მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაჩო ახალია პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას მიმართავს
 ბაჩო ახალია პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას მიმართავს

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, ბაჩო ახა­ლია პრე­ზი­დენ­ტსა და პრე­ზი­დენ­ტთან არ­სე­ბულ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას მი­მარ­თავს.

ახა­ლია მო­უ­წო­დებს კო­მი­სი­ას, არ გა­ნი­ხი­ლონ მისი შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხი. გავ­რცე­ლე­ბულ წე­რილ­ში, თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის უც­ნო­ბია თუ ვინ მი­მარ­თა შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ას და რა­ტომ გა­ნი­ხი­ლე­ბა მისი სა­კი­თხი მი­სი­ვე სურ­ვი­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. ბაჩო ახა­ლი­ას გან­ცხა­დე­ბით, მის­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია კო­მი­სი­ის მხრი­დან მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მსჯე­ლო­ბის გა­მარ­თვაც კი. ბაჩო ახა­ლი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვის წე­რილს "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

" წუ­ხელ ცი­ხე­ში რა­ღაც მო­უ­ლოდ­ნე­ლი დო­კუ­მენ­ტი გა­მაც­ნეს. აღ­მოჩ­ნდა, რომ ეს იყო შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მხრი­დან ჩემი საქ­მის გა­მო­თხო­ვა, ანუ შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სია ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი მი­ზე­ზე­ბით აპი­რებს ჩემი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას.

ბა­ტო­ნე­ბო, მინ­და გი­თხრათ, რომ უკი­დუ­რე­სად გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი ვარ, თქვენ რა­ტომ, რის­თვის უნდა გა­ნი­ხი­ლოთ ის, რაც მე თქვენ­თვის არას­დროს მი­თხო­ვია და არც არას­დროს ვა­პი­რებ ასე­თი თხოვ­ნით მო­მარ­თვას. იმე­დია ნე­ბას იბო­ძებთ და იმა­ში მა­ინც გა­მარ­კვევთ, თუ ვინ მოგ­მარ­თათ ასე­თი თხოვ­ნით.

გარ­და ამი­სა, მინ­და გი­თხრათ, რომ ჩემ­თვის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია თქვე­ნი კო­მი­სი­ის მხრი­დან ჩემი თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მსჯე­ლო­ბის გა­მარ­თვაც კი. ასე­თი გან­ცდის­თვის მე ნამ­დვი­ლად გა­მაჩ­ნია ობი­ექ­ტუ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი, ვი­ნა­ი­დან დღეს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თავს რუ­სუ­ლი ძალა, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად იმ­ყა­რებს პო­ზი­ცი­ებს ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი პლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის ხარ­ჯზე. ამ ფონ­ზე კი პრე­ზი­დენ­ტი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ნაც­ვლად იმი­სა, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი შე­რი­გე­ბის პლატ­ფორ­მით, სა­კუ­თა­რი უპ­რინ­ცი­პო­ბით, გა­უ­ბე­და­ვი და არა­შორ­სმხედ­ვე­ლუ­რი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბით მხო­ლოდ ხელს უწყობს პო­ლი­ტი­კუ­რი და­ძა­ბუ­ლო­ბის ზრდას და რუ­სუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ეს ჩემი მხრი­დან უკი­დუ­რე­სად რბი­ლი შე­ფა­სე­ბაა იმ სა­ში­ნე­ლი სამ­სა­ხუ­რი­სა, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს მე­ო­თხე პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ სა­ხელ­მწი­ფოს უწევს. შე­სა­ბა­მი­სად ვერ და­ვუშ­ვებ, რომ პრე­ზი­დენ­ტის კო­მი­სი­ას ჩემს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე ფა­რი­სევ­ლუ­რი მსჯე­ლო­ბის ნე­ბარ­თვა მივ­ცე.

ვფიქ­რობ მოყ­ვა­ნი­ლი არ­გუ­მენ­ტე­ბი სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სია ჩემი პო­ზი­ცი­ის გან­სა­მარ­ტად, მაგ­რამ ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­გახ­სე­ნოთ ის ღირ­სე­უ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მოგ­მარ­თეს სა­მარ­თლი­ა­ნი შე­წყა­ლე­ბის თხოვ­ნით, თუმ­ცა თქვენ უმაღ­ლეს­მა მთა­ვარ­სარ­დალ­მა გულ­ქვა უა­რით გა­ის­ტუმ­რეთ, ვერ გა­ბე­დეთ გა­სა­ბე­დი.

რა თქმა უნდა, მე არ ვა­პი­რებ და არ მსურს მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ცი­ხე­ში ვიყო. სი­ცო­ცხლე­ზე უფრო ძვირ­ფა­სი თა­ვი­სუფ­ლე­ბა თა­ვის დრო­ზე შეგ­ნე­ბუ­ლად, ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, გა­ურ­კვე­ვე­ლი ვა­დით დავ­თმე სა­კუ­თა­რი პრინ­ცი­პე­ბი­სა დ სა­კუ­თა­რი სამ­შობ­ლოს­თვის ბრძო­ლის ერ­თგუ­ლე­ბის მიზ­ნით. მო­ცე­მუ­ლო­ბა ასე­თად რჩე­ბა დღემ­დე.

მე მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფით და­ვე­ლო­დე­ბი იმ გარ­და­უ­ვა­ლი, პროგ­რე­სუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ტალ­ღას, რო­მე­ლიც არის ერ­თა­დერ­თი ღირ­სე­უ­ლი გა­რან­ტია ჩემ­ნა­ი­რი ტყვე­ე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის.

ასე რომ ბა­ტო­ნო პრე­ზი­დენ­ტო, სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­მა­ხინ­ჯის გამო თქვენს კო­მი­სი­ას არ აქვს არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბა იმ­სჯე­ლოს ჩემს შე­წყა­ლე­ბა­ზე. ჩემი ღირ­სე­ბა ამის­თვის უბ­რა­ლოდ ნე­ბარ­თვას არ იძ­ლე­ვა.

ბა­ტო­ნე­ბო, იმის­თვის რომ თქვენ ჩემს "შე­წყა­ლე­ბა­ზე" რა­ი­მე სა­ხით იმ­სჯე­ლოთ, ჯერ პო­ლი­ტი­კუ­რად უნდა გა­პა­ტი­ოსნ­დეთ და გა­ვაჟ­კაც­დეთ,პო­ლი­ტი­კას პო­ლი­ტი­კა და კრი­მი­ნალს კრი­მი­ნა­ლი უნდა უწო­დოთ, რუ­სეთს - მტე­რი და არა მე­ზო­ბე­ლი, რუ­სულ მმარ­თვე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­ხე­ლი და არა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პროგ­რე­სი.

ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რად კო­რექ­ტუ­ლი, თუმ­ცა მცი­რე ნა­წი­ლი იმ არ­გუ­მენ­ტე­ბი­სა, რო­მელ­თა გა­მოც მე ხელი არ მო­ვა­წე­რე შე­წყა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მიერ წუ­ხელ გა­მოგ­ზავ­ნილ ფორ­მუ­ლარს, შე­სა­ბა­მი­სად მო­ვი­თხოვ კი­დეც ჩემი სა­კი­თხის ამო­ღე­ბას კო­მი­სი­ის დღის წეს­რი­გი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ბაჩო ახა­ლი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ბაჩო ახალია პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას მიმართავს

 ბაჩო ახალია პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიას მიმართავს

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალია პრეზიდენტსა და პრეზიდენტთან არსებულ შეწყალების კომისიას მიმართავს.

ახალია მოუწოდებს კომისიას, არ განიხილონ მისი შეწყალების საკითხი. გავრცელებულ წერილში, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აღნიშნავს, რომ მისთვის უცნობია თუ ვინ მიმართა შეწყალების კომისიას და რატომ განიხილება მისი საკითხი მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ. ბაჩო ახალიას განცხადებით, მისთვის შეურაცხმყოფელია კომისიის მხრიდან მისი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი. ბაჩო ახალიას მიერ გავრცელებულ მიმართვის წერილს "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

" წუხელ ციხეში რაღაც მოულოდნელი დოკუმენტი გამაცნეს. აღმოჩნდა, რომ ეს იყო შეწყალების კომისიის მხრიდან ჩემი საქმის გამოთხოვა, ანუ შეწყალების კომისია ჩემთვის სრულიად გაუგებარი მიზეზებით აპირებს ჩემი საკითხის განხილვას.

ბატონებო, მინდა გითხრათ, რომ უკიდურესად გაკვირვებული ვარ, თქვენ რატომ, რისთვის უნდა განიხილოთ ის, რაც მე თქვენთვის არასდროს მითხოვია და არც არასდროს ვაპირებ ასეთი თხოვნით მომართვას. იმედია ნებას იბოძებთ და იმაში მაინც გამარკვევთ, თუ ვინ მოგმართათ ასეთი თხოვნით.

გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელია თქვენი კომისიის მხრიდან ჩემი თავისუფლების თაობაზე ნებისმიერი სახის მსჯელობის გამართვაც კი. ასეთი განცდისთვის მე ნამდვილად გამაჩნია ობიექტური საფუძვლები, ვინაიდან დღეს საქართველოს მართავს რუსული ძალა, რომელიც ყოველდღიურად იმყარებს პოზიციებს ქართულ საზოგადოებაში არსებული პლიტიკური დაპირისპირებების ხარჯზე. ამ ფონზე კი პრეზიდენტი მარგველაშვილი ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო პოლიტიკური შერიგების პლატფორმით, საკუთარი უპრინციპობით, გაუბედავი და არაშორსმხედველური პოზიციონირებით მხოლოდ ხელს უწყობს პოლიტიკური დაძაბულობის ზრდას და რუსული ინტერესების გაძლიერებას. ეს ჩემი მხრიდან უკიდურესად რბილი შეფასებაა იმ საშინელი სამსახურისა, რასაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საკუთარ სახელმწიფოს უწევს. შესაბამისად ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე.

ვფიქრობ მოყვანილი არგუმენტები სრულიად საკმარისია ჩემი პოზიციის განსამარტად, მაგრამ ბატონო პრეზიდენტო, აუცილებლად უნდა შეგახსენოთ ის ღირსეული სამხედროები, რომლებმაც მოგმართეს სამართლიანი შეწყალების თხოვნით, თუმცა თქვენ უმაღლესმა მთავარსარდალმა გულქვა უარით გაისტუმრეთ, ვერ გაბედეთ გასაბედი.

რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ და არ მსურს მთელი ცხოვრება ციხეში ვიყო. სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი თავისუფლება თავის დროზე შეგნებულად, ნებაყოფლობით, გაურკვეველი ვადით დავთმე საკუთარი პრინციპებისა დ საკუთარი სამშობლოსთვის ბრძოლის ერთგულების მიზნით. მოცემულობა ასეთად რჩება დღემდე.

მე მტკიცე ნებისყოფით დაველოდები იმ გარდაუვალი, პროგრესული პოლიტიკური ცვლილებების ტალღას, რომელიც არის ერთადერთი ღირსეული გარანტია ჩემნაირი ტყვეების თავისუფლებისათვის.

ასე რომ ბატონო პრეზიდენტო, საქართველოში დღეს არსებული პოლიტიკური სიმახინჯის გამო თქვენს კომისიას არ აქვს არანაირი უფლება იმსჯელოს ჩემს შეწყალებაზე. ჩემი ღირსება ამისთვის უბრალოდ ნებართვას არ იძლევა.

ბატონებო, იმისთვის რომ თქვენ ჩემს "შეწყალებაზე" რაიმე სახით იმსჯელოთ, ჯერ პოლიტიკურად უნდა გაპატიოსნდეთ და გავაჟკაცდეთ,პოლიტიკას პოლიტიკა და კრიმინალს კრიმინალი უნდა უწოდოთ, რუსეთს - მტერი და არა მეზობელი, რუსულ მმართველობას საქართველოში შესაბამისი სახელი და არა დემოკრატიული პროგრესი.

ყოველივე ზემოხსენებული ეს არის მაქსიმალურად კორექტული, თუმცა მცირე ნაწილი იმ არგუმენტებისა, რომელთა გამოც მე ხელი არ მოვაწერე შეწყალების კომისიის მიერ წუხელ გამოგზავნილ ფორმულარს, შესაბამისად მოვითხოვ კიდეც ჩემი საკითხის ამოღებას კომისიის დღის წესრიგიდან", - აღნიშნულია ბაჩო ახალიას მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

სასამართლომ ნინოწმინდის პანსიონიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გაყვანის გადაწყვეტილება მიიღო - PHR

კახეთის პოლიციამ სოფელ ნახიდურიდან გატაცებული 15 წლის გოგო იპოვა

"მოგიწოდებთ დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ" - ომბუდსმენი ნინოწმინდის პანსიონში გადაღებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც სოცქსელში გავრცელდა

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"