პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლევანი ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!" - რას წერს ტოჩინოშინის გამარჯვებაზე იაპონიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი
"ლევანი ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!" - რას წერს ტოჩინოშინის გამარჯვებაზე იაპონიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი

პირ­ვე­ლად სუ­მოს ის­ტო­რი­ა­ში, ქარ­თვე­ლი იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მფლო­ბე­ლია! ტო­ჩი­ნო­ში­ნიმ იგი­ვე ლე­ვან გორ­გა­ძემ სა­უ­კე­თე­სო სუ­მო­ის­ტის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. ტო­ჩი­ნო­ში­ნი მე-3 ევ­რო­პე­ლია, რო­მელ­მაც ამ ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლო. მაგ­რამ ასე სენ­სა­ცი­უ­რად არა­ვის მო­უ­პო­ვე­ბია, რად­გან მან რო­გორც მე-3 მა­ე­გა­ში­რამ შეძ­ლო ეს. ხოლო რაც შე­ე­ხე­ბა ამ ტურ­ნირს, ის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლია სუ­მოს სამ­ყა­რო­ში.

ია­პო­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს უფ­რო­სი მრჩე­ვე­ლი, არ­ჩილ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი ლე­ვან გორ­გა­ძის გა­მარ­ჯვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე წერს:

"Tochinoshin is a Champion of Hatsu Basho!!! The third European in the history of Sumo to win this title! მოკ­ლედ, სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და. არც ვიცი მნიშ­ვნე­ლო­ბით რას შე­ვა­და­რო. ალ­ბათ ზა­ზას NBA-ს ბე­ჭედს ან კა­ლა­ძის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას. მაგ­რამ კიდე ბო­ლომ­დე არ გად­მოს­ცემს ეს მნიშ­ვნე­ლო­ბას. მა­ინც კი­დევ უფრო სხვა რა­მეა სუ­მო­ში იმ­პე­რა­ტო­რის თა­სის მო­გე­ბა. იმი­ტომ, რომ არ არის ეს უბ­რა­ლოდ სპორ­ტი. ია­პო­ნე­ლე­ბის კულ­ტუ­რის, რე­ლი­გი­ის, თვით­შე­მეც­ნე­ბის, მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის სიმ­ბო­ლო და გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა სუმო. ეროვ­ნუ­ლი სი­ა­მა­ყეა. ღმერ­თე­ბის ბრძო­ლაა. პირ­ვე­ლი ბრძო­ლა სუ­მო­ში ლე­გენ­დის მი­ხედ­ვით ღმერ­თებს შო­რის შედ­გა, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ღმერ­თის შვი­ლე­ბი გახ­დნენ ია­პო­ნი­ის იმ­პე­რა­ტო­რე­ბი და იმი­ტო­მაც ჰქვია თასს იმ­პე­რა­ტო­რის თასი. სუ­მო­ის­ტე­ბიც დღემ­დე რა­ღაც ნა­ხევ­რა­დღმერ­თე­ბად ით­ვლე­ბი­ან აქ. და ეს თასი მო­ი­გო ლე­ვან­მა. ღმერ­თე­ბის ბრძო­ლა­ში გახ­და ჩემ­პი­ო­ნი!

ბოლო დღე­ე­ბი სულ ტო­ჩი­ზე წერ­და და ლა­პა­რა­კობ­და აქ ყვე­ლა. სა­ელ­ჩო­ში რე­კავ­დნენ და გვი­ლო­ცავ­დნენ. და დღეს სა­ბო­ლო­ოდ ჩემ­პი­ო­ნია. ის­ტო­რია და­წე­რა ამ ბიჭ­მა. ჩათ­ვა­ლეთ, რომ დღე­ი­დან მთელ­მა ია­პო­ნი­ამ იცის სა­ქარ­თვე­ლო, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ია­პო­ნელ­მა და და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან ჩვე­ნით. დიდი, სას­წა­უ­ლი, სა­ო­ცა­რი საქ­მე გა­ა­კე­თა ჩვენ­მა ბიჭ­მა, რო­მელ­საც ისე­თი ტრავ­მის გამო მო­უ­წია ცოტა ხნის წინ ქვე­მოთ ჩა­ვარ­დნა, რომ სა­ერ­თოდ არ ჯე­რო­დათ თუ დაბ­რუნ­დე­ბო­და. დაბ­რუნ­და და იმ­პე­რა­ტო­რის თასი მო­ი­გო. ჰო­ლი­ვუ­დუ­რი ფილ­მის სი­უ­ჟე­ტია. მე­სა­მე ევ­რო­პე­ლია ის­ტო­რი­ა­ში, ვი­საც ეს ტი­ტუ­ლი მო­უ­გია. დიდი, დიდი ამ­ბა­ვია ძა­ლი­ან. ეს არის ის­ტო­რია მებ­რძოლ სულ­ზე,რო­მე­ლიც არ ნებ­დე­ბა. მად­ლო­ბა ლე­ვანს. სა­ოც­რად მა­გარ, ალალ, ჯიგ­რი­ან ბიჭს და ნად­ვილ მე­ო­მარს! ხვალ ბოლო ბრძო­ლა­საც ჩა­ა­ტა­რებს და გა­დას­ცე­მენ თასს" - წერს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ

"ლევანი ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!" - რას წერს ტოჩინოშინის გამარჯვებაზე იაპონიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი

"ლევანი ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!" - რას წერს ტოჩინოშინის გამარჯვებაზე იაპონიაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი

პირველად სუმოს ისტორიაში, ქართველი იმპერატორის თასის მფლობელია! ტოჩინოშინიმ იგივე ლევან გორგაძემ საუკეთესო სუმოისტის ტიტული მოიპოვა. ტოჩინოშინი მე-3 ევროპელია, რომელმაც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო. მაგრამ ასე სენსაციურად არავის მოუპოვებია, რადგან მან როგორც მე-3 მაეგაშირამ შეძლო ეს. ხოლო რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ყველაზე პრესტიჟულია სუმოს სამყაროში.

იაპონიაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, არჩილ მაჭავარიანი ლევან გორგაძის გამარჯვების მნიშვნელობაზე წერს:

"Tochinoshin is a Champion of Hatsu Basho!!! The third European in the history of Sumo to win this title! მოკლედ, სასწაული ამბავი მოხდა. არც ვიცი მნიშვნელობით რას შევადარო. ალბათ ზაზას NBA-ს ბეჭედს ან კალაძის ჩემპიონთა ლიგას. მაგრამ კიდე ბოლომდე არ გადმოსცემს ეს მნიშვნელობას. მაინც კიდევ უფრო სხვა რამეა სუმოში იმპერატორის თასის მოგება. იმიტომ, რომ არ არის ეს უბრალოდ სპორტი. იაპონელების კულტურის, რელიგიის, თვითშემეცნების, მსოფლმხედველობის სიმბოლო და გამოხატულებაა სუმო. ეროვნული სიამაყეა. ღმერთების ბრძოლაა. პირველი ბრძოლა სუმოში ლეგენდის მიხედვით ღმერთებს შორის შედგა, გამარჯვებული ღმერთის შვილები გახდნენ იაპონიის იმპერატორები და იმიტომაც ჰქვია თასს იმპერატორის თასი. სუმოისტებიც დღემდე რაღაც ნახევრადღმერთებად ითვლებიან აქ. და ეს თასი მოიგო ლევანმა. ღმერთების ბრძოლაში გახდა ჩემპიონი!

ბოლო დღეები სულ ტოჩიზე წერდა და ლაპარაკობდა აქ ყველა. საელჩოში რეკავდნენ და გვილოცავდნენ. და დღეს საბოლოოდ ჩემპიონია. ისტორია დაწერა ამ ბიჭმა. ჩათვალეთ, რომ დღეიდან მთელმა იაპონიამ იცის საქართველო, აბსოლუტურად ყველა იაპონელმა და დაინტერესებულები არიან ჩვენით. დიდი, სასწაული, საოცარი საქმე გააკეთა ჩვენმა ბიჭმა, რომელსაც ისეთი ტრავმის გამო მოუწია ცოტა ხნის წინ ქვემოთ ჩავარდნა, რომ საერთოდ არ ჯეროდათ თუ დაბრუნდებოდა. დაბრუნდა და იმპერატორის თასი მოიგო. ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტია. მესამე ევროპელია ისტორიაში, ვისაც ეს ტიტული მოუგია. დიდი, დიდი ამბავია ძალიან. ეს არის ისტორია მებრძოლ სულზე,რომელიც არ ნებდება. მადლობა ლევანს. საოცრად მაგარ, ალალ, ჯიგრიან ბიჭს და ნადვილ მეომარს! ხვალ ბოლო ბრძოლასაც ჩაატარებს და გადასცემენ თასს" - წერს მაჭავარიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს