პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა
ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა

"კრემ­ლის სია" ვა­შინგტო­ნის­გან არა­მე­გობ­რუ­ლი აქ­ტია" - ასე შე­ა­ფა­სა რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ახა­ლი სია, რო­მელ­შიც პუ­ტინ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი 114 პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა, მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, სა­ხელ­მწი­ფო კორ­პო­რა­ცი­ის მე­თა­უ­რე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მსხვი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი - სულ 210 ადა­მი­ა­ნი მოხ­ვდა.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აშშ მათ და­მა­ტე­ბით სან­ქცი­ებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ და­უ­წე­სებს, პუ­ტი­ნი მი­იჩ­ნევს, რომ ტრამ­პის ეს ნა­ბი­ჯი მოს­კოვ­სა და ვა­შინგტონს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას კი­დევ უფრო და­ძა­ბავს და რაც მთა­ვა­რია, სა­ერ­თა­შო­რი­სო პო­ლი­ტი­კა­ზეც უარ­ყო­ფი­თად აი­სა­ხე­ბა.

მი­სი­ვე თქმით, "ამე­რი­კუ­ლი სია" არ უნა­ხავს, თუმ­ცა, უკ­ვირს, რომ ამ "შავ სი­ა­ში" თა­ვად არ არის... Обидно, слушай (მის­მი­ნე, სა­წყე­ნია) - გა­ნა­ცხა­და კავ­კა­სი­უ­რი აქ­ცენ­ტით, რა­ტომ­ღაც იუ­მო­რის ხა­სი­ათ­ზე მო­სულ­მა რუ­სე­თის ლი­დერ­მა, რა­საც მისი კრი­ტი­კო­სე­ბის­გან მწვა­ვე რე­აქ­ცია მოჰ­ყვა.

"პრე­ზი­დენ­ტი აგო­ნი­ა­შია" - ასე შე­ა­ფა­სეს რუს­მა პო­ლი­ტო­ლო­გებ­მა პუ­ტი­ნის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი გან­წყო­ბა. ქვეყ­ნის ლი­დერ­მა ასე­ვე დას­ძი­ნა, რომ ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, მოს­კო­ვი სა­პა­სუ­ხო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას არ გეგ­მავს...

პუ­ტი­ნის თქმით, სი­სუ­ლე­ლეა რუ­სე­თის ირან­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ას­თან გა­ი­გი­ვე­ბა. "ამ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ჩემი დიდი სურ­ვი­ლია ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და­რე­გუ­ლირ­დეს... არ და­გი­მა­ლავთ, ვე­ლო­დით ამ სან­ქცი­ას და მზად ვი­ყა­ვით, საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯე­ბი გა­დაგ­ვედ­გა, რათა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ნუ­ლამ­დე შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო..." - აღ­ნიშ­ნა პუ­ტინ­მა.

ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სი­ა­ში 96 ოლი­გარ­ქია შეყ­ვა­ნი­ლი, ყვე­ლა მათ­გა­ნის ქო­ნე­ბა 1 მი­ლი­არდ დო­ლარს აჭარ­ბებს. ამ სი­ა­ში ერთი ქარ­თუ­ლი გვა­რიც აღ­მოჩ­ნდა - ეს არის რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი მი­ლი­არ­დე­რი ალექ­სან­დრე ჯა­ფა­რი­ძე.

"რუ­სე­თის მა­ფი­ო­ზი", "ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი - სუფ­თა რე­პუ­ტა­ცი­ით" - ასე­თი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ეპი­თე­ტე­ბით მო­იხ­სე­ნი­ებ­და რუ­სუ­ლი მე­დია მას წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. და­ღეს­ტან­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნის ქარ­თულ კავ­ში­რებ­ზე ბევ­რი არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი, თუმ­ცა, ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სე­თის 200 ყვე­ლა­ზე მდი­დარ ადა­მი­ანს შო­რის მო­იხ­სე­ნი­ე­ბა...

რუ­სე­თის ბიზ­ნეს წრე­ებ­ში აღი­ა­რე­ბუ­ლი და გავ­ლე­ნი­ა­ნი ჯა­ფა­რი­ძე 1955 წელს, და­ღეს­ტა­ნის დე­და­ქა­ლაქ მა­ჰა­ჩყა­ლა­ში და­ი­ბა­და. მან მოს­კო­ვის ნავ­თობ­ქი­მი­ი­სა და გა­ზის წარ­მო­ე­ბის, გუბკი­ნის სა­ხე­ლო­ბის ინ­სტი­ტუ­ტი და­ამ­თავ­რა, რის შემ­დე­გაც გე­ო­ფი­ზი­კის ცენ­ტრა­ლურ ექ­სპე­დი­ცი­ა­ში და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

1980-იან წლებ­ში ის ექ­სპე­დი­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის პოსტს იკა­ვებ­და, შემ­დეგ იმ დრო­ის­თვის გავ­ლე­ნი­ან კომ­პა­ნია ПетроАльянс-ში გა­და­ი­ნაც­ვლა, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტი ეჭი­რა, შემ­დეგ კი Lukoil-ში აღ­მოჩ­ნდა, ასე­ვე ხელ­მძღვა­ნელ პო­ზი­ცი­ა­ზე. უფრო მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2004 წელს Lukoil-ის სა­ბურ­ღი შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნია 130 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა და Eurasia Drilling Company-ად გა­და­აქ­ცია.

ამ­ჟა­მად ის რუ­სეთ­ში სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და მსხვი­ლი აქ­ცი­ო­ნე­რია. Forbes-ის მო­ნა­ცე­მე­ბით, მისი ქო­ნე­ბა 1,56 მი­ლი­არდ დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ოლი­გარ­ქე­ბის სი­ა­ში" ის მე­ო­ცე ნო­მე­რია.

მე­უღ­ლეს­თან, ელე­ნას­თან და შვი­ლებ­თან, ვანო და იული ჯა­ფა­რი­ძე­ებ­თან ერ­თად

პუ­ტინ­თან გან­სა­კუთ­რე­ბით ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის მქო­ნე ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნი, არც კავ­კა­სი­ას­თან ახლო კავ­ში­რე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მას­ზე მხო­ლოდ ის არის ცნო­ბი­ლი, რომ უყ­ვარს მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თი და ძვე­ლი ღვი­ნო­ე­ბი­სა და ხან­ჯლე­ბის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი კო­ლექ­ცია აქვს... ასე­ვე ჰყავს ცოლი და 5 შვი­ლი, - უფ­რო­სი - გი­ორ­გი, შემ­დეგ - ტყუ­პი ვა­ჟე­ბი - იული და ვანო და გო­გო­ნე­ბი, - ნანა და ასია... ჰყავს რამ­დე­ნი­მე ძა­ლი­ან ახლო ქარ­თვე­ლი მე­გო­ბა­რი, თუმ­ცა, ამის აფი­ში­რე­ბას არას­დროს აკე­თებს.

ცნო­ბი­ლია, რომ მი­ლი­არ­დე­რი იახ­ტე­ბის დიდი მოყ­ვა­რუ­ლია. რუ­სუ­ლი Forbes-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ერთ-ერთი ბოლო იახ­ტა მან 2016 წელს შე­ი­ძი­ნა. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ჯა­ფა­რი­ძემ იახ­ტა­ში, სა­ხელ­წო­დე­ბით Here comes the Sun, სა­ვა­რა­უ­დოდ 80 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი გა­და­ი­ხა­და. კი­დევ ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: მი­ლი­არ­დე­რი იახ­ტებს საყ­ვა­რე­ლი ჯგუ­ფის - The Beatles-ის სიმ­ღე­რე­ბის მი­ხედ­ვით არ­ქმევს სა­ხე­ლებს. 2005 წელს მას ჰყავ­და იახ­ტა, სა­ხელ­წო­დე­ბით Let it be, რო­მე­ლიც ახლა ბიზ­ნეს­მე­ნის მე­გო­ბარს ეკუთ­ვნის. 2011 წელს ჯა­ფა­რი­ძემ ახა­ლი იახ­ტა აა­წყო­ბი­ნა, სა­ხე­ლად Imagine - ჯონ ლე­ნო­ნის ცნო­ბი­ლი სიმ­ღე­რის პა­ტივ­სა­ცე­მად.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა

ვინ არის ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, რომელიც ტრამპის "კრემლის ოლიგარქების სიაში" მოხვდა

"კრემლის სია" ვაშინგტონისგან არამეგობრული აქტია" - ასე შეაფასა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ახალი სია, რომელშიც პუტინთან დაახლოებული 114 პოლიტიკური ფიგურა, მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები, სახელმწიფო კორპორაციის მეთაურები, სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელები და რუსეთის მოქალაქე მსხვილი ბიზნესმენები - სულ 210 ადამიანი მოხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ მათ დამატებით სანქციებს ჯერჯერობით არ დაუწესებს, პუტინი მიიჩნევს, რომ ტრამპის ეს ნაბიჯი მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობას კიდევ უფრო დაძაბავს და რაც მთავარია, საერთაშორისო პოლიტიკაზეც უარყოფითად აისახება.

მისივე თქმით, "ამერიკული სია" არ უნახავს, თუმცა, უკვირს, რომ ამ "შავ სიაში" თავად არ არის... Обидно, слушай (მისმინე, საწყენია) - განაცხადა კავკასიური აქცენტით, რატომღაც იუმორის ხასიათზე მოსულმა რუსეთის ლიდერმა, რასაც მისი კრიტიკოსებისგან მწვავე რეაქცია მოჰყვა.

"პრეზიდენტი აგონიაშია" - ასე შეაფასეს რუსმა პოლიტოლოგებმა პუტინის არაადეკვატური განწყობა. ქვეყნის ლიდერმა ასევე დასძინა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოსკოვი საპასუხო ღონისძიებების განხორციელებას არ გეგმავს...

პუტინის თქმით, სისულელეა რუსეთის ირანსა და ჩრდილოეთ კორეასთან გაიგივება. "ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩემი დიდი სურვილია ამერიკასთან ურთიერთობა დარეგულირდეს... არ დაგიმალავთ, ველოდით ამ სანქციას და მზად ვიყავით, საკმაოდ სერიოზული საპასუხო ნაბიჯები გადაგვედგა, რათა ჩვენი ურთიერთობები ნულამდე შემცირებულიყო..." - აღნიშნა პუტინმა.

ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ სიაში 96 ოლიგარქია შეყვანილი, ყველა მათგანის ქონება 1 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ სიაში ერთი ქართული გვარიც აღმოჩნდა - ეს არის რუსეთში მცხოვრები მილიარდერი ალექსანდრე ჯაფარიძე.

"რუსეთის მაფიოზი", "ქართველი ბიზნესმენი - სუფთა რეპუტაციით" - ასეთი ურთიერთგამომრიცხავი ეპითეტებით მოიხსენიებდა რუსული მედია მას წლების განმავლობაში. დაღესტანში დაბადებული ქართული წარმოშობის ბიზნესმენის ქართულ კავშირებზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, ცნობილია, რომ რუსეთის 200 ყველაზე მდიდარ ადამიანს შორის მოიხსენიება...

რუსეთის ბიზნეს წრეებში აღიარებული და გავლენიანი ჯაფარიძე 1955 წელს, დაღესტანის დედაქალაქ მაჰაჩყალაში დაიბადა. მან მოსკოვის ნავთობქიმიისა და გაზის წარმოების, გუბკინის სახელობის ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც გეოფიზიკის ცენტრალურ ექსპედიციაში დაიწყო მუშაობა.

1980-იან წლებში ის ექსპედიციის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა, შემდეგ იმ დროისთვის გავლენიან კომპანია ПетроАльянс-ში გადაინაცვლა, სადაც პრეზიდენტის პოსტი ეჭირა, შემდეგ კი Lukoil-ში აღმოჩნდა, ასევე ხელმძღვანელ პოზიციაზე. უფრო მოგვიანებით, 2004 წელს Lukoil-ის საბურღი შვილობილი კომპანია 130 მილიონ დოლარად შეიძინა და Eurasia Drilling Company-ად გადააქცია.

ამჟამად ის რუსეთში სწორედ ამ კომპანიის გენერალური დირექტორი და მსხვილი აქციონერია. Forbes-ის მონაცემებით, მისი ქონება 1,56 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული "ოლიგარქების სიაში" ის მეოცე ნომერია.

მეუღლესთან, ელენასთან და შვილებთან, ვანო და იული ჯაფარიძეებთან ერთად

პუტინთან განსაკუთრებით ახლო ურთიერთობის მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი, არც კავკასიასთან ახლო კავშირებით გამოირჩევა. მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ უყვარს მაგიდის ჩოგბურთი და ძველი ღვინოებისა და ხანჯლების ძალიან ძვირფასი კოლექცია აქვს... ასევე ჰყავს ცოლი და 5 შვილი, - უფროსი - გიორგი, შემდეგ - ტყუპი ვაჟები - იული და ვანო და გოგონები, - ნანა და ასია... ჰყავს რამდენიმე ძალიან ახლო ქართველი მეგობარი, თუმცა, ამის აფიშირებას არასდროს აკეთებს.

ცნობილია, რომ მილიარდერი იახტების დიდი მოყვარულია. რუსული Forbes-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ბოლო იახტა მან 2016 წელს შეიძინა. როგორც ვარაუდობენ, ჯაფარიძემ იახტაში, სახელწოდებით Here comes the Sun, სავარაუდოდ 80 მილიონი ფუნტი გადაიხადა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: მილიარდერი იახტებს საყვარელი ჯგუფის - The Beatles-ის სიმღერების მიხედვით არქმევს სახელებს. 2005 წელს მას ჰყავდა იახტა, სახელწოდებით Let it be, რომელიც ახლა ბიზნესმენის მეგობარს ეკუთვნის. 2011 წელს ჯაფარიძემ ახალი იახტა ააწყობინა, სახელად Imagine - ჯონ ლენონის ცნობილი სიმღერის პატივსაცემად.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე