მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
მოზაიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია - ვინ არის ტოჩინოშინის მეუღლე
იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია - ვინ არის ტოჩინოშინის მეუღლე

დღეს ქარ­თუ­ლი სუ­მოს­თვის ის­ტო­რი­უ­ლი დღეა. ტო­ჩი­ნო­შინ­მა (ლე­ვან გორ­გა­ძე) ნა­ცუ­ბო ბა­შოს მე-12 სა­შე­ჯიბ­რო დღეს 40-გზის ჩემ­პი­ო­ნი, ლე­გენ­და­რუ­ლი იო­კუ­ძუ­ნა ჰა­კუ­ჰო და­ა­მარ­ცხა. ტო­ჩი­ნო­ში­ნი 2018 წლის იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლია.

"კვი­რის პა­ლიტ­რის" არ­ქივ­ში ინა­ხე­ბა ინ­ტერ­ვიუ ლე­ვან გორ­გა­ძეს­თან, სა­ი­და­ნაც ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ.

- სო­ფელ ძეგ­ვი­დან ვარ. წარ­სულ­ში სამ­ბოს­ მო­ჭი­და­ვე პა­პამ 6 წლი­სა ძი­უ­დო­ზე შე­მიყ­ვა­ნა. 18 წლის ვი­ყა­ვი, ია­პო­ნი­ა­ში რომ ჩა­მო­ვე­დი ჭა­ბუკ­თა შო­რის სუ­მოს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე. მომ­დევ­ნო წლებ­შიც მი­ვი­ღე ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და დავ­რჩი ია­პო­ნი­ა­ში. 12 წე­ლია სუ­მო­ის­ტი ვარ, მაგ­რამ ძი­უ­დო მხიბ­ლავს. აქ რომ ჩა­მო­ვე­დით, სუ­მოს ცნო­ბი­ლი მო­ჭი­და­ვე ლე­ვან ცა­გუ­რია მო­ვი­და და დაგ­ვარ­წმუ­ნა, ია­პო­ნი­ა­ში თუ დავ­რჩე­ბო­დით, წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წევ­დით. ასე დავ­რჩით ამ ქვე­ყა­ნა­ში მე და გა­გა­მა­რუ. თავ­და­პირ­ვე­ლად ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნე­თის­გან ვერ ვარ­ჩევ­დი, ჩემს თვალ­ში ყვე­ლას ერთი სახე ჰქონ­და, სა­ხე­ლე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბაც კი მი­ჭირ­და, ენა არ ვი­ცო­დი,­ ცხოვ­რე­ბის­ წე­სიც უცხო იყო. ია­პონ­ელე­ბი ძი­რი­თა­დად, უმი პრო­დუქ­ტით იკ­ვე­ბე­ბი­ან. ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და შე­გუ­ე­ბა, თუმ­ცა, დრო რომ

გა­ვი­და, შე­მიყ­ვარ­და და გავ­სუქ­დი კი­დეც.

- გა­სა­სუ­ქებ­ლად სპე­ცი­ა­ლურ მე­ნი­უს გიდ­გე­ნენ?

- არა­ნა­ი­რი მე­ნიუ. დღის რე­ჟიმს ვი­ცავთ, კვე­ბით კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვიკ­ვე­ბე­ბით, დღე­ში ორ­ჯერ.

- მაშ, რა გა­სუ­ქებთ?

- ბრინ­ჯი.

- მთე­ლი ია­პო­ნია ბრინჯს ჭამს...

- მე ბევრ ბრინჯს ვჭამ... სუ­მო­ისტს წონა სჭირ­დე­ბა, თო­რემ მო­წი­ნა­აღ­მდე­გეს ვერ გა­უმკლავ­დე­ბა... სუ­მო­ში ასე­თი წე­სია - კლუბ­ში რომ ახა­ლი წევ­რი შეჰ­ყავთ,­ სა­ხელს პრე­ზი­დენ­ტი­ არ­ქმევს. მეც ასე მე­წო­და ტო­ჩი­ნო­ში­ნი, რაც გულს ნიშ­ნავს. აქ სულ 50 კლუ­ბია და თი­თო­ში მხო­ლოდ ერთი უცხო­ე­ლია. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია - ვინ არის ტოჩინოშინის მეუღლე

იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტის სიყვარულის ისტორია - ვინ არის ტოჩინოშინის მეუღლე

დღეს ქართული სუმოსთვის ისტორიული დღეა. ტოჩინოშინმა (ლევან გორგაძე) ნაცუბო ბაშოს მე-12 საშეჯიბრო დღეს 40-გზის ჩემპიონი, ლეგენდარული იოკუძუნა ჰაკუჰო დაამარცხა. ტოჩინოშინი 2018 წლის იმპერატორის თასის მფლობელია.

"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ ლევან გორგაძესთან, საიდანაც ამონარიდს გთავაზობთ.

- სოფელ ძეგვიდან ვარ. წარსულში სამბოს მოჭიდავე პაპამ 6 წლისა ძიუდოზე შემიყვანა. 18 წლის ვიყავი, იაპონიაში რომ ჩამოვედი ჭაბუკთა შორის სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე. მომდევნო წლებშიც მივიღე ჩემპიონატებში მონაწილეობა და დავრჩი იაპონიაში. 12 წელია სუმოისტი ვარ, მაგრამ ძიუდო მხიბლავს. აქ რომ ჩამოვედით, სუმოს ცნობილი მოჭიდავე ლევან ცაგურია მოვიდა და დაგვარწმუნა, იაპონიაში თუ დავრჩებოდით, წარმატებას მივაღწევდით. ასე დავრჩით ამ ქვეყანაში მე და გაგამარუ. თავდაპირველად ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი, ჩემს თვალში ყველას ერთი სახე ჰქონდა, სახელების დამახსოვრებაც კი მიჭირდა, ენა არ ვიცოდი, ცხოვრების წესიც უცხო იყო. იაპონელები ძირითადად, უმი პროდუქტით იკვებებიან. ძალიან გამიჭირდა შეგუება, თუმცა, დრო რომ

გავიდა, შემიყვარდა და გავსუქდი კიდეც.

- გასასუქებლად სპეციალურ მენიუს გიდგენენ?

- არანაირი მენიუ. დღის რეჟიმს ვიცავთ, კვებით კი ჩვეულებრივად ვიკვებებით, დღეში ორჯერ.

- მაშ, რა გასუქებთ?

- ბრინჯი.

- მთელი იაპონია ბრინჯს ჭამს...

- მე ბევრ ბრინჯს ვჭამ... სუმოისტს წონა სჭირდება, თორემ მოწინააღმდეგეს ვერ გაუმკლავდება... სუმოში ასეთი წესია - კლუბში რომ ახალი წევრი შეჰყავთ, სახელს პრეზიდენტი არქმევს. მეც ასე მეწოდა ტოჩინოშინი, რაც გულს ნიშნავს. აქ სულ 50 კლუბია და თითოში მხოლოდ ერთი უცხოელია. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი