საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ
დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ

2017 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლას შემ­თხვე­ვე­ბის ზრდა და­ფიქ­სირ­და. წი­თე­ლა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბაა - ვირუს­თან კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ ავად­დე­ბა იმუ­ნი­ტე­ტის არმ­ქო­ნე ინ­დი­ვი­დე­ბის 90%-ზე მეტი. ტრა­დი­ცი­უ­ლად, წი­თე­ლა ბავ­შვთა და­ა­ვა­დე­ბად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნი თუ მას აც­რის შემ­დგო­მი ან ადრე გა­და­ტა­ნი­ლი წი­თე­ლას ინ­ფექ­ცი­ით გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი არ აქვს.

წი­თე­ლას ვირუ­სის გა­და­ცე­მა ხდე­ბა ჰა­ე­რო­ვა­ნი გზით. წი­თე­ლა სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბაა, ხოლო ვაქ­ცი­ნა­ცია მის­გან დაც­ვის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა.

რა უნდა ვი­ცო­დეთ გა­დამ­დე­ბი და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ და რა­ტომ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი იმუ­ნი­ზა­ცია - "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მის" ეთერ­ში და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის იმუ­ნი­ზა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თა­მარ სულ­ხა­ნიშ­ვი­ლი სა­უბ­რობს:

- დაგ­ჭირ­დე­ბათ თუ არა ხე­ლა­ხა­ლი აცრა, თუ ბავ­შვო­ბა­ში წი­თე­ლა­ზე აც­რი­ლი ხართ?

- სა­ქარ­თვე­ლოს აც­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი კა­ლენ­დრით, წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმუ­ნი­ზა­ცია ით­ვა­ლის­წი­ნებს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ორ დო­ზას - ბავ­შვე­ბი იც­რე­ბი­ან 1 და 5 წლის ასაკ­ში. თუ ადა­მი­ანს სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე მი­ღე­ბუ­ლი აქვს ამ ვაქ­ცი­ნის ორი დოზა, მას იმუ­ნი­ტე­ტი აქვს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი წი­თე­ლას მი­მართ. ანუ, თუ მო­ქა­ლა­ქეს დო­კუ­მენ­ტუ­რად აქვს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი რომ მი­ღე­ბუ­ლი აქვს ვაქ­ცი­ნის ორი დოზა, მას და­მა­ტე­ბით მე­სა­მე დო­ზის მი­ღე­ბა არ ესა­ჭი­რო­ე­ბა.

მათ კი, ვი­საც არ ჩა­უ­ტა­რე­ბი­ათ ბავ­შვო­ბა­ში აცრა, მა­ღა­ლი ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბას, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრი მი­მარ­თავს და სთხოვს, 41 წლამ­დე ასა­კის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა (რად­გან ეს არის ასა­კი, როცა მე­ტია და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი) მი­მარ­თონ ნე­ბის­მი­ერ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას და ჩა­ი­ტა­რონ წი­თე­ლას სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აცრა, უფა­სოდ. ვთხოვთ ამ ადა­მი­ა­ნებს, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ი­ტა­რონ აცრა, რომ ქვე­ყა­ნა­ში და­წყე­ბულ­მა ეპი­და­ფეთ­ქე­ბამ არ მი­ი­ღოს მას­შტა­ბუ­რი ხა­სი­ა­თი.

- გან­გი­მე­ორ­დე­ბათ თუ არა წი­თე­ლა, თუ ერთხელ უკვე გქონ­დათ ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცია?

- გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა არის ასპრო­ცენ­ტი­ა­ნი გა­რან­ტია, რომ მას მე­ო­რედ წი­თე­ლა აღარ და­ე­მარ­თე­ბა. მაგ­რამ გა­და­ტა­ნი­ლი და­ა­ვა­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად, რომ პა­ცი­ენტს ნამ­დვი­ლად ჰქონ­და წი­თე­ლას ვირუ­სი.

წი­თე­ლას მი­მართ ყვე­ლა რისკ-ჯგუფს წარ­მო­ად­გენს და და­ა­ვა­დე­ბა ყვე­ლას­თვის სა­ხი­ფა­თოა, მით უმე­ტეს თუ მას არ აქვს იმუ­ნი­ტე­ტი. გან­სა­კუთ­რე­ბულ რისკ-ჯგუფს წარ­მო­ად­გე­ნენ ორ­სუ­ლე­ბი, რად­გან მათი აცრა ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში წი­თე­ლას ვაქ­ცი­ნით არ შე­იძ­ლე­ბა, რად­გან ეს არის ე.წ ცო­ცხა­ლი ვაქ­ცი­ნა (ამ ტი­პის ვაქ­ცი­ნას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს და­ა­ვა­დე­ბის ძა­ლი­ან სუს­ტი ფორ­მა, მაგ­რამ იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა იმახ­სოვ­რებს, თუ რო­გორ უნდა და­იც­ვას თავი და­ა­ვა­დე­ბის მძი­მე ფორ­მის­გან) და მისი გა­მო­ყე­ნე­ბა ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში არ არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. აც­რის გა­კე­თე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­სუ­ლო­ბამ­დე, ან ორ­სუ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ

დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელას ვაქცინა გაკეთებული გაქვთ

2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. წითელა ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადებაა - ვირუსთან კონტაქტის შემდეგ ავადდება იმუნიტეტის არმქონე ინდივიდების 90%-ზე მეტი. ტრადიციულად, წითელა ბავშვთა დაავადებად ითვლება, მაგრამ შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი თუ მას აცრის შემდგომი ან ადრე გადატანილი წითელას ინფექციით განპირობებული იმუნიტეტი არ აქვს.

წითელას ვირუსის გადაცემა ხდება ჰაეროვანი გზით. წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა, ხოლო ვაქცინაცია მისგან დაცვის ერთადერთი საშუალება.

რა უნდა ვიცოდეთ გადამდები დაავადების შესახებ და რატომ არის აუცილებელი იმუნიზაცია - "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის თემის" ეთერში დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს წარმომადგენელი თამარ სულხანიშვილი საუბრობს:

- დაგჭირდებათ თუ არა ხელახალი აცრა, თუ ბავშვობაში წითელაზე აცრილი ხართ?

- საქართველოს აცრების ეროვნული კალენდრით, წითელას საწინააღმდეგო იმუნიზაცია ითვალისწინებს ვაქცინაციის ორ დოზას - ბავშვები იცრებიან 1 და 5 წლის ასაკში. თუ ადამიანს სიცოცხლის მანძილზე მიღებული აქვს ამ ვაქცინის ორი დოზა, მას იმუნიტეტი აქვს განვითარებული წითელას მიმართ. ანუ, თუ მოქალაქეს დოკუმენტურად აქვს დადასტურებული რომ მიღებული აქვს ვაქცინის ორი დოზა, მას დამატებით მესამე დოზის მიღება არ ესაჭიროება.

მათ კი, ვისაც არ ჩაუტარებიათ ბავშვობაში აცრა, მაღალი ასაკის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიმართავს და სთხოვს, 41 წლამდე ასაკის მოქალაქეებმა (რადგან ეს არის ასაკი, როცა მეტია დაინფიცირების რისკი) მიმართონ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას და ჩაიტარონ წითელას საწინააღმდეგო აცრა, უფასოდ. ვთხოვთ ამ ადამიანებს, აუცილებლად ჩაიტარონ აცრა, რომ ქვეყანაში დაწყებულმა ეპიდაფეთქებამ არ მიიღოს მასშტაბური ხასიათი.

- განგიმეორდებათ თუ არა წითელა, თუ ერთხელ უკვე გქონდათ ვირუსული ინფექცია?

- გადატანილი დაავადება არის ასპროცენტიანი გარანტია, რომ მას მეორედ წითელა აღარ დაემართება. მაგრამ გადატანილი დაავადება აუცილებლად უნდა იყოს დადასტურებული ლაბორატორიულად, რომ პაციენტს ნამდვილად ჰქონდა წითელას ვირუსი.

წითელას მიმართ ყველა რისკ-ჯგუფს წარმოადგენს და დაავადება ყველასთვის სახიფათოა, მით უმეტეს თუ მას არ აქვს იმუნიტეტი. განსაკუთრებულ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ორსულები, რადგან მათი აცრა ორსულობის პერიოდში წითელას ვაქცინით არ შეიძლება, რადგან ეს არის ე.წ ცოცხალი ვაქცინა (ამ ტიპის ვაქცინას შეუძლია გამოიწვიოს დაავადების ძალიან სუსტი ფორმა, მაგრამ იმუნური სისტემა იმახსოვრებს, თუ როგორ უნდა დაიცვას თავი დაავადების მძიმე ფორმისგან) და მისი გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული. აცრის გაკეთება აუცილებელია ორსულობამდე, ან ორსულობის დასრულების შემდეგ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ