პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის ოჯახმა, სასამართლო პროცესი 5 წლის შემდეგ მოიგო - ქუთაისელი ექიმი დაკავებულია
საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის ოჯახმა, სასამართლო პროცესი 5 წლის შემდეგ მოიგო - ქუთაისელი ექიმი დაკავებულია

2012 წელს სა­კე­ის­რო კვე­თის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი 22 წლის ვი­ო­ლე­ტა მა­ტი­ნო­ვას (ნი­კო­ლე­იშ­ვი­ლის) საქ­მე­ზე ქუ­თა­ი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გან­ხილ­ვა დას­რულ­და. გარ­დაც­ვლი­ლი მა­ტი­ნო­ვას დედა ექიმ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძეს უყუ­რა­დღე­ბო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის ალა მა­ტი­ნო­ვას თქმით, სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა და ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძე სა­სა­მარ­თლო დარ­ბაზ­ში და­ა­პა­ტიმ­რეს და ორ­წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს.

"5-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ სა­მარ­თალ­მა იზე­ი­მა და დამ­ტკიც­და, რომ ჩემი შვი­ლის სი­ცო­ცხლე ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძემ შე­ი­წი­რა. მა­გას უნდა და­ეწ­ვი­ნა კლი­ნი­კა­ში და არ უნდა გა­მო­ეშ­ვა სახ­ლში. ჩვენ ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ვა­ტა­რეთ სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში, სა­დაც დამ­ტკიც­და, რომ დრო­უ­ლად რომ ყო­ფი­ლი­ყო პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ფა­სე­ბუ­ლი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და გა­დარ­ჩე­ნა. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში შე­ვი­ტან სა­ჩი­ვარს და მო­ვი­თხოვ, აა­ნა­ზღა­უ­როს ის მო­რა­ლუ­რი და მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ზი­ა­ნი რაც მოგ­ვა­ყე­ნა. ეს იმ ბავ­შვის­თვის, რო­მე­ლიც დე­დის გა­რე­შე იზ­რდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­ტი­ნო­ვამ.

და­კა­ვე­ბუ­ლი ექი­მის, ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის ალექ­სან­დრე თა­თე­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­სა­ჩივ­რებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

" სა­სა­მარ­თლო­ში და­ვა­დას­ტუ­რეთ, რომ პა­ცი­ენ­ტი თვით­ნე­ბუ­რად გა­ვი­და სტა­ცი­ო­ნა­რი­დან, ისე რომ ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძე საქ­მის კურ­სში არ იყო. მეტ­საც გე­ტყვით, სა­ნამ მერ­კვი­ლა­ძემ­დე მი­ვი­დო­და ეს საქ­მე, სას­წრა­ფოს ოთხი ბრი­გა­და იყო, რო­მელ­თაც არ გაყ­ვა პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­სა­ჩივ­რებთ. ჩვენ ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ას გა­ვა­გე­ბი­ნებთ ამ უსა­მარ­თლო­ბის შე­სა­ხებ. არ ვე­ლო­დით ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა თა­თე­ლიშ­ვილ­მა.

ირაკ­ლი მერ­კვი­ლა­ძის კო­ლე­გე­ბი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას კონ­კუ­რენ­ტე­ბის მხრი­დან მო­სა­მარ­თლე­ზე ზე­წო­ლას უკავ­ში­რე­ბენ. ექი­მი და­ნა­შა­ულს არ აღი­ა­რებს, ხოლო მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და თა­ნამ­შრომ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღე­ში პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ას გა­მარ­თა­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის ოჯახმა, სასამართლო პროცესი 5 წლის შემდეგ მოიგო - ქუთაისელი ექიმი დაკავებულია

საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ქალის ოჯახმა, სასამართლო პროცესი 5 წლის შემდეგ მოიგო - ქუთაისელი ექიმი დაკავებულია

2012 წელს საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილი 22 წლის ვიოლეტა მატინოვას (ნიკოლეიშვილის) საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში განხილვა დასრულდა. გარდაცვლილი მატინოვას დედა ექიმ ირაკლი მერკვილაძეს უყურადღებობაში ადანაშაულებდა.

სასამართლო პროცესი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარდაცვლილის დედის ალა მატინოვას თქმით, სამართალმა იზეიმა და ირაკლი მერკვილაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს და ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

"5-წლიანი ლოდინის შემდეგ სამართალმა იზეიმა და დამტკიცდა, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ირაკლი მერკვილაძემ შეიწირა. მაგას უნდა დაეწვინა კლინიკაში და არ უნდა გამოეშვა სახლში. ჩვენ ექსპერტიზა ჩავატარეთ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, სადაც დამტკიცდა, რომ დროულად რომ ყოფილიყო პაციენტის მდგომარეობა შეფასებული, შესაძლებელი იქნებოდა გადარჩენა. საქალაქო სასამართლოში შევიტან საჩივარს და მოვითხოვ, აანაზღაუროს ის მორალური და მატერიალური ზიანი რაც მოგვაყენა. ეს იმ ბავშვისთვის, რომელიც დედის გარეშე იზრდება", - განაცხადა მატინოვამ.

დაკავებული ექიმის, ირაკლი მერკვილაძის ადვოკატის ალექსანდრე თათელიშვილის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს.

იხილეთ ვიდეო

" სასამართლოში დავადასტურეთ, რომ პაციენტი თვითნებურად გავიდა სტაციონარიდან, ისე რომ ირაკლი მერკვილაძე საქმის კურსში არ იყო. მეტსაც გეტყვით, სანამ მერკვილაძემდე მივიდოდა ეს საქმე, სასწრაფოს ოთხი ბრიგადა იყო, რომელთაც არ გაყვა პაციენტი საავადმყოფოში. სასამართლოს გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ. ჩვენ ყველა ინსტანციას გავაგებინებთ ამ უსამართლობის შესახებ. არ ველოდით ასეთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა თათელიშვილმა.

ირაკლი მერკვილაძის კოლეგები სასამართლოს გადაწყვეტილებას კონკურენტების მხრიდან მოსამართლეზე ზეწოლას უკავშირებენ. ექიმი დანაშაულს არ აღიარებს, ხოლო მისი ოჯახის წევრები და თანამშრომლები რამდენიმე დღეში პრესკონფერენციას გამართავენ.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს