სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მშვიდად მძინარე მეგობარს ტყვია ლევანმა დაახალა" - უნიკალური ფოტოს შავ-ბნელი ისტორია
"მშვიდად მძინარე მეგობარს ტყვია ლევანმა დაახალა" - უნიკალური ფოტოს შავ-ბნელი ისტორია

მარ­თლაც სა­ო­ცა­რი წი­ნაპ­რე­ბი გვყავ­და, ის­ტო­რი­ის და­მამ­შვე­ნე­ბე­ლი და შთა­მო­მა­ვალ­თა სა­ა­მა­ყო. მათ შო­რის ბევ­რმა ერთხელ ნა­ბო­ძე­ბი სი­ცო­ცხლე სამ­შობ­ლოს­თვის ერთ ცხელ ტყვი­ა­ზე თვა­ლის და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად გაც­ვა­ლა. ერთი მათ­გა­ნია პო­ე­ტი მიხა ხე­ლაშ­ვი­ლი, ქა­ქუ­ცა ჩო­ლო­ყაშ­ვი­ლის შე­ფი­ცულ­თა რაზ­მის წევ­რი, 25 წლი­სა და­ი­ღუ­პა...

ამ ბრწყინ­ვა­ლე პო­ე­ტის სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბას და ლექ­სე­ბის და­ბეჭდ­ვას ვე­რა­ვინ ბე­დავ­და, სა­მა­გი­ე­როდ, ხალ­ხში ვრცელ­დე­ბო­და - თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას ზე­პი­რად გა­და­ე­ცე­მო­და (ვინ არ იცის "ლექ­სო, ამოგთქომ, ოხე­რო,/ თორო იქ­ნე­ბა ვკვდე­ბო­დე/ და შენ კი ჩე­მად სახ­სოვ­რად/ სა­ა­ქა­ო­სა რჩე­ბო­დე, /გიმ­ღერ­დენ ჩე­მებ სწო­რე­ბი,/ ფან­დუ­რის ხმა­სა ჰყვე­ბო­დე,/ ქვე­ყა­ნა მხი­ა­რუ­ლობ­დეს/ და მე საფ­ლავ­ში ვლპე­ბო­დე"...).

ამ ფო­ტო­ზე ხე­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლე­ბი არი­ან აღ­ბეჭ­დი­ლი. სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი შემ­ზა­რა­ვი ფო­ტოქ­რო­ნი­კა ინ­ჟი­ნერ­მა არ­ჩილ ღიბ­რა­ძემ გად­მოგ­ვცა. გვი­თხრა, - ეს ეპო­ქა­ლუ­რი ფო­ტოა, სხვა­გან ვერ­სად ნა­ხავთ ასე გვერ­დიგ­ვერდ მდგარ სი­მარ­თლეს და სიც­რუ­ე­სო. მას ეს ფოტო ახალ­გაზ­რდა პუბ­ლი­ცის­ტმა, ალექ­სან­დრე შა­ნი­ძემ გა­დას­ცა, მან, ვინც მიხა ხე­ლაშ­ვი­ლის ხელ­ნა­წე­რე­ბის პირ­ვე­ლი სრუ­ლი კრე­ბუ­ლი გა­მოს­ცა.

ფოტო გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი ტრა­გიზ­მით გვი­ამ­ბობს, ვის რო­გორ და ვისი ხე­ლით სრეს­და ეპო­ქა. ეს უკა­ნას­კნელ­ნი თავს იწო­ნე­ბენ ფო­ტო­კა­მე­რის წინ. მათ უკან "ეპო­ქა­ლუ­რი" სა­პყრო­ბი­ლეა ("ეპო­ქა­ლუ­რი" შემ­თხვე­ვით არ მიხ­სე­ნე­ბია - გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ამ­გვა­რი სა­ხელ­და­ხე­ლო სა­პყრო­ბი­ლე ნე­ბის­მი­ერ იმ სახ­ლში იხ­სნე­ბო­და, რომ­ლის ფან­ჯა­რას გი­სო­სე­ბის გა­კე­თე­ბა უხერ­ხდე­ბო­და). დავ­ყუ­რებ სა­უ­კუ­ნის წინ გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს და თავს შეძრწუ­ნე­ბუ­ლი ვე­კი­თხე­ბი, - რო­გორ უნდა მო­გი­ვი­დეს თავ­ში აზ­რად ის, რომ გი­სო­სებს მიღ­მა გა­მო­კე­ტილ პა­ტიმ­რებს ხელ­ში ოჯა­ხის წე­რი­ლი და­ა­კა­ვე­ბი­ნო, თა­ვად კი გა­ხა­რე­ბუ­ლი ფო­ტო­კა­მე­რის წინ გა­მო­იჯგიმო - აი, ხომ გი­ტი­რე დე­დაო!

მი­ხას მკვლე­ლე­ბი ამ ფო­ტო­ზე წინა, სა­პა­ტიო რიგ­ში სხე­დან და ფო­ტოგ­რა­ფის კა­მე­რას ერ­თობ ამა­ყად შეს­ცქე­რი­ან (რო­გორც ცნო­ბი­ლია, მსგავს შემ­თხვე­ვებ­ში ფო­ტოგ­რა­ფი სა­გან­გე­ბოდ მიჰ­ყავ­დათ "გმი­რუ­ლი მა­ტი­ა­ნის" აღ­სა­ბეჭ­დად. მათ­გან ლე­ვან გარ­სე­ვა­ნაშ­ვი­ლი (შუ­ა­ში) და ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვი­ლი (მარ­ჯვნივ) მი­ხას სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ ფშავ­მა სა­მუ­და­მოდ შე­რის­ხა. მი­ხას მკვლე­ლო­ბის ღა­მეს სწო­რედ ეს ორი იყო მი­ხას გვერ­დით. იმ დღეს, 25 იან­ვარს, მიხა 25 წლის გახ­და. ყმაწ­ვილ­კაცს გულ­მა არ მო­უთ­მი­ნა და მთე­ბი­დან ჩარ­გალ­ში ბავ­შვო­ბის მე­გო­ბარ ლუკა მარ­ცვა­ლაშ­ვილ­თან გად­მო­ვი­და - სხვა დრო­საც მას­თან იმა­ლე­ბო­და, იცო­და, და­ბა­დე­ბის დღის მო­სა­ლო­ცად კი­დევ ერთი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი, ლე­ვან გარ­სე­ვა­ნაშ­ვი­ლიც მო­ვი­დო­და. მიხა ტყის კაცს ჰგავ­და და წვე­რი უნდა გა­ე­პარ­სა. რო­გორც ყო­ველ­თვის, ლუ­კამ გა­პარ­სა.

როცა სა­მარ­თე­ბელს უს­ვამ­და, მი­ხამ გა­უ­ღი­მა, - ლუკა, ჩემს მკვლელს დიდ ჯილ­დოს ჰპირ­დე­ბი­ან და რაღა სხვამ ისარ­გებ­ლოს, ბა­რემ შენ დაგ­რჩეს, გა­მო­მის­ვი ეგ სა­მარ­თე­ბე­ლი ყელ­შიო. ლუ­კამ, - რას ამ­ბობ, ძმა­სა­ვით მიყ­ვარ­ხა­რო! თუმ­ცა როცა იმ ღა­მით ლე­ვან გარ­სე­ვა­ნაშ­ვილ­თან ერ­თად სა­ბძელ­ში მძი­ნა­რე მთვრალ მე­გო­ბარს და­ად­გა თავს, თოფი მა­ინც და­უ­მიზ­ნა. ეგ კია, ვერ ეს­რო­ლა - ხე­ლე­ბი აუ­კან­კალ­და. სა­მა­გი­ე­როდ, მე­გო­ბარს დან­დო­ბილ მშვი­დად მძი­ნა­რე მი­ხას ტყვია ლე­ვან­მა და­ა­ხა­ლა (შემ­დგომ­ში ამა­ზე თა­ვად ჰყვე­ბოდ­ნენ შე­ქე­ი­ფი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი); მი­ხას თვა­ლი არ გა­უ­ხე­ლია, ისე წა­ვი­და იმ ქვეყ­ნად. მის სხე­ულ­ზე ჩა­მომ­დი­ნა­რე სის­ხლმა კი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი შე­ა­ში­ნა - სო­ფე­ლი ცუდი თვა­ლით დაგ­ვი­წყებს ყუ­რე­ბას, მოდი, მი­ხას გვა­მი წა­ვი­ღოთ და დუ­შე­თის მი­ლი­ცი­ის ეზო­ში და­ვაგ­დოთ, ხალ­ხს მი­ლი­ცი­ის მოკ­ლუ­ლი ეგო­ნე­ბაო.­ გან­გრძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"მშვიდად მძინარე მეგობარს ტყვია ლევანმა დაახალა" - უნიკალური ფოტოს შავ-ბნელი ისტორია

"მშვიდად მძინარე მეგობარს ტყვია ლევანმა დაახალა" - უნიკალური ფოტოს შავ-ბნელი ისტორია

მართლაც საოცარი წინაპრები გვყავდა, ისტორიის დამამშვენებელი და შთამომავალთა საამაყო. მათ შორის ბევრმა ერთხელ ნაბოძები სიცოცხლე სამშობლოსთვის ერთ ცხელ ტყვიაზე თვალის დაუხამხამებლად გაცვალა. ერთი მათგანია პოეტი მიხა ხელაშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი, 25 წლისა დაიღუპა...

ამ ბრწყინვალე პოეტის სახელის ხსენებას და ლექსების დაბეჭდვას ვერავინ ბედავდა, სამაგიეროდ, ხალხში ვრცელდებოდა - თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემოდა (ვინ არ იცის "ლექსო, ამოგთქომ, ოხერო,/ თორო იქნება ვკვდებოდე/ და შენ კი ჩემად სახსოვრად/ სააქაოსა რჩებოდე, /გიმღერდენ ჩემებ სწორები,/ ფანდურის ხმასა ჰყვებოდე,/ ქვეყანა მხიარულობდეს/ და მე საფლავში ვლპებოდე"...).

ამ ფოტოზე ხელაშვილის მკვლელები არიან აღბეჭდილი. საუკუნის წინანდელი შემზარავი ფოტოქრონიკა ინჟინერმა არჩილ ღიბრაძემ გადმოგვცა. გვითხრა, - ეს ეპოქალური ფოტოა, სხვაგან ვერსად ნახავთ ასე გვერდიგვერდ მდგარ სიმართლეს და სიცრუესო. მას ეს ფოტო ახალგაზრდა პუბლიცისტმა, ალექსანდრე შანიძემ გადასცა, მან, ვინც მიხა ხელაშვილის ხელნაწერების პირველი სრული კრებული გამოსცა.

ფოტო გამაოგნებელი ტრაგიზმით გვიამბობს, ვის როგორ და ვისი ხელით სრესდა ეპოქა. ეს უკანასკნელნი თავს იწონებენ ფოტოკამერის წინ. მათ უკან "ეპოქალური" საპყრობილეა ("ეპოქალური" შემთხვევით არ მიხსენებია - გასული საუკუნის დასაწყისში ამგვარი სახელდახელო საპყრობილე ნებისმიერ იმ სახლში იხსნებოდა, რომლის ფანჯარას გისოსების გაკეთება უხერხდებოდა). დავყურებ საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოს და თავს შეძრწუნებული ვეკითხები, - როგორ უნდა მოგივიდეს თავში აზრად ის, რომ გისოსებს მიღმა გამოკეტილ პატიმრებს ხელში ოჯახის წერილი დააკავებინო, თავად კი გახარებული ფოტოკამერის წინ გამოიჯგიმო - აი, ხომ გიტირე დედაო!

მიხას მკვლელები ამ ფოტოზე წინა, საპატიო რიგში სხედან და ფოტოგრაფის კამერას ერთობ ამაყად შესცქერიან (როგორც ცნობილია, მსგავს შემთხვევებში ფოტოგრაფი საგანგებოდ მიჰყავდათ "გმირული მატიანის" აღსაბეჭდად. მათგან ლევან გარსევანაშვილი (შუაში) და ლუკა მარცვალაშვილი (მარჯვნივ) მიხას სიკვდილის შემდეგ ფშავმა სამუდამოდ შერისხა. მიხას მკვლელობის ღამეს სწორედ ეს ორი იყო მიხას გვერდით. იმ დღეს, 25 იანვარს, მიხა 25 წლის გახდა. ყმაწვილკაცს გულმა არ მოუთმინა და მთებიდან ჩარგალში ბავშვობის მეგობარ ლუკა მარცვალაშვილთან გადმოვიდა - სხვა დროსაც მასთან იმალებოდა, იცოდა, დაბადების დღის მოსალოცად კიდევ ერთი ბავშვობის მეგობარი, ლევან გარსევანაშვილიც მოვიდოდა. მიხა ტყის კაცს ჰგავდა და წვერი უნდა გაეპარსა. როგორც ყოველთვის, ლუკამ გაპარსა.

როცა სამართებელს უსვამდა, მიხამ გაუღიმა, - ლუკა, ჩემს მკვლელს დიდ ჯილდოს ჰპირდებიან და რაღა სხვამ ისარგებლოს, ბარემ შენ დაგრჩეს, გამომისვი ეგ სამართებელი ყელშიო. ლუკამ, - რას ამბობ, ძმასავით მიყვარხარო! თუმცა როცა იმ ღამით ლევან გარსევანაშვილთან ერთად საბძელში მძინარე მთვრალ მეგობარს დაადგა თავს, თოფი მაინც დაუმიზნა. ეგ კია, ვერ ესროლა - ხელები აუკანკალდა. სამაგიეროდ, მეგობარს დანდობილ მშვიდად მძინარე მიხას ტყვია ლევანმა დაახალა (შემდგომში ამაზე თავად ჰყვებოდნენ შექეიფიანებულები); მიხას თვალი არ გაუხელია, ისე წავიდა იმ ქვეყნად. მის სხეულზე ჩამომდინარე სისხლმა კი ბავშვობის მეგობრები შეაშინა - სოფელი ცუდი თვალით დაგვიწყებს ყურებას, მოდი, მიხას გვამი წავიღოთ და დუშეთის მილიციის ეზოში დავაგდოთ, ხალხს მილიციის მოკლული ეგონებაო.­  განგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი