მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანზე" ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები გიორგი სილაგაძე და თეიმურაზ მენაბდიშვილი საქალაქო სასამართლომ გაათავისუფლა. სასამართლო სხდომა კი 2 თებერვლისთვის გადაიდო.
დაცვის მხარემ მტკიცებულებების გასაცნობად, ასევე, მეტროს სადგურიდან ვიდეოკადრების გამოსათხოვად დრო ითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
სასამართლო სხდომა 2 თებერვალს, 10.00 საათზე განახლდება.