სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სპორტი
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
4 ტიპის ადამიანი "ფეისბუქზე" - რას ამბობს თქვენი პოსტები თქვენზე და რამ შეიძლება მიგიყვანოთ კრიზისამდე
4 ტიპის ადამიანი "ფეისბუქზე" - რას ამბობს თქვენი პოსტები თქვენზე და რამ შეიძლება მიგიყვანოთ კრიზისამდე

"ფე­ის­ბუ­ქი" - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი, რო­მელ­მაც მსოფ­ლიო და­ი­პყრო. თუმ­ცა მას თი­თო­ე­უ­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით იყე­ნებს, ზოგი ძველ მე­გობ­რებ­თან კავ­ში­რის აღ­სად­გე­ნად, ზოგი სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის გა­მო­სამ­ზე­უ­რებ­ლად, სხვე­ბი კი უბ­რა­ლოდ ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით კი ადა­მი­ა­ნის ტი­პის ამოც­ნო­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლია.

კვლე­ვის თა­ნახ­მად, არ­სე­ბობს "ფე­ის­ბუ­ქის" 4 ტი­პის მომ­ხმა­რე­ბე­ლი: "ურ­თი­ერ­თო­ბის მშე­ნებ­ლე­ბი" (relationship builders), "ფან­ჯა­რა­ში მყიდ­ვე­ლე­ბი" (window shoppers), "გა­მომ­ცხა­დებ­ლე­ბი" (town criers) და "სელ­ფო­მა­ნე­ბი" (selfies). დას­კვნა გა­კეთ­და კვლე­ვის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მე­ლიც მო­ი­ცავ­და 48 გან­სხვა­ვე­ბულ მო­ცე­მუ­ლო­ბას და გა­მო­კი­თხულ­თა მოქ­მე­დე­ბას ამ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში. თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვა აშშ-ში ჩა­ტარ­და და სხვა ქვეყ­ნებ­ში შე­იძ­ლე­ბა შე­დე­გე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად გან­სხვავ­დე­ბო­დეს.

ურ­თი­ერ­თო­ბის მშე­ნებ­ლე­ბი

"ფე­ის­ბუქს" იყე­ნე­ბენ, რო­გორც ადა­მი­ა­ნე­ბი თა­ვის დრო­ზე იყე­ნებ­დნენ ელექტრო­ნულ ფოს­ტა­სა და ფიქ­სი­რე­ბულ ტე­ლე­ფო­ნებს. მათი მი­ზა­ნი ახ­ლობ­ლებ­სა და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გაღ­რმა­ვე­ბაა. მათი მო­ტი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის არის ის, რომ ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ხა­ტონ სიყ­ვა­რუ­ლი და ანა­ლო­გი­უ­რად მი­ი­ღონ სა­პა­სუ­ხო გრძნო­ბა. ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელს გა­ნი­ხი­ლა­ვენ არა რო­გორც ღია ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცეს, არა­მედ შე­ზღუ­დულ მცი­რე წრეს. იშ­ვი­თად აზი­ა­რე­ბენ "ფე­ის­ბუქ­ზე" პოს­ტებ­სა და ფო­ტო­ებს, სა­მა­გი­ე­როდ სხვებს ხში­რად უკო­მენ­ტა­რე­ბენ.

ფან­ჯა­რა­ში მყიდ­ვე­ლე­ბი

ფიქ­რო­ბენ, რომ "ფე­ის­ბუ­ქი" სო­ცი­ა­ლუ­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ნა­წი­ლია და სწო­რედ ამი­ტომ აქვთ პი­რა­დი გვერ­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ისი­ნი ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად აზი­ა­რე­ბენ პერ­სო­ნა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ფო­ტო­ებს და ამ­ბებს. ასე­ვე, ნაკ­ლე­ბად იწო­ნე­ბენ ან აკო­მენ­ტა­რე­ბენ სხვის აქ­ტი­ვო­ბას. ფიქ­რო­ბენ, რომ არაა სა­ჭი­რო მათი ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო მო­მენ­ტე­ბის "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­ზი­ა­რე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ეს ამ­ბა­ვი უნდა იცო­დეს, იმ მო­მენ­ტში ისე­დაც მათ­თა­ნაა.

გა­მომ­ცხა­დებ­ლე­ბი

ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი უმე­ტე­სად ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რად აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ასე­თი ან­გა­რი­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ აღ­წერს მათ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას. ისი­ნი აქ­ვეყ­ნე­ბენ ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბავს, რაც გარ­შე­მო ხდე­ბა და არც აინ­ტე­რე­სებთ, ვინ­მე მო­ი­წო­ნებს და და­ა­კო­მენ­ტა­რებს თუ არა მას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "გა­მომ­ცხა­დებ­ლე­ბი" სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბით მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც კი შე­იძ­ლე­ბა უწევ­დნენ კონ­კუ­რენ­ცი­ას, ისი­ნი ნაკ­ლე­ბად პოს­ტა­ვენ სა­კუ­თარ ამ­ბებს.

"მე "ფე­ის­ბუქ­ზე" არ ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ჩემს ახ­ლობ­ლებს" - ასე­თია მათი მო­ტი­ვი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბი­სას. პი­რა­დი ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის ისი­ნი ტე­ლე­ფონს ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ.

სელ­ფო­მა­ნი

ის "ფე­ის­ბუქს" იმა­ვე მიზ­ნით იყე­ნებს, რო­გორც "ურ­თი­ერ­თო­ბის მშე­ნე­ბე­ლი". ისი­ნი აქ­ვეყ­ნე­ბენ ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებს, სტა­ტუ­სებს. თუმ­ცა, ამას ყუ­რა­დღე­ბის მი­საქ­ცე­ვად აკე­თე­ბენ. "რაც მეტი მო­წო­ნე­ბის შე­ტყო­ბი­ნე­ბა მომ­დის, მით მე­ტად მი­ღე­ბუ­ლი ვარ ჩემი მე­გობ­რე­ბის­გან," - ასე ფიქ­რო­ბენ "სელ­ფო­მა­ნე­ბი". ერთ-ერ­თმა "სელ­ფო­მან­მა" ინ­ტერ­ვი­უ­ერ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არა­ფერს ნიშ­ნავს, თუ ის ფო­ტოს გა­და­ი­ღებს და უბ­რა­ლოდ ტე­ლე­ფონ­ში ექ­ნე­ბა, მაგ­რამ "ფე­ის­ბუქ­ზე"ატ­ვირ­თვის შემ­თხვე­ვა­ში უკვე რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე" ქმნი­ან სხვა, უკე­თეს "მეს".

"ფე­ის­ბუ­ქი" მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­შიც და მას მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მიზ­ნით იყე­ნე­ბენ. ფსი­ქო­თე­რა­პი­ის სახლ "დი­ა­ლო­გის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ფსი­ქო­ლო­გი, გეშ­ტალტთე­რა­პევ­ტი ქე­თე­ვან მეს­ხიშ­ვი­ლი გან­მარ­ტავს, რომ "ფე­ის­ბუქ­ზე" აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნის ტი­პის ამოც­ნო­ბა, თუმ­ცა არა 100%-იანი სი­ზუს­ტით.

"კონ­კრე­ტუ­ლი ინ­სტრუქ­ცია, თუ რო­გორ უნდა ამო­ვიც­ნოთ ადა­მი­ა­ნი "ფე­ის­ბუქ" აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა თუ და­ვაკ­ვირ­დე­ბით ეს რთუ­ლი ნამ­დვი­ლად არაა - პოს­ტებ­ში იმის გარ­კვე­ვაც შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ რამ­დე­ნად გულ­წრფე­ლია ადა­მი­ა­ნი. მა­გა­ლი­თად, პოს­ტი და ემო­ცია გულ­წრფე­ლია, როცა ის ექ­სპორმ­ტა­დაა და­წე­რი­ლი. თუ ადა­მი­ა­ნი იშ­ვე­ლი­ებს ცი­ტა­ტებს, სრუ­ლი­ად გა­მარ­თუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბით წერს, ეტყო­ბა, რომ კარ­გად ნა­ფიქ­რია და ამ დროს პირ­ვე­ლა­დი ემო­ცია ხში­რად იკარ­გე­ბა ხოლ­მე. ამას შე­იძ­ლე­ბა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლა­დაც აკე­თებ­დნენ," - გან­მარ­ტავს ქე­თე­ვან მეს­ხიშ­ვი­ლი.

"ფე­ის­ბუ­ქის" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ნა­პი­რო­ბა იმ ფაქ­ტმაც, რომ მისი სა­ხით ადა­მი­ა­ნებს გა­უჩ­ნდათ გარ­კვე­უ­ლი სივ­რცე, რო­მელ­შიც ში­ნა­გან მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს იკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, არი­ან ისე­თე­ბი და აკე­თე­ბენ იმას, რაც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში არ აქვთ.

თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით გსურთ წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მნათ რო­გო­რი ტი­პის ადა­მი­ან­თან გაქვთ საქ­მე, მა­შინ და­აკ­ვირ­დით:

  • სა­მე­გობ­რო წრეს - ვიწ­რო წრე ყავს მე­გობ­რებ­ში თუ ბევ­რი უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი
  • პოს­ტე­ბის კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბის პა­რა­მეტ­რებს - მე­გობ­რე­ბის­თვის პოს­ტავს თუ სა­ჯა­როდ
  • რამ­დე­ნად ხში­რად პოს­ტავს
  • რა თე­მა­ზე წერს და აზი­ა­რებს პოს­ტებს
  • მხო­ლოდ სა­კუ­თარ ფო­ტო­ებს და ის­ტო­რი­ებს აზი­ა­რებს, თუ სქ­როლ­ვი­სას აღ­მო­ჩე­ნილ მის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ყვე­ლა პოსტს
  • ემო­ცი­უ­რი სტა­ტუ­სე­ბი აქვს, თუ კარ­გად ნა­ფიქ­რი და და­გეგ­მი­ლი

"ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა და ცხოვ­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ნახო ადა­მი­ა­ნის სელ­ფი, რო­მე­ლიც ცნო­ბილ კა­ფე­შია, ძა­ლი­ან გაპ­რან­ჭუ­ლია, იღი­მის, ბედ­ნი­ე­რია და შენც მო­გინ­დეს მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა. თუმ­ცა, რო­გორც წესი, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი სელ­ფის გა­და­ღე­ბის შემ­დეგ სუ­ლაც არ არი­ან ისე­თი ბედ­ნი­ე­რე­ბი, რო­გორც ფო­ტო­ზე ჩა­ნან. რე­ა­ლო­ბა და ფოტო კონ­ტრას­ტუ­ლია ხოლ­მე. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ადა­მი­ანს ცხოვ­რე­ბა­ში, შე­საძ­ლოა აკ­ლდეს ბედ­ნი­ე­რი მო­მენ­ტე­ბი და მის კომ­პენ­სი­რე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ახ­დენ­დეს. თით­ქოს, ილუ­ზი­ა­ში ამ­ყო­ფებს სა­კუ­თარ თავს და ამას სხვა­საც აჩ­ვე­ნებს. "ფე­ის­ბუქ­ზე" ჩანს ის, რაც მინ­და, რომ მქონ­დეს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, "ფე­ის­ბუ­ქი" და­მო­კი­დე­ბულს ხდის ადა­მი­ანს მას­ზე, ანუ იმ ცხოვ­რე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქვს. სა­ბო­ლო­ოდ, როცა ადა­მი­ა­ნი ამ ყვე­ლაფ­რის რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ვერ ახერ­ხებს, შე­იძ­ლე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში კრი­ზი­სუ­ლი პე­რი­ო­დი დად­გეს, " - გან­მარ­ტავს მეს­ხიშ­ვი­ლი.

"თუკი, ამ გზით, ადა­მი­ა­ნი გა­ექ­ცა რე­ა­ლო­ბას, შან­სი იმის, რომ და­ეხ­მა­როს სა­კუ­თარ თავს და მარ­თლა მი­აღ­წი­ოს იმას, რაც აქვს "ფე­ის­ბუქ­ზე", მცირ­დე­ბა. უფრო ეფექ­ტუ­რი იქ­ნე­ბა, ჰკი­თხო სა­კუ­თარ თავს - რა­ტომ ვა­კე­თებ ამას? რისი მიღ­წე­ვა მინ­და? რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ცხოვ­რე­ბის ეს სტი­ლი? ამით სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ სა­კუ­თარ თავს, რომ შეც­ვა­ლოთ რე­ა­ლო­ბა და და­ი­წყოთ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის, სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის და და­ნაკ­ლი­სე­ბის აღ­მო­ჩე­ნა" - დას­ძენს ფსი­ქო­ლო­გი.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

4 ტიპის ადამიანი "ფეისბუქზე" - რას ამბობს თქვენი პოსტები თქვენზე და რამ შეიძლება მიგიყვანოთ კრიზისამდე

4 ტიპის ადამიანი "ფეისბუქზე" - რას ამბობს თქვენი პოსტები თქვენზე და რამ შეიძლება მიგიყვანოთ კრიზისამდე

"ფეისბუქი" - სოციალური ქსელი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო. თუმცა მას თითოეული მომხმარებელი სხვადასხვა მიზნით იყენებს, ზოგი ძველ მეგობრებთან კავშირის აღსადგენად, ზოგი საკუთარი შემოქმედების გამოსამზეურებლად, სხვები კი უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრების გასაზიარებლად. სოციალურ ქსელში აქტივობების მიხედვით კი ადამიანის ტიპის ამოცნობაც შესაძლებელია.

კვლევის თანახმად, არსებობს "ფეისბუქის" 4 ტიპის მომხმარებელი: "ურთიერთობის მშენებლები" (relationship builders), "ფანჯარაში მყიდველები" (window shoppers), "გამომცხადებლები" (town criers) და "სელფომანები" (selfies). დასკვნა გაკეთდა კვლევის საფუძველზე, რომელიც მოიცავდა 48 განსხვავებულ მოცემულობას და გამოკითხულთა მოქმედებას ამ სიტუაციებში. თუმცა აღსანიშნავია, რომ კვლევა აშშ-ში ჩატარდა და სხვა ქვეყნებში შეიძლება შედეგები მეტ-ნაკლებად განსხვავდებოდეს.

ურთიერთობის მშენებლები

"ფეისბუქს" იყენებენ, როგორც ადამიანები თავის დროზე იყენებდნენ ელექტრონულ ფოსტასა და ფიქსირებულ ტელეფონებს. მათი მიზანი ახლობლებსა და მეგობრებთან ურთიერთობის გაღრმავებაა. მათი მოტივი სოციალური ქსელის გამოყენებისთვის არის ის, რომ ახლობლების მიმართ გამოხატონ სიყვარული და ანალოგიურად მიიღონ საპასუხო გრძნობა. ისინი სოციალურ ქსელს განიხილავენ არა როგორც ღია ვირტუალურ სივრცეს, არამედ შეზღუდულ მცირე წრეს. იშვითად აზიარებენ "ფეისბუქზე" პოსტებსა და ფოტოებს, სამაგიეროდ სხვებს ხშირად უკომენტარებენ.

ფანჯარაში მყიდველები

ფიქრობენ, რომ "ფეისბუქი" სოციალური ვალდებულებაა, თანამედროვე ცხოვრების აუცილებელი ნაწილია და სწორედ ამიტომ აქვთ პირადი გვერდი სოციალურ ქსელში. ისინი ძალიან იშვიათად აზიარებენ პერსონალურ ინფორმაციას, ფოტოებს და ამბებს. ასევე, ნაკლებად იწონებენ ან აკომენტარებენ სხვის აქტივობას. ფიქრობენ, რომ არაა საჭირო მათი ცხოვრების საინტერესო მომენტების "ფეისბუქზე" გაზიარება, რადგან ადამიანები, ვინც ეს ამბავი უნდა იცოდეს, იმ მომენტში ისედაც მათთანაა.

გამომცხადებლები

ამ კატეგორიის ადამიანები უმეტესად ჟურნალისტები და სოციალურად აქტიური ადამიანები არიან. ასეთი ანგარიში სოციალურ ქსელში არ აღწერს მათ რეალურ ცხოვრებას. ისინი აქვეყნებენ ყველა საინტერესო ამბავს, რაც გარშემო ხდება და არც აინტერესებთ, ვინმე მოიწონებს და დააკომენტარებს თუ არა მას. მიუხედავად იმისა, რომ "გამომცხადებლები" სოციალურ ქსელში აქტიურობით მედიასაშუალებებსაც კი შეიძლება უწევდნენ კონკურენციას, ისინი ნაკლებად პოსტავენ საკუთარ ამბებს.

"მე "ფეისბუქზე" არ ველაპარაკები ჩემს ახლობლებს" - ასეთია მათი მოტივი სოციალურ ქსელში აქტიურობისას. პირადი ურთიერთობისთვის ისინი ტელეფონს ამჯობინებენ.

სელფომანი

ის "ფეისბუქს" იმავე მიზნით იყენებს, როგორც "ურთიერთობის მშენებელი". ისინი აქვეყნებენ ფოტოებს, ვიდეოებს, სტატუსებს. თუმცა, ამას ყურადღების მისაქცევად აკეთებენ. "რაც მეტი მოწონების შეტყობინება მომდის, მით მეტად მიღებული ვარ ჩემი მეგობრებისგან," - ასე ფიქრობენ "სელფომანები". ერთ-ერთმა "სელფომანმა" ინტერვიუერმა განაცხადა, რომ არაფერს ნიშნავს, თუ ის ფოტოს გადაიღებს და უბრალოდ ტელეფონში ექნება, მაგრამ "ფეისბუქზე"ატვირთვის შემთხვევაში უკვე რაღაც მნიშვნელოვანი აქვს გაკეთებული. ამ შემთხვევაში ადამიანები "ფეისბუქზე" ქმნიან სხვა, უკეთეს "მეს".

"ფეისბუქი" მეტად პოპულარულია საქართველოშიც და მას მომხმარებლები სხვადასხვა მიზნით იყენებენ. ფსიქოთერაპიის სახლ "დიალოგის" დამფუძნებელი, ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი ქეთევან მესხიშვილი განმარტავს, რომ "ფეისბუქზე" აქტივობების მიხედვით შესაძლებელია ადამიანის ტიპის ამოცნობა, თუმცა არა 100%-იანი სიზუსტით.

"კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანი "ფეისბუქ" აქტივობების მიხედვით არ არსებობს, თუმცა თუ დავაკვირდებით ეს რთული ნამდვილად არაა - პოსტებში იმის გარკვევაც შესაძლებელია, თუ რამდენად გულწრფელია ადამიანი. მაგალითად, პოსტი და ემოცია გულწრფელია, როცა ის ექსპორმტადაა დაწერილი. თუ ადამიანი იშველიებს ციტატებს, სრულიად გამართული წინადადებებით წერს, ეტყობა, რომ კარგად ნაფიქრია და ამ დროს პირველადი ემოცია ხშირად იკარგება ხოლმე. ამას შეიძლება მიზანმიმართულადაც აკეთებდნენ," - განმარტავს ქეთევან მესხიშვილი.

"ფეისბუქის" განსაკუთრებული პოპულარობა განაპირობა იმ ფაქტმაც, რომ მისი სახით ადამიანებს გაუჩნდათ გარკვეული სივრცე, რომელშიც შინაგან მოთხოვნილებებს იკმაყოფილებენ, არიან ისეთები და აკეთებენ იმას, რაც რეალურ ცხოვრებაში არ აქვთ.

თუ სოციალური ქსელით გსურთ წარმოდგენა შეგექმნათ როგორი ტიპის ადამიანთან გაქვთ საქმე, მაშინ დააკვირდით:

  • სამეგობრო წრეს - ვიწრო წრე ყავს მეგობრებში თუ ბევრი უცნობი ადამიანი
  • პოსტების კონფიდენციალურობის პარამეტრებს - მეგობრებისთვის პოსტავს თუ საჯაროდ
  • რამდენად ხშირად პოსტავს
  • რა თემაზე წერს და აზიარებს პოსტებს
  • მხოლოდ საკუთარ ფოტოებს და ისტორიებს აზიარებს, თუ სქროლვისას აღმოჩენილ მისთვის საინტერესო ყველა პოსტს
  • ემოციური სტატუსები აქვს, თუ კარგად ნაფიქრი და დაგეგმილი

"ხშირ შემთხვევაში ადამიანების რეალური ცხოვრება და ცხოვრება სოციალურ ქსელში მნიშვნელოვნად განსხვავდება. შეიძლება, ნახო ადამიანის სელფი, რომელიც ცნობილ კაფეშია, ძალიან გაპრანჭულია, იღიმის, ბედნიერია და შენც მოგინდეს მის მდგომარეობაში ყოფნა. თუმცა, როგორც წესი, ეს ადამიანები სელფის გადაღების შემდეგ სულაც არ არიან ისეთი ბედნიერები, როგორც ფოტოზე ჩანან. რეალობა და ფოტო კონტრასტულია ხოლმე. ეს იმიტომ ხდება, რომ ადამიანს ცხოვრებაში, შესაძლოა აკლდეს ბედნიერი მომენტები და მის კომპენსირებას სოციალური ქსელით ახდენდეს. თითქოს, ილუზიაში ამყოფებს საკუთარ თავს და ამას სხვასაც აჩვენებს. "ფეისბუქზე" ჩანს ის, რაც მინდა, რომ მქონდეს. შეიძლება ითქვას, "ფეისბუქი" დამოკიდებულს ხდის ადამიანს მასზე, ანუ იმ ცხოვრებაზე, რომელიც მას სოციალურ ქსელში აქვს. საბოლოოდ, როცა ადამიანი ამ ყველაფრის რეალურ ცხოვრებაში განხორციელებას ვერ ახერხებს, შეიძლება მის ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი დადგეს, " - განმარტავს მესხიშვილი.

"თუკი, ამ გზით, ადამიანი გაექცა რეალობას, შანსი იმის, რომ დაეხმაროს საკუთარ თავს და მართლა მიაღწიოს იმას, რაც აქვს "ფეისბუქზე", მცირდება. უფრო ეფექტური იქნება, ჰკითხო საკუთარ თავს - რატომ ვაკეთებ ამას? რისი მიღწევა მინდა? რა მიზანს ემსახურება ცხოვრების ეს სტილი? ამით საშუალებას მისცემთ საკუთარ თავს, რომ შეცვალოთ რეალობა და დაიწყოთ საკუთარი ცხოვრების, საჭიროებების და დანაკლისების აღმოჩენა" -  დასძენს ფსიქოლოგი.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"