საზოგადოება
პოლიტიკა

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთთან მომხდარ საზარელ ავარიაზე
"ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთთან მომხდარ საზარელ ავარიაზე

სა­ზა­რე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და რი­კოთ­ზე, სა­დაც ტრა­ი­ლე­რი­სა და "მინი ვე­ნის" შე­ჯა­ხე­ბას 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მომ­ხდარ­მა მთე­ლი ქვე­ყა­ნა შეძ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ავ­ტო­მო­ბილს გზის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მოძ­რა­ვი ტრა­ი­ლე­რი და­ე­ჯა­ხა.

გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერთი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი და მათი ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. მათ­გან 5 ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ. ავა­რი­ის დროს, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ქან­თა­რი­ე­ბის და ვა­ჩან­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან: ახალ­გაზ­რდა და-ძმა რო­ლანდ და მზი­კო ქან­თა­რი­ე­ბი, ასე­ვე რო­ლანდ ქან­თა­რი­ას მე­უღ­ლე ვიკა ლეჟა­ვა, მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ბარ­ბა­რე. ასე­ვე: მათი ნა­თე­სა­ვე­ბი, დედა-შვი­ლი ნონა და გი­ორ­გი ვა­ჩან­ძე­ე­ბი. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ისი­ნი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით არის აღ­ძრუ­ლი, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბი­სა და ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" რეს­პონ­დენ­ტი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ამ უმ­ძი­მეს ავა­რი­ა­ზე სა­უბ­რობს:

- უბე­დუ­რე­ბა სო­ფელ ჩუ­მა­თე­ლეთ­თან, კონ­კრე­ტუ­ლად კაფე "რი­კოთ­თან" მოხ­და, და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 2 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, როცა სა­ში­ნე­ლი შე­ჯა­ხე­ბის ხმა გა­ის­მა. ამ დროს გზის ამ მო­ნაკ­ვეთ­ზე მოძ­რა­ო­ბა ნაკ­ლე­ბად ინ­ტენ­სი­უ­რია, მაგ­რამ იმ წუთ­ში­ვე ძა­ლი­ან ბევ­რი მან­ქა­ნა გა­ჩერ­და და უამ­რა­ვი ხალ­ხი შეგ­როვ­და… ვინც ეს სუ­რა­თი ნახა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან ალ­ბათ დიდ ხანს ვერ გა­მო­ვა, - ტრა­ი­ლე­რი ისე იყო შჯა­ხე­ბუ­ლი "მინი ვენს", რომ ამ უკა­ნას­კნელ­ში მყო­ფებს სი­ცო­ცხლის ნი­შან­წყა­ლი არ ეტყო­ბო­დათ...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: "ქორ­წი­ლი­დან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, როცა ეს ტრა­გე­დია მოხ­და" - რას ჰყვე­ბა რი­კოთ­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის დროს გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბე­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

"ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთთან მომხდარ საზარელ ავარიაზე

"ტრაილერის მძღოლს ჩაეძინა და ტრაგედია დატრიალდა" - რას ჰყვება თვითმხილველი რიკოთთან მომხდარ საზარელ ავარიაზე

საზარელი ტრაგედია დატრიალდა რიკოთზე, სადაც ტრაილერისა და "მინი ვენის" შეჯახებას 6 ადამიანი ემსხვერპლა. მომხდარმა მთელი ქვეყანა შეძრა. როგორც ცნობილია, ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა.

გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან: ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე. ასევე: მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.

იხილეთ ვიდეო

საქმის გამოძიება სისხლის სამართლის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ტრაილერის მძღოლი დაკავებულია.

"კვირის პალიტრის" რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ამ უმძიმეს ავარიაზე საუბრობს:

- უბედურება სოფელ ჩუმათელეთთან, კონკრეტულად კაფე "რიკოთთან" მოხდა, დაახლოებით ღამის 2 საათი იქნებოდა, როცა საშინელი შეჯახების ხმა გაისმა. ამ დროს გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ნაკლებად ინტენსიურია, მაგრამ იმ წუთშივე ძალიან ბევრი მანქანა გაჩერდა და უამრავი ხალხი შეგროვდა… ვინც ეს სურათი ნახა, მდგომარეობიდან ალბათ დიდ ხანს ვერ გამოვა, - ტრაილერი ისე იყო შჯახებული "მინი ვენს", რომ ამ უკანასკნელში მყოფებს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ...განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ: "ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რას ჰყვება რიკოთზე მომხდარი ავარიის დროს გარდაცვლილების ახლობელი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ