Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა
გია ხუხაშვილი - როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა

ექ­სპერტ გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, პა­სუ­ხი არა მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს უნდა მო­ე­თხო­ვოს, არა­მედ მათ ლო­ბის­ტებ­საც უნდა აუხ­სნან მკაც­რად, რომ ეს ამ­ბა­ვი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გია ხუ­ხაშ­ვილ­მა შს სა­მი­ნის­ტროს მიერ დღეს და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან ბრძო­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბით და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და.

ხუ­ხაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ისე­დაც მკაც­რია და მთა­ვა­რია მისი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა მოხ­დეს.

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გამ­კაც­რე­ბა ჩემ­თვის არ არის ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რი, რად­გან კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ისე­დაც საკ­მა­ოდ მკაც­რია. აქ უფრო ად­მი­ნის­ტრის­ტრი­რე­ბაა სა­ჭი­რო, ვიდ­რე მისი გამ­კაც­რე­ბა. ბოლო პე­რი­ოდ­ში პრობ­ლე­მე­ბი იყო, მათ შო­რის ვი­ღა­ცე­ე­ბის გა­მოშ­ვე­ბა, "ლა­ვას ოღ­ლის­თან" და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი, აე­რო­პორ­ტში გა­ცი­ლე­ბა-მი­ცი­ლე­ბა-მო­ცი­ლე­ბე­ბი და ა.შ. ვფიქ­რობ, შს სა­მი­ნის­ტრომ პირ­ველ რიგ­ში უნდა აჩ­ვე­ნოს ნება იმ კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის, რაც უკვე არ­სე­ბობს. ჩემი აზ­რით, კა­ნონ­ში საკ­მა­რი­სი მე­ქა­ნიზ­მე­ბია იმის­თვის, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს და კრი­მი­ნალს თა­ვი­სი ად­გი­ლი ჰქონ­დეს მი­ჩე­ნი­ლი. შე­საძ­ლოა, არის რა­ღაც ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბი, რაც კა­ნონ­მდებ­ლო­ბით უნდა გა­და­წყდეს, მაგ­რამ მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა მა­ინც არის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბა­ში, რად­გან რო­გორც ჩანს, კრი­მი­ნა­ლურ­მა სამ­ყა­რომ დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში თა­ვი­სი ლო­ბის­ტე­ბი იპო­ვა. პა­სუ­ხი უნდა მო­ე­თხო­ვოს არა მხო­ლოდ კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს, არა­მედ მათ ლო­ბის­ტებ­საც უნდა აუხ­სნან მკაც­რად, რომ ეს ამ­ბა­ვი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია", - გა­ნა­ცხა­და ექ­სპერ­ტმა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა რე­ფორ­მებს და ზო­გა­დად, სა­მარ­თლებ­რივ პო­ლი­ტი­კას, გია ხუ­ხაშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, მოქ­მე­დი შს მი­ნის­ტრი ცდი­ლობს, რომ რე­ფორ­მე­ბი გა­ა­ტა­როს.

"იდე­ა­ლუ­რი არა­ვინ არ არის, მაგ­რამ მი­ნის­ტრმა კარ­გად და­ი­წყო. ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ის ცდი­ლობს რა­ღაც რე­ფორ­მა გა­ა­ტა­როს. და­ა­ნონ­სა რე­ფორ­მე­ბი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვნე­ბი მე არ მაქვს, თუ რა­ღაც დე­ტა­ლებს არ ჩავ­თვლით. რაც შე­ე­ხე­ბა ე.წ. ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან ბრძო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბას, მე ვფიქ­რობ, ეს თემა ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ფაქ­ტია, რომ ზო­გა­დად, დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო ჰუ­მა­ნუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ეს გა­სა­გე­ბია, რად­გან სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი მო­ნა­პო­ვა­რი დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, მაგ­რამ ეს ჰუ­მა­ნუ­რო­ბა რო­გორც ჩანს კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს­თვის არას­წო­რი სიგ­ნა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ჩვენ გვახ­სოვს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს მათ სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ და და­მა­ლუ­ლე­ბი იყ­ვნენ. ახლა რა­ღაც­ნა­ი­რად მათ ჩათ­ვა­ლეს, რომ ეს ჰუ­მა­ნუ­რო­ბა მა­თაც შე­ე­ხე­ბო­დათ და ძა­ლი­ან ბევ­რი სიმპტო­მი გაჩ­ნდა იმი­სა, რომ ისი­ნი ისევ შე­ეც­დე­ბი­ან ჩვენს სი­ნამ­დვი­ლე­ში დაბ­რუ­ნე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­გორც ჩანს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა უკვე სა­ჭი­როა და კარ­გია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღაც ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა. ახლა ამის მიშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ამ პრობ­ლე­მას აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა ჰქონ­და და­კარ­გუ­ლი, მაგ­რამ ახლა წა­მო­წი­ეს თავი და ჩემი აზ­რით, მათ ახლა შს სა­მი­ნის­ტრომ კარ­გად უნდა აუხ­სნას, რომ ჰუ­მა­ნუ­რო­ბა არ ეხე­ბა კრი­მი­ნა­ლურ სეგ­მენტს", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მისი შე­ფა­სე­ბით, ახლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მა.

"თით­ქოს ახალ მი­ნისტრს სწო­რი ორი­ენ­ტი­რე­ბი აქვს, მაგ­რამ ზღვა­რი უნდა იყოს და­ცუ­ლი, არც გა­დამ­ლა­შე­ბა უნდა მოხ­დეს და არც ხელი უნდა და­აკ­ლდეს. არ მინ­და ზედ­მე­ტი ოპ­ტი­მის­ტი ვიყო - და­ვი­ნა­ხოთ მოქ­მე­დე­ბა­ში. ახლა მთა­ვა­რია კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის რე­ფორ­მი­რე­ბა. ჩემი აზ­რით, ეს ყვე­ლა­ზე დიდი გა­მოწ­ვე­ვაა მთლი­ა­ნად შს სა­მი­ნის­ტრო­ში, რად­გან ძა­ლი­ან ბევ­რი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი თემა დაგ­როვ­და. კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა გვაქვს. რა თქმა უნდა ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან ბრძო­ლაც ერთ-ერთი მნიშ­ვნელ­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვაა", - გა­ნა­ცხა­და გია ხუ­ხაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კუ­თხით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბებს გეგ­მავს. რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, უწყე­ბას შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონპ­რო­ექ­ტი უკვე მომ­ზა­დე­ბუ­ლი აქვს.

მი­სი­ვე თქმით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბე­ბის წრეს აფარ­თო­ებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო აგ­რძე­ლებს ინ­ტენ­სი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წი­ნა­აღ­მდეგ. ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უკვე მო­ამ­ზა­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით დას­ჯა­დი ქმე­დე­ბე­ბის წრეს აფარ­თო­ებს. კერ­ძოდ, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს საქ­მი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რას, ქურ­დუ­ლი შეკ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას და ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რის­თვის, ასე­ვე კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის­თვის მი­მარ­თვას და­ნა­შა­უ­ლად აცხა­დებს და ასე­ვე ამ­კაც­რებს სას­ჯელს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­სა და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დო­ბის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი შე­სა­ბა­მის უწყე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

გია ხუხაშვილი - როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა

გია ხუხაშვილი - როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა

ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, პასუხი არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროს უნდა მოეთხოვოს, არამედ მათ ლობისტებსაც უნდა აუხსნან მკაცრად, რომ ეს ამბავი სახელმწიფოსთვის მიუღებელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გია ხუხაშვილმა შს სამინისტროს მიერ დღეს დაანონსებული ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის კომენტირებისას განუცხადა.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ კანონმდებლობა ისედაც მკაცრია და მთავარია მისი ადმინისტრირება მოხდეს.

"კანონმდებლობის გამკაცრება ჩემთვის არ არის ძალიან აქტუალური, რადგან კანონმდებლობა ისედაც საკმაოდ მკაცრია. აქ უფრო ადმინისტრისტრირებაა საჭირო, ვიდრე მისი გამკაცრება. ბოლო პერიოდში პრობლემები იყო, მათ შორის ვიღაცეების გამოშვება, "ლავას ოღლისთან" დაკავშირებული ისტორიები, აეროპორტში გაცილება-მიცილება-მოცილებები და ა.შ. ვფიქრობ, შს სამინისტრომ პირველ რიგში უნდა აჩვენოს ნება იმ კანონის აღსრულების, რაც უკვე არსებობს. ჩემი აზრით, კანონში საკმარისი მექანიზმებია იმისთვის, რომ ამ ადამიანებს და კრიმინალს თავისი ადგილი ჰქონდეს მიჩენილი. შესაძლოა, არის რაღაც ტექნიკური საკითხები, რაც კანონმდებლობით უნდა გადაწყდეს, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც არის ადმინისტრირებაში, რადგან როგორც ჩანს, კრიმინალურმა სამყარომ დღევანდელ ხელისუფლებაში თავისი ლობისტები იპოვა. პასუხი უნდა მოეთხოვოს არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროს, არამედ მათ ლობისტებსაც უნდა აუხსნან მკაცრად, რომ ეს ამბავი სახელმწიფოსთვის მიუღებელია", - განაცხადა ექსპერტმა.

რაც შეეხება სხვა რეფორმებს და ზოგადად, სამართლებრივ პოლიტიკას, გია ხუხაშვილის შეფასებით, მოქმედი შს მინისტრი ცდილობს, რომ რეფორმები გაატაროს.

"იდეალური არავინ არ არის, მაგრამ მინისტრმა კარგად დაიწყო. ჩვენ ვნახეთ, რომ ის ცდილობს რაღაც რეფორმა გაატაროს. დაანონსა რეფორმები. განსაკუთრებული შენიშვნები მე არ მაქვს, თუ რაღაც დეტალებს არ ჩავთვლით. რაც შეეხება ე.წ. ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის გაძლიერებას, მე ვფიქრობ, ეს თემა ძალიან აქტუალურია. ფაქტია, რომ ზოგადად, დღევანდელი ხელისუფლება უფრო ჰუმანურად გამოიყურება, ვიდრე წინა ხელისუფლება. ეს გასაგებია, რადგან სწორედ ეს არის ერთ-ერთი მონაპოვარი დღევანდელი ხელისუფლების, მაგრამ ეს ჰუმანურობა როგორც ჩანს კრიმინალური სამყაროსთვის არასწორი სიგნალი აღმოჩნდა. ჩვენ გვახსოვს, რომ სააკაშვილის დროს მათ სერიოზული პრობლემები ჰქონდათ და დამალულები იყვნენ. ახლა რაღაცნაირად მათ ჩათვალეს, რომ ეს ჰუმანურობა მათაც შეეხებოდათ და ძალიან ბევრი სიმპტომი გაჩნდა იმისა, რომ ისინი ისევ შეეცდებიან ჩვენს სინამდვილეში დაბრუნებას. აქედან გამომდინარე, როგორც ჩანს, ამ მიმართულებით ღონისძიებების გააქტიურება უკვე საჭიროა და კარგია, რომ ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯები გადაიდგმება. ახლა ამის მიშვება არ შეიძლება. ამ პრობლემას აქტუალურობა ჰქონდა დაკარგული, მაგრამ ახლა წამოწიეს თავი და ჩემი აზრით, მათ ახლა შს სამინისტრომ კარგად უნდა აუხსნას, რომ ჰუმანურობა არ ეხება კრიმინალურ სეგმენტს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

მისი შეფასებით, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კრიმინალური პოლიციის რეფორმა.

"თითქოს ახალ მინისტრს სწორი ორიენტირები აქვს, მაგრამ ზღვარი უნდა იყოს დაცული, არც გადამლაშება უნდა მოხდეს და არც ხელი უნდა დააკლდეს. არ მინდა ზედმეტი ოპტიმისტი ვიყო - დავინახოთ მოქმედებაში. ახლა მთავარია კრიმინალური პოლიციის რეფორმირება. ჩემი აზრით, ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა მთლიანად შს სამინისტროში, რადგან ძალიან ბევრი გახმაურებული თემა დაგროვდა. კრიმინალურ პოლიციაში სერიოზული პრობლემა გვაქვს. რა თქმა უნდა ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაც ერთ-ერთი მნიშვნელვანი გამოწვევაა", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უწყებას შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული აქვს.

მისივე თქმით, საკანონმდებლო პაკეტი აღნიშნული მიმართულებით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ ღონისძიებებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ. ამ კუთხით მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე მოამზადა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებების წრეს აფართოებს. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებები ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ქურდული შეკრების ორგანიზებას და ქურდული სამყაროს წევრისთვის, ასევე კანონიერი ქურდისთვის მიმართვას დანაშაულად აცხადებს და ასევე ამკაცრებს სასჯელს ქურდული სამყაროს წევროსა და კანონიერი ქურდობისთვის. აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი უახლოეს დღეებში იქნება წარდგენილი შესაბამის უწყებაში", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."