პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ გაქრება სესხების ბაზრიდან - ეროვნული ბანკის ფუნქციები მნიშვნელოვნად ფართოვდება
ვინ გაქრება სესხების ბაზრიდან - ეროვნული ბანკის ფუნქციები მნიშვნელოვნად ფართოვდება

კა­ნონ­ში "ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ" შე­სუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მისი სა­ზე­დამ­ხედ­ვე­ლო ფუნ­ქცი­ე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ფარ­თოვ­დე­ბა.

ბან­კის რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­ში მო­ექ­ცე­ვა ყვე­ლა მსეს­ხე­ბე­ლი თუ გამ­სეს­ხე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ვინც 20-ზე მეტი პი­რის­გან იღებს ან გას­ცემს თან­ხას, მათ შო­რის აღ­მოჩ­ნდე­ბა ე.წ. ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დე­ბი. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის კონ­ტროლს და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბი და ლომ­ბარ­დე­ბი. მო­მა­ვალ­ში კი სებ-ი რე­გუ­ლა­ცი­ებს ქსე­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გის პრინ­ცი­პით მოქ­მედ კომ­პა­ნი­ებ­საც და­უ­წე­სებს. სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­დეგ, უკვე ეროვ­ნუ­ლი ბან­კი იმუ­შა­ვებს მათ ასახ­ვა­ზე კა­ნონ­ქვემ­დე­ბა­რე აქ­ტებ­ში. მიმ­დი­ნა­რე წელს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ეტა­პობ­რი­ვად ამოქ­მედ­დე­ბა და 2019 წლის 1-ლი იან­ვრი­დან სრუ­ლად შევა ძა­ლა­ში.

მურ­თაზ კი­კო­რია, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი: - მო­სახ­ლე­ო­ბას ფი­ნან­სურ სექ­ტორ­თან, ძი­რი­თა­დად, ორი სა­ხის ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს - შე­აქვს თან­ხა და იღებს სესხს. კა­ნონ­ში შე­სუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სწო­რედ ამ ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას გუ­ლის­ხმობს.

- კო­მერ­ცი­ულ ბან­კებ­სა და მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი აქამ­დეც უწევ­და ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას, მომ­ხმა­რე­ბელს ყვე­ლა­ზე მეტ პრობ­ლე­მას ე. წ. ფი­ნან­სუ­რი პი­რა­მი­დის პრინ­ცი­პით მოქ­მე­დი კომ­პა­ნი­ე­ბი უქ­მნიდ­ნენ. და­ზა­რალ­და ათა­სო­ბით მო­ქა­ლა­ქე. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა იც­ვლე­ბა?

- უპირ­ვე­ლე­სად უნდა გა­მოვ­ყოთ კა­ნონ­ში შე­სუ­ლი რე­გუ­ლა­ცია, რომ იკ­რძა­ლე­ბა 20 პირ­ზე მეტი პი­რის­გან თან­ხის მო­ზიდ­ვა, თუ არა ხარ ბან­კი, მიკ­რო­სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია ან საკ­რე­დი­ტო კავ­ში­რი. ეს

არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ნა­ცხა­დი.

იმ მე­წარ­მე­ებს, იუ­რი­დი­ულ პი­რებს, რომ­ლე­ბიც ახლა ისე საქ­მი­ა­ნო­ბენ, რომ არც ერთი ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სტა­ტუ­სი არა აქვთ და ეროვ­ნულ ბან­კში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არ არი­ან, ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბი­ან ან და­რე­გის­ტრირ­დნენ, ან საქ­მი­ა­ნო­ბა შე­წყვი­ტონ.

რე­გის­ტრა­ცია კი კა­პი­ტა­ლის, აქ­ცი­ო­ნე­რე­ბის თუ დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბის­თვის ით­ვა­ლის­წი­ნებს სხვა­დას­ხვა პი­რო­ბას - მათ მო­ე­თხო­ვე­ბათ გამჭვირ­ვა­ლო­ბა, ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ა.შ. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბა გა­მო­იწ­ვევს ბაზ­რი­დან იმ არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გაქ­რო­ბას, რომ­ლე­ბიც ფი­ნან­სურ შუ­ა­მავ­ლო­ბა­ში მი­ნი­მა­ლურ სტან­დარ­ტებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ. მო­სახ­ლე­ო­ბის­გან თან­ხე­ბის მო­ზიდ­ვა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­ექ­ცე­ვა რე­გუ­ლი­რე­ბის სფე­რო­ში და ყვე­ლას­თვის იქ­ნე­ბა ნა­თე­ლი და გა­სა­გე­ბი, რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბას, ვის ან­დობს ფუ­ლად სახ­სრებს. კა­ნო­ნის გვერ­დის ავ­ლით ამ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი იქ­ნე­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ გაქრება სესხების ბაზრიდან - ეროვნული ბანკის ფუნქციები მნიშვნელოვნად ფართოვდება

ვინ გაქრება სესხების ბაზრიდან - ეროვნული ბანკის ფუნქციები მნიშვნელოვნად ფართოვდება

კანონში "ეროვნული ბანკის შესახებ" შესული ცვლილებების თანახმად, მისი საზედამხედველო ფუნქციები მნიშვნელოვნად ფართოვდება.

ბანკის რეგულირების სფეროში მოექცევა ყველა მსესხებელი თუ გამსესხებელი ორგანიზაცია, ვინც 20-ზე მეტი პირისგან იღებს ან გასცემს თანხას, მათ შორის აღმოჩნდება ე.წ. ფინანსური პირამიდები. ეროვნული ბანკის კონტროლს დაექვემდებარებიან სავალუტო ჯიხურები და ლომბარდები. მომავალში კი სებ-ი რეგულაციებს ქსელური მარკეტინგის პრინციპით მოქმედ კომპანიებსაც დაუწესებს. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ, უკვე ეროვნული ბანკი იმუშავებს მათ ასახვაზე კანონქვემდებარე აქტებში. მიმდინარე წელს ეს ცვლილებები ეტაპობრივად ამოქმედდება და 2019 წლის 1-ლი იანვრიდან სრულად შევა ძალაში.

მურთაზ კიკორია, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: - მოსახლეობას ფინანსურ სექტორთან, ძირითადად, ორი სახის ურთიერთობა აქვს - შეაქვს თანხა და იღებს სესხს. კანონში შესული რეგულაციები სწორედ ამ ორი ძირითადი მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებას გულისხმობს.

- კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეროვნული ბანკი აქამდეც უწევდა ზედამხედველობას, მომხმარებელს ყველაზე მეტ პრობლემას ე. წ. ფინანსური პირამიდის პრინციპით მოქმედი კომპანიები უქმნიდნენ. დაზარალდა ათასობით მოქალაქე. ამ მიმართულებით რა იცვლება?

- უპირველესად უნდა გამოვყოთ კანონში შესული რეგულაცია, რომ იკრძალება 20 პირზე მეტი პირისგან თანხის მოზიდვა, თუ არა ხარ ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ან საკრედიტო კავშირი. ეს

არის ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი.

იმ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, რომლებიც ახლა ისე საქმიანობენ, რომ არც ერთი ზემოთ ხსენებული ფინანსური ინსტიტუტის სტატუსი არა აქვთ და ეროვნულ ბანკში რეგისტრირებული არ არიან, ვალდებული იქნებიან ან დარეგისტრირდნენ, ან საქმიანობა შეწყვიტონ.

რეგისტრაცია კი კაპიტალის, აქციონერების თუ დამფუძნებლებისთვის ითვალისწინებს სხვადასხვა პირობას - მათ მოეთხოვებათ გამჭვირვალობა, ფინანსური ანგარიშვალდებულება და ა.შ. რეგულაციების ამოქმედება გამოიწვევს ბაზრიდან იმ არაკეთილსინდისიერი ორგანიზაციების გაქრობას, რომლებიც ფინანსურ შუამავლობაში მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ. მოსახლეობისგან თანხების მოზიდვა ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა რეგულირების სფეროში და ყველასთვის იქნება ნათელი და გასაგები, რა დაწესებულებას, ვის ანდობს ფულად სახსრებს. კანონის გვერდის ავლით ამგვარი საქმიანობა სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."