პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" გაიხნა - მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურული აგენტები ქართულ გამომცემლობას სტუმრობენ
"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" გაიხნა - მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურული აგენტები ქართულ გამომცემლობას სტუმრობენ

ქარ­თუ­ლი წიგ­ნის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მოწ­ვე­ვით, თბი­ლისს ევ­რო­პუ­ლი ქვეყ­ნე­ბის წამ­ყვა­ნი გა­მომ­ცემ­ლე­ბი, სა­ავ­ტო­რო უფ­ლე­ბე­ბის მე­ნე­ჯე­რე­ბი და ლი­ტე­რა­ტუ­რის აგენ­ტე­ბი ეს­ტუმრნენ.

"ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფო­რუმ-დი­ა­ლო­გი 2018-ის" ფარ­გლებ­ში, 25 იან­ვარს 15 უცხო­ე­ლი გა­მომ­ცე­მე­ლი და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტი გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-საც ეწ­ვია. შეხ­ვედ­რი­სას ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თველ ავ­ტო­რებ­სა და მათ შე­მოქ­მე­დე­ბას გა­ეც­ნენ. თე­მის ირ­გვლივ აქ­ტი­უ­რი დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა და სტუმ­რებს მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა პო­პუ­ლა­რულ ქარ­თველ ავ­ტო­რებ­თან ერ­თად კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­საც მის­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი გა­მომ­ცე­მე­ლე­ბი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტე­ბის­თვის სა­კუ­თა­რი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი წა­რედ­გი­ნათ.

პრო­ექ­ტის "ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ფო­რუმ-დი­ა­ლო­გი 2018" და უცხო­ე­ლი სტუმ­რე­ბის ქარ­თუ­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნია ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის უცხო­ე­ნო­ვა­ნი თარ­გმა­ნე­ბის რა­ო­დე­ნობ­რი­ვი ზრდი­სა და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა, ქარ­თულ სა­გა­მომ­ცემ­ლო სფე­რო­ში სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, ქარ­თვე­ლი გა­მომ­ცემ­ლე­ბის, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტე­ბის, მთარ­გმნე­ლე­ბი­სა და კრი­ტი­კო­სე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და უცხო­ელ კო­ლე­გებ­თან საქ­მი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის მი­მართ მსოფ­ლიო გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის მხრი­დან ინ­ტე­რე­სი მზარ­დია. ამას ადას­ტუ­რებს ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო "ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბაზ­რო­ბა­ზე" 2018 წელს სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით წარ­სდგე­ბა.

"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" გაიხნა - მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურული აგენტები ქართულ გამომცემლობას სტუმრობენ

"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" გაიხნა - მსოფლიოს წამყვანი ლიტერატურული აგენტები ქართულ გამომცემლობას სტუმრობენ

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის მოწვევით, თბილისს ევროპული ქვეყნების წამყვანი გამომცემლები, საავტორო უფლებების მენეჯერები და ლიტერატურის აგენტები ესტუმრნენ.

"ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018-ის" ფარგლებში, 25 იანვარს 15 უცხოელი გამომცემელი და ლიტერატურული აგენტი გამომცემლობა "პალიტრა L"-საც ეწვია. შეხვედრისას ისინი თანამედროვე ქართველ ავტორებსა და მათ შემოქმედებას გაეცნენ. თემის ირგვლივ აქტიური დისკუსია გაიმართა და სტუმრებს მათთვის საინტერესო კითხვების დასმის საშუალება მიეცათ. გამომცემლობა "პალიტრა L"-მა პოპულარულ ქართველ ავტორებთან ერთად კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულებსაც მისცა საშუალება, რომ მსოფლიოს წამყვანი გამომცემელებისა და ლიტერატურული აგენტებისთვის საკუთარი ნაწარმოებები წარედგინათ.

პროექტის "ლიტერატურული ფორუმ-დიალოგი 2018" და უცხოელი სტუმრების ქართული გამომცემლობის წარმომადგენლებთან შეხვედრის მიზანია ქართული ლიტერატურის უცხოენოვანი თარგმანების რაოდენობრივი ზრდისა და ქართველი ავტორების საზღვარგარეთ პოპულარიზაციის ხელშეწყობა, ქართულ საგამომცემლო სფეროში სხვადასხვა პროფესიის განვითარება, ქართველი გამომცემლების, ლიტერატურული აგენტების, მთარგმნელებისა და კრიტიკოსების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება და უცხოელ კოლეგებთან საქმიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ავტორების მიმართ მსოფლიო გამომცემლობების მხრიდან ინტერესი მზარდია. ამას ადასტურებს ისიც, რომ საქართველო "ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე" 2018 წელს საპატიო სტუმრის სტატუსით წარსდგება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი