ავტორი:

მოოქროვილი "საკანი", აუზი, მასაჟი, ვეგანური დიეტა - საუდელი პრინცის პატიმრობის დეტალები

მოოქროვილი "საკანი", აუზი, მასაჟი, ვეგანური დიეტა - საუდელი პრინცის პატიმრობის დეტალები

კორუფციაში ეჭვმიტანილი საუდელი პრინცი, მილიარდერი ალ-ვალიდ იბნ ტალალი პატიმრობის პირობებში თავს არაჩვეულებრივად გრძნობს და ამბობს, რომ მას ძალიან კარგად ეპყრობიან. "როიტერსის" ინფორმაციით, პრინცი სამეფო ოჯახის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს ლუქს-ნომერში ცხოვრობს და ვეგანურ საკვებს მირთმევს. ამასთან, ის იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში ყველა ბრალდება მოეხსნება.

2017 წლის ნოემბერში საუდის არაბეთში, პრინც მოჰამედ ბინ სალმანის ინიციატივით განხორციელებულ ანტიკორუფციული რეიდების ფარგლებში, უამრავი მაღალჩინოსანი დაიჭირეს. ისინი მაღალი კლასის სასტუმროში არიან დაპატიმრებულები.

საკუთარ მაღალჩინოსან ნათესავებთან ერთად იბნ-ტალალი სასტუმრო "რიც-კარლტონში" იმყოფება, ერ-რიადში. რამდენ ოთახიანია მის მოოქროვილ ნომერში, ცნობილი არ არის. "როიტერსი" მხოლოდ კაბინეტზე, სამზარეულოსა და სასადილო ოთახზე წერს.

"თავს ვგრძნობ ძალიან კომფორტულად, ვიმყოფები ჩემს ქვეყანაში, ჩემს ქალაქში," - აღნიშნავს მილიარდერი.

ნახეთ ასევე : საუდის არაბეთში 11 პრინცი დააკავეს, მათ შორის მილიარდერი, რომელიც ქონების გადაცემას ღარიბებისთვის აპირებდა

მისივე თქმით, პატიმრობის პირობებში ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობს - მუშაობს, ტელეფონით ესაუბრება ახლობლებს, ვარჯიშობს, ბანაობს აუზში და სეირნობს. პერიოდულად კი მას კოლეგები და პირადი სტილისტი სტუმრობენ. პრინცის რაციონიც ასევე, არ შეცვლილა - ის ვეგანურ დიეტას იცავს.

ინტერვიუს დროს პრინცმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მას გაამართლებენ და შეძლებს, გათავისუფლდეს. იბნ-ტალალის მტკიცებით, მის წინააღმდეგ არანაირი ბრალდება არ არის წაყენებული.

"უბრალოდ, არის გარკვეული თემები, რომლის განხილვა მიმდინარეობს ჩემსა და ხელისუფლებას შორის, ამ თემებზე ახლა საუბარი არ შემიძლია," - აღნიშნა პრინცმა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"