მეტროსადგურ "ვარკეთილში" დღეს დილის საათებში ჭერი ჩამოინგრა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
"ვარკეთილის" მეტროს რეაბილიტაციისთვის თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და შპს "ყვარელრემმშენს" შორის გაფორმებული სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მეეტროსადგურში შესრულებული სამუშაოების საგარანტიო ვადა 10 წელია.
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ კონკრეტულ ფაქტს ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვება და ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება. აღსანიშნავია, რომ სფეროს ექსპერტები მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველობა-კონტროლის არარსებობაზეც საუბრობენ.
როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, მიმწოდებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულების მიმდინარეობის ეტაპზე ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განეხორციელებინა; განაგრძეთ კითხვა