კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი საიუველირო ბრენდის ქართველი სახე: "ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირადღირებული ბრილიანტებით..."
ცნობილი საიუველირო ბრენდის ქართველი სახე: "ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირადღირებული ბრილიანტებით..."

27 წლის თია ივე­რი­ე­ლი (ჩხიკ­ვა­ძე) თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, თუმ­ცა მოს­კოვ­ში გა­ი­ზარ­და და მას რუ­სეთ­ში უფრო იც­ნო­ბენ, რო­გორც სა­ტე­ლე­ვი­ზიო წამ­ყვანს, მო­დელ­სა და მომ­ღე­რალს, ვიდ­რე სამ­შობ­ლო­ში. ახ­ლა­ხან თია მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნი­ის Jacob&CO სახე გახ­და, რომ­ლის მთა­ვა­რი ოფი­სი ნიუ-იორკშია, ფი­ლი­ა­ლე­ბი კი, მსოფ­ლი­ოს ბევრ წამ­ყვან ქვე­ყა­ნა­ში. ამ ბრენ­დის სამ­კა­უ­ლებ­სა და სა­ა­თებს ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვე­ბი და ცნო­ბი­ლი ოლი­გარ­ქე­ბი ატა­რე­ბენ.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან, რო­მე­ლიც თია ივე­რი­ელ­მა ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებს" მის­ცა:

- რო­გორ გახ­დი ამ კომ­პა­ნი­ის სა­რეკ­ლა­მო სახე?

- სულ ვამ­ბობ, ქუდ­ბე­დი­ა­ნი და­ვი­ბა­დე და იღ­ბა­ლი ყო­ველ­თვის ჩემ მხა­რე­საა-მეთ­ქი. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მხო­ლოდ იღ­ბლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ამ ცნო­ბი­ლი სა­ი­უ­ვე­ლი­რო ბრენ­დის სა­ხედ რომ ამირ­ჩი­ეს. გა­რეგ­ნო­ბა თა­ვის როლს თა­მა­შობს, მაგ­რამ, თუ არ აზ­როვ­ნებ, სი­ლა­მა­ზეც კარ­გავს ხიბლს. მარ­ტო შენი მკერ­დი და დიდი ტუ­ჩე­ბი არა­ვის სჭირ­დე­ბა, გა­ნათ­ლე­ბას აქ­ცე­ვენ მეტ ყუ­რა­დღე­ბას. ზო­გა­დად, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ჩემს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბას აფი­ში­რე­ბას არ ვუ­კე­თებ, არც ფო­ტო­ებს ვდებ ხში­რად. "ინ­სტაგ­რამ­ზე" მი­დევს ფო­ტო­ე­ბი, სა­დაც კარ­გად ჩანს ჩემი თვა­ლე­ბი. მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა სა­ი­უ­ვე­ლი­რო კომ­პა­ნია Jacob&CO-ს დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა და პრე­ზი­დენ­ტმა, შემ­თხვე­ვით ნახა ჩემი სუ­რა­თე­ბი, და­ინ­ტე­რეს­და და მოს­კოვ­ში ჩემს აგენტ-მე­ნე­ჯერს და­უ­კავ­შირ­და. ჰკი­თხა, ამ გო­გოს ბუ­ნებ­რი­ვი თვა­ლის ფე­რია ასე­თი და პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი თუ აქვს გა­კე­თე­ბუ­ლიო...

- ესე იგი, თუ პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია გექ­ნე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი, უარს იტყოდ­ნენ შენ­ზე?

- ეს, მთა­ვა­რი პი­რო­ბაა, რომ მათი სა­რეკ­ლა­მო სახე - გო­გო­ნა უნდა იყოს ბუ­ნებ­რი­ვი - პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცი­ე­ბი­სა და ლინ­ზე­ბის გა­რე­შე, ასე ვთქვათ, ნა­ტუ­რა­ლუ­რად ლა­მა­ზი. ჩემ­მა მე­ნე­ჯერ­მა უთხრა, არც ლინ­ზე­ბი აქვს და არც პლას­ტი­კუ­რი ოპე­რა­ცია, თმა­საც კი არ იღე­ბავ­სო. რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, და­ინ­ტე­რეს­დნენ, თუ ვი­ცო­დი უცხო ენა. ინ­გლი­სურს კარ­გად ვფლობ და თარ­ჯიმ­ნა­დაც მი­მუ­შა­ვია. მოკ­ლედ, მო­ვე­წო­ნე პრე­ზი­დენტს ფო­ტო­ებ­ში და ტე­ლე­ფო­ნი­თაც მე­სა­უბ­რა, მაგ­რამ მი­თხრა, უნდა ჩა­მოხ­ვი­დე ქას­თინგზე, რად­გან რამ­დე­ნი­მე გოგო გვყავს და გვინ­და, არ­ჩე­ვა­ნი გა­ვა­კე­თოთ სა­უ­კე­თე­სო­ზეო.

თვი­თონ ამი­ღეს ბი­ლე­თი, და­ჯავ­შნეს სა­უ­კე­თე­სო სას­ტუმ­რო და გა­დავფრინ­დი პა­რიზ­ში. სულ ასი გო­გო­ნა მო­ნა­წი­ლე­ობ­და. გა­ვი­ა­რე ქას­თინ­გი და თა­ვად კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა, ჯა­კობ არა­ბომ ამირ­ჩია და გა­მო­მი­ტყდა, ეს შენი მწვა­ნე თვა­ლე­ბი­სა და იმის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, ტუ­ჩე­ბი რომ არ გაქვს და­ბე­რი­ლიო.

ჯა­კობ არა­ბო წარ­მო­შო­ბით ებ­რა­ე­ლია, უზ­ბე­კეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და საკ­მა­ოდ კარ­გად იც­ნობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რას, ტრა­დი­ცი­ებს. სხვა­თა შო­რის, ხინ­კა­ლი უყ­ვარს. მი­თხრა, რომ შე­მოგ­ხე­დე, ებ­რა­ე­ლი მე­გო­ნეო. მე კი ვუ­თხა­რი, ქარ­თვე­ლი ვარ, თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი-მეთ­ქი. გა­ვა­ფორ­მეთ ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი და დღეს ამ ბრენ­დის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სახე ვარ. ქა­მე­ლე­ო­ნი თვა­ლის ფერი მაქვს, რა ფე­რის ტან­საც­მე­ლიც მაც­ვია და სამ­კა­უ­ლიც მი­კე­თია, იმ ფერს ირეკ­ლავს - ხან მწვა­ნეა, ხან ცის­ფე­რი და ხან ლურ­ჯი. სა­ფი­რო­ნის თვლე­ბის­გან დამ­ზა­დე­ბულ სამ­კა­ულს რომ მა­სინ­ჯებ­დნენ, თვალ­მა ლურ­ჯი ფერი მი­ი­ღო; ფი­რუ­ზის რომ მო­მარ­გეს, მწვა­ნე გახ­და და ჯა­კობ არა­ბო გა­და­ი­რია, ეს რა ხდე­ბაო.

მო­მი­ჩი­ნეს პი­რა­დი მე­ნე­ჯე­რი, დაც­ვა და ნამ­დვი­ლი დე­დო­ფა­ლი­ვით დავ­დი­ვარ პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში, ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ბრი­ლი­ან­ტე­ბი­თა და ამ ბრენ­დის­ვე სა­ა­თით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, პა­რიზ­ში სა­ცობ­ში რომ არ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, "ვერ­ტა­ლი­ო­ტით" გა­და­მაფ­რი­ნეს სას­ტუმ­რო­დან პო­დი­უ­მამ­დე. პა­რი­ზის დე­დო­ფა­ლი მე­გო­ნა თავი. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეს­წრე­ბო­და ჩემს გა­მოს­ვლას და ფრან­გუ­ლი "ვო­გის" ჟურ­ნა­ლის­თვი­საც მო­ვა­წყე ფო­ტო­სე­სია. ახლა შვე­ი­ცა­რი­ა­ში ჩა­მო­ვე­დი, ახა­ლი სა­ა­თის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე...

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

ნონა და­თე­ში­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ცნობილი საიუველირო ბრენდის ქართველი სახე: "ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირადღირებული ბრილიანტებით..."

ცნობილი საიუველირო ბრენდის ქართველი სახე: "ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირადღირებული ბრილიანტებით..."

27 წლის თია ივერიელი (ჩხიკვაძე) თბილისში დაიბადა, თუმცა მოსკოვში გაიზარდა და მას რუსეთში უფრო იცნობენ, როგორც სატელევიზიო წამყვანს, მოდელსა და მომღერალს, ვიდრე სამშობლოში. ახლახან თია მსოფლიოში ცნობილი, ძვირად ღირებული საიუველირო კომპანიის Jacob&CO სახე გახდა, რომლის მთავარი ოფისი ნიუ-იორკშია, ფილიალები კი, მსოფლიოს ბევრ წამყვან ქვეყანაში. ამ ბრენდის სამკაულებსა და საათებს ჰოლივუდის ვარსკვლავები და ცნობილი ოლიგარქები ატარებენ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც თია ივერიელმა ჟურნალ "თბილისელებს" მისცა:

- როგორ გახდი ამ კომპანიის სარეკლამო სახე?

- სულ ვამბობ, ქუდბედიანი დავიბადე და იღბალი ყოველთვის ჩემ მხარესაა-მეთქი. ამ შემთხვევაშიც, მხოლოდ იღბლის დამსახურებაა, ამ ცნობილი საიუველირო ბრენდის სახედ რომ ამირჩიეს. გარეგნობა თავის როლს თამაშობს, მაგრამ, თუ არ აზროვნებ, სილამაზეც კარგავს ხიბლს. მარტო შენი მკერდი და დიდი ტუჩები არავის სჭირდება, განათლებას აქცევენ მეტ ყურადღებას. ზოგადად, სოციალურ ქსელებში ჩემს ყოველდღიურობას აფიშირებას არ ვუკეთებ, არც ფოტოებს ვდებ ხშირად. "ინსტაგრამზე" მიდევს ფოტოები, სადაც კარგად ჩანს ჩემი თვალები. მსოფლიოში ცნობილმა საიუველირო კომპანია Jacob&CO-ს დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, შემთხვევით ნახა ჩემი სურათები, დაინტერესდა და მოსკოვში ჩემს აგენტ-მენეჯერს დაუკავშირდა. ჰკითხა, ამ გოგოს ბუნებრივი თვალის ფერია ასეთი და პლასტიკური ოპერაციები თუ აქვს გაკეთებულიო...

- ესე იგი, თუ პლასტიკური ოპერაცია გექნებოდა გაკეთებული, უარს იტყოდნენ შენზე?

- ეს, მთავარი პირობაა, რომ მათი სარეკლამო სახე - გოგონა უნდა იყოს ბუნებრივი - პლასტიკური ოპერაციებისა და ლინზების გარეშე, ასე ვთქვათ, ნატურალურად ლამაზი. ჩემმა მენეჯერმა უთხრა, არც ლინზები აქვს და არც პლასტიკური ოპერაცია, თმასაც კი არ იღებავსო. რაც ყველაზე მთავარია, დაინტერესდნენ, თუ ვიცოდი უცხო ენა. ინგლისურს კარგად ვფლობ და თარჯიმნადაც მიმუშავია. მოკლედ, მოვეწონე პრეზიდენტს ფოტოებში და ტელეფონითაც მესაუბრა, მაგრამ მითხრა, უნდა ჩამოხვიდე ქასთინგზე, რადგან რამდენიმე გოგო გვყავს და გვინდა, არჩევანი გავაკეთოთ საუკეთესოზეო.

თვითონ ამიღეს ბილეთი, დაჯავშნეს საუკეთესო სასტუმრო და გადავფრინდი პარიზში. სულ ასი გოგონა მონაწილეობდა. გავიარე ქასთინგი და თავად კომპანიის დირექტორმა, ჯაკობ არაბომ ამირჩია და გამომიტყდა, ეს შენი მწვანე თვალებისა და იმის დამსახურებაა, ტუჩები რომ არ გაქვს დაბერილიო.

ჯაკობ არაბო წარმოშობით ებრაელია, უზბეკეთში დაბადებული და საკმაოდ კარგად იცნობს ჩვენი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს. სხვათა შორის, ხინკალი უყვარს. მითხრა, რომ შემოგხედე, ებრაელი მეგონეო. მე კი ვუთხარი, ქართველი ვარ, თბილისში დაბადებული-მეთქი. გავაფორმეთ ყველა დოკუმენტი და დღეს ამ ბრენდის ოფიციალური სახე ვარ. ქამელეონი თვალის ფერი მაქვს, რა ფერის ტანსაცმელიც მაცვია და სამკაულიც მიკეთია, იმ ფერს ირეკლავს - ხან მწვანეა, ხან ცისფერი და ხან ლურჯი. საფირონის თვლებისგან დამზადებულ სამკაულს რომ მასინჯებდნენ, თვალმა ლურჯი ფერი მიიღო; ფირუზის რომ მომარგეს, მწვანე გახდა და ჯაკობ არაბო გადაირია, ეს რა ხდებაო.

მომიჩინეს პირადი მენეჯერი, დაცვა და ნამდვილი დედოფალივით დავდივარ პარიზის ქუჩებში, ძვირად ღირებული ბრილიანტებითა და ამ ბრენდისვე საათით. წარმოიდგინეთ, პარიზში საცობში რომ არ მოვხვედრილიყავი, "ვერტალიოტით" გადამაფრინეს სასტუმროდან პოდიუმამდე. პარიზის დედოფალი მეგონა თავი. მსოფლიოს ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა ჩემს გამოსვლას და ფრანგული "ვოგის" ჟურნალისთვისაც მოვაწყე ფოტოსესია. ახლა შვეიცარიაში ჩამოვედი, ახალი საათის პრეზენტაციაზე...

ჟურნალი "თბილისელები"

ნონა დათეშიძე

ლაიდენის უნივერსიტეტი საქართველოში ინიცირებულ სადოქტორო პროგრამას ხელოვნურ ინტელექტში სრულ მხარდაჭერას უცხადებს

რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი, რომელიც ქონების არასრულად მითითების გამო დაჯარიმდა

"ჩვენ დავამარცხებთ ამ უბადრუკ სნეულებას" - 28 წლის ადვოკატს გიორგი სიმონიშვილს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება