Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა
"ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

რი­კოთ­ზე მომ­ხდარ­მა ავა­რი­ამ, რო­მელ­საც 6 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსუ­ბუ­ქი მარ­კის ავ­ტო­მო­ბილს გზის სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მოძ­რა­ვი ტრა­ი­ლე­რი და­ე­ჯა­ხა. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი ერთი ოჯა­ხის რამ­დე­ნი­მე წევ­რი და მათი ახლო ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. მათ­გან 5 ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, ერთი კი - სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ. მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნის მძღო­ლი გა­დარ­ჩა, ის ხა­შუ­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბით შე­იყ­ვა­ნეს და მა­ლე­ვე გა­წე­რეს.

AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავა­რი­ის დროს, ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ქან­თა­რი­ე­ბის და ვა­ჩან­ძე­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი არი­ან ახალ­გაზ­რდა და-ძმა რო­ლანდ და მზი­კო ქან­თა­რი­ე­ბი, ასე­ვე რო­ლანდ ქან­თა­რი­ას მე­უღ­ლე ვიკა ლეჟა­ვა, მათი მცი­რე­წლო­ვა­ნი გო­გო­ნა ბარ­ბა­რე და მათი ნა­თე­სა­ვე­ბი, დედა-შვი­ლი ნონა და გი­ორ­გი ვა­ჩან­ძე­ე­ბი. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ისი­ნი და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­თე­სა­ვის ქორ­წილ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და ავა­რია სწო­რედ იმ დროს მოხ­და, რო­დე­საც თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ.

იხი­ლეთ ვი­დეო: უმ­ძი­მე­სი ავა­რია რი­კო­თის გვი­რაბ­თან: და­ი­ღუ­პა 6 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 2 ბავ­შვია

AMBEBI.GE გარ­დაც­ვლი­ლე­ბის ახ­ლო­ბელს თა­მუ­ნა სო­სე­ლი­ას ესა­უბ­რა:

- გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლე­ბი ვართ, უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დია მოხ­და. გარ­დაც­ვლი­ლე­ბი უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი არი­ან. ისი­ნი და­სავ­ლეთ­ში იყ­ვნენ ქორ­წილ­ში და თბი­ლის­ში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, ამ დროს მოხ­და ავა­რია. აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლე­ბი არი­ან და თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ და მუ­შა­ობ­დნენ. და-ძმა, მზი­კო და რო­ლან­დი ბე­ბი­ამ გა­ზარ­და, დედა არ ჰყავ­დათ.

- გარ­დაც­ვლილ ცოლ-ქმარს (ვიკა ლეჟა­ვა, რო­ლანდ ქან­თა­რია) მხო­ლოდ ერთი შვი­ლი ჰყავ­დათ?

- ორი შვი­ლი ჰყავ­დათ, ერთი თბი­ლის­ში და­ტო­ვეს ბე­ბოს­თან და ქორ­წილ­ში წა­ვიდ­ნენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ტრა­ი­ლე­რის მძღო­ლი უკვე და­კა­ვე­ბუ­ლია. რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტო­ში გა­ნა­ცხა­დეს, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია. მას 6-დან 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ასე­ვე იხი­ლეთ: კად­რე­ბი რი­კო­თი­დან, სა­დაც მომ­ხდარ ავა­რი­ას 6 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა

mia
0

დააკავეს და გაუშვებენ მალე. ასე არ იყო მანამდეც? ვინმე დასაჯეს?

 

"ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

"ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როცა ეს ტრაგედია მოხდა" - რიკოთზე ავარიას ოჯახის 4 წევრი და მათი ნათესავი დედა-შვილი ემსხვერპლა

რიკოთზე მომხდარმა ავარიამ, რომელსაც 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, სრულიად საქართველო შეძრა. როგორც ცნობილია, მსუბუქი მარკის ავტომობილს გზის საპირისპირო მხარეს მოძრავი ტრაილერი დაეჯახა. გარდაცვლილები ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი და მათი ახლო ნათესავები არიან. მათგან 5 ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი - საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ავარიის დროს, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გარდაცვლილები არიან ახალგაზრდა და-ძმა როლანდ და მზიკო ქანთარიები, ასევე როლანდ ქანთარიას მეუღლე ვიკა ლეჟავა, მათი მცირეწლოვანი გოგონა ბარბარე და მათი ნათესავები, დედა-შვილი ნონა და გიორგი ვაჩანძეები. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ისინი დასავლეთ საქართველოში ნათესავის ქორწილში იმყოფებოდნენ და ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც თბილისში ბრუნდებოდნენ.

იხილეთ ვიდეო: უმძიმესი ავარია რიკოთის გვირაბთან: დაიღუპა 6 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვია

AMBEBI.GE გარდაცვლილების ახლობელს თამუნა სოსელიას ესაუბრა:

- განადგურებულები ვართ, უმძიმესი ტრაგედია მოხდა. გარდაცვლილები უახლოესი ნათესავები არიან. ისინი დასავლეთში იყვნენ ქორწილში და თბილისში ბრუნდებოდნენ, ამ დროს მოხდა ავარია. აფხაზეთიდან დევნილები არიან და თბილისში ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. და-ძმა, მზიკო და როლანდი ბებიამ გაზარდა, დედა არ ჰყავდათ.  

- გარდაცვლილ ცოლ-ქმარს (ვიკა ლეჟავა, როლანდ ქანთარია) მხოლოდ ერთი შვილი ჰყავდათ?

- ორი შვილი ჰყავდათ, ერთი თბილისში დატოვეს ბებოსთან და ქორწილში წავიდნენ.

როგორც ცნობილია, ტრაილერის მძღოლი უკვე დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: კადრები რიკოთიდან, სადაც მომხდარ ავარიას 6 ადამიანი ემსხვერპლა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"