე­ებ­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­თან და სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან კონ­სულ­ტა­ცი­ი­სას გაგ­ვიჩ­ნდა იდეა, დაგ­ვე­არ­სე­ბი­ნა კლუბ დი­ნა­მოს ბაზა მო­ზარ­დე­ბის­თვის," - გან­მარ­ტავს "დი­ნა­მო აკა­დე­მი­ის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი გი­ორ­გი ხვე­დე­ლი­ა­ნი.

- რა არის "დი­ნა­მო აკა­დე­მი­ის" მი­ზა­ნი?

- ჩვენ მი­ზანს წარ­მო­ად­გენს ცურ­ვი­სა და წყალ­ბურ­თის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით სწავ­ლე­ბა. მწვრთნე­ლე­ბად ახალ­გაზ­რდა მოქ­მე­დი წყალ­ბურ­თე­ლე­ბი ავიყ­ვა­ნეთ, პროგ­რა­მა სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­მუ­შავ­და და ავ­ტო­რი­ზა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს სა­წყლოს­ნო სა­ხე­ო­ბა­თა ფე­დე­რა­ცი­ა­ში გა­ი­ა­რა. აკა­დე­მი­ის მი­ზა­ნი არა მხო­ლოდ სა­წყლოს­ნო სპორ­ტში მომ­ზა­დე­ბაა, არა­მედ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­აა. დად­გა დრო, აღარ ის­მო­დეს შე­კი­თხვა იმის შე­სა­ხებ, უნდა ითა­მა­შოს თუ არა მო­ზარ­დმა სპორ­ტის რა­ი­მე სა­ხე­ო­ბა. არ­ჩე­ვა­ნი მხო­ლოდ ის უნდა იყოს, რო­მელ სპორ­ტს და­ე­უფ­ლოს ბავ­შვი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი გეგ­მე­ბი მას­შტა­ბუ­რია. ეტა­პობ­რი­ვად სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა დიდ ქა­ლაქს მო­ვი­ცავთ და სა­უ­კე­თე­სო სპორ­ტსმე­ნებს აღვზრდით.

- რო­გო­რია "დი­ნა­მო აკა­დე­მი­ის" გუნ­დი? ვინ შექ­მნა აკა­დე­მია?

- დი­ნა­მო აკა­დე­მია სა­ქარ­თვე­ლოს წყალ­ბურ­თელ­თა ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის სამ­მა მოქ­მედ­მა მო­თა­მა­შემ და­ვა­არ­სეთ. მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კლუ­ბებ­ში თა­მა­ში­სა და მომ­ზა­დე­ბის ჩვე­ნი პი­რა­დი გა­მოც­დი­ლე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ახა­ლი პროგ­რა­მის შექ­მნა­ში დაგ­ვეხ­მა­რა. ჩვე­ნი კავ­ში­რე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით მრა­ვალ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს გვაძ­ლევს: ვგეგ­მავთ შეკ­რე­ბებს უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მოწ­ვე­ვით, მას­ტერკლა­სებს და მწვრთნე­ლე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მებს. ჩვენ­თვის, "დი­ნა­მო აკა­დე­მია" არა მხო­ლოდ სას­წავ­ლო სივ­რცეა, არა­მედ სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის მთა­ვა­რი საქ­მის გა­ზი­ა­რე­ბის სა­შა­ლე­ბა.

- რა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ას შე­უძ­ლია "დი­ნა­მო აკა­დე­მი­ა­ში" სწავ­ლა?

- 3-დან 13 წლამ­დე ბავ­შვებს ორ სხვა­დას­ხვა აუზ­ზე ვას­წავ­ლით - დამ­წყებ­თათ­ვის სა­ჭყუმ­პა­ლაო და დიდი აუზი მომ­დევ­ნო სა­ფე­ხუ­რის­თვის. სწავ­ლე­ბა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბი­სა და ექი­მის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ მიმ­დი­ნა­რე­ობს. აუ­ზე­ბი ახ­ლა­და­შე­ნე­ბუ­ლია და ქა­ლა­ქის ცენ­ტრში, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ბა­გებ­ში, "წმი­და გი­ორ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა­ში" მდე­ბა­რე­ობს. ამ­ჟა­მად ჯგუ­ფე­ბის რე­გის­ტრა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ინ­ტე­რე­სი ძა­ლი­ან მა­ღა­ლია. სწავ­ლე­ბას თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ვი­წყებთ, ჯგუ­ფე­ბი კი თით­ქმის შევ­სე­ბუ­ლია. აღ­საზ­რდე­ლებს ჯერ ცურ­ვის ჯგუ­ფებ­ში ვა­ნა­წი­ლებთ. სა­სურ­ვე­ლი დო­ნის მიღ­წე­ვის შემ­დეგ ისი­ნი სურ­ვი­ლი­სა­მებრ გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ წყალ­ბურ­თის ჯგუფ­ში, სა­დაც მათ ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბი ავარ­ჯი­შე­ბენ.

- აკა­დე­მი­ის მოს­წავ­ლე­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჩემ­პი­ო­ნატ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფთ?

- ჩვე­ნი აღ­საზ­რდე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის 3 სხვა­დას­ხვა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში უკვე იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. "დი­ნა­მო აკა­დე­მი­ის" ფარ­გლებ­ში ეს პრაქ­ტი­კა გაგ­რძელ­დე­ბა. ჩვე­ნი მი­სი­აა, გავ­ხდეთ მთა­ვა­რი ბაზა, სა­ი­და­ნაც მო­მა­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი და­კომ­პლექტდე­ბა.

- რა­ტომ არის ცურ­ვა და წყალ­ბურ­თი კარ­გი მო­ზარ­დის­თვის?

- რე­გუ­ლა­რუ­ლი ცურ­ვა ხელს უწყობს ბავ­შვის სი­მაღ­ლე­ში ზრდას და სხე­უ­ლის სწო­რად ფორ­მი­რე­ბას, აუმ­ჯო­ბე­სებს ბავ­შვის სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას, ხელს უწყობს ნერ­ვუ­ლი სის­ტე­მის სწორ ფორ­მუ­ლი­რე­ბას, შე­დე­გად ბავ­შვს უკეთ სძი­ნავს, უკეთ იკ­ვე­ბე­ბა. წყალ­ბურ­თი არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად, მო­რა­ლუ­რა­დაც ამ­ზა­დებს ბავ­შვს ცხოვ­რე­ბა­ში სხვა­დას­ხვა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის და­საძ­ლე­ვად, ას­წავ­ლის მას გუნ­დუ­რო­ბას, ერ­თგუ­ლე­ბას, მხარ­და­ჭე­რას, ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ო­ნო­ბას. ზო­გა­დად, წყალ­ში მოძ­რა­ო­ბა ავი­თა­რებს კუნ­თო­ვან ქსო­ვილს, ბავ­შვის იმუ­ნი­ტე­ტი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ხდე­ბა უფრო გა­კა­ჟე­ბუ­ლი და იო­ლად აღარ ცივ­დე­ბა.

- რო­გორ უნდა და­გი­კავ­შირ­დნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი?

- ჩვე­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ელექტრო­ნუ­ლი სა­რე­გის­ტრა­ციო ფორ­მაა გან­თავ­სე­ბუ­ლი. და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ მათ თა­ვად და­ვუ­კავ­შირ­დე­ბით. უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში ვგეგ­მავთ მე­დი­ა­ტუ­რი­სა და ღია კა­რის დღის ჩა­ტა­რე­ბას, სა­დაც დე­ტა­ლუ­რად გა­ვაც­ნობთ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებს ჩვენ სივ­რცეს, პროგ­რა­მას, მწვრთნე­ლებ­სა და გუნდს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

sponsored by ContentRoom

რატომ არის მოზარდისთვის კარგი ცურვა და წყალბურთი - "საქართველოს დიდ ქალაქებს მოვიცავთ და საუკეთესო სპორტსმენებს აღვზრდით"

რატომ არის მოზარდისთვის კარგი ცურვა და წყალბურთი - "საქართველოს დიდ ქალაქებს მოვიცავთ და საუკეთესო სპორტსმენებს აღვზრდით"

წყალბურთში უძველესი ისტორიის მქონე გუნდმა "დინამომ", წლების შემდეგ - 2017 წელს, ეროვნული ჩემპიონატის პირველობა მოიპოვა და წყალბურთის აკადემიის შექმნაც გადაწყვიტა. "ცურვისა და წყალბურთის აკადემიაში" გოგონები და ბიჭები სპორტის ამ სახეობებს ავტორიზებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეისწავლიან.

"დინამო" წყალბურთში უძველესი ისტორიის მქონე გუნდია, რომელმაც ათწლეულების მანძილზე დიდი წარმატებით იასპარეზა მსოფლიოში. 2017 წელს ჩვენი დიდი ძალისხმევით, დინამოს კლუბი უძლიერესი შემადგენლობით აღვადგინეთ და პირველობაც მოვიპოვეთ. ამას დიდი გამოხმაურება მოყვა მსოფლიო საწყლოსნო სახეობათა წრეებში. საერთაშორისო ექსპერტებთან და სპეციალისტებთან კონსულტაციისას გაგვიჩნდა იდეა, დაგვეარსებინა კლუბ დინამოს ბაზა მოზარდებისთვის," - განმარტავს "დინამო აკადემიის" დამფუძნებელი გიორგი ხვედელიანი.

- რა არის "დინამო აკადემიის" მიზანი?

- ჩვენ მიზანს წარმოადგენს ცურვისა და წყალბურთის სრულიად განსხვავებული ფორმატით სწავლება. მწვრთნელებად ახალგაზრდა მოქმედი წყალბურთელები ავიყვანეთ, პროგრამა საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა და ავტორიზაცია საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციაში გაიარა. აკადემიის მიზანი არა მხოლოდ საწყლოსნო სპორტში მომზადებაა, არამედ ქვეყნის მასშტაბით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. დადგა დრო, აღარ ისმოდეს შეკითხვა იმის შესახებ, უნდა ითამაშოს თუ არა მოზარდმა სპორტის რაიმე სახეობა. არჩევანი მხოლოდ ის უნდა იყოს, რომელ სპორტს დაეუფლოს ბავშვი. შესაბამისად, ჩვენი გეგმები მასშტაბურია. ეტაპობრივად საქართველოს ყველა დიდ ქალაქს მოვიცავთ და საუკეთესო სპორტსმენებს აღვზრდით.

- როგორია "დინამო აკადემიის" გუნდი? ვინ შექმნა აკადემია?

- დინამო აკადემია საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების სამმა მოქმედმა მოთამაშემ დავაარსეთ. მსოფლიოს სხვადასხვა კლუბებში თამაშისა და მომზადების ჩვენი პირადი გამოცდილება სრულიად განსხვავებული და ახალი პროგრამის შექმნაში დაგვეხმარა. ჩვენი კავშირები მსოფლიოს მასშტაბით მრავალ შესაძლებლობებს გვაძლევს: ვგეგმავთ შეკრებებს უცხოელი სპეციალისტების მოწვევით, მასტერკლასებს და მწვრთნელების გადამზადების პროგრამებს. ჩვენთვის, "დინამო აკადემია" არა მხოლოდ სასწავლო სივრცეა, არამედ საკუთარი გამოცდილებისა და ცხოვრების მთავარი საქმის გაზიარების საშალება.

- რა ასაკობრივ კატეგორიას შეუძლია "დინამო აკადემიაში" სწავლა?

- 3-დან 13 წლამდე ბავშვებს ორ სხვადასხვა აუზზე ვასწავლით - დამწყებთათვის საჭყუმპალაო და დიდი აუზი მომდევნო საფეხურისთვის. სწავლება პროფესიონალი სპორტსმენებისა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს. აუზები ახლადაშენებულია და ქალაქის ცენტრში, ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე, ბაგებში, "წმიდა გიორგის საერთაშორისო სკოლაში" მდებარეობს. ამჟამად ჯგუფების რეგისტრაცია მიმდინარეობს და მოხარულები ვართ, რომ ინტერესი ძალიან მაღალია. სწავლებას თებერვლის მეორე ნახევრიდან ვიწყებთ, ჯგუფები კი თითქმის შევსებულია. აღსაზრდელებს ჯერ ცურვის ჯგუფებში ვანაწილებთ. სასურველი დონის მიღწევის შემდეგ ისინი სურვილისამებრ გადაინაცვლებენ წყალბურთის ჯგუფში, სადაც მათ ეროვნული ნაკრების წევრები ავარჯიშებენ.

- აკადემიის მოსწავლეების სხვადასხვა ჩემპიონატში მონაწილეობასაც უზრუნველყოფთ?

- ჩვენი აღსაზრდელები საქართველოს ჩემპიონატის 3 სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში უკვე იღებენ მონაწილეობას. "დინამო აკადემიის" ფარგლებში ეს პრაქტიკა გაგრძელდება. ჩვენი მისიაა, გავხდეთ მთავარი ბაზა, საიდანაც მომავალში საქართველოს ეროვნული ნაკრები დაკომპლექტდება.

- რატომ არის ცურვა და წყალბურთი კარგი მოზარდისთვის?

- რეგულარული ცურვა ხელს უწყობს ბავშვის სიმაღლეში ზრდას და სხეულის სწორად ფორმირებას, აუმჯობესებს ბავშვის სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ნერვული სისტემის სწორ ფორმულირებას, შედეგად ბავშვს უკეთ სძინავს, უკეთ იკვებება. წყალბურთი არა მხოლოდ ფიზიკურად, მორალურადაც ამზადებს ბავშვს ცხოვრებაში სხვადასხვა წინააღმდეგობების დასაძლევად, ასწავლის მას გუნდურობას, ერთგულებას, მხარდაჭერას, ბრძოლისუნარიონობას. ზოგადად, წყალში მოძრაობა ავითარებს კუნთოვან ქსოვილს, ბავშვის იმუნიტეტი მნიშვნელოვნად უმჯობესდება, ხდება უფრო გაკაჟებული და იოლად აღარ ცივდება.

- როგორ უნდა დაგიკავშირდნენ დაინტერესებული მშობლები?

- ჩვენი "ფეისბუქის" გვერდზე ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმაა განთავსებული. დარეგისტრირების შემდეგ მათ თავად დავუკავშირდებით. უახლოეს დღეებში ვგეგმავთ მედიატურისა და ღია კარის დღის ჩატარებას, სადაც დეტალურად გავაცნობთ დაინტერესებულ მხარეებს ჩვენ სივრცეს, პროგრამას, მწვრთნელებსა და გუნდს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ