ინგოროყვას კლინიკაში ორი პაციენტი თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში მოათავსეს, ორს კი საოპერაციოდ ამზადებენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკასთან ექიმმა რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
"ჩატარებული კვლევებით ვლინდება თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის დახურული ტრავმები და ქვედა კიდურების მოტეხილობა. ქვედა კიდურების მოტეხილობის გამო ორი პაციენტი საოპერაციოდ ემზადება, ორი პაციენტი კი თავის ტვინის შერყევის დიაგნოზით ნეოროქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული", - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.
ექიმის თქმით, პაციენტების ასაკი 25-დან 46 წლამდეა. მისთვის ამჯერად უცნობია, რამდენ ხანს დარჩებიან პაციენტები კლინიკაში, თუმცა ვარაუდობს, რომ რამდენიმე დღით მაინც მოხდება.
მეტროსადგურ "ვარკეთილში" ე.წ. შეკიდული ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.