პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავარიის დროს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკის ბავშვზე როგორი სავარძელი უნდა იყოს დამონტაჟებული ავტმობილში
ავარიის დროს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკის ბავშვზე როგორი სავარძელი უნდა იყოს დამონტაჟებული ავტმობილში

მი­უ­ხე­და­ვად ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა, ბავ­შვთა სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ზრდა კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" გამ­გე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მის შე­დე­გად, საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და. ასე­ვე შემ­ცი­რე­ბუ­ლია გარ­დაც­ვლილ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა 2016 წელ­თან შე­და­რე­ბით გაზ­რდი­ლია უშუ­ა­ლოდ და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის რი­ცხვი.

"ჩვენ 2017 წელს ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნეთ, რომ მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მის შე­დე­გად, საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 12-14%-ით შემ­ცირ­და. მათ შო­რის, შემ­ცირ­და გარ­დაც­ვლილ­თა და და­შა­ვე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბაც, რაც ძა­ლი­ან დიდი წარ­მა­ტე­ბაა. თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად ზო­გა­დი კლე­ბი­სა, მო­ზარ­დე­ბის სიკდ­ვი­ლი­ა­ნო­ბის ზრდა კვლავ პრობ­ლე­მად რჩე­ბა. თუ 2016 წელს, 16 წლამ­დე 17 მო­ზარ­დი და­ი­ღუ­პა, 2017 ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის 23 შემ­თხვე­ვა იყო. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა გა­სა­ტა­რე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. არც ცნო­ბი­ე­რე­ბა და არც საკ­ნონ­მდებ­ლო ბაზა არ გვი­წყობს ხელს იმის­თვის, რომ მგზავ­რო­ბის დროს ჩვე­ნი ბავ­შვე­ბი უსაფრ­თხოდ გა­და­ვიყ­ვა­ნოთ ავ­ტო­მო­ბი­ლით", - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ კონ­ტექ­სტში ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა ბავ­შვე­ბის­თვის სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე კი­დევ ერთხელ გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბით, შე­ჯა­ხე­ბი­სას ან ძლი­ე­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბი­სას სა­ვარ­ძე­ლი ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბის­გან 60%-ით იცავს.

"რო­დე­საც ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში ბავ­შვე­ბის­თვის სამ­გზავ­რო სა­ვარ­ძლის გა­მო­ყე­ნე­ბის რამ­დე­ნი­მე ათწლე­უ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს, ჩვენ შემ­თხვე­ვა­ში ამას კა­ნო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად არ არეგლი­რებს", - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვი­ლი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, ამ კუ­თხით სა­კა­ნონ­მდებ­ლო ბა­ზა­ზე ფიქ­რია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

"გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი ავ­ტო­პარ­კია და შე­საძ­ლოა, მან­ქა­ნე­ბის დიდ ნა­წილს უკა­ნა სა­ვარ­ძლებ­ზე ღვე­დი არ ჰქონ­დეს, მაგ­რამ ეს არ უნდა იყოს ბა­რი­ე­რი. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ეტა­პობ­რი­ვად და­ვი­წყოთ ამ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა იმ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც ღვე­დე­ბი უკა­ნა სა­ვარ­ძლებ­ზე აქვთ", - გა­ნა­ცხა­და ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

ეკა ლა­ლი­აშ­ვილ­მა ბავ­შვე­ბის უსაფრ­თხოდ გა­და­ად­გი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

"150 სან­ტი­მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 12 წლის ასა­კის მო­ზარდს სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მაგ­რი მო­წყო­ბი­ლო­ბა. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს ზურ­გი­ა­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­ვარ­ძე­ლი, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა იყოს ასა­მაღ­ლე­ბე­ლი სა­ვარ­ძე­ლი, რო­მელ­საც ზურ­გი არ გა­აჩ­ნია და დიდი ღვე­დით მაგრდე­ბა. 7 წლის ასა­კის ზე­მოთ, თუ ბავ­შვის წონა 36 კი­ლო­ზე მე­ტია, უკვე შე­უძ­ლია ასა­მაღ­ლე­ბე­ლი სკა­მი გა­მო­ი­ყე­ნოს. 7 წლამ­დე ბავ­შვს, წო­ნი­სა და ზო­მის მი­ხედ­ვით სჭირ­დე­ბა სპე­ცი­ფი­უ­რი სა­ვარ­ძე­ლი, რო­მე­ლიც სწო­რად უნდა იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი სა­ლო­ნის უკა­ნა მხა­რეს. ორ წლამ­დე ბავ­შვის­თვის ეს სა­ვარ­ძე­ლი უნდა იყოს ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რათა დარ­ტყმის ძალა გა­და­ნა­წილ­დეს მთლი­ა­ნად სხე­ულ­ზე და არა მა­გა­ლი­თად მარ­ტო კი­სერ­ზე, რაც აზი­ა­ნებს ბავ­შვს", - გა­ნა­ცხა­და ლა­ლი­აშ­ვილ­მა.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სი უსაფრ­თხო გზე­ბის­თვის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წელს ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვე­ბი­სას და­შავ­და 1019 16 წლამ­დე მო­ზარ­დი და გარ­და­იც­ვა­ლა 17, რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წელს, და­შავ­და 955 და გარ­და­იც­ვა­ლა 23 მო­ზარ­დი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ავარიის დროს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკის ბავშვზე როგორი სავარძელი უნდა იყოს დამონტაჟებული ავტმობილში

ავარიის დროს ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი გაიზარდა - რა ასაკის ბავშვზე როგორი სავარძელი უნდა იყოს დამონტაჟებული ავტმობილში

მიუხედავად ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებისა, ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდა კვლავ პრობლემად რჩება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული რეფორმის შედეგად, საგზაო შემთხვევების რაოდენობა შემცირდა. ასევე შემცირებულია გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა, თუმცა 2016 წელთან შედარებით გაზრდილია უშუალოდ დაღუპული ბავშვების რიცხვი.

"ჩვენ 2017 წელს ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მიმდინარე რეფორმის შედეგად, საგზაო შემთხვევათა რაოდენობა 12-14%-ით შემცირდა. მათ შორის, შემცირდა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობაც, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. თუმცა, მიუხედავად ზოგადი კლებისა, მოზარდების სიკდვილიანობის ზრდა კვლავ პრობლემად რჩება. თუ 2016 წელს, 16 წლამდე 17 მოზარდი დაიღუპა, 2017 ბავშვის გარდაცვალების 23 შემთხვევა იყო. ამ მიმართულებითაა გასატარებელი ღონისძიებები. არც ცნობიერება და არც საკნონმდებლო ბაზა არ გვიწყობს ხელს იმისთვის, რომ მგზავრობის დროს ჩვენი ბავშვები უსაფრთხოდ გადავიყვანოთ ავტომობილით", - განაცხადა ლალიაშვილმა.

აღნიშნულ კონტექსტში ეკა ლალიაშვილმა ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძლების გამოყენების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოცდილებით, შეჯახებისას ან ძლიერი დამუხრუჭებისას სავარძელი ბავშვს დაზიანებისგან 60%-ით იცავს.

"როდესაც ევროპულ ქვეყნებში ბავშვებისთვის სამგზავრო სავარძლის გამოყენების რამდენიმე ათწლეულის გამოცდილება არსებობს, ჩვენ შემთხვევაში ამას კანონი პრაქტიკულად არ არეგლირებს", - განაცხადა ლალიაშვილიამ.

მისივე თქმით, ამ კუთხით საკანონმდებლო ბაზაზე ფიქრია მნიშვნელოვანი.

"გასათვალისწინებელია, რომ მოძველებული ავტოპარკია და შესაძლოა, მანქანების დიდ ნაწილს უკანა სავარძლებზე ღვედი არ ჰქონდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ბარიერი. ჩვენ შეგვიძლია ეტაპობრივად დავიწყოთ ამ ცვლილების შეტანა იმ ავტომობილებისთვის, რომლებსაც ღვედები უკანა სავარძლებზე აქვთ", - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ეკა ლალიაშვილმა ბავშვების უსაფრთხოდ გადაადგილებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დეტალებზე გაამახვილა ყურადღება.

"150 სანტიმეტრამდე სიმაღლის, ანუ დაახლოებით 12 წლის ასაკის მოზარდს სჭირდება სპეციალური სამაგრი მოწყობილობა. ეს შეიძლება იყოს ზურგიანი ჩვეულებრივი სავარძელი, ასევე შეიძლება იყოს ასამაღლებელი სავარძელი, რომელსაც ზურგი არ გააჩნია და დიდი ღვედით მაგრდება. 7 წლის ასაკის ზემოთ, თუ ბავშვის წონა 36 კილოზე მეტია, უკვე შეუძლია ასამაღლებელი სკამი გამოიყენოს. 7 წლამდე ბავშვს, წონისა და ზომის მიხედვით სჭირდება სპეციფიური სავარძელი, რომელიც სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული სალონის უკანა მხარეს. ორ წლამდე ბავშვისთვის ეს სავარძელი უნდა იყოს ავტომობილის მოძრაობის საპირისპირო მხარეს დამონტაჟებული, რათა დარტყმის ძალა გადანაწილდეს მთლიანად სხეულზე და არა მაგალითად მარტო კისერზე, რაც აზიანებს ბავშვს", - განაცხადა ლალიაშვილმა.

ორგანიზაციის "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" ინფორმაციით, 2016 წელს ავტოსაგზაო შემთხვევებისას დაშავდა 1019 16 წლამდე მოზარდი და გარდაიცვალა 17, რაც შეეხება 2017 წელს, დაშავდა 955 და გარდაიცვალა 23 მოზარდი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი